მთავარი,სიახლეები

„ვაპირებ ქალაქისთვის ბრძოლას“ – ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი

12.04.2021
„ვაპირებ ქალაქისთვის ბრძოლას“ –  ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი

ბათუმის ბულვარის უკვე ყოფილი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბულვარის დასაცავად სამოქალაქო სექტორთან ერთად იბრძოლებს.

მისივე თქმით, ის არც ერთ პარტიულ და არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებას არ გეგმავს.

„ვაპირებ ქალაქისთვის ბრძოლას. სამოქალაქო სექტორში გავერთიანდები და ჩვენ ვიბრძოლებთ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულისთვის.

არანაირი ორგანიზაციის შექმნას არ ვაპირებ, არც პოლიტიკაში, არც ოპოზიციაში, არანაირ პარტიაში შესვლა არ მაქვს გეგმაში, არ გვჭირდება ამდენი პარტიული, ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც სიმართლეს იტყვის რეგიონისთვის,“  – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე.

ირაკლი ჯინჭარაძემ დღეს, 12 აპრილს, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ტელევიზიით შეიტყო, ამის შემდეგ კი ეს ინფორმაცია მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის უფროსმა დაუდასტურა.

ბათუმის ბულვარის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს – „ეს ამბავი აჭარის ტელევიზიით გავიგე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: