“ანარ ალაკბაროვს ტენდერის მოგებაში გიორგი ერმაკოვის მეგობარი, ირაკლი ხარაძე დაეხმარა… მისი და ერმაკოვის მამებიც მეგობრები იყვნენ, ასე ვიცი, ასე მითხრეს…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა. ის კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” მრჩეველი იყო, შემდეგ – თბილისის ფილიალის დირექტორი. “კონვენტ ჯორჯია” აზერბაიჯანში რეგისტრირებული ის კომპანიაა, რომელსაც “იაფი სახლის” პროექტი უნდა გაეკეთებინა და მას ბათუმის მერიამ …
Tag Archives: ტენდერი
„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან
„ეს არის პროექტები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ჯამში 250 მილიონი დაიხარჯა და არ განხორციელებულა, ეს არის კორუფცია,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. ამ პარტიამ დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „განუხროციელებელი პროექტების“ გამოფენა მოაწყო პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპის ფონზე. „მაგალითად, ეს არის ბათუმის 27-ე ბაღი, სადაც ფული დაიხარჯა, მაგრამ აქ ბავშვები დღემდე არ …
ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს”
„მერე გვეტყვიან რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო“ – საპროტესტო აქცია „ოცნების ქალაქში“
„ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქციაა. შეკრებილები საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ. „იმ ადგილას შევიკრიბეთ, სადაც მთავრობამ ტერიტორია მოასწორა. არ გვინდა, მოტყუებული დავრჩეთ. დღეს აქ მშენებლობის ლენტი უნდა გაჭრილიყო. მერე მთავრობაც შეიცვლება და გვეტყვიან, რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო,“ – გვითხრა აქციაზე მყოფმა ცისანა აფხაიძემ. მისივე თქმით, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ, თუკი მთავრობა დაპირებული სახლების მშენებლობას არ დაიწყებს. …
Continue reading “„მერე გვეტყვიან რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო“ – საპროტესტო აქცია „ოცნების ქალაქში“”
ეროვნული ბანკი 865 000-მდე ლარს სასადილოს მოსაწყობად დახარჯავს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია. ტენდერი არ ითვალისწინებს ავეჯის, ინტერიერის დეკორატიული ელემენტების და სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. სამზარეულო, როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული. დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი ოფისის …
Continue reading “ეროვნული ბანკი 865 000-მდე ლარს სასადილოს მოსაწყობად დახარჯავს”
მამუკა ბახტაძე რუსული კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ბათუმელების“ კითხვას, ხედავს თუ არა ხელისუფლება საფრთხეს იმაში, რომ ბევრი რუსული კომპანია იღებს საქართველოს ხელისუფლებისგან დაკვეთებს, ასე უპასუხა: „საქართველო ღიაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და, ბუნებრივია, ჩემი პოზიცია ისევე როგორც ჩვენი გუნდის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად …
Continue reading “მამუკა ბახტაძე რუსული კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე”
რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. „აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი. აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, …
აჭარის მოდის კვირეულზე 5 სტუმრის მგზავრობას და სასტუმროს განათლების სამინისტრო აფინანსებს
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს. ამისათვის სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ამ მომსახურების შესასყიდად სამინისტრომ ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, აჭარის მოდის კვირეულზე ორი სტუმარი მილანიდან ჩამოფრინდება, სამი კი – პარიზიდან. სამინისტრო მათ …
ბათუმის მერია 225 ტელევიზორს ყიდულობს
ბათუმის მერია სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 225 ტელევიზორს შეიძენს. ტენდერი შესყიდვაზე მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 61 875 ლარია. ტელევიზორები სოციალურად დაუცველ იმ პირებს გადაეცემათ, რომლებიც მერიის პროგრამის – მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა – პირობებს აკმაყოფილებენ. ამ პროგრამით გათვალისწინებულია: პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალის შეძენა, ასევე, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობის რემონტი სოციალურად დაუცველი შშმ …
მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის
ხელვაჩაურში მცხოვრები ირაკლი მესხი ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის. ირაკლი სოფელ მნათობში ცხოვრობს, სადაც მერიას შიდა სასოფლო გზა გაჰყავს. მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერი გეოლოგის დასკვნას არ ითვალისწინებს და მისი სახლის დამეწყვრის საფრთხე არსებობს. „ჩემს სახლთან არაერთხელ ჩამოწვა მეწყერი, პირველად 1989 წელს იყო ეს…“ – გვიყვება ირაკლი მესხი და სხვადასხვა დროს სახლთან ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს გვაჩვენებს. …
Continue reading “მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის”
თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული ბათინკების შესყიდვის საეჭვო გზები
ავტორი: ნათია ჩეხერია, სტუდია „მონიტორი” თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ბათინკებს წელიწადში ორჯერ ყიდულობს და ამისთვის დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე ხარჯავს. 2017 წლის 17 აგვისტოს სამინისტრომ 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 505 084 ლარი იყო.
ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე და ერთ-ერთი მშენებელი – მუხრან ელიაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მუხრან ელიაძის კომპანია მერიის ერთ-ერთ ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად. ამ …
რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ
საქართველოში 208 იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა პარტნიორებიც [დამფუძნებელი ან მეწილე] რუსული კომპანიები არიან. ისინი საქართველოში საქმიანობენ, როგორც უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში რუსეთის] საწარმოთა ფილიალები, წარმომადგენლობები ან უბრალოდ შპს-ები თუ სააქციო საზოგადოებები. „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ 208 რუსული კომპანიიდან 70-მდე კომპანია, როგორც მიმწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია რეგისტრირებული. აქედან 31-მა ტენდერშიც კი [ზოგიერთმა რამდენიმე ტენდერში] …
Continue reading “რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ”
სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება I-VI კლასის 1 817 800 წიგნსა და რვეულზე, ასევე, VIII-XII კლასის 355 160 წიგნსა და სასკოლო რვეულზე. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება მეშვიდეკლასელებისთვისაც, VIII-XII კლასელები კი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2019 წელს ახალი …
Continue reading “სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ”
„ზამთარმა არ იზამთრა, ჩვენ ხომ პენტაგონის ბიუჯეტი არ გვაქვს?“ – ახალშენის რწმუნებული უწყლობაზე
ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობა წყალს ითხოვს. „დღეს საბავშვო ბაღიდან წამოვიყვანე შვილიშვილი მეც და და სხვებმაც, წყალი საერთოდ არ იქნებაო. უწყლოდ რა უნდა ქნა ბავშვებთან?… აქამდე ბაღში მაინც იყო გრაფიკით წყალი, ახლა ისიც აღარ არის… აქციაზე გამოვედით დღეს და ჩართეს ახლა უცებ მარტო ბაღში. თუ არ არის წყალი, ახლა საიდან მოვიდა? გამოვალთ აქციაზე, …
ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ
ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …
Continue reading “ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ”
სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის თავდაპირველად 3 794 100 ლარი იყო გათვალისწინებული, შემდეგ ეს თანხა კომისიამ 3 742 470 ლარამდე შეამცირა, „ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში იყო უზუსტობები“. …
Continue reading “სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა”
„ბათუმობას“ 190 895 ლარად „მარკა“ ჩაატარებს – ტენდერი ერთი მონაწილით შედგა
„ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ ჩაატარებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარი იყო, „მარკამ“ კი 190 895 ლარად შესთავაზა კულტურის ცენტრს „ბათუმობის“ ჩატარება. შპს „მარკა“ ერთადერთი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მას კონკურენტი არ ჰყოლია. „მარკამ“ გაიმარჯვა „ბათუმობის“ ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში შარშანაც. „მარკას“ მესაკუთრე და დირექტორი …
Continue reading “„ბათუმობას“ 190 895 ლარად „მარკა“ ჩაატარებს – ტენდერი ერთი მონაწილით შედგა”
ენმ: ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმისშვილი მილიონიან ტენდერში ქვეკონტრაქტორია
დღეს, 18 მარტს, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებული მილიონიანი ტენდერის სამუშაოებს ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“ ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის კომპანია ასრულებს. 2018 წელს ქობულეთის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 1 მილიონ 077 995 ლარზე, სადაც გაიმარჯვა შპს „შარაგზამშენი პირველმა“. მან, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია შპს „ჯორჯტრანსი“, რომელიც …
Continue reading “ენმ: ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმისშვილი მილიონიან ტენდერში ქვეკონტრაქტორია”
4 მლნ ლარი ბათუმის 23-ე სკოლის ასაშენებლად – კომპანია აჭარის განათლების სამინისტროს უჩივის
შპს „ანანა“ აჭარის განათლების სამინისტროს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. კომპანია, შესყიდვების კომისიას, სამინისტროს მიერ შედგენილი იმ ოქმის გაუქმებას სთხოვს, რომელიც კომპანიისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებას ითვალისწინებს. შპს „ანანა“ მონაწილეობს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც #23 [ მახვილაურის დასახლება] სკოლის მშენებლობას ითვალისწინებს. მახვილაურის სკოლა ე.წ. ავტობანის მშენებლობის გამო ბუფერულ ზონაში მოხვდა, რის გამოც მისი დემონტაჟი იგეგმება. ახალი …
„ეგ ვერ არჩევს ციფრებს“ – „სანდასუფთავების“ დირექტორს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
„ჩემს სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებზე წერილი მივწერე მთავრობას. ამის საპასუხოდ უფროსმა ჩემი დევნა დაიწყო და სამსახურიდან გამიშვა,“ – ირწმუნება ნოდარ ბედინაძე. იგი 24 იანვრამდე ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 იანვარს, ნოდარ ბედინაძემ წერილით მიმართა ბათუმის მერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. წერილში იგი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას …
4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად
ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული …
ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი
ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 768 746 ლარია. ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელებას იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, …
Continue reading “ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი”
კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია
კომპანია „ჯეოტურანი“ მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას, რითაც საქართველოში ოპერირებად მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს არ ეძლევათ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება. ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე შპს „ბათუმის წყალმა“, რომელიც ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული, ტენდერი 2019 …
Continue reading “კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია”
როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში
„იმ ტიპის შეზღუდვა, რომელიც არ ემსახურება მიზანს და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას, არის უკანონო,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი რამდენიმე ბიზნესკომპანიის ინტერესების დაცვას აპირებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობენ – მათ სამუშაო გამოცდილება არ აქვთ. სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველ ორგანიზაციებს კონკრეტული პირობების დაყენების უფლება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა …
Continue reading “როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში “
ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს. 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, …
Continue reading “ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა”
მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია
ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ვალდებულება აიღო. ამჯერად 177 700 ლარის შეკვეთა მერიისგან შპს „ნიუ დიზაინმა“ მიიღო, შემცირებული მოთხოვნების ჩამონათვალით. თავდაპირველად, ტენდერით, მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 273 500 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ ტენდერი შეწყდა. შპს „ნიუ დიზაინი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა. …
Continue reading “მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია”
დაცული ტერიტორიების სააგენტო დრონებს შეიძენს
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო დისტანციურად მართვად სამ საფრენ აპარატს, დრონს შეიძენს. სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 500 ლარია. ტენდერის ტექნიკური დავალების თანახმად საფრენი მოწყობილობის წონა 907 გრამი უნდა იყოს, პიქსელების რაოდენობა – არანაკლებ 20 მილიონისა, მაქსიმალური სიჩქარე არანაკლებ 70 კმ საათში, მაქსიმალური მომსახურების ზღვარი – ზღვის დონიდან არანაკლებ 6000 მეტრი, მაქსიმალური ფრენის მანძილი (უქარო …
Continue reading “დაცული ტერიტორიების სააგენტო დრონებს შეიძენს”
ეკომიგრანტებისთვის ორთაბათუმში სახლი აშენდება – ხელვაჩაურის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს
ხელვაჩაურის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 335 145 ლარია. ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ეკომიგრანტებისთვის სახლი უნდა აშენდეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მდებარეობს. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა მოიცავდეს 39 საცხოვრებელ ბინას (მათ შორის 10 ოროთახიანი უნდა იყოს – თითოეულის ფართობი …
როგორ გამოიყურება სახლი, რომლის შეკეთებაზე ბიუჯეტიდან 70 ათასამდე ლარი დაიხარჯა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაქვში მეშვიდე მიკრორაიონში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის 72 ათასი ლარი გამოყო, ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა შენობა საცხოვრებლად მაინც გამოუსადეგარია. შენობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ. „საცხოვრებელ სახლში ძალიან დაბალი დონის სამუშაოები ჩატარდა, თუმცა დღეს პრაქტიკულად განადგურებულია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არაეფექტურად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხები. …
Continue reading “როგორ გამოიყურება სახლი, რომლის შეკეთებაზე ბიუჯეტიდან 70 ათასამდე ლარი დაიხარჯა”
რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში
ბავშვებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში, ან ბულვარში უწევთ ღამის გათენება, სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს – თავშესაფარი მათთვის არ არსებობს. სახელმწიფო ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მოსაწყობად თანხას გამოყოფს, მაგრამ პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. ჯანდაცვის სამინისტრომ „ინტერესის გამოხატვის“ მოთხოვნა უკვე მეორედ გამოაცხადა – მსურველი არ ჩანს. სოციალური მუშაკები პირად საუბრებში ყვებიან, რომ …
Continue reading “რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში”
ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის
ოთხი დღის წინ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ლაშა ბოლქვაძე და არჩილ ვანაძე „ჟილინის არხის საქმეზე“. გამოძიების ვერსია, რომ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიადგა ბათუმის ბიუჯეტს ზიანი, არ დადასტურდა. 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე არავინ დასჯილა. არც სადავო თანხა დაუბრუნებია კომპანიას, რომელსაც „ჟილინის არხის“ რეკონტრუქცია უნდა განეხორციელებია. ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბათუმის ბიუჯეტიდან ფული …
Continue reading “ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის”
ტენდერი ადაპტირებული ლიფტისა და სპორტული დარბაზის მშენებელობაზე
ბათუმის მე-26 საჯარო სკოლა, ადაპტირებული ლიფტისა და სპორტული დარბაზის მოწყობაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 190 518 ათასი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, სკოლაში გარედან უნდა დამონტაჟდეს ადაპტირებული ლიფტი ეტლის მოსარგებლე ბავშვებისთვის, ასევე უნდა მოეწყოს თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილი სპორტული დრაბაზი. დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო სიგნალიზაციით და გათბობით. სკოლის დირექტორის თამარ გოგიშვილის თქმით, სკოლა სპორტდარბაზისთვის ადაპტირებული …
Continue reading “ტენდერი ადაპტირებული ლიფტისა და სპორტული დარბაზის მშენებელობაზე”
„ბათუმის წყლის“ განმარტება მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით
11 მაისს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია – „ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები“. „ბათუმელები“ სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმის წყალს“ რამდენჯერმე დაუკავშირდა და მათი პოზიცია სადავო ტენდერთან დაკავშირებით სტატიაშიცაა დაფიქსირებული. „ბათუმის წყალს“ ამ ტენდერთან სურს დამატებით გააკეთოს განმარტება. კომპანიის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „კომპანია „ბათუმის წყალი“ შესყიდვების განხორციელების დროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დადგენილი ნორმებით, ყოველთვის იცავს სამართლებრივ, …
Continue reading “„ბათუმის წყლის“ განმარტება მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით”
„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“, ერთმილიონიანი ტენდერის გამო, დავების საბჭოში უკვე ხუთჯერ უჩივლეს. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ „ბათუმის წყალი“ აფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივლებს. ტენდერი „ბათუმის წყლის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეა გამოცხადებული და …
Continue reading “„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები”
სტადიონის მშენებლობა ტექნიკური ზედამხედველის გარეშე გრძელდება – ტენდერი შეჩერებულია
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მეოთხე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს. ტექნიკური ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებული მორიგი ტენდერი ამჯერად ერთდროულად გაასაჩივრა სამმა კომპანიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადო გამოცდილების მქონე ტექნიკური ზედამხედველის გარეშე აშენებული სტადიონი ექსპლუატაციისას სხვადასხვა პრობლემის გაჩენის რისკებს შეიცავს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი ასეთი გამოცდილება არ აქვს. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 …