ეს არ მოხდება – პესკოვი ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რუსების შესაძლო გასვლაზე

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის არმია არავითარ შემთხვევაში არ გავა. „არაა საჭირო რაღაც ნიშნების ძებნა იქ, სადაც ისინი არ არის და ვერც იქნება,“ – ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას იმის შესახებ, ემზადება თუ არა რუსეთის ჯარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. პესკოვს ეს შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ უკრაინული სახელმწიფო …

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის საკუთრებაში გადატანის ბრძანება გასცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, 5 ოქტომბერს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მთავრობას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დამყარება და მისი „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაყვანა დაევალა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის წინა ხაზთან სიახლოვე, ზრდის საერთაშორისო შეშფოთებასა და შიშს ბირთვული კატასტროფის შესახებ. უკრაინულმა მხარემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა სადგურზე აფეთქება მოაწყოს. …

აესს-ის ანგარიში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პუტინმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ანგარიში ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, მინსკის შეთანხმების მსგავსი ახალი პროცესის დასაწყებად გამოიყენოს. „ვლადიმერ პუტინმა შეიძლება საკუთარი არმიის ქმედებებით გამოწვეული შიშებით ისარგებლოს, რათა აიძულოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და საერთაშორისო საზოგადოება, აღიარონ რუსეთის უფლება ზაესის ექსპლუატაციაში მონაწილეობაზე, რაც მას შეუძლია წარმოაჩინოს, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის …

როგორ გავრცელდება რადიაცია უკრაინის ატომურ სადგურებზე ავარიის შემთხვევაში – მოდელირება

5 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო რადიაციული ფონი არ შეცვლილა და ნორმის ფარგლებშია, თუმცა უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი აქვეყნებს ახალ პროგნოზს, როგორ გავრცელდება რადიაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში. ახალი პროგნოზი ზაესზე პირობითი ავარიის მოდელირების შედეგია, იმ პირობებში, თუკი ავარიის დროს ამინდი ისეთივე იქნება, როგორიც 4 სექტემბერს იყო. ექსპერტების ვარაუდით, რადიაცია ძირითადად სამხრეთისკენ გავრცელდებოდა. სპეციალისტები …

კიევს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე აესს-ის ბირთვული ანგარიში ჯერ არ მიუღია – პოდოლიაკი

უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორების გაციების სისტემების უსაფრთხოებასა და მთლიანობაზე. ატომური ენერგიის საერთაშოროსი სააგენტოს მისიისგან კიევს ჯერაც არ მიუღია საინჟინრო-ბირთვული ანგარიში. ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა. „ჩვენ ეს ყველაფერი ანგარიშში არ გვინახავს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საჭიროა არა იმდენად აესს-ის როგორც სამშვიდობო მისიის საქმიანობა, რამდენადაც ატომური, საინჟინრო-ბირთვული …

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა – სააგენტო

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა“, რაც აღარ უნდა განმეორდეს, თუმცა რაფაელ მარინო გროსის არ დაუკონკრეტებია, რომელმა მხარემ გამოიწვია ეს. სააგენტოს დირექტორმა დასძინა, რომ სადგურზე ყოფნისას „უხერხულად ახლოს“ ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმებიც: „იყო მომენტები, როდესაც ცეცხლი ჩანდა კიდეც, ტყვიამფრქვევები, არტილერია – ორჯერ, …

რუსებმა აესს-ის მისიის მარშრუტს ცეცხლი გაუხსნეს – პოდოლიაკი

რუსეთი დემონსტრაციულად უხსნის ცეცხლს ქალაქ ენერგოდარს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ოფიციალურ მარშრუტს, რათა შემდეგ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. „დანგრეულია სახლები. ეს არის შემოწმებისადმი რუსეთის ნამდვილი „ინტერესის“ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რა ჭეშმარიტი წონა აქვს რუსეთის „გარანტიებს“ ნებისმიერი შუამავლისთვის“, – წერს პოდოლიაკი. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის …

რუსეთი ბომბავს დერეფანს ატომურ სადგურამდე, სადაც საერთაშორისო მისიამ უნდა გაიაროს – პოდოლიაკი

რუსეთი განზრახ ბომბავს დერეფანს, რომლის საშუალებითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის კოლონა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე უნდა მივიდეს, რუსული მხარე საერთაშორისო მისიას ყირიმის გავლით შესთავაზებს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს ტვიტერზე. „უკრაინის პოზიცია უცვლელია. დასაშვებად მიგვაჩნია მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის გადაადგილება,  ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და სადგურიდან რუსული …

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მისია, რომელსაც მისი დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს, უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ ტვიტერზე თავად სააგენტოს დირექტორმა დაწერა. „ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ კვირაში ჩავა,“ – წერს გროსი. აესს-ში განმარტავენ, რა იქნება მისიის მთავარი მიზანი: ფიზიკური …

რუსები შესაძლოა ზაპოროჟიეს აეს-ზე ავარიისთვის ემზადებიან, 10 ქიმიური ლაბორატორია შეიტანეს – ფედოროვი

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიისთვის ემზადებიან და ქიმიური ლაბორატორიებიც ასეთი შემთხვევისთვის სჭირდებათ. მისი თქმით, ლაბორატორიები ქალაქის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია განთავსებული. „ჩვენი აზრით, ეს ლაბორატორიები სჭირდებათ იმ შემთხვევისთვის, თუ რადიაციული ნივთიერებების გამოფრქვევა მოხდება ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან, რომ საკუთარი გენერლები და ოფიცრები გადაარჩინონ,“ – ამბობს ფედოროვი. 25 აგვისტოს, სროლებისა და ხანძრის …

ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად გაითიშა უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან

თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გამოეთიშა უკრაინის ერთიან ენერგოსისტემას. „ენერგოატომი“, სახელმწიფო კომპანია, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს მართავს, იუწყება, რომ საერთო ელექტროსისტემიდან გამოირთო სადგურზე დარჩენილი ორი ბლოკიც. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, 25 აგვისტოს, 12 საათსა და 12 წუთზე, ატომური ელექტროსადგურის რაიონში სამხედრო მოქმედებების შედეგად, გამოირთო საჰაერო ხაზი ВЛ-750 „დნეპროპეტროვსკაია“. რამაც, თავის მხრივ, ქსელიდან მე-5 და მე-6 ენერგობლოკების …

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თანამშრომლები ზელენსკის მიმართავენ – გაათავისუფლეთ ქალაქი

უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებლები არიან, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის არმიას და უკრაინელ ხალხს მიმართავენ და ქალაქისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსებისგან გათავისუფლებას სთხოვენ. „ჩვენ ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებნი, სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ და დახმარებას გთხოვთ. დღეს ჩვენ, ამ ქალაქის მცხოვრებნი, ატომური ელექტროსადგურის ყველა თანამშრომელი, რუსი სამხედროების ტყვეობაში ვართ. …

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე რუსებს კვლავ აქვთ მძიმე ტექნიკა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსებს კვლავ აქვთ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა. „ჯავშანტრანსპორტიორები მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრში დგას. რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, სამხედრო ტრანსპორტის შენიღბვა სცადეს და ისინი ჰაერში გაყვანილი მილებისა და სასიგნალო ხიდების ქვეშ დააყენეს,“ – წერს უწყება 25 აგვისტოს რელიზში. დაზვერვის შეფასებით, რუსეთი მზადაა, …

მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრეს

კრემლში აცხადებენ, რომ ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი. ეს ორთვე-ნახევრის შუალედის შემდეგ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტის პირველი საუბარია. ბოლოს მათ მაისის ბოლოს ისაუბრეს. საუბარი ეხებოდა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის საკითხს. „პრეზიდენტებმა ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მისიის გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც შეძლებს ადგილზე …

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე აფეთქების შემთხვევაში ყუბანში ნიადაგი 300 წელი გამოუსადეგარი გახდება

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარია ზიანს მიაყენებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მის მეზობელ სახელწიდოებს, მათ შორის რუსეთსაც, რომლის გარკვეული ტერიტორიაც შესაძლოა ასობით წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი გახდეს – ამბობს ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტი ოლგა კოშარნა. როგორც მან 24-ე არხს უთხრა, მეცნიერებმა გააკეთეს მოდელირება, თუ სად და როგორ გავრცელდება რადიონუკლიდები მძიმე ავარიის – აქტიური ზონის გადნობის შემთხვევაში. მეცნიერების …

კიევი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს რომ რუსეთს დააბრალოს – რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს 19 აგვისტოს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში იქნება. უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევაა, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაადანაშაულონ. როგორც რუსეთის თავდაცვა ტელეგრამ არხზე წერს, პროვოკაციისთვის ემზადება ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „დნეპრი“ …

რამდენად რეალურია ატომური სადგურის აფეთქება და რა საფრთხეა საქართველოსთვის? – ინტერვიუ 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი „რადიაციული ინციდენტი“ საფრთხე იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის, თურქეთისა და უფრო მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვისაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ის რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში დაიკავა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. რამდენად რეალურია ატომური ობიექტის აფეთქება და რა საფრთხე ელის საქართველოს? „ბათუმელების“ კითხვებს ანდრონიკაშვილის სახელობის …

რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს – კვლევა

5 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპება შიმშილით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში – წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი ჟურნალ Nature food-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით. ასეთია ყველაზე უარესი სცენარი იმ პუბლიკაციის თანახმად, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, რა არაპირდაპირი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ატომურმა ომმა და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ჭვარტლმა, რომელიც ქალაქებისა …

რატომ არ ააფეთქებენ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ექსპერტის მოსაზრება

რუსებმა იდეალური ინსტრუმენტი იპოვეს შანტაჟისთვის, რადგან ესმით, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეუძლიათ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება კი, თავად რუსეთისთვისაც დამღუპველი იქნება – ამის შესახებ 24-ე არხის ეთერში სამხედრო-პოლიტიკურმა მიმომხილველმა ალექსანდრ კოვალენკომ განაცხადა. კოვალენკოს აზრით, რუსეთის მოქმედებები და ატომური სადგურის აფეთქების მუქარა ჰგავს პოკერის ცუდი მოთამაშის ქცევას, რომელიც სხვების მოტყუებას ცდილობს. „რატომ ვარ დარწმუნებული, …

აესს დირექტორი მზადაა, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიას უხელმძღვანელოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობას შეისწავლის. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ თავისი წინადადება 11 აგვისტოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგინა. მისიის მიზანი იქნება: შეფასდეს სადგურისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანი. კერძოდ, რა მდგომარეობაშია უსაფრთხოების ძირითადი და სარეზერვო სისტემები; პერსონალის სამუშაო პირობები. გატარდეს სასწრაფო ზომები …

რუსები მზად არიან ზაპოროჟიეს ატომური სადგური ააფეთქონ – ენერგოატომი

რუსები ღიად იმუქრებიან ბირთვული ტერორიზმით და აცხადებენ, რომ თუ უკან დახევა მოუწევთ, მზად არიან ზაპოროჟიეს დანაღმული ელექტროსადგური ააფეთქონ – ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს. თავის ტელეგრამარხზე კომპანია რუსეთის რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ ვალერი ვასილიევის სიტყვებს აქვეყნებს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარნიზონს ახლა სწორედ ვასილიევი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, „აქ იქნება ან რუსული …

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა. იგი სიდიდით უდიდესი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზე. მას აქვს ექვსი რეაქტორი, რომელთაგან თითოეული გამოიმუშავებს 950 მეგავატ ელექტროენერგიას და საერთო სიმძლავრე 5700 მეგავატია, რაც საკმარისი ენერგიაა დაახლოებით 4 მილიონი სახლისთვის. ჩვეულებრივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აწარმოებს უკრაინის ელექტროენერგიის მეხუთედს, რაც ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარია. …

Exit mobile version