„ბათუმის ნავთობტერმინალის“ და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ გამოსცა ორგვერდიანი გაზეთი – „ბათუმის ტრანზიტი“. გაზეთის პირველი გვერდი რუსულ ენაზეა შედგენილი, ხოლო მეორე – ქართულად.
გამოცემის ცნობით, „2012 წლის 11 დეკებრისათვის ბათუმის ნავთობტერმინალმა 4 910 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადატვირთა. შესაბამისად, 2012 წლის საწარმოო გეგმა ვადამდეა შესრულებული. 5189736.9 ტონათხევადი ნახშირწყალბადოვანი ნაერთები გადაიტვირთა ბათუმის ნავთობტერმინალში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით“.
გამოცემის ცნობით, წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა არსებობის მანძილზე ყველა რეკორდი მოხსნა:
„ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გადაჭარბებით შეასრულა 2012 წლის გეგმა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის არსებობის მანძილზე. 2012 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვა შეადგენს 1 531 ათას ტონას. გადატვირთვების მოსალოდნელი წლიური მოცულობა გეგმას 2%-ით გადააჭარბებს“.
გამოცემა ასევე აქვეყნებს 2012 წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გადაზიდული მშრალი ტვირთის ოდენობას: „გადაზიდულია 1 576 875,49 ტონა მშრალი ტვირთები, რაც 76 875,49 ტონით (5,13%) მეტია დაგეგმილ მოცულობაზე და 3,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ნავსადგურის მშრალი ტვირთების გადაზიდვაში ლიდერის პოზიციები ძველებურად უჭირავს შაქრის ნედლეულს (30,2 %) და ამონიუმის გვარჯილას (21,8 %) – გეგმა შესრულდა 100%-ით და გადაჭარბებაა 20,5%-ით.
გეგმა გადაჭარბებით შესრულდა ასევე რკინის პროდუქციაზე – 3 493,96 ტონით (18,57%) და ძირითად ტვირთებზე – 4 084,62 ტონით (3,47%). სააღრიცხვო პერიოდისთვის ნავსადგურმა დაამუშავა 702 გემი. ნავსადგურის ტვირთნაკადში შეიმჩნევა ცვლილებები, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების წილი გათანაბრდა და საანგარიშო წლისათვის შეადგენს 37-37%.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით გადატვირთული სატრანზიტო ტვირთის მიმღებ ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს აზერბაიჯანი. 2012 წლისათვის ამ ქვეყანაზე მოვიდა სატრანზიტო ნაკადის 93,67%. საიმპორტო ტვირთების დიდი ნაწილი მოდის თურქეთიდან.
ძირითად ტვირთ – სამშენებლო მასალა.
მეორე ადგილი უკავია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, საიდანაც იმპორტირებულია 115 471,40 ტონა მანგანუმი და კოკსი. მესამე ადგილზეა ბრაზილია, რომელმაც მოგვაწოდა 105 053,10 ტონა შაქრის ნედლეული და 2 300 ტონა სოიო.
2013 წლის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საწარმოო პროგრამის გეგმა მშრალი ტვირთებისთვის შეადგენს 1 800 000 ტონას“.
ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური Batu mi Industrial Holding Ltd”-ის სტრუქტურაში შედის, რომლიც თავის მხრივ “ყაზტრანსოილის” შვილობილი კომპანიაა.
ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგსა და შესაბამის კომპანიებს 2012 წლის დეკემბერიდან ტალგატ ბაიტაზიევი მართავს.