ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი აჭარის მთავრობას უზენაეს სასამართლოში უჩივის.  ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლა. მანამდე ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე კრიტიკული პოზიცია გააჟღერა  ბულვარის გასწვრივ პლაჟზე 4500 კვ/მ ფართობის კონკრეტული სასტუმროსთვის მრავალწლიანი იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით. ორი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევასა და დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. საქმეში …

ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი. მოსამართლეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს რაიმე სახის განმარტება არ გაუკეთებია. გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭარის მთავრობის წარმომადგენელი არ დასწრებია. „სასამართლოს როლი სად არის აქ?“ – კითხულობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე, რომელიც ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები შინაარსობრივად უნდა განეხილა …

რა თქვეს ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე სასამართლოში

დღეს, 9 სექტემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „ირაკლი ჯინჭარაძის საქმეზე“ მხარეთა პოზიციები მოისმინა, ასევე დისკუსია. ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორი იყო და 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 მარტს ირაკლი ჯინჭარაძემ  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ …

ბულვარის დირექტორს ჯერ ვერ დანიშნავენ – რა თქვა სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის საჩივარზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის საჩივარი. სასამართლოს განჩინების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აიკრძალა სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება. ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ავრცელებს. ირაკლი ჯინჭარაძე აჭარის მთავრობის განკარგულებით 2021 წლის 11 აპრილს …

აჭარის ტელევიზიას ქარტიის 2 მუხლის დარღვევა დაუდგინეს – ბულვარის დირექტორის საქმე

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის „ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გაშვების საქმეზე“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აჭარის ტელევიზიას ორი პრინციპის დარღვევა დაუდგინა – ინფორმაციის სიზუსტე [მუხლი 1] და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება [მუხლი 5]. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს ჯერ ირაკლი ჯინჭარაძის საქმის განხილვა არც კი დაუწყია, აჭარის ტელევიზიამ 18 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“. …

სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება – ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლოში

დღეს, 13 მაისს, ბათუმის ბულვარის“ ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ყოფილი დირექტორის ინტერესებს საია იცავს. როგორც საია აცხადებს, სარჩელით ითხოვენ ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. ამასთან, ირაკლი ჯინჭარაძე ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო. „საყურადღებოა, რომ გათავისუფლების განკარგულების მიღებას …

„ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად“ – კვირას ბათუმში აქცია გაიმართება

18 აპრილს, კვირას, 14:00 საათზე, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან აქცია იგეგმება. „ვიკრიბებით ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად. ბულვარი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება და არა ფულიანი ხალხის, რომლებმაც მიიტაცეს ჩვენი საგანძურის უნიკალური ტერიტორიები, დგამენ იქ ცათამბჯენებს და სახინკლეებს, ღობავენ სანაპიროებს და იზომავენ უნიკალურ მწვანე სივრცეებს საკუთარ ეზოდ. ამის წინააღმდეგ მებრძოლი ბულვარის დირექტორი კი სამსახურიდან უსამართლოდ გაუშვეს. …

საია ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე: ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რასაც საბოლოო შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების შესახებ. ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე, 30 მარტს, ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა პლაჟების კერძოს საკუთრებაში გადაცემა. ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზად აჭარის მთავრობამ აუდიტის დასკვნა …

„ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

საზოგადოება „ბათომი“ მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 14 აპრილს,  17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს. „ჩვენ არ დავთმობთ ბულვარს,“ – იქნება აქციის სლოგანი. „დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენი დასაცავია არა მხოლოდ ბათუმი და მისი ისტორია, ბულვარი, პლაჟი, რივიერა და მისი ულამაზესი სივრცე, არამედ ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც, რომლებიც სისტემას პროფესიულად უპირისპირდებიან. 14 აპრილს, …

ბულვარის დირექტორის გათავისუფლება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს – NGO

„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს, იგი ემსახურება ირაკლი ჯინჭარაძის დასჯას ბულვარის ინტერესების დასაცავად საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო“ – ამ განცხადებას ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ. ორგანიზაციები ეხმიანებიან ირაკლი ჯინჭარაძის ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას. 2021 წლის 12 აპრილს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან …

როცა აუდიტის დასკვნის გამო ერთ ჩინოვნიკს სჯიან და სხვებს არა – ბულვარის დირექტორის საქმე

ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების მთავარ მიზეზად აუდიტის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს, მაშინ, როცა ასეთივე კრიტიკული დასკვნისა და თითქმის იდენტური შეფასების გამო თანამდებობა არ დაუტოვებია სხვა არც ერთ ჩინოვნიკს. აუდიტმა დასკვნა 2020 წელს გამოაქვეყნა, ირაკლი ჯინჭარაძის შესაძლო დათხოვნაზე კი საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როცა ის შპს „ბათუმი თაუერისთვის“ პლაჟის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას ღიად დაუპირისპირდა. აქ წაიკითხეთ: „წინააღმდეგი …

გაათავისუფლეს ბულვარის დირექტორი კრიტიკული განცხადებისთვის? – მინისტრის განმარტება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარის დირექტორის პოსტიდან ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლება უკავშირდება არა მის საჯარო განცხადებას პლაჟების გასხვისებასთან დაკავშირებით, არამედ აუდიტის დასკვნას, რომლითაც, მინისტრის თქმით, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება. საუბარია ბათუმის ბულვარის 2019 წლის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნაზე, როცა ირაკლი ჯინჭარაძე ბულვარის დირექტორის მოადგილე იყო. „ბათუმის ბულვარის დირექტორი გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის …

ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლება იყო თუ არა დისკრიმინაცია – ომბუდსმენი საქმეს შეისწავლის

„სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო,“ – წერს ფეისბუქგვერდზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. საუბარია ირაკლი ჯინჭარაძის შესახებ, რომელიც ბათუმის ბულვარის დირექტორად მუშაობდა და გუშინ, 12 აპრილს, გაათავისუფლეს. 30 მარტს ირაკლი ჯინჭარაძემ  პლაჟების იჯარით გასხვისება საჯაროდ გააპროტესტა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახლეს. …

„ვაპირებ ქალაქისთვის ბრძოლას“ – ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი

ბათუმის ბულვარის უკვე ყოფილი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბულვარის დასაცავად სამოქალაქო სექტორთან ერთად იბრძოლებს. მისივე თქმით, ის არც ერთ პარტიულ და არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებას არ გეგმავს. „ვაპირებ ქალაქისთვის ბრძოლას. სამოქალაქო სექტორში გავერთიანდები და ჩვენ ვიბრძოლებთ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულისთვის. არანაირი ორგანიზაციის შექმნას არ ვაპირებ, არც პოლიტიკაში, არც ოპოზიციაში, არანაირ პარტიაში შესვლა არ მაქვს გეგმაში, არ …

ბათუმის ბულვარის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს – „ეს ამბავი აჭარის ტელევიზიით გავიგე“

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამდებობა დატოვა, მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავად ირაკლი ჯინჭარაძემაც აჭარის ტელევიზიით შეიტყო. „ტელევიზიით გავიგე. როგორ გაიგო ტელევიზიამ ჩემზე ადრე? – საინტერესოა ძალიან. მოგვიანებით კი ფინანსთა სამინისტროს აპარატის უფროსმა მაცნობა სიტყვიერად. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, იქ არის საუბარი ტექნიკურ შეცდომაზე და …

„წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის“ – ბათუმის ბულვარის დირექტორი

ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარი დირექტორი მივიდა დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბულვარის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟის სასტუმროსთვის გადაცემის საკითხი განიხილება და განაცხადა, რომ ბულვარი საჯარო ადგილია და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი. მე, როგორც ბულვარის დირექტორმა ეს დავაფიქსირე, ეს ჩემი ვალდებულება იყო და ეს გავაკეთე. სულ რაღაც ათ დღეში …

ორი ახალი პირსი და დასანგრევი შენობები ბულვარში – პროექტი

„განაშენიანების გეგმით შემოთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი და მხოლოდ დროებითი, მცირე ზომის კვების ობიექტების განთავსება… მათი უმეტესობა განთავსებულია სანაპირო ზოლზე მთავარ გამოსასვლელებთან და პრომენადის ნაწილში მოხვედრისას, ვერ ხერხდება ზღვის პანორამის აღქმა,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც კომპანიამ „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა. პროექტის წინასწარი ვერსიის ნახვა ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ – „ბათუმის ბულვარის განაშენიანების …

როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თქმით, პანდემიის გამო წელს შეზლონგების პლაჟზე განთავსების კუთხით აუქციონი არ გამოცხადებულა. „ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. თუ მივიღებთ თანხმობას, ჩვენ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ ადამიანებს, …

ბათუმის ბულვარი გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება

ბათუმის ბულვარი აგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობას. საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლების მიზნით ბათუმის ბულვარსა და „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციას“ (WISTA GEORGIA) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს EMBLAS PLUS-ის მხარდაჭერით და  ევროკავშირის დაფინანსებით საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ და ასოციაცია WISTA Georgia-ს პრეზიდენტმა …

ირაკლი ჯინჭარაძე უკრაინაში ლურჯი დროშის მიღების გამოცდილებას გაეცნო

„ლურჯი დროშის“ პროექტის ფარგლებში, სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე უკრაინაში, კერძოდ, ოდესის ოლქის ზღვისპირა ქალაქებში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე სანაპირო ზოლს ლურჯი დროშის სტატუსი მიენიჭა. ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად, უკრაინაში იმყოფებოდა ბათუმის ბულვარის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი დავით გამრეკელაშვილი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯაბა ბერიძე. ირაკლი ჯინჭარაძემ საქმიანი შეხვედრები გამართა იმ არასამთავრობო და …

როგორ ემზადება ბულვარი ტურისტული სეზონისთვის

ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს მრავალი სიახლით ხვდება. სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და  რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. დაგეგმილია ზოო-კუთხის რეკონსტუქცია, ფრინველების ახალი აუზის მოწყობა, ასევე, ახალ ბულვარში ბავშვთა ატრაქციონის სრული განახლება; სულ მალე დასრულდება ველო-ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა ი.გორდეზიანის ახალი სკვერის მოწყობა და გამწვანებითი სამუშაოები. დაწყებულია ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა. „მიუხედავად იმისა, რომ …

“სამ-სამ კვადროციკლს დავიტოვებთ, მეტს არა” – საპროტესტო აქცია ბულვარში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან კვადროციკლების და ელექტრომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. “რომ გვიშვებენ, სად გვიშვებენ, სამსახური არის სადმე?” – იკითხეს დღეს ბულვარის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ადამიანებმა. “ჩვენ თანახმა ვართ, მხოლოდ 3-3 ცალი კვადროციკლი დავიტოვოთ. აქამდე 1500 კვადროციკლი იყო …

ბულვარის დირექტორი: „ბულვარში არ უნდა იყოს ბევრი ისეთი რამ, რაც დღეს არის“

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ახალ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს, ბულვარში ბევრი რამ არ მოსწონს. შედის თუ არა მის ჩამონათვალში თონე პლაჟზე და რესტორნიდან გამომავალი ხმამაღალი რუსული მუსიკა  ან როგორ აპირებს იმ ყველაფრის შეცვლას, რაც არ მოსწონს? – „ბათუმელების“ კითხვებს ირაკლი ჯინჭარაძე პასუხობს. ბატონო ირაკლი, რას შეცვლის ბათუმის ბულვარში ახალი  დირექტორი? კონკურსის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ უნდა წარგვედგინა ბულვარის განვითარების …

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ …

Exit mobile version