უკრაინის 300 მოქალაქე აჭარაში კერძო სექტორმა შეიფარა, 110 კი – სახელმწიფომ

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვეღარ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველო შეიფარებს. საქართველო მზადაა უკრაინელი დევნილებიც მიიღოს, რომლებიც ყოველდღიურად რეკავენ ცხელ ხაზებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის უკრაინის 410 მოქალაქე იმყოფება. მათგან 110 ტურისტული მიზნით იყო შემოსული ქვეყანაში, 300-მდე ადამიანი კი უკრაინიდან ლტოლვილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

„ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ოკუპანტზე დამოკიდებულება შეამცირო“ – ინტერვიუ

რის ფასად ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა მშვიდობას და სად იქნება საქართველოს ადგილი ომის დასრულების შემდეგ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი, თენგიზ ფხალაძე საუბრობს. ბატონო თენგიზ, BBC-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სამყარო აღარასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ ომის რუსეთისთვის იმ შედეგით დასრულების შემთხვევაში, რაზეც …

კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

ტკბილი დღე / Sweet Day – ასე ჰქვია კაფეს ბათუმში, სადაც როცა რამეს შეუკვეთავთ, შეგიძლიათ დამატებით 1, 2, 5 ლარი ან მეტი დატოვოთ იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა უსახსროდ არიან დარჩენილი ბათუმში და ვისაც შემდეგ თქვენგან დატოვებული ზედმეტი თანხის სანაცვლოდ უსასყიდლოდ გაუმასპინძლდებიან. კაფე ჭავჭავაძის №72-ში მდებარეობს. პატარა კაფეში, სადაც მხოლოდ 4 მაგიდა დგას, საღამოობით უკრაინის მოქალაქეები …

უკრაინელი ქალი, რომელიც ზაპაროჟიეს ატომურ სადგურზე მუშაობდა – დევნილობა ბათუმში

„დილით მშვიდად გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო. შემდეგ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თუ მესმოდა სროლების ხმა. ვუთხარი, რომ არა.  ის მეუბნებოდა – ჩვენთან აფეთქებებია, ომი დაიწყოო. ტელევიზორი ჩავრთე და მივხვდი, რომ ომი მართლა დაიწყო“, – ასე იხსენებს კიევიდან დევნილი ნატალია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეს. ნატალია ჟიტომირის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. „პირველი, რაც …

ქართული ბიზნესი რუსეთში რძის პროდუქტების გატანას არ აპირებს – რას ამბობენ კომპანიებში

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) აცხადებს, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“. „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოში ყველაზე მსხვილ რამდენიმე მწარმოებელს და ჰკითხა – შეიტანენ თუ არა რუსეთში თავიანთ პროდუქციას. შპს „ქართული რძის პროდუქტებში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში პროდუქციის გატანას არ გეგმავენ. „პროდუქციის გატანას სჭირდება გარკვეული პროცედურები. რუსეთმა ამჯერად …

სააგენტო რუსეთში ქართული რძის პროდუქტების შეტანაზე – მოლაპარაკება 2020 წელს დაიწყო 

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად „2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში.“ 5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“. რუსეთი 15 …

რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში

„დილით ზარის ხმამ გამაღვიძა, მეგობარი მირეკავდა ნიკოლაევიდან, სროლის ხმა გვესმის, თქვენთანაც ხომ არ ისმის ხმაო. ამ საუბარში ვიყავით, როცა ჩვენ სიახლოვესაც ჩამოვარდა ბომბი“, – ასე იხსენებს 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, მიშა ბერიძე, ქართველი ექიმი, რომელიც კიევში ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან კლინიკაშია სხვა ექიმებთან ერთად და …

ბათუმში პუტინისა და ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებულებს არ ათავისუფლებენ

„ეს დაკავება იყო უკანონო, ახლაც არ არსებობს საფუძველი, რომ ისევ იზოლატორში იყვნენ, ეს პოლიციური სახელმწიფოს ნიშნებია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში საპროტესტო აქციის 8 მონაწილის დაკავებაზე. საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა. გუშინ, პირველ მარტს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები პუტინისა და …

„ღარიბაშვილო, ჩვენ არ დავდგებით მკვლელი პუტინის მხარეს“ – აქცია მთავრობასთან | ფოტო

„რუსეთის მონებო!“, „Путин хуйло!“, „მომავალს გვინგრევთ!“ – ასეთი შეძახილებით მივიდნენ დღეს, პირველ მარტს, აჭარის მთავრობასთან საქართველოს მოქალაქეები. ისინი მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამბობენ, რომ მთავრობა სათანადო მხარდაჭერას არ გამოხატავს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს ისტორიულ შანსს უკარგავს, რომ დღეს უკრაინასთან ერთად გახდეს ევროკავშირის …

უკრაინიდან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გვაქვს – სისხლის ბანკი

დაჭრილი უკრაინელი მეომრებისა და სამოქალაქო პირების დასახმარებლად სისხლის დონაციის სურვილი საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა. თუმცა როგორც ბათუმში, სისხლის ბანკში გვითხრეს, ამ ეტაპზე საქართველოდან სისხლის გატანის საჭიროება არ არის. აჭარაში სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკრაინისგან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა არ არის. „ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტაქტი უკრაინასთან და ამ ეტაპზე. …

ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, უკრაინული გემი VILNIUS-ი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს. სააგენტოს განცხადებით, გემი ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიემართებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 27 თებერვალს ღია ზღვიდან ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. „საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი გათავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების …

ბათუმელი ექთანი მთავრობას: გვსურს, უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფი 

ავტორი: ლუკა კურტანიძე, ბიოლოგი, ექთანი მინდა გამოვეხმაურო ომს უკრაინაში და როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ ჩვენი, მედპერსონალის ინიციატივა და დაგვეხმაროთ ჩვენი სურვილის განხორციელებაში. ჩვენი სურვილია [მე ამ სურვილებში მარტო არ ვარ] ჩვენი მოძმე ერის – უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მედპერსონალის მოხალისეთა ჯგუფი. ეს ჯგუფი …

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება

ბათუმში, ევროპის მოედანაზე, უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად არიან ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელარუსები, ასევე სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. უკრაინის მხარდამჭერი აქციები ბათუმში მესამე დღეა იმართება. დღეს, 26 თებერვალს, აქციაზე გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობენ, აფთიაქებმა კი მათ მედიკამენტების 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცეს. „ჩვენ ამ …

„იცოდნენ რუსებმა, რომ ჩვენი მიწებიდან არსად წავალთ“ – უკრაინის მოქალაქე

კრისტინა პატრებჩუკი უკრაინის მოქალაქეა. ის შვილებთან და მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს. 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ოჯახმა ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. უკრაინის ქალაქების დაბომბვა რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. საოკუპაციო ბრძოლები გრძელდება დღესაც. კრისტინა დილიდან ვეღარ უკავშირდება ნათესავებს უკრაინაში. „ვურეკავთ კიევში ახლობლებს და კონტაქტი აღარ არის. ისინი კიევის იმ ნაწილში ცხოვრობენ, სადაც რუსული …

„სოლიდარობა უკრაინას“ – ახალგაზრდების აქცია ხულოში

დღეს, 25 თებერვალს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათი თქმით, დღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება უკრაინას და უკრაინელ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. „გაუმართლებელია რუსული აგრესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ. არა მარტო ჩვენ, ახალგაზრდები, ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარულები, ხულოს მოსახლეობაშიც მსგავსი განწყობაა. ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაც …

ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს – თამარ კორძაია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოს მომავალ სტრატეგიულ ხედვებზე მსჯელობას ითვალისწინებდა პარლამენტში, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომა ჩაშალეს. უფრო მეტიც, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კარები ჩაუკეტეს ოპოზიციას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის დარბაზში უკრაინის ჰიმნის აჟღერებას გეგმავდნენ. დგანან თუ არა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი სხვადასხვა მხარეს და …

საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს ხელისუფლება ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც ამ პროცესს უწევს კოორდინაციას, საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს, 25 თებერვალს, დილიდან დაიწყო. „კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს,“ – წერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ამოქმედდა ცხელი ხაზი – 0 …

ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე | ფოტო

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. „ეს სოლიდარობა არის გადამწყვეტი, რადგან უკრაინაში საბრძოლო პროცესი პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზე“- ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ – ირაკლი კუპრაძე. უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ევროპის მოედანზე უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებიც გამოხატავენ. ომის დაწყების შემდეგ, პუტინის განცხადებიდან …

დუმილი დაგვიჯდება ძვირი – პოზიცია მთავრობას საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს მთავრობას მიმართავს და საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველაზე მძიმე დღეები უდგას ევროპას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ დუმილს და უმოქმედობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამგვარი დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი, ამიტომ ხელისუფლებას კონკრეტულ ინიციტივებს ვთავაზობთ. ჩვენ ვითხოვთ და მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა …

„დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პუტინი“ – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დღეს, 24 თებერვალს, დილით დაიწყო. რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა. ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა: „მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ  შევაჩეროთ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ანტიპუტინური კოალიციის შექმნა! სასწრაფო სანქციები, თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის! დაკეტეთ საჰაერო სივრცე! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, მშვიდობას დაუბრუნდეს“ 10:06 წუთზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ …

ბათუმის სტადიონი უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს

დღეს, 16 თებერვალს, ღამით, ბათუმის ახალი სტადიონი უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს. ფოტოს აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს. დღეს, რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე, უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. თბილისში, მხარდაჭერის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს თბილისის ანძა. ამავე თემაზე:  ზელენსკიმ ქართულ ენაზე გადაუხადა მადლობა ტვიტერზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ზელენსკიმ ქართულ ენაზე გადაუხადა მადლობა ტვიტერზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ქართულად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერას უკრაინისადმი და მას მადლობას უხდის. „მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერისა და უკრაინასთან ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!“ — წერს ზელენსკი ტვიტერზე. მადლობელი ვარ 🇬🇪 პრეზიდენტის @Zourabichvili_S მხარდაჭერისა და 🇺🇦 ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად …

ეს საქართველოსთვის ბრძოლაა – ქართველი ლეგიონერი კიევიდან

„ჩვენი მოხალისეების ნაწილი უკვე საბრძოლო პოზიციაზე გადაისროლეს, ნაწილი ისევ ინსტრუქტორად მუშაობს კიევში, სამოქალაქო ჯგუფებთან, რომ მათ გადაუდებელ სიტუაციებში ადეკვატური რეაგირება შეძლონ… ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად,“ – გვითხრა მამუკა მამულაშვილმა, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთობის დღედ გამოაცხადა. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან …

ჩვენ აქ ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად – აქცია ბათუმში

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან, სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და აცხადებენ, რომ დღეს აქ უკრაინის ერთიანობისთვის დგანან.  აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიების წევრებიც. „რუსეთი ოკუპანტია“, „ჩვენი  მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს“, „ჩვენი არჩევანი ევროპული გზაა“ – ეს წარწერები აქვთ სოლიდარობის აქციის მონაწილეებს პლაკატებზე. „ჩვენ, ორმა ერმა – საქართველომ და უკრაინამ თავისი დასავლური …

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის დროშა გამოფინა და ჰიმნი იმღერა

დღეს, 9 თებერვალს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა. სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის გამოფენა ითხოვა. დროშის გამოფენის პარალელურად გაისმა უკრაინის ჰიმნიც, რასაც სააკაშვილიც აჰყვა. ჰიმნის გაჟღერების დროს სასამართლო დარბაზში მყოფი ზოგიერთი პირი ფეხზე წამოდგა. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მთავრობა „პუტინის ბოსტანში გადასვა“. „როცა პოლონეთის პრეზიდენტი …

უკრაინის ელჩი: ბევრი რუსი ხედავს, რომ ბათუმი თანამედროვე ქალაქია, სოხუმი საბჭოეთში ცხოვრობს

რუსეთის მიერ უკრაინასთან ძალების მობილიზაციის ფონზე, როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა? ელიან თუ არა კიევში შეჭრას, რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობისა და მოქალაქეების პოზიციაზე და მიიჩნევენ თუ არა საკმარისად არსებულ და შესაძლო სანქციებს? ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს ესაუბრა. იგორ დოლგოვი: შეიძლება გადაიდგას პატარა, მაგრამ ეფექტიანი ნაბიჯები. მაგალითად, გერმანიის გუშინდელი გადაწყვეტილება, აიკრძალოს …

„დონეცკთან ახლოს დღემდე არ წყდება სროლები“ – მოქალაქე უკრაინაში ვითარებაზე

ანა კნიაზევა უკრაინაში, დრუჟკოვში ცხოვრობს. ეს ქალაქი დონეცკის ოლქს ეკუთვნის. დონეცკის ნაწილი, დონეერსკი, ახლა რუსეთის მიერ კონტროლდება, დრუჟკოვი კი უკრაინის შემადგენლობაში დარჩენილი დონეცკის ადმინისტრაციული ერთეულია. როგორც ანა კნიაზევა გვიყვება დონეცკთან ახლოს 2014 წლიდან დღემდე არ წყდება სროლები და მოსახლეობას მუდმივი დაძაბულობის ქვეშ უწევს ცხოვრება. ანა კნიაზევა, უკრაინის მოქალაქე ქალაქ დრუჟკოვიდან:  ხანდახან ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, …

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე რეზოლუციაზე – „რუსეთი აგრესორია“

„ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთი ახორციელებს აგრესიას. ამ შემთხვევაში ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი,“ – მიიჩნევს დავით ნარდაია, ის ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეა. დავით ნარდაია დღეს, პირველ თებერვალს ნატო-ს საინფორმაციო ცენრის ორგანიზებით რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეხვდა. ონლაინშეხვედრაზე ჟურნალისტებმა კითხვები ძირითადად უკრაინაზე დასვეს …

„ჩემი მშობლები ფრონტის ხაზთან რჩებიან“ – უკრაინელი, რომელიც 5 წელია ბათუმში ცხოვრობს

ნატაშა შევჩენკო მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად უკრაინიდან ბათუმში რამდენიმე წლის წინ გადმოსახლდა და აქ ინტერიერის დიზაინის სტუდია გახსნა. უკრაინაში ნატაშასა და მისი მეუღლის მშობლები, ნათესავები და მეგობრები რჩებიან. ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და 2014 წლის ომს იხსენებს უკრაინაში. ნატაშა შევჩენკო, ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე: „5 წელია რაც მეუღლესთან და შვილებთან …

„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა

„მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები… ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში,“ – გვიყვება რომა ქათამაძე. ის ქობულეთიდანაა და რამდენიმე დღეა უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი …

უკრაინელი ოფიცერი ვიქტორია – ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით

29 წლის ვიქტორია დვორეცკა უკრაინის არმიის რეზერვისტთა ოფიცერია, თან უკრაინის არმიის დახმარების საერთაშორისო ფონდისთვის მუშაობს. „Повернись живим“ – ასე ჰქვია არმიის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და შემწირველები არიან, როგორც უკრაინის მოქალაქეები, ქვეყნის მსხვილი ბიზნესმენები, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ეს უკრაინის არმიის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია. ოფიცერი ვიქტორია დვორეცკა ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბობს: …

რას ელიან უკრაინაში საქართველოსა და დასავლეთისგან – ინტერვიუ უკრაინელ პროფესორთან

„კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობა უფრო აქტიური ყოფილიყო და ნათელი გაეხადა საკუთარი პოზიცია… ჩვენ გვესმის, რომ საქართველო რთულ პოზიციაშია, მაგრამ ვნახეთ, რომ საზოგადოება გვიჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ვოლოდიმირ დუბოვიკმა, როცა მას უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციის შესახებ ვკითხეთ.  ვოლოდიმირ დუბოვიკი უკრაინაში ოდესას მეჩნიკოვის უნივერსიტეტის პროფესორია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. „ბათუმელები“ …

 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

ადრიანა სუსაკი 34 წლის უკრაინელი რეზერვისტი ქალია. თუ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებს, ადრიანა რეზერვისტთა პირველ ნაკადთან ერთად იბრძოლებს. უკრაინაში ადრიანას მსგავსად ახლა 21 ათასი რეზერვისტი ქალია მობილიზებული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი 57 ათასი სამხედრო ქალია. ადრიანას ბათუმიდან კიევში დღეს ვესაუბრეთ. ადრიანა სუსაკი: კიევში ვცხოვრობ მეუღესთან და 6 წლის შვილთან ერთად. ომის ბავშვია. 2014-15 წლის ყირიმის …

თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, საქართველო ვერ გადარჩება – ქართველო მებრძოლი უკრაინაში

„ვალდებულად ვთვლი თავს, რომ უკრაინას დავუდგე გვერდით, სხვა რა გითხრათ,“ – ამბობს ზაქარია შუბითიძე, რომელიც უკრაინაში ორი დღის წინ ჩავიდა და „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. „ქართულ ლეგიონში“ ამ დროისთვის დაახლოებით 130 მებრძოლია. მათი თქმით, მდგომარეობა ისევ უკიდურესად დაძაბულია. „ქართული ლეგიონი“ ამ ეტაპზე სამოქალაქო პირების ორგანიზებულ ჯგუფებს ეხმარება წვრთნებში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, საველე …

„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღისა და ფულის მიწოდება. ომის საფრთხის რეალური მოლოდინი აქვთ უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც. ირინა დოცენკო …

სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე

დღეს 22 იანვარს, ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთის ღია აგრესიის პირისპირ დგას. „დღეს უკრაინა ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორც ჩვენ ვიმყოფებოდით 2008 წლის ზაფხულში. ძალიან ახლოს ომთან. ამიტომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა უკრაინელებისადმი. …

Exit mobile version