მთავარი,სიახლეები

გაათავისუფლეს ბულვარის დირექტორი კრიტიკული განცხადებისთვის? – მინისტრის განმარტება

13.04.2021
გაათავისუფლეს ბულვარის დირექტორი კრიტიკული განცხადებისთვის? – მინისტრის განმარტება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარის დირექტორის პოსტიდან ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლება უკავშირდება არა მის საჯარო განცხადებას პლაჟების გასხვისებასთან დაკავშირებით, არამედ აუდიტის დასკვნას, რომლითაც, მინისტრის თქმით, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება.

საუბარია ბათუმის ბულვარის 2019 წლის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნაზე, როცა ირაკლი ჯინჭარაძე ბულვარის დირექტორის მოადგილე იყო.

„ბათუმის ბულვარის დირექტორი გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, საიდანაც ირკვევა, რომ განხორციელდა არამართლზომიერი ქმედება, ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.

ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბულვარის ყოფილი დირექტორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მან ეს განცხადებები გააკეთა საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით.

აღნიშნული საქმის საფუძველზე აღძრულია შესაბამისი საქმე და მიმდინარეობს შესაბამისი ორგანოების მიერ პროცედურები.

ეს დასკვნა ეხება 2019 წლის საქმიანობას. პროცედურულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინა წლის საქმიანობას შეისწავლის მომავალ წელს, ჩვენ ეს დასკვნა მივიღეთ 2020 წლის ბოლოს და კონკრეტულ საქმეზე ძიება დაიწყო უკვე მიმდინარე წელს. პროცედურების დაცვამ მოითხოვა ეს პერიოდი,“ – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ირაკლი ჭინჭარაძეს ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია.

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე 12 აპრილს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. იგი ამბობს, რომ თანამდებობიდან  მისი გათავისუფლების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

ჯინჭარაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი კრიტიკული განცხადება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმის შესახებ, რომ ბათუმის ბულვარში პლაჟების გასხვისება არ შეიძლება.

ამ განცხადების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა  ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტები არ შეჩერებულა.

ნახეთ მინისტრის განცხადება ვრცლად: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: