დასახელდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

დღეს, 3 ივლისს, 2026 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში გადასული მასწავლებლები დასახელდნენ. ათეულის წევრები არიან: ცოტნე გვაჯაია – ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის კომპიტერული ტექნოლოგიების პედაგოგი; არჩილ თოდუა – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; მარიამ კვაჭაძე – დუშეთის სოფელ შუაფხოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; დავით მალაზონია – თანამედროვე განათლების აკადემიის, ისტორიის მასწავლებელი; …

მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდო ჟანა ხაჩატურიანს გადაეცა

„მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი. „ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს რეგიონს, სამცხე-ჯავახეთს, ჩემს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას. მე ვალდებული ვარ, ვიდგე ჩემი ქვეყნის სამსახურში“- განაცხადა გამარჯვებულმა პედაგოგმა. გამარჯვებულ პედაგოგს 15 000 ლარი გადაეცემა …

„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი

საქართველოში მე-9 თვეა ხალხი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას, რასაც ძალიან მალე, შესაძლოა მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რას დაკარგავს ამით ქვეყანა და რას დაკარგავთ თუნდაც თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე და მასწავლებელი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებით? – ვკითხეთ ნესტან კუბლაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2025 …

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს. კლუბის წევრებმა განცხადება დღეს, 24 ივნისს გაავრცელეს. „ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს. მასწავლებელი არის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ ასწავლის ადამიანობას, სამართლიანობას, თანადგომას, სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას. …

2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა

2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავაა. დაჯილდოვების ცერემონია დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართა. ნათია უჩავა  თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. „მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, რომლის გარეშეც მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ბავშვებო, ვიცი, რომ ახლა ტელეეკრანებთან ხართ, რადგან ღონისძიების განმავლობაში მომდიოდა …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია

დღეს, 9 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დაასახელეს. აქედან ერთ-ერთი 2024 წლის 4 ოქტომბერს ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. ფინალში მოხვდნენ: გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია; ნათია ნარსავიძე, დმანისის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის; დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის …

ნორმალური შემოსავალი რომ მქონდეს, 3 სკოლაში ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ – პედაგოგი

„სამ სკოლაში ვმუშაობ იმისთვის, რომ შემოსავალი ნორმალური იყოს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კვირაში შვიდივე დღე ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ, რადგან იქაც მიმყვება ფიქრები“, – ამბობს გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც სახვითი და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის კერძო სკოლაში. ის წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ესაუბრა, …

იცით რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქო – პედაგოგი სახელფასო პოლიტიკაზე

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნათია უჩავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და იმ იმედგაცრუებაზე ესაუბრა, რასაც დღეს პედაგოგების დიდი ნაწილი, სამინისტროსგან დაპირებული და არ შესრულებული ხელფასების ზრდის გამო განიცდის. ქალბატონო ნათია, დაწყებითი საფეხური ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში, ალბათ ამიტომაც არის, რომ პირველ ეტაპზე მშობლები დიდი …

დასახელდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

დღეს, 28 ივნისს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები გამოვლინდნენ. ათეულში მოხვდნენ შემდეგი პედაგოგები: ნუკრი კარკაძე – ბაღდათის პირველი საჯარო და როკითის სკოლის მუსიკის მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მარღანია – სოფელ ვარციხის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მოსიაშვილი – საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, …

„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ. პეტიცია დღეს, 12 აპრილს გავრცელდა, სადაც პედაგოგები საუბრობენ იმ საფრთხეზე, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვება. „ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი“ – წერენ პედაგოგები. „ბათუმელები“ გთავაზობთ პეტიციის ტექსტს უცვლელად: „14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 46 …

ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, დამნაშავე უნდა დააპატიმრონ – პედაგოგი ნაადრევ ქორწინებაზე

„თუ დავაკვირდებით, ადრეული ქორწინებები, ძირითადად ღარიბ ოჯახებშია. თითქოს ცდილობენ ამ გზით „უკეთესი ცხოვრება“ შესთავაზონ გოგოებს და თავიდან მოიშორონ“, – ამბობს ქამრან აფანდიევი. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სკოლაში ქართულ ენას და მათემატიკას ასწავლის. ქამრანი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში იყო. „ბათუმელები“ მას გოგოების ნაადრევი ქორწინების თემასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრა. ბატონო ქამრან, თქვენ, …

„ჩემს კლასში დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო“ – როგორია ნინო ფსუტურის გაკვეთილები

„ჩემ დროს გვეუბნებოდნენ – დაფა გაწმინდოს გოგონამ“ ან „გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ გოგონები და დაალაგონ საკლასო ოთახი. თითქოს ძალიან ელემენტარულია ხომ, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს საკლასო ოთახში არ ხდება. დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო, ისევე ალაგებს ბიჭი საკლასო ოთახს, როგორც გოგო. დადგმულ აქტივობებს ყოველთვის სჯობს ბავშვებს თანასწორობა რეალურ ცხოვრებაში ვასწავლოთ“ – ამბობს ნინო ფსუტური, გორის …

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი გამოვლინდა. წლის მასწავლებლად ნინო ფსუტური დასახელდა, რომელიც გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება. მას ასევე შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსშიც. ფულადი პრიზი – 5-5 ათასი ლარი გადაეცემათ ხუთეულში მოხვედრილ პედაგოგებსაც. ხოლო …

სამინისტრო ბავშვების კვებას უფულობის მიზეზით არ აფინანსებს, თავად კი 1 მილიონს ერთ დღეში ხარჯავს

განათლების სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება 2023 წელს გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესებას. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, „მასწავლებლის ეროვნული დღის“ აღნიშვნაზე სამინისტრო ბიუჯეტიდან წელს დახარჯავს 600 ათას ლარს, მომავალ წელს კი – 1  მილიონ ლარს. პროექტის მიხედვით, წელიწადში 10 მასწავლებელი უნდა დაჯილდოვდეს 10-10 ათასი ლარით, …

გამოვლინდა 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული

დღეს, 5 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა. ესენი არიან: ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ნინო ნიპარიშვილი – …

„ეს სიყალბეა“ – რატომ შექმნა სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგი

საქართველოს განათლების სამინისტრომ 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოაცხადა და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ანალოგი კონკურსი დააარსა. სამინისტროს ცნობით, „ღვაწლმოსილი პედაგოგები“ ჯილდოს სახით სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშნის გარდა 10 ათას ლარსაც მიიღებენ. რატომ დასჭირდა სამინისტროს უკვე არსებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგის დაწესება? – მასწავლებლების ნაწილმა სამინისტროს ინიციატივას სიყალბე უწოდა, ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჯილდოს დაწესების მიზანი …

„თუ ბავშვებს ვასწავლით მრავალფეროვნებას, მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ“ – მასწავლებელი

„თუკი ჩვენ ვესაუბრებით მოსწავლეებს მრავალფეროვნებაზე, მაშინ მრავალფეროვნების მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ, იქნება ეს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იდენტობა თუ სხვა რამ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ლელა წურწუმია, გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრია. ქალბატონო ლელა, რამდენი ხანია რაც სკოლაში ასწავლით და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებელი გამხდარიყავით? …

ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

„როცა ადამიანი თავისუფლებას მტრის ხატად მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალ აზრს, მოსაზრებებს ბლოკავს. ამ შემთხვევაში ასეთი მასწავლებელი კარგი ღირებულებების, თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის. ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ინა იმედაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი. ის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია თბილისის UG სკოლაში. ქალბატონო ინა, შეგიძლიათ გვითხრათ, რის …

გამოცხადდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023

დღეს, 17 მარტს, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განცხადებების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პედაგოგებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ 30 აპრილის ჩათვლით. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პედაგოგები, რომელთა საქმიანობამაც სკოლაში, კონკრეტულ თემში, სასიკეთო ცვლილებები მოიტანა. მასწავლებელი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და შეუძლია ინოვაციების დანერგვა სასწავლო სივრცეში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მეშვიდე წელია, რაც ტარდება საქართველოში. ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი, მასწავლებლის საერთაშორისო …

რა არის სკოლების მთავარი პრობლემა – ინტერვიუ ხულოს სოფლის ინგლისურის პედაგოგთან

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლებს“ – მიიჩნევს როლანდ შავაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მას ვესაუბრეთ ბარიერებზე, რაც აფერხებს სკოლების გაძლიერებას, კრიტიკული აზრის ქონასა და მის გაჟღერებაზე. როლანდ შავაძეს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის დარწმუნებულია, რომ დეცენტრალიზაცია და სკოლების ავტონომიურობა გარდაუვალი პროცესია და ეს იმიტომ, რომ ახალი თაობის დაკვეთის გარდა, აქტიურ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლიდან უკვე …

აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ნანა მგალობლიშვილი, რომელიც ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს ფეისბუქში გამოქვეყნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი გახდა. „მოღალატე“, „ფარისეველი“ – ამ და სხვა შინაარსის კომენტარებს მას საჯაროდაც უწერდნენ და პირად შეტყობინებებშიც უგზავნიდნენ. ქალბატონო ნანა, თქვენ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი,  ეროვნული ჯილდოს კონკურსის …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. წლის მასწავლებლის ტიტული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ მიიღო. ფინალში ასევე იყვნენ: ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილი …

პედაგოგი ხულოდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია

დღეს, 5 სექტემბერს, გამოვლინდა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული. ესენი არიან: როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი; სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი; ირა …

სკოლის დირექტორები შესაძლოა უფრო შეშინდნენ – ყოფილი დირექტორი გოგაშვილის ფაილებზე

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. მიმოზა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, თანამდებობიდან მაინც გაუშვეს. კითხვაზე – „რატომ?“ – მას პასუხი დღემდე არ მიუღია. გოგაშვილის ფაილებში დირექტორების დოსიეების მოხვედრამ კი მას დამატებითი კითხვები გაუჩინა. როგორია ასწავლო სკოლაში, სადაც სისტემა დირექტორებს აკონტროლებს და როგორ შეიძლება იბრძოლო თავისუფლებისთვის? …

ბავშვებთან ურთიერთობა ნებისმიერ წამალზე მეტია – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის თერაპიაა. ნებისმიერ წამალზე მეტია მათი გულწრფელი თვალები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფელ ხოჯორნის ქართული ენის მასწავლებელი ლალი მარგიანი. სკოლაში ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ. ლალი წელს ეროვნული ჯილდოს ათეულშია და ინტერვიუში თავის პირად ტრაგედიაზე, განცდებსა და მოსწავლეებზე გვიყვება. ქალბატონო ლალი, რა გზა გაიარეთ სანამ მარნეულში, ხოჯორნის სკოლაში აღმოჩნდებოდით? მასწავლებლობა ჯერ კიდევ 1987 წელს დავიწყე, როცა …

„იმ სკოლაში მივხვდი, რას ნიშნავს იყო უარყოფილი“ – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

„ერთმა ადამიანმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი, შემდეგ მივხვდი, რას გულისხმობდა. ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები“, – გვითხრა კახა გალდავამ, სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. „ბათუმელებთან“ მასწავლებელი საუბრობს უარყოფილი ბავშვების შესახებ, იმ სირთულეებსა და ნდობაზე, რაზეც, მისი აზრით, …

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიღირს რისთვისაც იბრძვი – 27 წლის პედაგოგი წალკიდან

„ევროპა ჩემთვის ბედნიერი ცხოვრებაა, მშვიდ და სამართლიან გარემოში“, – ამბობს 27 წლის მასწავლებელი წალკიდან  ირა ძირკვაძე, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ირა სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე, ინგლისურ ენას ასწავლის. ის „ბათუმელებთან“ სოფელზე, ბავშვებსა და იმ ღირებულებებზე საუბრობს, რასაც, მისი აზრით, ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია. ქალბატონო ირა, დღეს ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტებს ასეთი …

მოსწავლე მდგომარეობის მიხედვით არ უნდა განასხვავო – ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ხულოდან

„მე, ჩემი პროფესიით, საზოგადოებას ვეკუთვნი, საზოგადოება მიხდის ჰონორარს და იქ უნდა ვიყო, სადაც საზოგადოებას სჭირდება“, – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების  საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი როლანდ შავაძე, რომელიც 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. რას მიიჩნევს ის „კარგ მასწავლებლობად“ და რა შეუძლია გააკეთოს მოსწავლეებისთვის? –  ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს დღეს როლანდ შავაძე პასუხობს. ბატონო როლანდ, …

გამოცხადდა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენა დაიწყო. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, წელს გაიზარდა საპრიზო ფონდიც და გამარჯვებული 15 ათას ლარს მიიღებს. ფინალისტები კი 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. აპლიკაციის მიღება 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. „სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად …

დღეს ხუთმა ბავშვმა მითხრა, მასწავლებლობა მინდაო – ინტერვიუ ხათუნა რაზმაძესთან

ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის 2021 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. „ძალიან ბედნიერი, გახარებული და გაბრწყინებული ვარ“ – გვითხრა მან. როგორ გახდა მასწავლებელი 18 წლის ასაკში და როგორია მისი პედაგოგიური გზა ეროვნულ ჯილდომდე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ხათუნა რაზმაძეს „ბათუმელები“. ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით, როგორ გახდით მასწავლებელი. პირველად სკოლაში რომ მივედი სამუშაოდ, 18 წლის ვიყავი, მეორეკურსელი. სოციოლოგია-ფსიქოლოგიის სპეციალობაზე …

ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. ის თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ეროვნული ჯილდოს მფლობელს ტრადიციულად, 10 ათასი ლარი გადაეცემა საჩუქრად. ფინალისტი მასწავლებლები ასევე დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზით, თითოეულს 5-5 ათასი ლარი გადაეცემა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრები იყვნენ: სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო …

შეშფოთებულები ვართ განსხვავებული აზრის ჩახშობით – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 

„ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, შეშფოთებულები ვართ ბოლო დღეებში საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენებით, რაც გამოიხატა განსხვავებული აზრის დევნითა და სასტიკი ჩახშობით. განსაკუთრებით გვაშინებს ის, რომ გამოვლენილი ძალადობის აღკვეთა ვერ მოხდა ხელისუფლების მიერ. მიგვაჩნია, რომ ადამიანთა მიერ ხელისუფლებისადმი გადაცემული ძალაუფლების გამართლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღკვეთს ძალადობას და მოქალაქეებს დაიცავს ამისგან. ასეთი …

პედაგოგი მესტიიდან, რომელიც 5 საგანს ასწავლის – მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაცვლელია 

გიორგი ტერუნაშვილი მესტიაში, სოფელ კალის საჯარო სკოლაში ისტორიას, გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას, ჩვენს საქართველოს და ქართულ ენას ასწავლის. „დღე და ღამე გასწორებული მაქვს“, – გვეუბნება მასწავლებელი, რომელიც 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შეარჩიეს. რატომ ასწავლის 5 საგანს და რა ხარვეზებს ხედავს განათლების სისტემაში – პედაგოგი ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ ესაუბრა. ბატონო გიორგი, 5 საგნის სწავლება ალბათ …

აზა მასწავლებელი პანკისიდან, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულშია

აზა ხანგოშვილი 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დაასახელეს. აზა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საჯარო სკოლაში 5 საგანს – ფიზიკას, ქიმიას, ბუნებისმეტყველებას, მეწარმეობის საფუძვლებსა და სპორტს ასწავლის.  როგორია აზა მასწავლებელი, როგორ მუშაობს მოსწავლეებთან და რას მიიჩნევს სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვნად? –  „ბათუმელები“ მას ამ თემებზე ესაუბრა. ქალბატონო აზა, მოგვიყევით, როგორ გახდით მასწავლებელი? პროფესია დედაჩემმა …

ვინ არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შერჩეული პედაგოგები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეულში შერჩეული პედაგოგების ვინაობა ცნობილია. ათეულის უმრავლესობა თბილისის კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგებისგან არის დაკომპლექტებული. სოფო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტში მარადისისა და კასულმოს სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის 168-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა. ეროვნული ჯილდოს გახსნის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გახსნა. „წელს გვაქვს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი წლისთავი და ამ ხნის მანძილზე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და გამოცდილება. ამ ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებლის ჯილდომ გაგვაცნო საინტერესო ადამიანები, მასწავლებლები, რომლებსაც წელს კიდევ ერთი გამარჯვებული …

Exit mobile version