მხოლოდ ერთ მონაკვეთში 2 კაცი დაიღუპა – ავარიები ხელვაჩაურის გზაზე, რომელსაც „ოცნება“ წლებია აკეთებს

ბოლო 2 თვეში ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2 ადამიანი დაიღუპა ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე: ერთ შემთხვევაში 70 წლის კაცი გადადიოდა ქუჩაზე, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მეორე შემთხვევაში დაღუპული კაცი ავტომანქანაში მყოფი მგზავრი იყო. ფრიდონ ხალვაშის გამზირი ე.წ. ხელვაჩაურის გზაა – ადგილი, სადაც ადამიანები მოუწესრიგებელი გზის გამო იღუპებიან. „ოცნების“ ხელისუფლება არათუ არაფერს …

რომელ ქუჩებს შეუწყდება ბათუმში წყალი

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 15 ივნისს, წყლის მიწოდება შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს. წყლის მიწოდება ასევე შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის შესახვევებსა და ჩიხებში, ასევე განთიადსა და ბუკნარში მცხოვრებლებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეფერხებით მიწოდების მიზეზი „უხვად მოსული ნალექის შედეგად სათავე ნაგებობაზე შექმნილი ავარიული მდგომარეობაა“. წყალმომარაგება შეიზღუდება 15 ივნისის 18:00 საათამდე.

ავარია ბათუმში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 ივნისს, ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს

„წვიმიანმა ამინდებმა არ მოგვცა აქამდე ასფალტის დაგების საშუალება, მაისის თვეში მოწესრიგდება ასფალტის საფარი და შემდეგ დაიხაზება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ არ მოეწყო ზებრა გადასასვლელები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, იგივე ხელვაჩაურის გზაზე? ამ გზაზე რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს, დაახლოებით 70 კაცი დაიღუპა – კაცი სახლიდან დღისით გადადიოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს …

4 ბავშვი დაიღუპა ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო ბოლო 2 თვეში – მოუწესრიგებელი ხალვაშის გამზირი

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა.  ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში …

ხალვაშის გამზირზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ევკალიპტის მრავალწლოვანი ხე წაიქცა. თვითმხილველის თქმით, ხე იქვე მდგომ სატვირთო ავტომანქანას დაეცა. ასევე დაზიანდა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხე დღეს, 6 მაისს დილით წაიქცა, რის გამოც გარკვეული დროით გადაკეტილი იყო მოძრაობა ხალვაშის გამზირზე. ამ დროისთვის გზაზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.  

2 პირი დაიღუპა ავარიის შედეგად წუხელ ბათუმში, ხალვაშის გამზირზე – ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა

წუხელ, 17 მარტს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა ,,მედინასთან” მოხდა, მეორე  კი – სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“. დაახლოებით 40 წლის ქალს კლინიკა „მედინასთან“ იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა იგი მათთან შეიყვანეს. „მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა …

„ყველგან სწორად არის დახაზული“ – გზების დეპარტამენტი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე

„მაგალითად, BMC-ის კლინიკაში რომ შეხვიდე, დაახლოებით 3 კილომეტრი უნდა გაიარო მოსაბრუნებლად, თუ გინდა, რომ არ დაჯარიმდე. სკოლასთანაც დამატებით კილომეტრ-ნახევარი უნდა გაიარო, რომ მობრუნდე,“ – გვიყვებიან ხელვაჩაურში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ საგზაო მონიშვნებს აპროტესტებენ. საუბარია ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე – 2 თვის წინ აქ უხარისხოდ დაგებული ასფალტი აყარეს და ხელახლა დააგეს. ამ გზის …

რომელი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა ბათუმში და როდის გაიხსნება ხალვაშის გამზირი

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დასაწყისი, რომელიც დღეს, 5 მარტს, ისევ ცალმხრივად ჩაიკეტა? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, „დაჯარიმდა და სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს“. გზების დეპარტამენტის პრესცენტრში სამუშაო დღის ბოლომდე ვერ დაგვიზუსტეს, როდის დაჯარიმდა კომპანია და როდიდან აითვლება ეს 2 თვე? უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე …

ხალვაშის გამზირზე ასფალტი აყარეს – გზის ერთი მხარე ისევ გადაკეტეს

ბათუმი-ახალციხის გზის დასაწყისი [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთი] მეორე დღეა ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის გამო ანგისიდან [ბავშვთა საავადმყოფო] ხელვაჩაურისკენ მიმავალ ტრანსპორტს ალტერნატიული გზებით უწევს გადაადგილება. ხალვაშის გამზირზე საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულება დეპარტამენტს შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. გზის ჩაკეტილ მონაკვეთში ასფალტის საფარი აყარეს. „ბათუმელებმა“ ვერცერთი კომპეტენტური უწყებიდან …

„კალაძეს წერეთლის ქუჩა დაემხო, რიჟვაძეს – ფრიდონ ხალვაშის გამზირი“ – ბრიფინგი ბათუმში

„თუ ეს არ არის კორუფცია, 3 თვის წინ დაგებულ ასფალტს რაში დასჭირდა აყრა? ივანიშვილმა თქვა, რომ სისტემაში კორუფციაა და მობრუნდა. დღეს ზუსტად ივანიშვილს მივმართავთ: დაიხარჯა 19 მილიონი ბიუჯეტიდან და გზა ისევ არ გვაქვს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 24 იანვარს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ლევან ანთაძესთან ერთად ბრიფინგი …

ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია – როდის დასრულდება სამუშაოები

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაუსრულებელია. მეტიც, ახალდაგებული ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია, რის გამოც გზებზე ორმოებია. დაზიანებულია სანიაღვრე არხის ცხაურებიც, ზოგან არხი ღიადაა დატოვებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა; ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა განახლდა – სამუშაოები გრძელდება

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა მთლიანად განახლდა, თუმცა გზაზე პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებიც. გამზირის რეაბილიტაციაზე კომპანია „ერ ტე დე“-სთან გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი – 9 778 106 ლარი, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული …

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირი – გზის ჩაკეტვის მორიგი ვადაც ამოიწურა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში მთლიანად გადაკეტილია, ჯერ 22 მაისს უნდა გახსნილიყო, შემდეგ 5 ივნისი დაასახელეს, თუმცა გამზირზე მოძრაობა სრულად ივნისის შუა რიცხვებამდე თუ ვერა, შესაძლოა ივლისამდე არ განახლდეს. მეტიც, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბოლო ცვლილებით, 31 მაისს უნდა დასრულებულიყო. ამ …

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [VIDEO]

„როდის დაიწყო და მე-19 საუკუნეში“, „ერთ არჩევნებზე დაიწყო და მეორეზე დასრულდება“, „საცობიი? – უუუფ რა ვიცი“, „ახალ მანქანას მიყიდით?“ – ასეთი რეაქცია აქვთ მძღოლებს, ხელვაჩაურის გზის რეაბილიტაციის პროცესზე კითხვების მოსმენისას. ხელვაჩაურის გზაზე მძღოლებთან გასაუბრების შემდეგ მიხვდებით, რომ აქ გზის რეაბილიტაციის პროცესს უკვე სარკასტულ-იუმორისტულ ჟანრში განიხილავენ. „გაბრაზების“ ეტაპს უკვე ჩაუვლია: „ლაპარაკით რა იქნება ვითომ“. იმავეს ვერ …

ფრიდონ ხალვაშის გამზირი 5 ივნისამდე არ გაიხსნება – რა მიზეზს ასახელებს დეპარტამენტი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც 22 მაისს უნდა გახსნილიყო, კვლავ გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების დასრულება „უამინდობის გამო ვერ მოესწრო“ და მოძრაობა 5 ივნისამდე არ აღდგება. „ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან …

გოდერძის უღელტეხილი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე [მათ შორის გოდერძის უღელტეხილზე] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის …

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც გზა გადაკეტილია

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი 2023 წლის 21 მაისამდე იქნება გადაკეტილი. ქუჩის ეს მონაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის 3 მაისს ისე გადაკეტეს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქზე წინასწარ არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია 4 მაისს გამოაქვეყნეს, ოღონდ ძველი თარიღით – 30 აპრილით. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჰქონდათ ტექნიკური …

ხალვაშის გამზირზე დაიწყო ხიდის მშენებლობა, რომელზეც ავტობანმა უნდა გაიაროს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. იმ ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, ხალვაშის გამზირი გადაკეტილია და მანქანები იქვე მოწყობილი დროებითი გზით გადაადგილდებიან. აქ ხიდის მშენებლობა, რომელზეც ავტობანმა უნდა გაიაროს, დღეს დილით დაიწყო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე …

დღეს ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სავალი ნაწილი შევიწროვდება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, საღამოს 10 საათიდან დილის 6 სააათამდე პერიოდში, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. გზა, ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე სამოძრაო ზოლზე, დაახლოებით 1 კილომეტრ მანძილზე შევიწროვდება – მეჯინისწყლის ხიდიდან მახვილაურის გადასახვევამდე მონაკვეთში. „დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია გაერთიანებული საწარმო POLATYOL & MAPA JV ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს. აღნიშნული …

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყალი ხვალაც გაითიშება

ხვალ, 23 დეკემბერს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სასმელი წყალი ისევ გაითიშება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყალი დილის 9 საათიდან შეწყდება ღამის 12 საათამდე. კომპანიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ეს გეგმური სარემონტო სამუშაოა და „წყლის მილია დაზიანებული“. რატომ ხდება საჭირო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სარემონტო სამუშაოს ჩატარება ისევ, როცა ერთი თვის წინ, 24 ნოემბერს, ამავე ქუჩაზე შეწყდა წყლის …

როდის აღდგება წყლის მიწოდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სასმელი წყლის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილია. წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავარიულად დაზიანებული მილის სარემონტო სამუშაოებია. ამავე ორგანიზაციის განმარტებით, სარემონტო სამუშაოები გრძელდება და წყლის მიწოდება 18:00 საათზე აღდგება.

ხე თუ გიშლით, მოჭერით – „მწვანე ბათუმის“ პოლიტიკა [ფოტო]

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მრავალწლიანი ხეები მოჭრეს. გზის ერთ მონაკვეთში რვა მოჭრილი ხის კუნძი გადავიღეთ. რვავე ხე ჯანსაღი იყო და ეს ვიზუალურადაც ჩანს. ამ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით აწარმოებს. სატენდერო მოთხოვნა ითვალისწინებს როგორც საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობას. ადგილზე გვითხრეს, რომ ხეები პროექტს უშლიდა …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიდებს აფართოებენ – ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მონაკვეთში შეფერხებულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ასრულებს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით გზის რეაბილიტაცია ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად უნდა განხორციელდეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირი კი, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის რეაბილიტაციაც …

19,4 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – გამარჯვებული გამოვლენილია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურებას 19 მილიონ 400 ათას ლარად სთავაზობს. დეპარტამენტს ტენდერი 22 206 512 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით გამარჯვებულთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. „ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი …

22 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი გამოცხადებულია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 512 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 12 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 მაისს დასრულდება. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების …

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს. დეპარტამენტში სამუშაოების დაწყების თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეაბილიტაცია დამთავრდება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდში. ეს „პერიოდი“ კი, თუ თარიღები კვლავ არ შეიცვალა, 2022 წელია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იგეგმება მხოლოდ გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ეს მონაკვეთი ანგისიდან, ხელვაჩაურის მიმართულებით, დაახლოებით მახვილაურის ქუჩის კვეთამდე …

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

9 წელია დაბა ხელვაჩაურის დიდი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ აქაურობა ბათუმი მხოლოდ ქალაქის რუკაზეა.  ხელვაჩაურელების ნაწილი ბათუმელები გახდნენ, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ, მათთვის არაფერი შეცვლილა. მათ „ბათუმში“ ადამიანებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ, არც ტროტუარებია, არც წრიული და ზებრა გადასასვლელები დახაზულა, აქვე არსებული სამრეწველო ზონისა და უწყვეტად მოძრავი ტრაილერების მტვერი კი ეზოებში მოთამაშე ბავშვების სუნთქვას დღითიდღე …

გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ხულოს მაგისტრალი ავტობანის მშენებლობის გამო მახვილაურთან

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებლების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ავტობანის მშენებლობის გამო დროებით ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი უნდა გადაიკეტოს. ეს მაგისტრალი ფაქტობრივად ერთადერთი გზაა, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს ბათუმთან აკავშირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტომაგისტრალზე ისედაც საცობებია განსაკუთრებით დილა-საღამოს და მისი გადაკეტვის შემთხვევაში სერიოზული პრობლემა იქნება იმ მონაკვეთზე, რომელსაც დროებით ალტერნატიულ გზად განიხილავენ. „ეს „ალტერნატიული გზა“ …

ფრიდონ ხალვაშის და ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები განსახლებას ითხოვენ

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა 14-მა ოჯახმა. ისინი ბათუმის შემოვლითი გზის (ავტობანის) მიმდებარედ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მათი საცხოვრებელი გარემო გაუარესდა და მოსახლეობა ჩიხში მოექცა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარიკო მორთულაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი გზა ფაქტობრივად საცხოვრებელი სახლების ზემოდან გადის, რაც მათ …

ხელოვნური „სატუმბი სადგური“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი არ არის ერთადერთი გამონაკლისი ბათუმის ქუჩებს შორის, რომელიც წვიმის დროს იტბორება. ამ ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობა და ვაჭრობაა. 30 ივნისს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ტროტუარზე წყლის დონე რომ დაკლებულიყო, კუსტარული „სატუმბი სადგური“ მოაწყო. ამ „სადგურით“ გზაზე დაგუბებული წვიმის წყალი გვერდით მდებარე ნაკვეთში იტუმბებოდა.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ზებრა გადასასვლელების გარეშე [ვიდეო]

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სადაც რამდენიმე სკოლaაა, არ არის დახაზული ზებრა გადასასვლელები. გამზირი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია და აქ ინტენსიური მოძრაობაა. გზის სავალ ნაწილზე გადასასვლელი ნიშნების არარსებობის გამო გადასვლა ჭირს, განსაკუთრებით სკოლის [შარაბიძეების, კახაბრის] მოსწავლეებისთვის. ზებრების არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე მძღოლებს. ქუჩის გასწვრივ არც ტროტუარებია მოწესრიგებული, წვიმის დროს კი ტროტუარი ხშირად იტბორება. საქართველოს საავტომობილო …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე მუშაობისას, აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ შეძენილი იქნა ადლია-კახაბერი-დაბა ხელვაჩაურის წყლის სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში“. „ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ პროექტი მოიცავს მხოლოდ ფრიდონ ხალვაშის გამზირს, მის მიმდებარე ტერიტორიას, ნაწილობრივ ადლიას და აეროპორტის გზატკეცილის ერთ [კენტ] მხარეს, ისიც, …

გამზირი ქალაქში ტროტუარების, ზებრებისა და სანიაღვრე არხის გარეშე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზაა. ეს გზა ბათუმი-ახალციხის საგზაო მაგისტრალის ნაწილია და ქალაქ ბათუმის ტერიტორიულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ბათუმს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შემოუერთეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომელიც დაახლოებით 5 კმ სიგრძისაა, დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა – არ არსებობს გზის გასწვრივ ტროტუარები, არ არის შეღებილი ზებრა გადასასვლელები, არ არსებობს სანიაღვრე არხები, რის გამოც წვიმის …

ბათუმში კაფე-ბარის შენობა დაიწვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე კაფე-ბარს ცეცხლი დაახლოებით 5-ის ნახევარზე გაუჩნდა. 70 კვადრატულ მეტრ ფართბზე დაიწვა ბამბუკის ნაგებობა. სახანძრო სამსახურის ცნობით, კაფე-ბარი კერძო საკუთრებაშია და ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა. შს სამინისტროს ინფორმაციით ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაო საშიში საშუალებით. შემთვევა 17 იავნარს მოხდა. დაახლოებით იმავე დროს ხანძარი ბათუმში გუშინაც გაჩნდა, …

Exit mobile version