ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

შინაგან  საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს: დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე? პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ამ უწყებას გამოძიება არ დაუწყია. საუბარია ადიგენის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე – მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, …

„გაკვეთილზე კურთხევის რიტუალი ჩაატარეს“ – რა მოხდა წალკის სკოლაში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ  

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახები აკურთხეს. როგორც ამ სკოლის პედაგოგები და ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, კლასების ე.წ. კურთხევა, პარასკევს, 2 თებერვალს ჩატარდა. ლია შავაძეც ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია, რომელიც ამბობს, რომ კლასის კურთხევის ფაქტი მის გაკვეთილზე მოხდა. „პარასკევს, 2 თებერვალს მოხდა ეს, მესამე გაკვეთილი იყო. ორი სასულიერო პირი იყო მოსული, ვიფიქრე, …

ლოცვისა და დღესასწაულის უფლება – რელიგიური უმცირესობები უქმე დღეების გარეშე

როლანდ შავაძე მასწავლებელი და 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის ხულოში, სოფელ მეკეიძეებში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. გაკვეთილების ჩასატარებლად სოფელში ბათუმიდან უწევს ჩასვლა, შესაბამისად, ქალაქიდან გამთენიისას უნდა გაემგზავროს. იმ დღეს, როცა მუსლიმები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ბაირამს აღნიშნავენ, ლოცვასა და მსახურებას გამთენიისას, დილის შვიდ საათზე იწყებენ. ამ დღეს როლანდს ორი არჩევანი აქვს – ან სკოლა …

უქმედ გამოცხადდეს რელიგიური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები – ნაკაიძე

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს. მათ შორის მუსლიმური დღესასწაულების. „მე, მაგალითად, როგორც მუსლიმი, იძულებული ვარ, რომ არ დავესწრო სესიას, რადგან მუსლიმები ხვალ, 28 ივნისს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღვნიშნავთ. მსგავს სიტუაციაში არიან საქართველოში მცხოვრები მუსლიმები, რომლებიც მუშაობენ კერძო თუ საჯარო სამსახურებში და არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულფასოვნად აღნიშნონ მათთვის …

„მიგვაჩნია დაუშვებლად“ – რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები რუსულ კანონზე

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს. „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას. წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ …

ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია – პასტორი

„ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური  წარსულის გამოძახილია. მე პირადად, არასდროს მივიღებ „აგენტის“ სტატუსს და მაჯარიმონ რამდენიც უნდათ. ევანგელურმა ეკლესიებმა გავუძელით კომუნისტურ რეპრესიებს, გავუძელით ციხეებს, გავუძელით ათასნაირ ტანჯვას, დევნას, დაცინვას, ქუჩებში ცემას და ამასაც გავუძლებთ“- ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს ევანგელური ალიანსის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი გორის ეკლესიაში. „ბათუმელებთან“ მან რუსული კანონპროექტი და მისგან მომავალი …

მდინარაძემ ქართველ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ნაკაიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ „რადიკალური ისლამიზმის მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში, საიდან რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ?…“ ტარიელ ნაკაიძის თქმით, მსგავსი განცხადება საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაა. მისი თქმით, მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს და რუსულ კანონპროექტს ერთმანეთს …

„საგანგაშოა“ – სასამართლომ ევანგელისტურ ეკლესიას შემოწირულობის დაბრუნება დააკისრა

დღეს, 9 თებერვალს, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და საქართველოს ევანგელისტურმა ეკლესიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. საქმე ეხება ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაცია საგანგაშოს უწოდებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაალ ტყეშელაშვილს დაეკისრა მოსარჩელის, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკის სასარგებლოდ თანხის გადახდა. კერძოდ, პასტორმა ამ პირს უკან უნდა დაუბრუნოს წლების განმავლობაში მიღებული …

სასულიერო პირების ჯარში გაწვევა გაუმართლებელია – სონღულაშვილი

12 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იქმნება ახალი სამხედრო კოდექსი, რომელიც ყველა პირს დაავალდებულებს გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ახალ კოდექსში აღარ იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ. პრემიერ ღარიბაშვილის მიერ სამხედრო კოდექსში დაანონსებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ჯარში წასვლის ვალდებულება მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს …

რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

„ბუნებრივია, თოფს ვერ დაიჭერს ხელში, მაგრამ შესაძლოა მუდმივად ხელისუფლების თავზე ეკიდოს ეს საქმეები,“ – გვიპასუხა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად უნდა ელოდეს მუსლიმი თემი ვითარების შეცვლას მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ „მოხეს საქმე“ ევროსასამართლოში წააგო. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა დაიწყება, თუმცა ხელისუფლების ნების გარეშე ფუნდამენტურად ვერაფერი შეიცვლება. ნონა …

რატომ არ მიულოცა მთავრობამ მუსლიმებს ბაირამის დღესასწაული

გუშინ, 13 მაისს მუსლიმები მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავდნენ. განსხვავებით მართლმადიდებლური დღესასწაულებისგან, მუსლიმებს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაული არ მიულოცა არც საქართველოს პრეზიდენტმა და არც პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია მილოცვის შესახებ არ იძებნება. მუსლიმ მოსახლეობას რამადან-ბაირამი მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და, ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერებმა. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, …

ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ 1 რელიგიური ჯგუფით – სად არიან სხვები

მეათე მოწვევის საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში, არც რელიგიური მრავალფეროვნებისთვის აღმოჩნდა ადგილი. დარბაზში მხოლოდ დომინანტური, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ისხდნენ. სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ. „ეს დარბაზი ასეა აშენებულ-მოწყობილი, ვერ იტევს მეტ ადამიანს“, – გვითხრეს პარლამენტში. იქ, სადაც სიმჭიდროვის მიზეზით ადგილი ვერ გამოინახა სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს 5 სავარძელი შეხვდათ. პარლამენტის ადმინისტრაცია …

საშობაო წირვა შობის დადგომამდე

ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს. საშობაო მესა გაიმართა ბათუმშიც, ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. კომენდანტის საათის გამო საშობაო მესა სამი საათით ადრე დაიწყო. 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი და 6 იანვარი. მთავრობამ არ გაითვალისწინა არადომინანტური კონფესიების რელიგიური დღესასწაულები. თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, მთავრობამ …

სახალხო დამცველი შობის ღამეს რელიგიური უმცირესობებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე

საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა, სადაც ის რელიგიური უმცირესობების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიუთითებს მთავრობას. დამატებითი შეზღუდვა ითვალისწინებს 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვასა. ეს იმას ნიშნავს, რომ  მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ქრისტეშობას 24-25 დეკემბერს აღნიშნავენ, ღამის საათებში გადაადგილების უფლება …

„გულნატკენები და გაბრაზებულებიც ვართ“ – მთავრობას რელიგიური უმცირესობები ისევ დაავიწყდა

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ღამით მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. გამონაკლისი ორი დღეა 31 დეკემბერი – ახალი წლის წინა ღამე და 6 იანვარი, მართლმადიდებლური შობის წინა ღამე. საქართველოს მთავრობამ არც ამჯერად გაითვალისწინა ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და საშობაო ლიტურგიისთვის ტაძრებში 24 დეკემბრის საღამოს იკრიბებიან. ამასთან დეკემბერ-იანვარში სხვადასხვა კონფესია სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავს. მაგალითად, 11-18 …

რატომ აქვთ მართლმადიდებელ მღვდლებს მანქანით მოძრაობის უფლება და სხვებს არა – დისკრიმინაცია

საქართველოს საპატრიარქომ დღეს დილიდანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღვდლებს, სტიქაროსნებსა და მგალობლებს, შეზღუდვების მიუხედავად, ავტომანქანით გადაადგილების უფლება ექნებათ. არადა მთავრობის განკარგულებაში მსგავსი ჩანაწერი სასულიერო პირებთან დაკავშირებით არ გვხვდება. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის დაწესებულ (თუ თვითაღიარებულ) პრივილეგიებს ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სადაც ის ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს. „ახლა …

ევანგელური ეკლესიები COVID-19-ის გამო ღვთისმსახურების ფორმას დროებით ცვლიან

საქართველოს ევანგელური ალიანსი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვთისმსახურების ფორმას დროებით ცვლიან. დღეს, 26 მარტს, ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რაც დაკავშირებულია COVID19-ის პანდემიის სწრაფ გავრცელებასთან, საქართველოს ევანგელური ეკლესიები აცხადებენ სრულ მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებისა და საქართველოს …

რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა სამთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოში, სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან. პროგრამას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს. როგორც პროექტის მენეჯერი მარიკა ციბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის პროგრამაში 50-მდე პირია დარეგისტრირებული. „ბევრმა გამოთქვა სურვილი, ამიტომ ოქტომბერში კიდევ დაემატებიან ბენეფიციარები“, – გვეუბნება ციბაძე. მისი …

რას ფიქრობს ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე აჭარაში რელიგიის სააგენტოს მიერ დანიშნული პირი

დღეს, 20 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ,  აჭარის მთავრობას რელიგიის სააგენტოს რეგიონული კოორდინატორი წარუდგინა. ამ პოსტზე დღეიდან აბესალომ ასლანიძე იმუშავებს, ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და რელიგიას ასწავლის. აბესალომ ასლანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას რეკომენდატორი არ ჰყოლია და თანამდებობაზე რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ დანიშნა. „მე ვარ ფილოსოფიის დოქტორი, რელიგიათმცოდნე და წლებია ვმუშაობ …

შობის ღამე და პროტესტანტი ქრისტიანები ბათუმში [ვიდეო]

25 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი ქრისტეშობას ზეიმობს. შობის მსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს ღამით დაიწყო. თემის წევრების თქმით, ბათუმში ათი პროტესტანტული ეკლესია ფუნქციონირებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. საარქივო მასალების მიხედვით, თემში თავდაპირველად რუსულენოვანი გვარები ჭარბობდა, თუმცა მოგვიანებით ჩნდება ქართული საკრებულოებიც. See more პროტესტანტული ეკლესიების ისტორიის …

გაუუქმებს თუ არა პარლამენტი 31 დეკემბრამდე მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს

დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ ინსტიტუტმა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც შეეხება რელიგიური უმცირესობებისთვის საგადასახადო შეღავეთებისა და სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სარჩელი ქონებრივ  და საგადასახადო კანონმდებლობაში ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ეხებოდა. „საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია იყო გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მაშინ,  როცა სხვები ამ გადასახადს იხდიდნენ. …

როგორ გადაუნაწილა სახელმწიფომ რელიგიურ გაერთიანებებს 4 მილიონ 500 ათასი ლარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიურ გაერთიანებებზე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან 3 500 000 ლარი უკვე გადანაწილებულია რელიგიურ ორგანიზაციებზე, შემდეგი ოდენობებით: საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 ლარი  საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 ლარი  საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა …

ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა იმაში, რომ თავისუფლად შევძლო ვემსახურო ჩემს რელიგიურ მრწამსს“, – ასე ფიქრობს ბათუმელი მუსლიმი თეონა ვარშალომიძე. მისი აზრით, ბათუმში ახალი მეჩეთი საჭიროა, რადგან არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. საქართველოში ძალიან ბევრი მოქალაქე თეონას კატეგორიულად არ ეთანხმება. არსებობს ბევრად რადიკალური მოსაზრებებიც. ვინ ითხოვს მეჩეთს მეჩეთს ბათუმში აჭარაში მცხოვრები მუსლიმები …

რატომ ვერ შეელია მთავრობა რელიგიის სააგენტოს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შემოსავალი 2017 წელს 75 715 ლარი იყო. აქედან, პრემიის სახით 5 ათასი ლარი აიღო, დანამატის სახით კი – 35 300 ლარი. შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, წელს თავმჯდომარე თვეში, ხელფასის სახით, 6 000 ლარს იღებს, შესაბამისად, მისი შემოსავალი ამ დროისთვის უკვე 42 ათასი ლარია. ოფიციალური დოკუმენტის …

EMC: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით მედიაში რელიგიური სიძულვილის ენის შემთხვევები გაზრდილია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას სპეციალურ ანგარიშში აფასებს. სპეციალურ ანგარიშში  საზოგადოებრივ განწყოებებთან მიმართებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს მედიაში სიძულვილის ენის შემთხვევების ზრდაზე. ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან ოქტომბრამდე მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგად  გამოვლენილ რელიგიური სიძულვილის ენის 92 შემთხვევაზე, წინა წლის ანგარიშის მიხედვით კი 69 ასეთი …

„შენ ჩემზე უკეთესი ქართველი ხარ?“ – რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში

დღეს, 20 მარტს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ ოთხი ფილმის – „მრავალფეროვნების სახეების“ ჩვენება და დისკუსია გამართა. ფილმის გმირები უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომლებიც საუბრობენ რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციაზე საქართველოში, პირადი გამოცდილებიდან. ერთ-ერთი ფილმის გმირი, ქართველი მუსლიმი გოგო ჰურიეა, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად რთულია თავსაფრიანი ქალისთვის საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. მისი აზრით, საზოგადოებაში ჯერ …

„მრავალფეროვნების სახეები“ – ოთხი ფილმი და დისკუსია ამერიკულ კუთხეში

20 მარტს,  16:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)  მულტიმედია პლატფორმის – „მრავალფეროვნების სახეები“ – პრეზენტაციას და დისკუსიას გამართავს. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ვიდეოები: „ჰურიე“,  „ბიბლია ჟესტების ენაზე“, „პოლონელი მღვდელი სამცხედან“ და „ნიგერიელი გოგო თბილისში“. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ვიდეოპორტრეტები მოგვითხრობს მუსლიმი გოგოს, ჰურიეს შესახებ, გვიჩვენებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიას ჟესტების ენაზე სწავლობენ; კათოლიკე მღვდელს, …

შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით

ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი და საფრთხის შემცველი – ასე აფასებენ საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობები საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც რელიგიის თავისუფლებასაც შეეხება. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კრიტერიუმები თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს. მათ აქვთ კითხვები, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. რელიგიური უმცირესობები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ რწმენის გამოხატვის შეზღუდვისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლი, პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩებიან. …

არა ფობიას! – TDI-ის განცხადება კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.  სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისგან წერილობით მოითხოვს სასულიერო პირთა სიას მათი სასულიერო ხარისხის მითითებით და სხვადასხვა პირად ინფორმაციას მათ შესახებ, მათ შორის, პირადობის მოწმობების ასლებს და საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონი). …

რელიგიური სიმბოლოები სკოლაში – სახელმწიფოს მიკერძოებული სტანდარტი

„სახელმწიფო პოლიტიკა სკოლებში რელიგიური სიმბოლოების გამოყენებასთან დაკავშირებით არის დისკრიმინაციული და მიკერძოებული”, – ასე აფასებს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხეს სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების  დასკვნის სამართლებრივ ანალიზს.  რას გულისხმობს კანონი, როცა ამბობს, რომ დაუშვებელია მოსწავლის რაიმე სახით დისკრიმინაცია და როგორ ესმის სახელმწიფოს კანონის განმარტება – სკოლა განცალკევდეს რელიგიური და პოლიტიკური გავლენებისგან? …

ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო

დღეს, 6 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ 23 თვის შემდეგ, არსებითად განსახილველად მიიღო  „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და „სახარების რწმენის ეკლესიის“  სარჩელი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ …

შობა ბათუმში

25 დეკემბერს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა იესო ქრისტეს შობის დღეს ზეიმობს. ქრისტეს შობა აღნიშნეს ბათუმშიც. კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების ცერემონია 24 დეკემბერს საღამოს ათ საათზე დაიწყო.  ღვთისმსახურება პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა აღავლინა. საშობაო წირვას ჩვენს ქალაქში მყოფი უცხოელი კათოლიკეებიც ესწრებოდნენ. ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში კი საშობაო მსახურება დღეს, 25 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყო. საშობაო ქადაგების შემდეგ  საკვირაო …

ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა

დღეს 15 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, მუსლიმებმა სადავო შენობის წინ ილოცეს. შენობა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ითხოვენ, პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შესასვლელი აჭედა. მუსლიმები, სადავო შენობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს კომისიას კი, რომელსაც შენობის ისტორიული წარმომავლობა და კონფესიური კუთვნილება უნდა დაედგინა, დღემდე არცერთი დასკვნა არ წარმოუდგენია. „ბათუმელები“ სამცხე-ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს …

ქალაქის მერი და მინისტრები ბათუმის მეჩეთში

დღეს 12 სექტემბერს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ბათუმის მთავარ მეჩეთში ყურბან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ. მეჩეთში იმყოფებოდნენ აჭარის ეკონომიკის და განათლების მინისტრებიც. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.    

რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას

 ლელა დუმბაძე 

– „ესენი ძალით არიან, ართმევენ სამღვდელოებას  ხალხს… რა არის იცით? საქართველოში მართლმადიდებლობა იყო ყოველთვის მთავარი და არ უნდა მისცენ ამდენი გასაქანი შემოსულ სტუმრებს“.

-„ჩვენც იმიტომ მოვედით, რომ არ წაართვან…“

რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი

რა-არის-ნაციონალური-ფუნდ

Exit mobile version