ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაუშვეს, ამბობს, რომ შესაძლოა მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არამხოლოდ პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს. „რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჩემთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როცა ვცადე გარკვევა, ჩემს ფეისბუქ პოსტებზე მიმითითეს. ამ ამბის შესახებ ვისაუბრე. ჩემს ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, ამბობდა: იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბევრი ექიმია განსხვავებულ აზრზე და მათთან …
Tag Archives: რესპუბლიკური საავადმყოფო
ექიმი გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო
ექიმი ნათია ხარატი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს. ექიმის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის „ფეისბუქსტატუსებს უკავშირდება“. ექიმი ნათია ხარატი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან „პირად საუბრებში“ ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას. …
Continue reading “ექიმი გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო”
კონკურსი ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე
ბათუმის N1 პოლიკლინიკის და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ კონკურსი გამოაცხადა. ამავე კონკურსის ფარგლებში უნდა მომზადდეს პროექტი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაზე მიშენებასაც ითვალისწინებს. ახალი შენობები „ძველი რესპუბლიკურის“ ადგილზე უნდა ააშენონ. „ახალ რესპუბლიკურს“ კი 4 სართულს გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების მხრიდან მიაშენებენ. „ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის მშენებლობისათვის დამზადებული …
Continue reading “კონკურსი ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე”
ბათუმის რესპუბლიკური ისევ სრული დატვირთვით ამუშავდა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადებით, დღეიდან, 2 ივლისიდან, კლინიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. „სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კლინიკამ კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა და გადანაწილება იმგვარად უზრუნველყო, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით შეფერხება არ დაფიქსირებულა. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციისა და PCR ტესტირების …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკური ისევ სრული დატვირთვით ამუშავდა”
რესპუბლიკურის მესამე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდპაციენტი კლინიკის მესამე სართულიდან გადახტა/გადავარდა. „ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. ისე გადახტა“, – უთხრეს „ბათუმელებს“. 73 წლის კაცი ცოცხალია. დაზუსტებული ინფორმაციით, პაციენტის შვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. შესაბამისად, ის თავად ზრუნავდა მამაზე. კაცის მესამე სართულიდან გადახტომა/გადავარდნის ფაქტს ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, „შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში …
Continue reading “რესპუბლიკურის მესამე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა”
„ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად“ – ინტერვიუ რესპუბლიკურის დირექტორთან
„ახლა სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული, არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორია. სოლომონ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, თუმცა ამბობს, რომ სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს და დრო სჭირდება რეაბილიტაციისთვის. სოლომონ ფუტკარაძე კორონავირუსით იყო ინფიცირებული და თავად მკურნალობდა რესპუბლიკურში. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეალობაზე …
Continue reading “„ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად“ – ინტერვიუ რესპუბლიკურის დირექტორთან”
ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიზეზი კოვიდინფიცირებულის მონახულებაა, რომლის საშუალებაც ექიმმა კლინიკაში მისულ კაცს არ მისცა. „…ეს ამბავი შუაღამით მომხდარა, მე ახლა გავიგე. ეს კაცი იყო ნასვამი და მორიგე ექიმს სთხოვდა კოვიდინფიცირებულის მონახულებას… ჩემი ინფორმაციით, ექიმს სახეში დაარტყეს რამდენჯერმე, ექიმი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია კიკაბიძემ, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ …
Continue reading “ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს”
ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა
ბათუმის მერიამ რეპსუბლიკური საავადმყოფო გააფრთხილა. მიზეზი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის სავენტილაციო სისტემაა, რომლის ხმაურიც მეზობლებს აწუხებთ. ამ პრობლემის შესახებ გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ 9 ივლისს უთხრეს. მაშინ სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ [ყოფილი შპს „სტადიონის“] დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ პრობლემა უარყო და თქვა, რომ „სისტემა გამართულად მუშაობს“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საკითხი ბათუმის მერიის მუნიციპალურმა …
Continue reading “ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა”
„არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღევანდელი, 14 ივლისის მდგომარეობით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მე თვითონ მოვინახულე დღეს პაციენტები და მდგომარეობა სტაბილურია. ამ კვირაში რამდენიმე პაციენტს უწევს საკონტროლო ტესტირება კორონავირუსზე, ხუთშაბათს ორ მძღოლს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება და ვფიქრობთ, კარგი შედეგი გვექნება. არც ერთ პაციენტს არ …
Continue reading “„არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა”
COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმკურნალებენ. კოვიდინფიცირებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსი ორი დღის წინ, 29 ივნისს დაუდგინეს, დღეს „მედალაფადან“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. კლინიკა „მედლაფას“ აჭარა-გურიის რეგიონული ხელმძღვანელი ლევან ანთაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ „მედალფა“ ჩვეულ რეჟიმში აპირებს დაბრუნებას. „ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენც ჩვეულ რეჟიმში გვინდოდა დაბრუნება. დაფინანსების თემებიც არის. ერთი თვე …
Continue reading “COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ”
ახალი რესპუბლიკურისთვის 2,2 მილიონის აპარატურას სამინისტრო უტენდეროდ შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი „რესპუბლიკური“ კლინიკისთვის სამედიცინო აპარატურას და ინვენტარს შეიძენს. ამჯერად დაგეგმილია 2 მილიონ 200 ათასამდე ლარის ღირებულების აპარატურის შესყიდვა ტენდერის გარეშე. სამინისტრომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სამინისტრო გეგმავს შეიძინოს: ლაპარასკოპიული სისტემა 4K – 1 ცალი; ინტეგრირებული საოპერაციოს ლაპარასკოპიული სისტემა 3D – 1 ცალი; ენდოსკოპიური სისტემა – 1 ცალი; ეოპის …
Continue reading “ახალი რესპუბლიკურისთვის 2,2 მილიონის აპარატურას სამინისტრო უტენდეროდ შეიძენს”
ახალი რესპუბლიკურისთვის 8,8 მილიონი გამოიყოფა აჭარის ბიუჯეტიდან
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 882 200 ლარით გაიზრდება, საიდანაც 8 მილიონ 855 ათასი ლარი სამინისტროს ემატება ახალი პროგრამისთვის – „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკის ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა“. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა COVID 19 დაინფიცირებისაგან რისკის ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფისა და დაავადებული მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების …
Continue reading “ახალი რესპუბლიკურისთვის 8,8 მილიონი გამოიყოფა აჭარის ბიუჯეტიდან”
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა
გუშინ, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ცხელების ცენტრი ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში ჩაერთვება „შესაბამისი ქონების [ახალი კლინიკის] სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე“. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ბათუმის …
ბათუმში ახალმა „რესპუბლიკურმა“ საავადმყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო
ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების მიღება დაწყებულია. კლინიკა ამ ეტაპზე მუშაობს როგორც ცხელების ცენტრი. დღევანდელი მონაცემებით იქ უკვე 20-მდე პაციენტი იმყოფება, რომლებსაც კვლევისთვის სინჯები აუღეს კოვიდ-19-ზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ლაბორატორიის პასუხები დღეს, 16 აპრილს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. „ვიღებთ იმ პაციენტებს, ვისაც ცხელება აქვს. დღემდე მიღებულ პაციენტებს შორის ამ დროისთვის არავის აქვს დადასტურებული ახალი …
Continue reading “ბათუმში ახალმა „რესპუბლიკურმა“ საავადმყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო”
რატომ ვერ იღებენ პაციენტებს „ახალ რესპუბლიკურში“
„…სავენტილაციო სისტემის მუშაობის რეჟიმის შეცვლა გახდა საჭირო. მესამე დღეა მიმდინარეობს ნაკადების მიმართულების შეცვლა, რომ არ იმოძრაოს ამ ჰაერმა სხვა პალატებში, აქაური ჰაერი სხვაგან არ მოხვდეს,“ – ასე განმარტავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე მიზეზს, რის გამოც აქ პაციენტები არ მიუღიათ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ნაწილი covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 9 აპრილს გახსნეს. მაშინ …
Continue reading “რატომ ვერ იღებენ პაციენტებს „ახალ რესპუბლიკურში“”
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას COVID19-ის მართვისთვის ამზადებენ
საქართველოს მთავრობის 2 აპრილის განკარგულებით აჭარის მთავრობას და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს მიეცათ უფლება, გამარტივებული წესით განახორციელონ სხვადასხვა შესყიდვა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის სამედიცინო ინვენტარის შეძენა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო აღიჭურვება covid-19-ის მართვისთვის საჭირო ყველა ინვენტარით, მათ შორის სამედიცინო აპარატურითაც – სასუნთქი აპარატები და სხვა. „საავადმყოფოს აღჭურვის პროცედურები უკვე …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას COVID19-ის მართვისთვის ამზადებენ”
„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას, რომელიც ბათუმში ახალ საავადმყოფოს აშენებდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ „არამართლზომიერი გადაწყვეტილებით“, 42 ათასზე მეტი ლარი პირგასამტეხლო არ გადაახდევინეს. აუდიტი თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზიანო იყო სახელმწიფო საწარმოსთვის და ამ ქმედებაში მშენებელი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას ხედავს, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვერ დაასრულა. აუდიტი მოუწოდებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
