მთავარი,სიახლეები

ბათუმში კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობა იწყება – 2,4-მილიონიანი ტენდერი

09.02.2019
ბათუმში კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობა იწყება – 2,4-მილიონიანი ტენდერი

ბათუმში ორი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.

სახლების მშენებლობისთვის სატენდერო თანხა 2 461 751 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.

ოთხი კორპუსი, ე.წ. იაფი სახლები, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ აშენდება. აქ ორი [„გ“ და „დ“] კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, ახალი ტენდერით კი, დანარჩენი ორი სახლი [„ა“ და „ბ“ კორპუსები], ხელშეკრულების დადებიდან 360 დღეში უნდა აშენდეს.

მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის შესყიდვა შეეძლებათ პირებს:

  • ვისი ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც არის რეგისტრირებული ბათუმში;
  • ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დადგენილია დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში;
  • ორსულიანი ოჯახებისთვის – 400-1800 ლარის, ხოლო სამსულიანი ოჯახებისთვის – 600-2400 ლარის ფარგლებში;
  • ოთხი და მეტსულიანი ოჯახისთვის სტაბილური შემოსავალი თვეში 800-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს;
  • ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური;
  • ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართობი (10 კვადრატულ მეტრზე მეტი);
  • ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის” ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას.
„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე

 

„გ“ და „დ“ კორპუსებს ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი აშენებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება, 2 349 999 ლარზე, 2018 წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/131740/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: