ბათუმის ნავთობტერმინალს ახალი დირექტორი ჰყავს. ტალგატ ბაიტაზიევი ამ თანამდებობაზე 12 დეკემბერს დაინიშნა.
პრესსამსახურის ხელმძღვანელი გალინა გოთუა ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად ბეჭდავს: „ყაზტრანსოილის“ გადაწყვეტილებით, ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგის და მისი შესაბამისი კომპანიების ახალ ხემძღვანელად დაინიშნა ტალგატ ბაიტაზიევი. ტალგატ ბაიტაზიევს ხემძღვანელობის დიდი გამოცდილება აქვს, ასევე აქვს ნავთობის და გაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
„მე მადლობას ვუხდი „ყაზტრანსოილის“ ხელმძღვანელობას ნდობისათვის. ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ყაზახეთისთვისაც, ვინაიდან ის ყაზახური ნავთობის ექსპორტის, სტრატეგიულ ალტერნატიულ საექსპორტო მიმართულებას წარმოადგენს. მე კარგად ვიცნობ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა განვავითაროთ ჩვენი აქტივები და შესაბამისად რეგიონი, რაც დადებითად აისახება როგორც კომპანიის თანამშრომლებზე, ასევე მფლობელი კომპანიის ინტერესებზე“, – განაცხადა ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ტალგატ ბაიტაზიევმა.
ჯგუფის წინა ხელმძღვანელი, აბაი ტურიკპენბაევი პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს „ყაზმუნაიგაზის“ს სისტემაში, ასტანაში.