Continue reading “„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი”
რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება
სახელმწიფომ ახალი ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი დააფუძნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. ახალ ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა. „შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, …
Continue reading “რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება”
„დადებითი დინამიკა გვაქვს“ – ბათუმში დაჭრილი პოლიციელი გონზე მოვიდა
„დადებითი დინამიკა გვაქვს, გონზე მოვიდა და უკვე კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 დეკემბერს დაჭრილ პოლიციელზე. ყელში დანით დაჭრილი პოლიციელი, ოთარ თავართქილაძე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა კლინიკის დირექტორი, მალხაზ ხალვაში ვარაუდობს, რომ ხვალ პოლიციელი რეანიმაციას დატოვებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. კადრებში, რომელიც …
Continue reading “„დადებითი დინამიკა გვაქვს“ – ბათუმში დაჭრილი პოლიციელი გონზე მოვიდა”
დაჭრილი პოლიციელი ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა
„რეანიმაციულ განყოფილებაშია, ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა დადებითი ტენდენცია გვაქვს,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ბათუმში დაჭრილ პოლიციელზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გუშინ თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. კადრებში, რომელიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი …
Continue reading “დაჭრილი პოლიციელი ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა”
„მადლობა მოთმინებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურის“ ექიმებს
სიტყვა „მოთმინება“ დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა – დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალ შენობაში ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს შეხვდა. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საავადმყოფოს შენობა დაათვალიერა, რომელიც ჯერ სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი არ არის. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, როცა ის ექიმების პირისპირ დაჯდა. ამ საავადმყოფოს ექიმებმა არაერთი საპროტესტო …
Continue reading “„მადლობა მოთმინებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურის“ ექიმებს”
გადაკეტილი ქუჩა სასამართლოსთან – რას ჰყვებიან „რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე“ ბრალდებულები
„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები გარეთ,“ – ამ მოთხოვნით დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხულიგნობისთვის ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ბადრაგის სამსახურის იმ ავტომანქანას არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას, რომლითაც ბრალდებულები გადაჰყავდათ. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი – სხვადასხვა სახის დაზიანება …
რა ეტაპზეა ბათუმის რესპუბლიკურის აღჭურვის პროცესი – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების ერთიანი მართვის, ანუ ე.წ. „ეტალონური“ კლინიკების [მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს] შესახებ ხედვა, ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია“, – მოგვწერეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან. „ეტალონური“ კლინიკების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბათუმელებთან“ 2018 წლის ნოემბერში განაცხადა. ყოფილი მინისტრის თქმით, 2019 წლის დასაწყისიდან ამუშავდებოდა პროექტი, რომლის მიხედვითაც „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე …
„რესპუბლიკურის“ ახალ შენობაში გაზმომარაგების შიდა ქსელის მოსაწყობად 5630 ლარია გამოყოფილი
ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 630 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება, რომელიც შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. სატენდერო პირობის მიხედვით საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღგ-ს გარეშე 420 ლარს, ხოლო სამუშაოების ღირებულება – 5 210 ლარს. ტენდერში …
„რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ პოლიცია დაიცავს – როდის ჩაიბარებს ახალ შენობას მთავრობა
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის დასაცავად შპს „სტადიონი“ 50 400 ლარის გადახდას გეგმავს. ამ თანხას დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხდიან. პროექტი, რომელიც ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებს, ბოლო შეთანხმებით, 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად როდის დასრულდება იგი. ასევე გაურკვეველია, თუ რომელ უწყებას გადაეცემა საბოლოოდ ახალი საავადმყოფო. „სტადიონის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში 17 მაისს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, …
რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა. ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით …
მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „დაანონსებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო კლინიკების განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც უნდა განვიხილოთ როგორც ახალი კლინიკის აღჭურვის თემა, ასევე მისი სამომავლო მართვის თემაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზაალ მიქელაძემ. მინისტრი ამბობს, რომ რაოდენობრივად ყველაფერი დათვლილია და იციან ზუსტი …
„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან
დღეს, 26 იანვარს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი, ასევე, მოქალაქეები. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპირებს, რასაც ისინი არ ემხრობიან. „ევექსი“ აპირებს რესპუბლიკურში შემოსვლას და ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, რადგან გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო საავადმყოფო. მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ …
Continue reading “„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან”
„ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ბატონ ბიძინას შეუძლია“ – ექიმების აქცია ბათუმის რესპუბლიკურში
დღეს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა მორგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკვე საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში ისევ არ არის გათვალისწინებული. ექიმი ბენო ჭელიძე, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აცხადებს, რომ ისინი ამ აქციით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების, უფრო კი ბიძინა ივანიშვილის ყურადღების …
ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული. ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში …
Continue reading “ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“ “
რატომ გაჩეხეს ხეები „რესპუბლიკურის“ ეზოში
ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ხეები გაჩეხეს. ბათუმის გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაჩეხილი ხეები კერძო საკუთრებაშია. „ჩვენ არ მოგვიჭრია. ცოტა ხნის წინ ტოტი იყო ჩამოტეხილი, ღობის გარეთ იყო, ამიტომ ჩვენმა სამსახურმა აალაგა, ახლა კი როგორც გვითრეს, ხე ნახევრად წაქცეული იყო. ეს ხეები ღობის შიგნითაა, კერძო საკუთრებაშია და ჩვენ არ გვეხება,“-ამბობს ირაკლი ბერიძე, გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახურის …
Continue reading “რატომ გაჩეხეს ხეები „რესპუბლიკურის“ ეზოში”
რატომ ჭიანურდება ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დასრულება
ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. ამასთან, გამორიცხული არაა კორპუსის მშენებლობა ვერც აგვისტოში დასრულდეს. შპს „სტადიონის“ დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მშენებლობის ვადის გადაწევა სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის იმან, რომ პროექტში თავის დროზე არაერთი უზუსტობა იყო დაშვებული. …
Continue reading “რატომ ჭიანურდება ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დასრულება”
„რესპუბლიკურის“ დირექტორი ახალი კლინიკის გახსნაზე: იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა და მისი გასხვისება ან მართვის უფლებით კერძო კომპანიაზე გადაცემა არ იგეგმება – აცხადებს აჭარის მთავრობა. საავადმყოფოს, რომლის 100% წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, მართვის უფლებით ამ ეტაპზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროზეა გადაცემული. საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურის ჩამონათვალისა და შესაბამისი ფასების დადგენა თავად რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა. რა სამუშაოები …
მელიქიშვილის ქუჩაზე ქალს თავში ქვის ნატეხი დაეცა
ბათუმში, მელიქიშვილის 36-თან, ქუჩაში მიმავალ სტუდენტ გოგოს თავში ქვის ნატეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ, 28 მარტს, საღამოს მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გოგო მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ნარჩენმა დააზიანა, დაშავებულს თავზე ჰქონდა დაზიანებები და იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა გოგოს თავზე მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც დაამუშავეს. „გაკერვა არ დასჭირდა, დამუშავდა ჭრილობა და გავწერეთ უკვე. …
Continue reading “მელიქიშვილის ქუჩაზე ქალს თავში ქვის ნატეხი დაეცა”
ავარიის დროს დაშავებული ექვსი პირიდან სამი საავადმყოფოში რჩება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოებში რჩებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამი ადამიანი გადის ამბულატორიულ მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ორი ადამიანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის სტაციონალურ მკურნალობას. „ისინი ნეიროქირურგიულ მკურნალობას გადიან“ – გვეუბნებიან საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით, ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს …
Continue reading “ავარიის დროს დაშავებული ექვსი პირიდან სამი საავადმყოფოში რჩება”
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პარკის რეაბილიტაცია იგეგმება
ბათუმში, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. „სტადიონი“ არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს, რომელიც „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე არსებული პარკის მიმდებარედ ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას კურირებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული პარკის [დაახლოებით 6500 კვ/მ ფართობი] რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში „სტადიონი“ მაქსიმუმ 24 500 ლარს გადაიხდის. მიმწოდებელი …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პარკის რეაბილიტაცია იგეგმება”