მთავარი,სიახლეები

ჩვენ აქ ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად – აქცია ბათუმში

16.02.2022 • 1079
ჩვენ აქ ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად – აქცია ბათუმში

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან, სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და აცხადებენ, რომ დღეს აქ უკრაინის ერთიანობისთვის დგანან.  აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიების წევრებიც.

„რუსეთი ოკუპანტია“, „ჩვენი  მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს“, „ჩვენი არჩევანი ევროპული გზაა“ – ეს წარწერები აქვთ სოლიდარობის აქციის მონაწილეებს პლაკატებზე.

„ჩვენ, ორმა ერმა – საქართველომ და უკრაინამ თავისი დასავლური არჩევანი გააკეთა და სწორედ ამის გამო გვსჯის რუსეთი. ჩვენ, ორი ერი, გავაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება სახელმწიფოს პოზიცია“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი.

„ჩვენ მათთან ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენ და უკრაინელ ხალხს გვქონდეს მშვიდად ცხოვრების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხმამაღლა ვერ საუბრობს, ჩვენ, მოქალაქეები, ვამბობთ, რომ ბათუმი ყოველთვის იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით“ – ამბობს საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი, რომელიც სოლიდარობის აქციაზე იმყოფება.

დღეს უკრაინაში ერთობის დღეა.

„ჩვენ გვაშინებენ ომით და მათ დათქვეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ“-განაცხადა გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

__________________

ამავე თემაზე:

„მკვლელი და ქურდი პუტინი“ – უკრაინელების, ბელარუსებისა და რუსების აქცია ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: