გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის” ბათუმში მაჟორიტარობისთვის 2 ქალი იბრძოლებს. ერთ-ერთი მათგანი 29 წლის ნაზი აბაშიძეა – მაჟორიტარობის კანდიდატი ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლებაში. ნაზი აბაშიძე პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პუბლიკას 16 ენის მცოდნე პოლიგლოტად გააცნო. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს კანდიდატთან. ნაზი, რამ გიბიძგათ ქალაქის თვითმმართველობაში გამოგეცადათ საკუთარი შესაძლებლობები? ურეხის ბავშვთა სახლში გავიზარდე. მერე ჩავაბარე სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტში, …
Tag Archives: არჩევნები 2021
„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის
„ეს იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, თუკი პარტიას შეეძლება მუნიციპალური ორგანოების რესურსის გამოყენება… სასამართლომ ხელი უნდა შეუშალოს ამას,“ – უთხრა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა პაატა დიასამიძემ, ვიდრე მოსამართლე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით ახალი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა სათათბირო ოთახში. დღეს, 3 სექტემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელი განიხილა „ქართული ოცნების“, შპს …
Continue reading “„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის”
ჩვენ ყოველთვის ხელისუფლებას ვაძლევთ ხმას – „ოცნების“ კანდიდატი ღორჯომიდან
პროფესიით ექთანი თემურ ანთაძე ხულოს საკრებულოში მოსახვედრად პარტია „ქართული ოცნების“ სახელით იბრძვის. ის 30 წელია ღორჯომის სასწრაფო დახმარებაში ექთნის პოზიციაზე მუშაობს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა, რა პრობლემები აწუხებს მთიანი აჭარის ყველაზე დიდ თემს – ღორჯომს? „ბათუმელების“ კითხვებს თემურ ანთაძე პასუხობს. ბატონო თემურ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა? 30 წელია ვმუშაობ. ყველა მიცნობს. ყველასთან კარგი და თბილი …
Continue reading “ჩვენ ყოველთვის ხელისუფლებას ვაძლევთ ხმას – „ოცნების“ კანდიდატი ღორჯომიდან”
ეთნიკური უმცირესობებისთვის ბათუმის საარჩევნო სიებში ადგილი ისევ არ არის
„თვითონ არ აქტიურობენ“ – ძირითადად ასე ამართლებენ პოლიტიკოსები მათ მიერ შედგენილ საარჩევნო სიებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ადგილი გამსვლელ სიებში არც ამ არჩევნებში არ მოიძებნა. მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში მოსახლეობის [სულ 152 839] 3 პროცენტი სომეხი ეროვნებისაა, ანუ 4585 ადამიანი. რუსი ეროვნებისაა მოსახლეობის 1.9 პროცენტი, ხოლო 1.7 – სხვა ეროვნების. რატომ აუარეს გვერდი …
Continue reading “ეთნიკური უმცირესობებისთვის ბათუმის საარჩევნო სიებში ადგილი ისევ არ არის”
გახარია დებატებში იწვევს კალაძეს და მელიას
თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია თბილისის მერობის ორ კანდიდატს – კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. “დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!” – წერს გიორგი გახარია თავის ფეისბუქის …
Continue reading “გახარია დებატებში იწვევს კალაძეს და მელიას”
„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა
ბათუმის საკრებულოს „ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა. აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დაასახელა. „ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. ბათუმის საკრებულოს პარტიული სია: ირაკლი კუპრაძე ვაჟა დარჩია ეკატერინე დავითაძე ალექსანდრე ფიფია დავით მიქელაიშვილი ზიმლარ ბერიძე დავით მამულაძე გიორგი გეგეშიძე შორენა …
Continue reading “„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა”
აგვისტოში 5 მილიონი „ოცნებას“ შესწირეს და 117 480 ლარი ენმ-ს – აუდიტი
„ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროს თავიანთი საარჩევნო რგოლების განსათავსებლად, რათა არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ საარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი,“ – თქვა დღეს, 31 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა. რა თანხა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად? აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ აგვისტოში 5 მილიონამდე ლარი შესწირეს …
Continue reading “აგვისტოში 5 მილიონი „ოცნებას“ შესწირეს და 117 480 ლარი ენმ-ს – აუდიტი”
დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ 25 აგვისტოს თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად. პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველ ნომრად ჭადრაკის დიდოსტატ ნინო ბაციაშვილს ასახელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე ბაციაშვილი ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. როგორ აღმოჩნდით პარტიაში „საქართველოსთვის“ და რამ გიბიძგათ ჭადრაკიდან პოლიტიკისკენ? მთელი ცხოვრება ჭადრაკს ვთამაშობ და ამ საქმის პროფესიონალი ვარ. აქამდე არ მქონია არასდროს გეგმაში პარტიული …
Continue reading “დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე”
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი საარჩევნო ბანერი მოიპარეს
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძის საარჩევნო ბანერი მოიპარეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბანერის მოპარვის შესახებ თავად კანდიდატმა დაუდასტურა. „ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში, ვარშალომიძეების გადასახვევთან, იყო ბანერი გამოკრული. ორი ვიდეოსათვალთვალო კამერაა, ამ კამერებს შსს აკონტროლებს. პრაქტიკულად ვიდეოკამერის ძირშივე, იმ ბოძზე მოიპარეს ეს ბანერი. წინა არჩევნებზე არაერთი ფაქტი იყო მსგავსი – დაჭრა, მოპარვა, ჩამოხევა, ჩამოგლეჯა. აი, ეს …
Continue reading “ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი საარჩევნო ბანერი მოიპარეს”
„თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ?“ – ასლან ბალაძე, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი
ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი, ყოფილი ფეხბურთელი ასლან ბალაძე შესაძლოა ბათუმის საკრებულოს წევრი გახდეს. ის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორ წარმოუდგენია საკრებულოში მუშაობა და იქნება თუ არა კრიტიკული განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში? – ამ საკითხებზე ბალაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ასლან, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფეხბურთიდან პოლიტიკაში წახვიდეთ. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია? სიახლეები ყოველთვის კარგია …
ფოთი იმსახურებს უფრო დიდი ტემპებით განვითარებას – პრემიერი მერობის კანდიდატის წარდგენისას
ფოთის მერობის კანდიდატად ბექა ვაჭარაძის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ კანდიდატს გიგი უგულავას გარყვნილი და კორუმპირებული უწოდა. „ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, გაურყვნელ, პატიოსან ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს. მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. მე ძალიან მაინტერესებს რა უნდა ამ ადამიანს ფოთში? რატომ …
6 ქალი და 7 კაცი – “ევროპული საქართველოს” სია ბათუმის საკრებულოში
დღეს, 26 აგვისტოს, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გააცნო იმ პირთა ვინაობა, ვინც პარტიის სახელით 2 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. პარტიული სიის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა და მას პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი გიგი წერეთელი უძღვებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ექიმი ვახტანგ კალოიანი იქნება. ვახტანგ კალოიანი ასევე …
Continue reading “6 ქალი და 7 კაცი – “ევროპული საქართველოს” სია ბათუმის საკრებულოში”
ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში
დასავლეთ საქართველოს მუფთის ყოფილი მრჩეველი და აქტივისტი თემურ გორგაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში. რას გეგმავს თემურ გორგაძე გამარჯვების შემთხვევაში და როგორ ხედავს ქალაქის მომავალს. პროპორციულ სიაში ამ პარტიას ბათუმში 3 ადამიანი ჰყავს. მერობის კანდიდატი კი გიორგი ფუტკარაძეა. „ბათუმელები“ საკუთარი პლიტიკური გეგმების შესახებ ამჯერად ინტერვიუს გთავაზობთ თემურ გორგაძესთან. ბატონო თემურ, თქვენ …
Continue reading “ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში “
„კაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან“ – რა პრეტენზიები აქვს ღარიბაშვილს გახარიასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამეგრელოში ყოფინისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ისევ „სახელმწიფოს და გუნდის მოღალატე“ უწოდა. „კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იმიდან, რომ 2012 წელს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ – შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ – …
Continue reading “„კაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან“ – რა პრეტენზიები აქვს ღარიბაშვილს გახარიასთან”
რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი ნინო ლომჯარიას მიერ არჩევნების გადადების თხოვნაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სახალხო დამცველის მიერ არჩევნების გადადების მოწოდება შეაფასა, როგორც, ერთგვარად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული გეგმა. „გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, ვიმეორებ, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ეს ეგრეთ წოდებული ოპონენტები და ოპოზიცია, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. …
Continue reading “რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი ნინო ლომჯარიას მიერ არჩევნების გადადების თხოვნაზე”
ნინო ბაციაშვილი და სხვები – ვინ იქნება გახარიას გუნდი აჭარაში
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 აგვისტოს, თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ახალ ბულვარში. პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ირაკლი მიქელაძე. გიორგი გახარიამ დღესვე აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიც დაასახელა: შალვა გოგიტიძე – შუახევის მერობის კანდიდატი, ყოფილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ჯუმბერ ბერიძე – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე …
Continue reading “ნინო ბაციაშვილი და სხვები – ვინ იქნება გახარიას გუნდი აჭარაში”
„მიშელის დახმარებით შევძელით ეს მავნებლები შეგვეყარა, უკაცრავად შეგვეყვანა პარლამენტში“ – პრემიერი ოპოზიციაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, ტრადიციულად, ოპოზიციაზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, ისინი შარლ მიშელისა და აშშ-ის მხარდაჭერით „შეყარეს პარლამენტში“. „თქვენ კარგად გახსოვთ, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყეს აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი რაღაც ბრალდებები პროვოკაციებით. საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის ფუნქციონირებას და მუშაობას. რითაც პრაქტიკულად დააზიანეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. მათ დაიწყეს საუბარი, უსაფუძვლო …
როგორ მისცემენ ხმას კოვიდპაციენტები და იზოლაციაში მყოფი პირები – არჩევნები და პანდემია
კლინიკებში და იზოლაციაში [კარანტინი, თვითიზოლაცია] მყოფი მოქალაქეების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] თითოეული მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნის არანაკლებ 1 საარჩევნო უბანს, ხოლო ქალაქ თბილისში – არანაკლებ 10 საარჩევნო უბანს. ამ უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განხორციელების მიზნით, ცესკო შექმნის სპეციალურ ჯგუფებს. სპეცჯგუფი ამჯერად შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან. „სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს …
ხმის დათვლის პროცესს ცესკო ვიდეოკამერით ჩაწერს და ინტერნეტში ატვირთავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2 ოქტომბრის არჩევნების დროს, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება და ამასთან, ვიდეოგადამღები მოწყობილობის ისე განთავსება, რომ სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი. ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის დილის 10.00 სთ-მდე უზრუნველყოს ვიდეოგადამღებ მოწყობილობებზე არსებული ხმის დათვლის პროცესის …
Continue reading “ხმის დათვლის პროცესს ცესკო ვიდეოკამერით ჩაწერს და ინტერნეტში ატვირთავს”
რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ს სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ
ცნობილი ქირურგი კახა ქაშიბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში საქმიანობა და როგორ ხედავს ის ბათუმის მომავალს. გთავაზობთ ინტერვიუს კახა ქაშიბაძესთან. ბატონო კახა, თქვენ ხართ ენმ-ს სიის პირველი ნომერი. ეს იმას …
ხოშტარიამ ბათუმში, მანთაშევის, ბონისა და ჭაობის დასახლებების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
პარტია „დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, ბათუმის N2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, დიმიტრი დარჩია წარადგინა. ბათუმის N2 ოლქი მანთაშევის, ბონისა და ჭაობის დასახლებებს მოიცავს. დიმიტრი დარჩია ამ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია. მაჟორიტარის წარდგენაზე ბათუმში იმყოფებოდა თავად ელენე ხოშტარიაც. „მე მიხარია, რომ „დროას” ბათუმის მეორე ოლქში ეყოლება ძალიან ღირსეული და პრინციპული კანდიდატი, რომელიც მოდის 2020 წლის არჩევნების ძალიან …
რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ტიტე აროშიძე, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების მოსყიდვისა და შანტაჟთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდს პასუხობს. ამის შესახებ გახარიას პარტიის ბათუმის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. „დღეს გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გააკეთა განცხადება, თითქოს სახელისუფლებო პარტიის სახელით აშინებენ მათ თანაგუნდელებს და მოუწოდებენ ფულის შეთავაზების სანაცვლოდ დატოვონ პარტია. მათთვის მნიშვნელოვანია გადააბრალონ ხელისუფლებას …
Continue reading “რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე”
კანდიდატების შანტაჟი და მოსყიდვა – ბათუმში გახარიას გუნდის ბრალდებები ხელისუფლებას
პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მათ კანდიდატებს აშანტაჟებს ან ცდილობს მოისყიდოს. ირაკლი მიქელაძემ ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. „ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი იმისთვის, რომ წარდგინების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა …
5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ქობულეთის საკრებულოში
ქობულეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, ბონდო თედორაძემ დღეს, 22 აგვისტოს, დაასახელა ის კანდიდატები, რომლებიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ქობულეთის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებენ. მაჟორიტარობის კანდიდატების სია [გაერთიანებული ოპოზიციიდან] ქობულეთში: მამუკა ჯაბნიძე – ქალაქ ქობულეთის პირველი ზონა რამაზ გოხიძე – ქალაქ ქობულეთის მეორე ზონა მერაბ ცინცაბაძე – ქალაქ ქობულეთის მესამე ზონა ზურა კინწურაშვილი – ჩაქვი მალხაზ …
Continue reading “5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ქობულეთის საკრებულოში”
5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ბათუმის საკრებულოში
ბათუმის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ დღეს, 21 აგვისტოს, ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. ოპოზიციური პარტიის 15-წევრიან პროპორციულ სიაში 5 ქალია, სიის პირველი ნომერი კი ცნობილი ექიმი, ქირურგი კახა ქაშიბაძეა. ენმ-ს სია: კახა ქაშიბაძე რევაზ ხარაზი თეკლა კავაზაშვილი ლაშა კილაბერია მამუკა ქობულაძე ნატო ნაცარაშვილი ალეკო …
Continue reading “5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ბათუმის საკრებულოში”
წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ – გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ზოგიერთი“ წარსულში აბრუნებს ქვეყანას. „ოცნებაში ბევრი ჩემი მეგობარია დარჩენილი, ღირსეული ადამიანები – ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრიც – ვერ მოვასწარი, მაგრამ ერთ ადგილზე დგომა იყო ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა – ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო. ახლა უკვე ისე მიდის სიტუაცია და ზოგიერთი ისე იქცევა, რომ სამწუხაროდ, …
Continue reading “წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ – გახარია”
„გირჩი მეტი თავისუფლებას“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აჭარაში
პარტიამ „გირჩი მეტი თავისუფლება“ დღეს, 18 აგვისტოს, ბათუმში ის ადამიანები წარადგინა, ვინც ამ პარტიის სახელით აჭარის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე იბრძოლებენ. პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ამომრჩეველს ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი ფუტკარაძე წარუდგინა. გიორგი ფუტკარაძე ბიზნესმენია. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ის არ დაემორჩილა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და …
Continue reading “„გირჩი მეტი თავისუფლებას“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აჭარაში”
ბათუმში ვახტანგ კალოიანი იქნება ოპოზიციის კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე
ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იქნება ექიმი ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი. ამის შესახებ დღეს, 18 აგვისტოს, გახდა ცნობილი. ვახტანგ კალოანი 2 ოქტომბრის არჩევნებზე ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბათუმის საკრებულოში. „ბათუმი ევროპული ტიპის ქალაქია და ის 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ შეუძლია ჰყავდეს ევროპული ტიპის, კოალიციური მმართველობა, რომელიც სამაგალითო …
მხოლოდ 6 ქალი – „ოცნების“ სია შუახევისა და ქედის საკრებულოებში
შუახევის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ომარ ტაკიძემ დღეს მმართველი პარტიის ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. მმართველი პარტიის როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სიის 17 კანდიდატს შორის შუახევში ქალებს მხოლოდ 3 ადგილი შეხვდათ. „ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული შუახევში ასე გამოიყურება: გიორგი დავითაძე ედუარდ გოგრაჭაძე ფატი ჭაღალიძე ედნარ კეჟერაძე …
Continue reading “მხოლოდ 6 ქალი – „ოცნების“ სია შუახევისა და ქედის საკრებულოებში”
ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში – „ყველა ბიძინას წინააღმდეგ“
დღეს, 18 აგვისტოს, ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთიანების შესახებ განაცხადეს. შეთანხმების თანახმად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა ოპოზიციური ძალა აჭარაში იმოქმედებს სტრატეგიით – ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. „ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი პირადი და პარტიული შეხედულებები და ამბიციები გვერდით გადაგვედო და მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვისა, შევთანხმდით, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი,“ – განაცხადა …
საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო
„ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქში საჩივარი ორმა ორგანიზაციამ შეიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და საია ცალ-ცალკე ასაჩივრებენ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს. „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი „ბათუმელებმა“ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში საკუთარი ავტომობილით სკამები მიიტანა. ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი ციალა შავაძე …
Continue reading “საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო “
5 ქალი – „ოცნების“ სია ბათუმის საკრებულოში
ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, არჩილ ჩიქოვანმა დღეს მმართველი პარტიის ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 5 ქალია, სიის პირველი ნომერია კი ყოფილი ფეხბურთელია. სია: ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი] როსტომ ხალვაში [ექიმი] ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] ზურაბ ნაკაიძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] რიჩარდ სირაბიძე …
Continue reading “5 ქალი – „ოცნების“ სია ბათუმის საკრებულოში”
ყველა სოფლის წყალმომარაგება დასრულდება 2028 წლამდე – ღარიბაშვილი
დღეს, 17 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის კანდიდატურის წარდგენისას სასმელი წყლის პრობლემაზეც ისაუბრა. „გვაქვს სერიოზული გეგმები წყლის მიმართულებით, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არის გამოწვევა ხარისხიანი სასმელი წყალი. ამიტომ ამ მიმართულებით რამდენიმე ასეული მილიონი წყლის მობილიზება გვაქვს გაკეთებული და დაიწყება აქტიურად მუშაობა. 2022 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და ჯამში ყველა …
Continue reading “ყველა სოფლის წყალმომარაგება დასრულდება 2028 წლამდე – ღარიბაშვილი”
„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი
დღეს, 17 აგვისტოს, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ აქ განაცხადა, რომ გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით. „აქვე არსებობს უნიკალური ადგილი, გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი …
Continue reading “„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი”
ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. ამის დამადასტურებელი ფოტოები „ბათუმელებმა“ მემედ აბაშიძის გამზირზე, „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის წინ გადაიღო. საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს თვითმმართველობის, მათ შორის ბათუმის მერის არჩევნები ტარდება. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში კუთვნილი ავტომობილით სკამები მიიტანა. საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალულია და დასჯადი. …
Continue reading “ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი “
ენმ-მა აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. ქობულეთის მერობის კანდიდატი ენმ-იდან ბონდო თედორაძე იქნება. ხელვაჩაურის მერობისთვის მიშა ბოლქვაძე იბრძოლებს, ხოლო ქედაში მერობის კანდიდატად რამინ ბერიძე დასახელდა. შუახევის მერობის კანდიდატად როინ ზოიძე დაასახელეს, ხოლო ხულოს მერობის კანდიდატი გოგიტა სოლომონიძე იქნება. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში როგორც ენმ-ის, ისე გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებული …
Continue reading “ენმ-მა აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა”