ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო. სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.
„ბათუმელებს“ ამის შესახებ ამ სოფლებში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს, თუმცა არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში ეს ინფორმაცია ვერ დაგვიზუსტეს.
მეწყრის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. სოფელში გვითხრეს, რომ კაცმა ზვავს გამოასწრო.
60 წლამდე ქალს სოფლის მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
დიდთოვლობა ხულოში
როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის სოფელთან დაკავშირებას ცდილობენ.
სოფელ ზემო თხილვანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე თვის წინაც წერდა. მაშინ სოფლიდან მოწოდებულ ფოტოებზე აქტიური მეწყრული პროცესები ჩანდა.
დღეს, 6 თებერვალს, დიდთოვლობამ ხულოს მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი შეაფერხა.
როგორც „ბათუმელებს“ ხულოს რესურსცენტრში უთხრეს, ხულოს 38 საჯარო სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ვერ შედგა.
„მაღალმთიან სოფლებში, სამწუხაროდ, ვერ შედგა სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ დირექცია გამოცხადდა სკოლებში, ბავშვებმა ვერ მოახერხეს სკოლაში მისვლა.
აქედან გამომდინარე 38 სკოლაში ვერ განახლდა სასწავლო პროცესი“ – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე.
„ბათუმელები“ სოფელ აგარას სკოლის ერთ-ერთ პედაგოგსაც ესაუბრა, რომელიც ასევე დიდთოვლობის გამო ვერ მივიდა სკოლაში.
„ორ მეტრომდეა სადღაც თოვლი, დღეს წვიმანარევი თოვლი წამოვიდა. შუქი არ გვაქვს, ამ დილით უკვე აღარ იყო. პარალიზებულია მაგთის სისტემაც და კომუნიკაციას ვერ ვახერხებთ“ – ამბობს ხატია თეთრაძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 390 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
ტანკი – 6 365 ერთეული [+17]
ჯავშანტექნიკა – 11 857 ერთეული [+35]
საარტილერიო სისტემა – 9 367 ერთეული [+18]
MLRS – 979 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 665 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 173 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 848 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 453 ერთეული [+41]
სპეცტექნიკა – 1 496 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
568 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
11 863 უპილოტო საფრენი აპარატი
462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 927 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 217 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 973 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 283 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით.
ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას.
ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც ექიმები საქართველოში შეუსაბამო რეცეპტებზე, უშედეგო სიმპტომურ მკურნალობაზე, არასწორი დიაგნოსტირების ხშირ შემთხვევებზე, საეჭვო სამედიცინო შეცდომებზე, ექიმებისა და პაციენტების კომუნიკაციაზე წერენ.
სიმპტომური მკურნალობა, გადაჭარბებული და ზოგჯერ გაუმართლებელი რეცეპტები
ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურები კერძო მფლობელობაშია, რაც ხელს უწყობს სიმპტომატური მკურნალობის დანერგვას. ასეთ დროს, როცა ეტიოლოგიური მკურნალობა უგულებელყოფილია, ვერ დგინდება ზუსტი დიაგნოზი და ინიშნება გადაჭარბებულად ბევრი მედიკამენტი – ყველა სხვადასხვა სიმპტომის სამკურნალოდ.
მაგალითად, შშმ ბავშვების შეუსაბამო მედიკამენტებით მკურნალობა საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა. UNICEF-ის ანგარიშში შშმ პირთა შესახებ წერია „ფსიქიატრები მხოლოდ შშმ ბავშვებს უნიშნავენ წამალს, მათი მხრიდან დახმარება და მკურნალობა მხოლოდ წამლის გამოწერით შემოიფარგლება. ისინი სოციალური ქცევებისაც კი მედიკამენტებით მკურნალობენ, მაშინ, როცა შესაძლებელია ჩარევის სხვა ფორმების გამოყენებაც“, – წერია UNICEF-ის ანგარიშში.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ჰოსპიტლებში უგულებელყოფილია საერთაშორისო გაიდლაინები, რითაც აიხსნება სიმპტომატური მკურნალობის მეთოდის გავრცელება და ჭარბი მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა.
კვლევისას ჩაწერილი ინტერვიუები ადასტურებს ასევე, რომ ექიმებს ერთმანეთთან შეთანხმება აქვთ პირადი გამორჩენის მიზნით: თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაწერილ ინტერვიუში ექიმი ამბობს, რომ პრაქტიკანტი ექიმები მეგობარ კოლეგებთან ხშირად ამისამართებენ პაციენტებს, უსარგებლო და დამატებითი კვლევების ჩასატარებლად, რაც მათ საერთოდ არ სჭირდებათ. ამისთვის შესაბამის თანხას იღებენ კოლეგებისაგან, კონსულტაციის საფასურის ნაწილს.
არასწორი დიაგნოსტირების ხშირი შემთხვევა და საეჭვო სამედიცინო შეცდომები
დაავადების არასწორი დიაგნოსტირება ხშირადაა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მიზეზი.
„საქართველოში ჩემს შვილს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, მაგრამ რახან არ ვენდობოდი აქაურ ექიმებს, წავედით თურქეთში დიაგნოზის გადასამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ არანაირი სიმსივნე არ ჰქონდა“, – გამოუტყდა კვლევის ავტორებს „ბავშვთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის პრეზიდენტი საქართველოში“.
კვლევისას გამოკითხული ქართველი პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში მათ საკუთარმა ექიმებმა ურჩიეს, შეეწყვიტათ საქართველოში მკურნალობა და წასულიყვნენ საზღვარგარეთ.
„ექიმმა გვითხრა, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი საზღვარგარეთ წასვლა იყო“, – ამბობს კვლევის ავტორებთან ბავშვის მამა, რომლის შვილსაც პანიკულიტის დაავადების იშვიათი ფორმა აქვს (პანიკულიტი – იგივე კვანძოვანი ერითემა, რომელიც ვლინდება მტკივნეული, არაწყლულოვანი, ერითემატოზული კვანძის სახით).
მკურნალობის ხარისხის მიმართ უნდობლობა და დიაგნოსტიკური შეცდომები დიდწილადაა განპირობებული იმითაც, რომ ჯანდაცვის სტრუქტურები კერძო პირების ხელშია.
ჯანდაცვისა და მედიცინის გამჭვირვალობის მკვლევარი მარი ჩოხელი ფრანგული კვლევის ავტორებთან განმარტავს, რომ: „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებს ფინანსური სარგებლის გასაზრდელად მოუწოდებენ მიიღონ რაც შეიძლება მეტი პაციენტი. პაციენტებს არ ეძლევათ სიღრმისეული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა, რაც ხშირად არის შეცდომების მიზეზი“.
ფრანგული ასოციაცია Habitat-Cite-ს მფარველობის ქვეშაა ახლა ასევე დედა, რომელიც უჩივის სამშობიარო საავადმყოფოს სამედიცინო დაუდევრობის გამო, რამაც მისი შვილი შშმ პირად აქცია. როდესაც მისი ქალიშვილი დაიბადა, კინაღამ დაიხრჩო, რადგან საავადმყოფოს თანამშრომელმა საწოვარას ნაცვლად ბავშვს პირში ქირურგიული ხელთათმანი ჩაუდო, რამაც ასპირაცია და ცერებრალური დამბლა გამოიწვია – ტვინს ჟანგბადი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
ქალმა კლინიკის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან კლინიკის მენეჯერი მთავრობის წევრზეა დაქორწინებული, მეტიც, კლინიკის წინააღმდეგ საჩივრის გამო ქალს თვეების განმავლობაში ავიწროებდნენ.
ამის შემდეგ ჩვილის დედამ სხვა ცნობილ და ძალიან ძვირადღირებულ ექიმს მიმართა საქართველოში, რომელმაც დედას უთხრა, რომ მის შვილს არ ესმოდა. ექიმმა ჩვილს ძალიან ძვირიანი წამლები გამოუწერა, რაც მას რეალურად არ სჭირდებოდა, კერძოდ ბევრი ანტიბიოტიკი, რამაც ჩვილს სმენა და მხედველობა დააკარგვინა.
ბავშვს დედა ახლა საფრანგეთში მკურნალობს. მას მხოლოდ D ვიტამინი და რეგულარული ფიზიოთერაპია აქვს დანიშნული. ეს მტკიცებულებები კარგად აჩვენებს რეალობას, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემას ქვეყანაში არ ენდობიან.
კომუნიკაცია ექიმებსა და პაციენტებს შორის
ექიმების მიმართ უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი პაციენტებისთვის სრული და ამომწურავი ინფორმაციის არახელმისაწვდომობაცაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიში, რომელიც საქართველოში პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხს ეხება, დაწვრილებით აღწერს თუ როგორ არ მოქმედებს არანაირი მექანიზმი, რომ საკუთარ ქმედებებზე ექიმებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ან შესაძლებელი იყოს ამ პასუხისმგებლობის ერთმანეთში გადანაწილება.
საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელიც მოითხოვს პაციენტისგან ინფორმირებულ თანხმობას, თუმცა პრაქტიკაში ეს კანონი არაეფექტურია.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული პაციენტების 74%-ს ჰქონდა ხელი მოწერილი ოპერაციის თანხმობის ფორმაზე, მათგან მხოლოდ 56%-მა იცოდა საკუთარი დიაგნოზი, რის გამოც ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 44%-მა კი საერთოდ არ იცოდა საკუთარი დიაგნოზი ზუსტად. თუმცა გამოკითხული პაციენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უფრო დეტალურად და სრულად მიწოდებული ინფორმაცია მათი მკურნალობის შესახებ გაცილებით მეტ ნდობას გააჩენდა ექიმების მიმართ.
ინფორმაციის არახელმისაწვდომობა მკურნალობის შესაბამისობასა და ხარისხზე ბადებს ეჭვს.
მედიცინის ფრანგმა ექსპერტებმა საქართველოში ექიმებს ჰკითხეს, თუ რა იყო პაციენტების მხრიდან ნდობის ნაკლებობის მიზეზი. ამაში ისინი მედიას ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მედია ამახვილებს ზედმეტად ყურადღებას „წარუმატებელ შემთხვევებზე“ და ასეთი გამოცდილების მქონე პაციენტებზე.
დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევების სიმრავლეს ქართველი ექიმი კვლევის ავტორებთან ასე ხსნის:
„საქართველოში დაგვიანებით მიმართავენ ექიმს. შინ რჩებიან მანამ, სანამ სიმპტომები არ დამძიმდება. პალიატიური შემთხვევები ხშირად ასეთი მიდგომითაა გამოწვეული.
გვაქვს ფილტვის, სწორი ნაწლავის სკრინინგცენტრები, მაგრამ მაგალითად ქალები მხოლოდ მაშინ მიდიან კვლევაზე, როცა მკერდში ძლიერ ტკივილს გრძნობენ და დაავადება უკვე გართულებულია“, – ამბობს ქართველი ექიმი.
ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული განსხვავებების მიუხედავად.
კვლევის ავტორების თქმით, ამასვე მოწმობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გიგლა აგულაშვილის შემთხვევა, რომელსაც ლიმფომა აღმოაჩნდა და ქართველი სპეციალისტების რჩევით სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.
„რამდენიმე ახლობელმა ექიმმა მირჩია საზღვარგარეთ წავსულიყავი სამკურნალოდ, რჩევა პრემიერ-მინისტრს და ჩემს სხვა კოლეგებსაც ვკითხე, მათაც იგივე მირჩიეს და გერმანიაში წავედი“, – ამბობს გიგლა აგულაშვილი მკვლევრებთან.
ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეები თავად იცნობიერებენ სისტემის ნაკლს და შეზღუდვებს. ნდობის ნაკლებობა და ხარისხიანი მკურნალობის არახელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეების ნაწილს აიძულებს ემიგრაციას, რაც მათგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს.
მკვლევრები წერენ, რომ სოციალური ქსელები საქართველოში სავსეა პოსტებით, როცა მკურნალობის ფულს შემოწირულებებით აგროვებენ პაციენტების ახლობლები და ოჯახის წევრები.
ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ეთნოსოფლის მშენებლობა აჭარის მთავრობამ 2021 წელს დაიწყო. პროექტი ზედა ჩხუტუნეთში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, ხოლო სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა.
სოფელ აჭრისწყალში, მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ზედა ჩხუტუნეთში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ვერ დაასრულეს.
შესყიდვა 1 მილიონ 540 170 ლარით იყო გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამუშაოების შესრულება 1 მილიონ 440 199 ლარად შესთავაზა. ხელშეკრულება 2021 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმდა.
ტენდერის პირობები სამშენებლო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟს, ადგილის სამშენებლოდ მომზადებას და შემდეგ მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებდა.
არსებული შენობა
სატენდერო პირობებში წერია ისიც, რომ კომპანიას დემონტაჟის სამუშაოების ღირებულებას არ აუნაზღაურებდნენ, დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების სიმბოლურ ფასად გადაცემის სანაცვლოდ.
კომპანიას ახალი ცენტრის მშენებლობის სამუშაოები უკვე შესყიდული პროექტის შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.
შესყიდვების ვებპორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზად კი ჯერ სამშენებლო ტერიტორიის მიმართ ადგილობრივების ინტერესი, შემდეგ კი მეტეოროლოგიური პირობებია დასახლებული.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდით განუსაზღვრეს.
კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა.
2023 წლის 17 ივლისს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამოსცა ბრძანება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. შესყიდვების ვებგვერდზე კი ამ კონკრეტულ შესყიდვას მიენიჭა სტატუსი: „შეუსრულებელი ხელშეკრულება.“
თავის ბრძანებაში მინისტრი განმარტავს:
სამინისტრო მიიჩნევს, რომ 2022 წლის განმავლობაში შპს „მართ ბილდინგ ქომფანი“ საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა არადამაკმაყოფილებელი ტემპით, კერძოდ: ფინანსური გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული I ეტაპით განსაზღვრული 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ნაცვლად 2022 წლის 09 ივნისისა შესრულდა 2022 წლის 22 ნოემბრისათვის, ხოლო II ეტაპით განსაზღვრული 400000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 20 დეკემბრისათვის, დღემდე არაა შესრულებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 01 ოქტომბრის №67 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას 2023 წლის იანვარ-თებერვალში უამინდობის (თოვლი) მოტივით, სამინისტრო არ მიიჩნევს საპატიოდ.
შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, შპს „მართ ბილდინგ ქომფანის“ მიერ სახელშეკრულებო ღირებულებიდან – 1 მილიონ 440 197 ლარიდან, 2023 წლის 20 ივნისის მდგომარეობით დადასტურებული და ანაზღაურებული ჰქონდა 258 746 ლარის ღირებულების სამუშაოები [18%], ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების საბოლოო ვადა დასრულდა 2023 წლის 4 მაისს.
დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ კომპანიას სამშენებლო მოედანზე შესვლის პრობლემა ჰქონდა, რაზეც შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა. კომპანიის განმარტებით, სოფლის მკვიდრი აცხადებდა, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო მას ეკუთვნოდა. კომპანია სამინისტროს ასევე ატყობინებდა, რომ ამ პირს ადგილობრივებიც უჭერდნენ მხარს და სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვდა.
წერილი პრობლემის თაობაზე კომპანიის დირექტორმა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, თორნიკე კუჭავას 2021 წლის 11 ოქტომბერს მისწერა. 4 დღეში, 15 ოქტომბერს, კომპანიამ მინისტრის ყოფილ მოადგილეს კიდევ ერთხელ, ოფიციალურად აცნობა, რომ დემონტაჟი ვერ დაიწყო, რადგან ადგილობრივებმა შენობა ბოქლომით ჩაკეტეს და კომპანიას სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს.
კომპანია სამინისტროს სწერდა იმასაც, რომ შეფერხდა და ამის გამო ფინანსურ ზარალს განიცდიდა.
მსგავსი შინაარსის წერილი მიმწოდებლისგან სამინისტრომ კიდევ ორჯერ მიიღო – 2021 წლის 18 ოქტომბერს და 11 ნოემბერს. ბოლო წერილში კომპანია სამინისტროს აფრთხილებდა, რომ უმოქმედობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა.
დოკუმენტებში არ ჩანს, როგორ მოაგვარა სამინისტრომ ეს პრობლემა, თუმცა კომპანიის შემდეგი წერილის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 15 აპრილით არის დათარიღებული, კომპანია სამუშაოების შეფერხების მიზეზად უკვე მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებდა.
ამის შემდეგ კომპანიამ მხოლოდ ორჯერ მოახერხა სამინისტროში შესრულებული სამუშაოების დოკუმენტების წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო, შემდეგ ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2023 წელს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება შეისყიდა. ამასთან გასულ წელს ლევან გამყრელიძესა და მის მეუღლეს 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დაუხარჯავთ.
საქმე ისაა, რომ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და ამ პერიოდში მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ერთმანეთს არ შეესაბამება.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის სექტემბერში შეავსო. მასში, როგორც კანონის მოთხოვნა ითვალისწინებს, ძირითადად წინა წლის მონაცემები ასახა და 2023 წელს შეძენილ ქონებებზეც მიუთითა.
დეკლარაციაში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი წერს, რომ გასული წლის მარტში ბაკურიანში, მელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1793 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა სამ თანამესაკუთრესთან ერთად შეისყიდა. ქონების ღირებულების გრაფაში მან 150 000 დოლარი ჩაწერა.
დეკლარაციის მიხედვით, ბაკურიანში შეძენილი ორსართულიანი შენობა 204.10 კვ.მეტრია.
თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლევან გამყრელიძეს ეს ნაკვეთი უფრო ადრე – 2021 წელს აქვს შეძენილი. დაწყებულია მშენებლობაც. ამ ნაკვეთებზე ის და მისი თანამესაკუთრეები სამ ორსართულიან, კოტეჯის ტიპის, სახლებს აშენებენ.
თანამესაკუთრეებად ლაშა გამყრელიძე, თამარ კაპანაძე, მაია ჟორჟოლიანი ფიქსირდებიან.
ამ ნაკვეთის შესახებ ჩანაწერი 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც ფიქსირდება, თუმცა ნაკვეთის ფართობი იყო არა 1793 კვადრატული მეტრი, არამედ გაცილებით მცირე – 781 კვ. მეტრი.
დოკუმენტების მიხედვით, 2019 წელს ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა სხვა პირს მოუპოვებია. 2021 წლის 20 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლაშვილმა, პროექტში ცვლილება დაადასტურა. ცვლილებასთან დაკავშირებულ მასალებში ლევან გამყრელიძის სახელიც ფიქსირდება.
ახალ ნებართვაში ჩაიწერა:
საინფორმაციო დაფა
როგორც დოკუმენტებით ირკვევა, ნებართვის წინა მფლობელმა ნაკვეთის ნაწილი გაყიდა და საჯარო რეესტრს საკუთარი ნაკვეთისგან გამიჯვნაც მოსთხოვა. ამავდროულად, 2021 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი, სამი ინდივიდუალური სახლის მშენებლობის პროექტი შეითანხმა.
რენდერიესკიზი
როგორც ლევან გამყრელიძე თავად წერს, 2023 წლის აპრილში სააგენტოს დირექტორს თბილისში, ლისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი შეუსყიდია. მისივე ინფორმაციით, ამ სახლის ფართობი 254,6 კვ.მეტრია. სააგენტოს ხელმძღვანელს ის 250 000 დოლარად შეუძენია, ეს ნახევარ მილიონ ლარზე ბევრად მეტია.
2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ლევან გამყრელიძე წერს 2020 წელს შეძენილი აგარაკის შესახებაც. აგარაკი [245 კვ.მეტრი] მცხეთაში, კოტორაანთკარში 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით ლევან გამყრელიძეს 2020 წელს 46 000 დოლარად შეუძენია.
როგორც თავად წერს ქონებრივ დეკლარაციაში, კოტორაანთკარში სახლის მშენებლობისთვის ლევან გამყრელიძეს 150 000 დოლარი დაუხარჯავს. რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 600 კვ. მეტრია, შენობა – 245 კვ.მეტრი.
2023 წლის სექტემბერში, როცა ლევან გამყრელიძემ დეკლარაცია შეავსო, საბანკო ანგარიშებზე მას დანაზოგი 50 000 დოლარი და 6800 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, საქართველოს ბანკის მიმდინარე და საკრედიტო ანგარიშზე – 25 000 ლარი, შვილების ანგარიშზე კი – 18 000 ლარი.
რაც შეეხება ხელფასს, სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან გამყრელიძეს, 2022 წელს ხელფასის სახით 104 775 ლარი მიუღია, რაც თვეში 8731 ლარია.
ლევან გამყრელიძემ დეკლარაციაში ჩაწერა ასევე, რომ ის ფლობს საქართველოს ბანკის ფასიან ქაღალდებს.
2022 წელს მან ამ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან 2460 გირვანქა სტერლინგი [GBP] მიიღო, რაც 8 375 ლარია.
ლევან გამყრელიძე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი 2021 წლიდანაა. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
2019-2020 წლებში ლევან გამყრელიძე საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივების დეპარტამენტის დირექტორი იყო, მანამდე კი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
თანამედროვე სამყაროში არასათანადო კვება და მისგან გამოწვეული აუცილებელი ვიტამინების დეფიციტი უამრავი ადამიანის პრობლემაა. ამ გარემოების გამო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკვები დანამატების გამოყენება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. რა არის საკვები დანამატები, როგორ უნდა შევარჩიოთ და რატომ უნდა მივიღოთ? – ამ საკითხებზე PSP-ს ბრენდმენეჯერს, რიტა ლუტიძეს ვესაუბრეთ.
რიტა, რა არის საკვები დანამატები და რატომ უნდა მივიღოთ? რა როლი აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის გაძლიერებაში?
მთელი ცივილიზებული სამყარო ზრუნავს ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაზე, რომლის განუყოფელი ნაწილია სრულფასოვანი კვება. სწორ კვებაზეა დამოკიდებული ორგანიზმის ენერგიით შევსება, ჯანმრთელობის შენარჩუნება და სიცოცხლის გახანგრძლივება.
თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში სრულფასოვნად ვერ ვიკვებებით. ორგანიზმი მუდმივად განიცდის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა: ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება და ა.შ.
აქედან გამომდინარე უფრო და უფრო აქტუალური ხდება სწორად შერჩეული საკვები დანამატის ჩართვა ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში, რადგან სწორედ საკვები დანამატები წარმოადგენენ ვიტამინების, მინერალების, მიკრო და მაკროელემენტების, ამინომჟავებისა და ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ნუტრიენტების დამატებით წყაროს.
ეს ელემენტები აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და რაც მთავარია, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის.
თუ ადამიანი ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება, მაინც სჭირდება საკვები დანამატები?
სწორად შერჩეული საკვები რაციონის პირობებშიც კი რთულია ორგანიზმი შევავსოთ ყველა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტით, რომლებიც უკვე ვახსენე. ამ კომპონენტების უმრავლესობა არ სინთეზირდება ორგანიზმში და მათი მიღება აუცილებელია საკვებთან ერთად.
ამ გარემოებების გამო საკვები დანამატები გახდა თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილი, ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგანაცადამიანებს ურჩევნიათ დღეს იზრუნონ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და თავის მოვლაზე, ვიდრე მომავალში საკვები ნივთიერებების დეფიციტის შედეგად განვითარებულ სხვადასხვა დაავადების მკურნალობა მოუწიოთ.
რა ტიპის საკვები დანამატები არსებობს და როდის არის განსაკუთრებით აქტუალური საკვები დანამატების მიღება?
საკვები დანამატები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
გრიპისა და გაციების პრევენცია
იმუნიტეტის მხარდაჭერა
ძვალსახსროვანი სისტემის მხარდაჭერა
თმის, კანის, ფრჩხილის სიჯანსაღე
პროდუქცია ბავშვებისთვის, ქალებისა და კაცებისთვის
ცალკე ხაზი სპორტსმენებისთვის
თვალის ვიტამინები
საკვები დანამატები სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობის მხარდასაჭერად, როგორიცაა: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, მენოპაუზის პერიოდი
ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის
საკვები დანამატების მიღება განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ასევე: ხშირი ავადობის, დაბალი იმუნიტეტის, ქრონიკული დაავადებების, არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვების, ხშირი დიეტის დროს, როდესაც განსაკუთრებით განიცდის ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს სტრესი, უძილობა, გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვა, მავნე ჩვევები.
უამრავი ადამიანი მთელ დღეს ოფისში ატარებს და არასათანადოდ იკვებება. რომელია აუცილებელი დანამატი ასეთ შემთხვევაში?
ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით აქტუალურია D ვიტამინი. D ვიტამინის საუკეთესო წყაროს მზის სხივები წარმოადგენს. თანამედროვე ადამიანების უდიდესი ნაწილი ოფისში მუშაობს და დროს უმეტესად შენობაში ატარებს, რის გამოც მზის სხივების დახმარებით აღნიშნული ვიტამინის მიღება ძალიან რთულდება.
ბევრი კვლევით დასტურდება, რომ D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება, ძვლებისა და კუნთების სისუსტე და ა.შ.
არის თუ არა უსაფრთხო საკვები დანამატების მიღება?
ზოგადად, როდესაც საუბარია საკვებ დანამატებზე, თითოეული მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი ხარისხი, სანდო მწარმოებელი, უსაფრთხოება და ეფექტურობა. პრემიუმ ხაზის ევროპული და ამერიკული პროდუქცია ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
დანამატის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბრენდი ფლობდეს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს: ISO, GMP, FDA.
რა საკვებ დანამატებს გვთავაზობს PSP? რომელი ბრენდებია და რა უპირატესობებით გამოირჩევა თქვენი პროდუქცია?
PSP-ს სააფთიაქო ქსელი გამოირჩევა საკვები დანამატების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ჩვენს ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოში ისეთი წამყვანი ამერიკული და ევროპული ბრენდების ყველაზე დიდი ასორტიმენტი, როგორიცაა: ამვილაბი, სოლგარი, ფიური, დოპელჰერცი, პილეჟე , ორთომოლი და ა.შ.
PSP-ს ქსელში წარმოდგენილი საკვები დანამატების ბრენდები აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც უნდა ჰქონდეს პრემიუმ ხაზის პროდუქციას.
მაგალითად:
AMVILAB-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტი წელია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ვიტამინებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ფართო სპექტრს ჯანმრთელობისა და სილამაზის მიმართულებით. პროდუქცია გამოირჩევა ინოვაციური ფორმულებით, მაღალი ხარისხით, ეფექტურობითა და უსაფრთხოებით, რამაც განაპირობა მასზე მზარდი მოთხოვნა მსოფლიოში და დღეისათვის ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეული ბრენდია.
გერმანული კომპანია Doppelherz-ი უძველესი ტრადიციების მქონე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიო ბაზარზე საკვები დანამატების წარმოებაში. ის ვიტამინებისა და მინერალების N1 ბრენდია გერმანიაში, რომელიც ზრუნავს მთელი ოჯახის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე. ბოლო 100 წლის განმავლობაში „დოპელჰერცის“ ვიტამინები და მინერალები ასოცირდება ხარისხთან და ნდობასთან მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „დოპელჰერცის“ პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლისთვის.
PSP-ში საკვები დანამატების მიმართულებას გასულ წელს დაემატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ბრენდი – Pure Encapsulations-ი. Ესაა ჰიპოალერგიული საკვები დანამატების პრემიუმ ხაზი, რომლის პროდუქცია ექსკლუზიურად წარმოდგენილია მხოლოდ PSP – ს სააფთიაქო ქსელში.
კომპანია აერთიანებს ბუნებისა და მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა მომავალში თავი ვიგრძნოთ გაცილებით ჯანსაღად, ვიდრე დღეს. კომპანია დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს სამედიცინო სფეროს წამყვან ექსპერტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნან ინოვაციური ფორმულები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არასაჭირო დანამატების გარეშე.
კომპანიამ მოიპოვა №1 ბრენდის წოდება და საერთაშორისო აღიარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებისგან, როგორც ბუნებრივი, ჰიპოალერგიული პრემიუმ კლასის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ საკვები დანამატების მწარმოებელთა ინდუსტრიაში. „ფიურის“ ყველა საკვები დანამატი არის ჰიპოალერგიული, არ შეიცავს ალერგენებს, გლუტენს, სოიას, საფუარს, ხორბალს, დამატკბობელს, ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს და რაც მნიშვნელოვანია, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.
საკვები დანამატების მიმართულებით რა სიახლეა PSP-ში?
რამდენიმე დღის წინ ქართველ მომხმარებელს მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი ევროპული ბრენდი – „ორთომოლი“ წარვუდგინეთ.
„ორთომოლი“ არის მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში.
ეს გახლავთ გერმანული კომპანია, რომელიც 30-ზე მეტი წელია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ორთომოლის საკვები დანამატების შემადგენელი კომპონენტების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) რაოდენობა და კომბინაციები ზუსტად და სწორად არის განსაზღვრული და მათი ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, ნივთიერებათა ცვლას, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ახდენს დაავადებების პრევენციას.
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს: ISO, GMP, FDA. წარმოების პროცესში გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური, სერტიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრეს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს. თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით.
აღნიშნული ევროპული და ამერიკული ბრენდების საკვები დანამატების შეძენა შეგიძლიათ PSP-ს აფთიაქებში, ასევე ონლაინ აფთიაქში: PSP.ge
„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტზე პასუხისმგებელ ყველა საჯარო უწყებას მიმართავენ.
აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააანალიზონ პროექტის რისკები – ეკოლოგიური, ეკონომიკური, ურბანული, სტრატეგიული, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით, დათვალონ პროექტის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩაატარონ კვალიფიციური, მიუკერძოებელი, სრულყოფილი კვლევები და მოაწყონ საჯარო განხილვები ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის შესახებ.
„კუნძულის გზშ-ს განხილვა საახალწლო დღეებში დაინიშნა და დაინტერესებული მხარეების, პროექტთან მიბმული ადამიანების გარდა სამი აქტივისტი ვესწრებოდით მხოლოდ. ამიტომ ის განხილვა ვერ ჩაითვლება საჯაროდ.
შემოგვთავაზონ უფრო კვალიფიციური, სანდო კვლევები, რაც მთავარია, შემოგვთავაზონ საჯარო განხილვა, რომელიც იქნება ნამდვილად საჯარო.
აუცილებელია პროექტი განიხილონ საჯაროდ, მთელი ქალაქის, მათ შორის იქ მცხოვრებთა ჩართულობით. კომპანია სარგებლობს მარტო სარეკლამო არხებით, ძირითადად სარეკლამო სტატიები გვხვდება ამ საკითხზე და საზოგადოება ნაკლებადაა ჩართული,“- თქვა თამარ მამეიშვილმა, დღეს 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა კუნძულის მშენებლობას მიუძღვნეს.
„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა დღეს, 5 თებერვალს საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ბათუმის მერიაში 12 იანვარს გაიმართა.
როგორც „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ამბობენ, დოკუმენტმა, ბევრი კითხვა გააჩინა და უფრო თვალსაჩინო გახადა ის გამოწვევები, რაც პროექტის განხორციელებას მოჰყვება.
„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტების თქმით, მათ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა სპეციალისტთან, რომლებთან კონსულტაციის შემდეგაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნეს შენიშვნები ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით.
სპეციალისტებზე დაყრდნობით აქტივისტები ამბობენ, რომ „გზშ-ს დოკუმენტი რიგ შემთხვევაში შეიცავს დარღვევებით თუ არასრულად ჩატარებული კვლევის შედეგებს, წინააღმდეგობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს“.
ასეთი მიდგომა კი პროექტის არეალში კიდევ უფრო ზრდის რისკებს ეკოლოგიური, ურბანული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით.
„პროექტის არეალი ნავთობით ისტორიული დაბინძურების ადგილია, რაც აჩენს გრუნტებიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვის რისკს. გზშ-ს ანგარიში კი ამ მიმართულებით დეტალურ კვლევას (რუკებს, სქემებს, ქიმიურ შემადგენლობას და სხვა) არ მოიცავს. ნავთობპროდუქტების მცირედით გაჟონვაც კი, სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფას გამოიწვევს მთელი სანაპირო ზოლისთვის.
ასევე, რიგი საკითხების გაუთვალისწინებლობა – მაგალითად, ზღვის მიკროფლორის სათანადო შესწავლა, წყლის ფეკალური მასებით დაბინძურების ანალიზი, იქვე ჩამდინარე მდინარეების ფაქტორის უგულებელყოფა და სხვა, – გააჩენს პრობლემებს როგორც პროექტის არეალში, მთლიანად ბათუმის უბეშიც, იმოქმედებს პლაჟების მოწყობასა და ზღვის წყლის ხარისხზე, რისკის ქვეშ დააყენებს სხვადასხვა სახეობების არსებობას.
გარდა ამისა, ამ მასშტაბის პროექტის ქვა-ღორღით მომარაგება აჭარის მაღალმთიანი ლოკაციებიდან, ქედიდან და ქობულეთიდან, შემაშფოთებელია და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას ქმნის,“ – თქვეს „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ხაზს უსვამენ იმ ურბანულ და ეკონომიკურ საფრთხეებს, რასაც პროექტის განხორციელება მოიტანს. კერძოდ:
პროექტის გავლენის საზღვრები სცდება საპროექტო საზღვრებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ანგარიში მოიცავდეს კვლევებს იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს პროექტი მთლიანად ქალაქზე, ადგილობრივ ეკონომიკურ სექტორებზე და მისი სარგებლიანობა ამ კუთხით იქნას განხილული.
ბათუმის ერთ-ერთი გამოწვევა ერთ დარგზე დამოკიდებულება – მონოფუნქციურობაა, რომლის დასაძლევადაც საჭიროა ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაა. აღნიშნული პროექტი კი პირიქით, ქალაქის ისევ მონოფუნქციურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ტურიზმზე მიბმული პროექტი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ჩაითვლება მომგებიანად.
გზშ-ში მოხსენიებული სხვა ქვეყნების ანალოგიები ძირითადად საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას შეეხება. ხელოვნური კუნძულის პროექტი კი პირიქით – პორტის გაფართოებისთვის ხელისშემშლელიც შეიძლება იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შედარება და დაპირისპირება პორტის გაფართოების პერსპექტივასთან.
რისკების ანალიზისას მნიშვნელოვანია, კომპანიამ წარმოადგინოს, როგორ დააზღვევს პროექტს წარუმატებლობისაგან და ქალაქის შესასვლელში არ გააჩენს „მკვდარ უბანს“. ამასთანავე, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი და ხარჯების გამწევი.
ქალაქი 2020 წლიდან ამუშავებს გენერალურ გეგმას, რომელიც წელს უნდა დამტკიცდეს. ამ დროს კი ქალაქში ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება სრულიად შეცვლის ქალაქის განვითარების კონცეფციას და აზრს მოკლებულს ხდის გენერალური გეგმის მუშაობას. გენერალური გეგმის მომზადებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან უკვე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პროექტის გზს-ზე ვრცელ შენიშვნებს აქტივისტები გარემოს ეროვნულ სააგენტოს დღეს, 5 თებერვალს გაუგზავნიან. რას გაითვალისწინებს ან გაითვალისწინებს თუ არა საერთოდ ხელისუფლება რამეს, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.
კუნძულის მშენებლობა 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დააანონსა ხელისუფლებამ.
ხელისუფლებამ კუნძულის მშენებელ კომპანიას 89 ჰექტარი ზღვა 1 ლარად გადასცა. კუნძულის მშენებლობა ბათუმში ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა დაგეგმილი.
ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი ეხმაურება ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
„მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორე მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის.
წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.
კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან. ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოჰყვება.
კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“ – აცხადებს ორგანიზაცია.
„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ მშენებლობა დიდ საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს განვითარებას და დასძენს, რომ ყველა ინვესტიცია ეკონომიკისთვის სასარგებლო არა, თუ მას არ მოჰყვება გააზრებული გადაწყვეტილებები. ამის მაგალითად ორგანიზაციას გუდაური და ბაკურიანი მოჰყავს.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია: ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების პოზიცია. პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე. გამოცხადდეს ღია კონკურსი აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად“ – აცხადებს „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“.
ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა 2023 წლის ბოლოს დაამტკიცა.
განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, „ორბს“ შესაძლებლობა ექნება ბახმაროში მაქსიმუმ 16 და 19 მეტრი სიმაღლის შენობები ააშენოს.
დოკუმენტის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ ნაკვეთზე დაგეგმილია 181 ნომერზე გათვლილი სასტუმროს აშენება.
მშენებლობის ხანგრძლივობა გათვლილია დაახლოებით 2 წელზე და დასრულება დაგეგმილია 2025 წლის დეკემბრამდე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 389 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
ტანკი – 6 348 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 11 822 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 9 349 ერთეული [+18]
MLRS – 979 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 664 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 173 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 848 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 412 ერთეული [+19]
სპეცტექნიკა – 1 486 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
568 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
11 833 უპილოტო საფრენი აპარატი
462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 908 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 217 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 966 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 248 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ძველი ქართულით დაწერილი ნაწარმოებები ისე, რომ მოსწავლეებმა მათი გააზრებაც შეძლონ და არ გაუჩნდეთ გაუცხოება ტექსტების მიმართ?
და საერთოდ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კარგი ლიტერატურა ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ლომიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ნინო, ბოლო დღეებია, საზოგადოება მსჯელობს თემაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. ნაწილი ამბობს, რომ იმ ფორმით არა, რაც დღეს გვაქვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
ბოლოდროინდელმა აჟიოტაჟმა აჩვენა, რომ ეს თემა არის მტკივნეული, მწვავე და მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ეს კარგია.
ასევე, რაც ამ დისკუსიამ გამოავლინა არის ის, რომ ძალიან გვიჭირს განსაზღვრა და გამიჯვნა ერთმანეთისგან ორი რაღაცის – პირველი ის, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ძველი ტექსტების სწავლება: 15-16 წლის მოზარდებს მთელი წლის განმავლობაში ძველი ქართულით ვასწავლით.
და მეორე – ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტების მხატვრული, ისტორიული, კულტურული, ეროვნული ღირებულება სადავო არ არის, მაგრამ ამ ტექსტების სწავლება რომ პრობლემურია სკოლაში, ეს არის ობიექტური მოცემულობა. დისკუსიისას, რატომღაც, მეტწილად სწორედ ამ ღირებულებაზეა ხოლმე გამახვილებული ყურადღება და არა სწავლა-სწავლების თანმდევ პრობლემებზე.
საკამათო არ არის ძველი ქართული ლიტერატურის ეროვნული, ისტორიული, მხატვრული და ლიტერატურული ღირებულება. სკოლებში სწავლების მეთოდოლოგია კი პრობლემურია და ამას ადასტურებს კვლევებიც, მათ შორის 2016 წელს მაგისტრანტების ჯგუფის კვლევა, რომელსაც ვხელმძღვანელობდი.
ასევე, მასწავლებლები გულწრფელად, ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რა სირთულეებს აწყდებიან მეათე კლასში, რადგან სწორედ აქ იყრის თავს ჰაგიოგრაფიული ტექსტები, შემდეგ ისწავლება „ვეფხისტყაოსანი“ და წელი სრულდება სულხან-საბა ორბელიანისა და გურამიშვილის შემოქმედების შესწავლით.
შეგიძლიათ გამოყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც ძველი ლიტერატურის შესწავლისას იკვეთება?
პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა არის ძველი ქართული ენა. ჩვენ გვეამაყება, რომ ენის განვითარების კვალდაკვალ დღესაც შეგვიძლია ძველი ტექსტების წაკითხვა და გაგება. რეზი თვარაძის მიერ მე-20 საუკუნეში შემოთავაზებული მშვენიერი სიტყვათშეთანხმება „თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობაც“ ხშირად ისმის ხოლმე ამ კონტექსტში, როგორც დასტური იმისა, რომ ენამ შეინარჩუნა ეს მთლიანობა, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ძველი ქართული ენის სინტაქსი და ლექსიკა თანამედროვე მოზარდებისთვის რთულად გასაგებია.
სპეციალისტებსა და ზრდასრულებს კი გვესმის, ვკითხულობთ და გვხიბლავს კიდეც მშვენიერება და სიმდიდრე ძველი ქართულის, მაგრამ როგორც შესასწავლი და დასამუშავებელი ტექსტი, ის რთულად გასაგებია მოზარდისთვის.
ამის შეუმჩნევლობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ვიქმნით ილუზიას – „ესმით“, „კითხულობენ და ყველაფერი მშვენივრად არის“ და არ გვსურს დავინახოთ რა სირთულეების წინაშე არიან. ამ ასაკის მოსწავლეებს უჭირთ ძველი ტექსტების გაგება და თუკი ვერ გაიგო წაკითხული, იქ გააზრებაზე საუბარიც ზედმეტია.
აქ ვიღაც იტყვის, „აბა რისთვის არის მასწავლებელი? გააგებინოს“, აუხსნას და ასწავლოს.
რასაკვირველია, მასწავლებელი უხსნის და ასწავლის და სახელმძღვანელოც ისეა აწყობილი, რომ შეიძლება ერთ აბზაც ტექსტს მთელი ფურცელი განმარტება მოჰყვებოდეს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი დრო შეიძლება გამოყოს მოსწავლემ თუნდაც ერთი თავის ან აბზაცის ჯეროვნად, ხარისხიანად დასამუშავებლად? მერწმუნეთ, ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს მას ამისთვის.
მე მაგალითად, როცა პირველად ვიწყებთ „შუშანიკის წამებას“ და ტექსტს ვაძლევ მოსწავლეებს დასამუშავებლად, ვეუბნები, წარმოიდგინეთ თქვენ ხართ კრიპტოგრაფები და უნდა გაშიფროთ უძველესი ტექსტი. შედეგად – რამდენი მოსწავლეც არის, იმდენ განსხვავებულ ვარიანტს ვიღებ. არ არის ისე მარტივად საქმე, როგორც წარმოგვიდგენია. ძველი ქართული ენის გაგება უჭირთ მოსწავლეებს.
თქვენ თქვით, რომ ტექსტებს მოჰყვება ვრცელი განმარტებები. არის ასევე თანამედროვე ენაზე გადმოცემული ვარიანტებიც. თუკი ეს ტექსტები იმ დონეზეა დამუშავებული, რომ გაიგოს მოსწავლემ შინაარსი, რატომ უჭირთ მაინც ტექსტის გააზრება?
აქ თავს იჩენს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თქვენ რაზეც საუბრობთ, თანამედროვე ტექსტების გამოყენება. ეს „მკრეხელობად“ მიიჩნევა სკოლაში, რადგან მასწავლებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დაუშვებელია თანამედროვე ენით პარაფრაზირებული ვარიანტების გამოყენება, ამას მასწავლებლები უფრთხიან და აქაც იქმნიან ილუზიას, რომ მოსწავლეები არ გამოიყენებენ გაშინაარსებულ ვარიანტებს.
სწორედ ასე უწოდებენ მოსწავლეები – გაშინაარსება. „ამას არ იკადრებს“, – ფიქრობს მასწავლებელი, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მოსწავლეები შინ ძველი ტექსტებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ უმეტესობა მაინც სარგებლობს პარაფრაზირებული ვარიანტებით.
თანაც ინტერნეტში საკმაოდ მდარე ხარისხის მასალაა გავრცელებული. არადა, არის კარგად, ხარისხიანად გაკეთებული პარაფრაზირებული ვარიანტებიც. სკოლებში დაშვებული უნდა იყოს მათი გამოყენება.
ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების ღირებულება რა არის. ის, რომ მოსწავლეებმა ძველი ქართული ისწავლონ, თუ გაიგონ რა პრობლემებზე გვესაუბრება უძველესი ტექსტი, პარალელები გაავლონ თანამედროვეობასთან, დაეხმაროს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში თუ რაზე კეთდება აქცენტი?
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე მასწავლებელს ნათელი და ცხადი წარმოდგენა პროცესში არ აქვს. ჩემი აზრით, ამ დოზით ძველი ქართული ტექსტების შესწავლა საუნივერსიტეტო, ფილოლოგიის ფაკულტეტის მოსამზადებელ ეტაპს უფრო შეშვენის და ეს არ უნდა იყოს საშუალო სკოლის მიზანი. ფილოლოგიური კვლევა-ძიებები, ფილოლოგის კომპეტენციები არ არის სასკოლო კომპეტენციები.
ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს გათავისებული, რა შედეგებს ვიღებთ ძველი ქართული ლიტერატურის ამ დოზით სწავლებით. ან საერთოდ რას გვინდა რომ მივაღწიოთ და რას ვაღწევთ. ეს არ გვაქვს გაცხადებული.
ჩვენ გვაქვს ილუზიები, მაღალი იდეალები და მოლოდინები, გვინდა, რომ რაღაც კავშირები შეინარჩუნოს მოსწავლემ ეროვნულ ლიტერატურასთან, შეიყვაროს, იგრძნოს ულამაზესი ძველი ქართულის ხიბლი… ბევრი ილუზორული მოლოდინი, გვაქვს, მაგრამ რომ ვსვამთ კითხვას, – პრაქტიკაში რას ვიღებთ ამით? – პასუხად კითხვის ნიშანია.
თქვენს კითხვაზე პასუხად კვლევის პროცესში გამოკვეთილი ერთი საინტერესო დაკვირვება შემიძლია გაგიზიაროთ. სამივე ჰაგიოგრაფიული ტექსტის შესწავლის შედეგები, რომლებიც გაწერილი იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში, პარალელურად ერთმანეთს ფარავს. ანუ სამივე ტექსტი ერთი და იმავე შედეგების მიღწევას ემსახურება მცირედი განსხვავებით.
განსხვავებებიც პირობითია, რადგან ერთი ტექსტის ფარგლებში მონიშნული ნებისმიერი შედეგის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. ეს ნიშნავს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი შედეგების, საგნობრივი კომპეტენციების ჩამოსაყალიბებლად სამი ტექსტის შეტანა არაა საჭირო. აქ პრობლემა ან შედეგების, მისაღწევი მიზნების ჩამონათვალშია, ან იმ მეთოდში, რომლითაც გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგებს.
სტატუსების, კომენტარების დონეზე რაც წავიკითხე, პედაგოგების არგუმენტები იყო ის, რომ ამ ტექსტების შესწავლით, ბავშვებს ვასწავლით „ჩვენს რელიგიას“, „ეროვნულობას“ და ასე შემდეგ. თქვენ რა არგუმენტები მოგისმენიათ ძირითადად და თუ იზიარებთ რომელიმეს?
„პატრიოტიზმი“ და „ეროვნულობა“ არ ისწავლება. ეს არაა დასწავლადი ცნებები. რასაკვირველია, შესაძლებელია ლოზუნგები დაასწავლო და ამეორებინო მოსწავლეს. ასე ხდებოდა საბჭოთა კავშირში და კარგად ვიცით, რა შედეგებსაც ვიღებთ ამ დასწავლილი პატრიოტიზმით. ეს ვერ იქნება ჩვენი მიზანი.
როცა მეათე კლასის მოსწავლეს ზედოზირებით ვასწავლით მისთვის გაუგებარ ან რთულად გასაგებ ტექსტებს, მას გაუჭირდება ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად, წიგნიერ ადამიანად, ზედოზირებით უკუშედეგს ვიღებთ. როცა ასე ხდება, ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, პროცესშია რაღაც შეცდომა დაშვებული.
ტექსტები სკოლაში უნდა იყოს სამარჯვი იმ უნარების, კომპეტენციებისა და ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად, რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ. ტექსტი არ უნდა იყოს თვითმიზანი.
რეალურად, სავალალო მდგომარეობა გვაქვს: მოსწავლეების უმეტესობა სკოლას ისე ამთავრებს, რომ უჭირს წერა-კითხვა, წაკითხულის გაგება, შესაბამისად – გააზრება, ნააზრევის მოწესრიგება ზეპირად და წერილობით, სწორად საუბარი, დამაჯერებელი არგუმენტირება, ეთიკური დისკუსიის წარმართვა. ეს არის ჩვენი საზოგადო ჭირი.
ამ პირობებში – ვნარნარებთ ნეტარად რაღაც ილუზორულ მოლოდინებში, გვინდა წარმოვიდგინოთ, როგორ შევაყვარებთ ძველ ლიტერატურას მოსწავლეს, ჩავუნერგავთ ეროვნულ ღირებულებებს და რა ხდება რეალურად საკლასო ოთახში, რა უჭირთ მოსწავლეებს, რატომ უჭირთ, რატომ ვერ ახერხებს სასკოლო კურსით ლიტერატურის საბაზისო უნარების განვითარებას, რატომ ვერ ვახერხებთ რომ წიგნი გავხადოთ მოსწავლეების ცხოვრების თანამგზავრი და მოვამზადოთ ისინი ზრდასრული ცხოვრებისთვის, ამის გააზრებას ვერ ვახერხებთ.
ასეთი არგუმენტიც მოვისმინე, რომ თუ ჩვენ სკოლაში არ დავაძალებთ ვთქვათ ჰაგიოგრაფიის შესწავლას, ისე არასდროს წაიკითხავენ ბავშვები ამას და ეს ტექსტები სრულიად დაკარგული იქნება მომავალი თაობისთვის. თქვენ თუ იზიარებთ ამ აზრს?
ამ არგუმენტით, გამოდის, რომ სასკოლო განათლების მიზანი უნდა იყოს ის, რომ წაკითხული, გადაკითხული ან ყურმოკრული, გადაფურცლული მაინც უნდა ჰქონდეს მოსწავლეს ესა თუ ის ნაწარმოები. და აქ დავსვათ შემხვედრი კითხვა – რას ვიღებთ აქედან? თუკი „წაკითხული მაინც ექნება“ ბავშვს, თუკი ეცოდინება ესა თუ ის ნაწარმოები სათაურის დონეზე ან შეეძლება ჩამოთვალოს მთავარი გმირები, ეს საკმარისია?
თუ ასეა, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია წარმოდგენილი ლიტერატურის სასკოლო კურსის მიზნები და ამოცანები. ეს იქნება მხოლოდ შინაარსის კონსერვირება და ვხუფოთ მაშინ შინაარსები. რას მივიღებთ ამით? უცნაური არგუმენტია.
ზოგადად, რატომ უნდა ვასწავლოთ ლიტერატურა, ეს ესგ-შიც ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, ჩვენ უბრალოდ მისაღწევ მიზნებსა და პროცესს შორის გვაქვს აცდენა. არის კიდევ მეორე „არგუმენტი“, ამავე „კალიბრის“ – ჩვენც ვსწავლობდით და უწინაც ასე ისწავლებოდა. ან – „სულ ზეპირად გვახსოვს აბზაცები.
ასე გვასწავლიდნენ და ვსწავლობდით და რა მერე…“ აქ გამაოგნებელია, რამდენად აცდენილია ადამიანი რეალობას, როგორ უჭირს ობიექტური მოცემულობის აღქმა და შეფასება. როგორ შეიძლება დღევანდელი მოზარდის ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების ან ახლანდელი დროის გაუთვალისწინებლობა და იმის თქმა, რომ რომ 30-40 წლის წინ რომ „მე ვსწავლობდი ზეპირად“, მშვენიერი იყო ყველაფერი და რატომ ახლა იგივე არ არის?
ასეთი მსჯელობის შედეგი ხომ არ არის ისიც, რომ თავის დროზეც არ იყო გააზრებული რა უნდა ესწავლებინათ და როგორ ამ ტექსტებიდან მოსწავლეებისთვის?
აი ეს არის ზუსტად საინტერესო სიმპტომი. ჩვენ სწორედ იმ ტიპის განათლების შედეგებს ვიმკით. ვხედავთ, რომ კრიტიკული აზროვნების ან მოსაზრების მიღება გვიჭირს ან გვიჭირს მოსაზრებების დამაჯერებლად, არგუმენტირებულად გამოხატვა. გვაქვს რაღაც შაბლონები, კლიშეები და ამით ვხელმძღვანელობთ.
ასეთია „ჩვენც ვსწავლობდით“, „ახლანდელი თაობა წამხდარია“, „ყველაფერს ეროვნულს ერჩიან“, „როგორ შეიძლება ძველი ლიტერატურის ძეგლების ხელყოფა“ და მსგავსი. ეს არის ჩემთვის სიმპტომი იმის, თუ როგორ არ ამართლებს სწავლების ეს მოძველებული მეთოდოლოგია და დღეს არათუ 20-30 წლის წინანდელი, 10 წლის წინანდელიც ინტერესებიც კი განსხვავებულია ბავშვებისთვის და ძალიან რთულია ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე კლასში შესვლა.
აბსოლუტურად განსხვავებულია რეალობა. რანაირად შეიძლება პროგრამა არ იცვლებოდეს და რასაც სწავლობდა ჩემი ბებია, დედაჩემი ან მე რასაც ვსწავლობდი, რანაირად შეიძლება ეს უცვლელად გადმოიტანო დღევანდელ სკოლაში.
კი, რამდენჯერმე მოხდა სასწავლო გეგმების, პროგრამების რევიზია, რაღაც ნაწარმოებებიც ამოიღეს, რაღაც ჩაამატეს პროგრამაში, მაგრამ არსებითად, ბევრი არაფერი შეცვლილა.
პირველ რიგში რაც არ შეცვლილა, ეს არის სწავლების მეთოდოლოგია, სწავლების პრინციპი. ძველი ქართულის ყველა ტექსტი თავმოყრილია მეათე კლასში და ეს ტექსტები როგორც შინაარსობრივად,თემატურად, ასევე ფორმის თვალსაზრისითაც, ძალიან რთულია გასაგებად.
ბევრი მართლა კარგი მასწავლებელი გვყავს, რომლებიც ასწავლიან თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მსჯელობენ ძალიან ბევრს, მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომო, მაინც რთულია დააინტერესო, შეინარჩუნო მოსწავლის ინტერესი ბოლომდე, როცა მასალა არ გაძლევს ამის საშუალებას.
როგორ ვასწავლოთ მაშინ ჰაგიოგრაფია ან სხვა ძველი ტექსტები სკოლაში?
მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი. მისი შემოქმედებითი თავისუფლება მიმაჩნია ამოსავალ წერტილად. უნდა აღვნიშნო, რომ ახლა რითაც ვხელმძღვანელობთ, ის პროგრამა მასწავლებელს ანიჭებს იმის უფლებას, რომ სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან მინიმუმ ორი ასწავლოს და ეს არჩევანიც ცვლილებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
რამდენი გაბედავს და ისარგებლებს ამ თავისუფლებით, ეს სხვა საკითხია. მთავარია, იყოს დაშვებული, იყოს ალტერნატიული გზაც შემოთავაზებული. ახლა მასწავლებელი მეათე კლასში თვითონ განსაზღვრავს სამივე ნაწარმოები შეიტანოს კლასში თუ არა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცვლილებებისთვის მზაობა.
საზოგადოებაც მზად უნდა იყოს, ობიექტურად შეაფასოს არსებული და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები. ამასთან, მოსწავლეც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სწავლა მუდმივად ვერ იქნება სიამოვნება და ამ პროცესში რაღაც უნდა დაძლიოს ან გამოაწრთოს საკუთარი ნება.
სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან, თქვენ რომელზე შეაჩერეთ არჩევანი და რატომ?
ამასაც დავტოვებდი მასწავლებლის ინდივიდუალურ არჩევანად და ამ ეტაპზე არ ვაქცევდი სამსჯელო საკითხად, რადგან ახალ ქაოსს შექმნის და სულ სხვა ვითარებისკენ წაიყვანს მსჯელობას.
მაგალითისთვის ჩემი წლევანდელი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ. ჩვენ გავიარეთ „შუშანიკის წამება“ და „აბოს წამება“ და ახლა ვუღრმავდებით „ვეფხისტყაოსანს“.
„გრიგოლ ხანძთელი“ გადავიტანე მეორე სემესტრის ბოლოსკენ და იდეა მაქვს, რომ ინტეგრირებული გაკვეთილები გავაკეთო ისტორიის მასწავლებელთან და ასე შევიტანო მეათე კლასში, ინტეგრირებულად.
უცხოური გამოცდილებაც შეგვიძლია აქ ვახსენოთ.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანაში ასწავლიან თავიანთ კლასიკურ ტექსტებს, მაგრამ არა ამ რაოდენობით, როგორც ჩვენ. ეს საკითხიც საგანგებოდ მაქვს ნაკვლევი. მქონდა საუბრები უცხოელ კოლეგებთან. გერმანიაში, კასელის საერთაშორისო კონფერენციაზე, ლიტერატურის მასწავლებლებს ფოკუს-ჯგუფის ორგანიზება ვთხოვე და ბრიტანეთის, გერმანიის, უნგრეთის, ამერიკის შეერთებული შტატების მასწავლებლების მოსაზრებები მოვისმინე.
მაგალითად, გერმანიაში ჩემი კოლეგა ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალს“ ასწავლის მაღალ კლასებში. ესეც მე-12 საუკუნის ტექსტია. მოსწავლეები ხელმძღვანელობენ თანამედროვე პროზაული ტექსტით. რა თქმა უნდა, ვითარება განსხვავებულია და ძველი გერმანული მხოლოდ სპეციალისტს ესმის, ვინც საგანგებოდ შეისწავლა ენა, მაგრამ ენობრივ ბარიერზე ზევითაც ვისაუბრე.
უჭირთ მოსწავლეებს ძველი ენის გაგება და პარაფრაზირებულ ვარიანტებს კი არ ვთავაზობთ. ამასთან, იქ ფრთხილად არჩევენ თემებსაც და ცდილობენ, თანამედროვე მოზარდების ინტერესებს, ასაკობრივ თავისებურებებს მოარგონ შესასწავლი შინაარსები და თემები. ანუ ასწავლიან დოზირებულად და თანამედროვე, მათთვის გასაგები ენით.
თემატურად არჩევენ მოსწავლეებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ნაწარმოებებიდან. ჩვენთან კი მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოჩაღოს მასწავლებელმა და საკმაოდ რთულად გასაგები მასალა მოარგოს თანამედროვეობას.
კლასიკური ლიტერატურა ეს არის საგანძური, მაგრამ თუკი არასწორად მივაწვდით მოზარდებს, მივიღებთ უკუეფექტს.
თუ გვინდა რომ სწორად ვასწავლოთ კარგი ლიტერატურა, უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვეობა, ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები და ასევე შესასწავლი ტექსტების რაოდენობა.
კომპლექსურია ეს პრობლემა და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ ასპექტზე, მაგრამ ამ პირობებში, რა პირობებიც ახლა გვაქვს, მასწავლებლებისთვის ალტერნატივის და თავისუფლების მინიჭება იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი.
მაშინ, როცა დღეს შემოთავაზებული გვაქვს სწავლების ერთადერთი უალტერნატივო პრინციპი – ქრონოლოგიური, იგივე ისტორიზმის პრინციპი, მასწავლებელიც შეზღუდულია. ამ პირობებში რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ისე კი, სისტემური, მნიშვნელოვანი ცვლილებებია დასაგეგმი და სრულიად ახლებური ხედვაც ჩამოსაყალიბებელი, როგორ ვაპირებთ იმ პრობლემების დაძლევას, რის წინაშეც დღეს დგას სკოლა.
კაბინეტებში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად არაა ის გზა, რაც საუკეთესო ცვლილებებისკენ წაგვიყვანს. ცვლილებები უნდა დაიგეგმოს საკლასო ოთახში დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად.
“They employed their voters and made 150 men cleaners in just four villages alone. It’s like a rally if you think about it,” says Shalva Kobuladze, with a hint of irony. We to him him in the small village of Zvare in Keda, where he shared insights into the employment of socially vulnerable individuals, a practice observed in this village and others.
Shalva Kobuladze raises concerns that the “Georgian Dream” might be strategically hiring socially vulnerable individuals in villages for electoral gains. According to him, ‘they formalize the employment on the state budget, but in practice, they intend to utilize these individuals as electoral coordinators for the party’.
In March 2022, the government launched a State Public Works Program, offering socially vulnerable people employment in public works while maintaining their allowance. The salary for any such job is 300 GEL.
However, the State Employment Agency didn’t provide Batumelebi with the requested public Information regarding the details of the program
According to the State Employment Agency’s 2022 parliamentary report, “71,319 citizens applied, and 29,323 socially vulnerable people were employed in public works.”
In the village with only 57 households, 12 socially vulnerable people are employed. We met some of them working on the village road, cleaning the drainage channel.
Although they found it difficult to specify their daily duties, everywhere they say ‘We clean the village’.
For instance, citizen Khasan Beridze from the Keda centre questioned the employment program for socially vulnerable people: ‘They hired individuals to clean the cemeteries, guard stadiums, and guard the gardens. Why does the old tank in Tsoniarisi need guarding?”
“Batumelebi,” in Batumi and randomly selected villages such as Zvare and Zesopeli in Keda, as well as Shuakhevi’s village Baratauli, endeavoured to investigate the state public works program for socially vulnerable individuals.
An employed under the program in Zvare expressed, ‘I am with the Georgian Dream, others I don’t know.’
A socially vulnerable woman Nana Gatenadze, who lives in Zvare and works as a cleaner under the program, told us directly that she supports the “Georgian Dream” and works as a coordinator for the party during elections.
“…I’m a teacher, but currently unemployed. I secured this job, and I’m working. I am satisfied with our governor.
Now, I’m enlisted in school, taking exams, as a primary school teacher. I used to work, and I still try to tutor children,” Nana Gatenadze shared with us.
“I am with the Georgian Dream; others, I don’t know,” answered the employee, further noting that “supporters of the United National Movement party are also employed” when we inquired whether it is mandatory to support the “Georgian Dream” to secure this job.
“Was your employment linked to your support for the ‘Georgian Dream’?” we asked the citizen.
“I am part of the Georgian Dream; I work as a coordinator,” replied Nana Gatenadze.
Nana Gatenadze
We separately interviewed socially vulnerable employees working on the road in Zvare. They uniformly described being assisted by the “village governor” in securing employment and signing a contract with the social service agency. “Although we haven’t saved the contract, we know that the village governor is supposed to assign tasks to us,” they provided identical responses.
Unlike Nana Gatenadze, others we spoke to deny any connection with political parties, although they also note that “not everyone can get employed,” and they do not know why.
A Socially vulnerable person employed in the village of Zvare, Keda
Socially vulnerable persons employed in the village of Zvare, Keda
“Everyone wants to work; no one is unwilling. Many people approached me expressing their desire to participate in this program,” shared Badri Gogitidze. He is also socially vulnerable and secured a job as a cleaner in the village of Zvare.
“Why can’t others work with your information?” we inquired.
“I don’t know; I’m not informed at that level,” replied Badri Gogitidze with a smile. He then proceeded to explain how he got employed: “I didn’t fill out anything; I was hired as an assistant to the head of the village.
Everyone has their own area, but today we organized a Shabatoba [collective volunteer cleaning]. Everyone has their designated sections and oversees them, ensuring cleanliness, whether it’s a fallen leaf or anything else. Additionally, if assistance is required in other villages, we will go in phases. For example, if there are landslide issues and they can’t cope alone, we participate there too,” shared Badri Gogitidze with us.
Badri Gogitidze
According to the employees, they work from 10 a.m. to 5 p.m., although they cannot specify the nature of their work. They were unable to present us with contracts, and the state keeps the data secret regarding the terms and conditions under which it employed 30 thousand socially vulnerable people.
“For instance, up there where you saw the church, I was assigned to that place. I have to clean everything; if there is anything, I don’t leave anything,” shared Irina Beridze. She lives and works in the village of Zesopeli in Keda and mentioned that she works from 10 a.m. to 5 p.m.
Irina Beridze
Village Church of Zesopesli
“Does it take so much time to clean the church every day?” we asked her. It is difficult for Irina Beridze to justify needing 8 hours every day to clean the village church.
“No, it doesn’t take that long. I can tidy up in an hour, half an hour… I go up there often and take a look at everything,” Irina Beridze seems embarrassed.
“Sometimes I have to work up or down, we don’t have a problem, we do the work according to how we are ordered,” she told “Batumelebi.”
“Everyone has their area, and they clean it; I have nothing to do with it,” stated Tengiz Gatenadze, the representative of the mayor of Keda in Zvare. He confirmed that only in the village of Zvare, where 57 families live, 12 men work for cleaning, and in Zesopeli, 13 socially vulnerable people were employed as cleaners.
“Some live seasonally, not always here; they come and go… 40 families are in Zvare permanently.
Socially vulnerable people have their own specialists and are monitored; they are checked by the Social Security Agency. None of them is a child; everyone has their own area of action, and they clean up by themselves,” Tengiz Gatenadze explained.
“What does the tank have to do? They are cleaning the [administrative] centre, and the tank is also in the centre [of the village],” – what is revealed about the “guarding” of the Tsoniarisi tank.
“What does the tank have to do? They are cleaning the village centre, and the tank is standing in the centre of the village. They are not the guards of the tank. Nobody will move that old tank,” – Resan Beridze, the mayor’s representative in Keda, met with us, expressing his offence. It appears he had seen the video commentary of Khasan Beridze, a resident of Keda, published on April 10, 2023, in “Batumelibi,” where the latter questioned the need for guarding the tank.
In the village of Tsoniarisi, “Batumelebi” confirmed with locals that two socially vulnerable individuals are employed in the “guarding” of the tank. When “Batumelebi” contacted these individuals, one mentioned that he is no longer working on tank protection and cannot answer any other questions. The other stated that he does not want to talk to journalists at all.
“One of them has already been dismissed; he is working elsewhere,” Resan Beridze, the representative of the Keda Mayor in Tsoniarisi, informed “Batumelebi”. According to him, at this stage, only one person is working in the centre of Tsoniarisi village, including cleaning the tank.
How many socially vulnerable people were employed in Tsoniarisi? – Resan Beridze told us that he would clarify the data and contact us himself.
A Soviet-era tank has been standing in the administrative centre of Tsoniarisi for decades. This place is adjacent to the Batumi-Akhaltsikhe highway. In the village of Tsoniarisi, we were told that the tank and the centre had neither a cleaner nor a guard until now and this program.
A Soviet-era tank has been standing in the administrative centre of Tsoniarisi – photo from the archives of “Batumelebi”
Baratauli village – 32 socially vulnerable people are employed, 5 people clean the building of the village administrative centre only
In Shuakhevi, within the 5 villages of the Baratauli community, 32 socially vulnerable people are employed. The employees are responsible for cleaning up the village, while specifically, 5 individuals focus on cleaning only the building of the administrative centre of the community, referred to as the “Kantora,” where the representative of the City Hall works alongside 2 assistants.
Additionally, there is a local doctor and another person who contributes to the club and the library.
“My responsibility is to tidy up the chapel and its surrounding areas. I start working at 6 o’clock in the morning to organize the chapel, and then I return home,” describes Temur Katamadze, a socially vulnerable person living in the village of Baratauli in Shuakhevi.
“The chapel has to be cleaned every day. I go early in the morning; if there is any dust, I clean it, vacuum it, and that’s it. Cleaning the area around the administrative building is also part of my job, including the bus stop.
If necessary, they can call us to help on the roads. We have a total of 4 people working in the centre. A representative of the City Hall works in the centre, and one of them cleans his office,” says Temur Katamadze.
Shuakhevi, Baratauli village, photo from “Baratauli” Facebook page
Shuakhevi, Baratauli village, photo from “Baratauli” Facebook page
He finds it difficult to describe how the 4 cleaners divide the work in the centre of a small village:
“I’ll tell you: one cleaner cleans the doctor’s room… there is also the council hall and the stairs – one person cleans the hall, one cleans the chapel, and one cleans the office of the Mayor’s representative,” Temur Katamadze tells us.
“Every day?” – We ask the employee.
“When the roads were frozen in winter, we worked on it – we put sand on the road so that the transport would not be interrupted.
There are still others who work to clean the water basins, cleaning the drainage channels. I don’t know how many are employed,” says Temur Katamadze.
“A total of 5 socially vulnerable people work in the centre of the village, and one person cleans the stadium; we employed them there,” clarifies Jumber Katamadze, the representative of the Shuakhevi City Hall in the Baratauli community.
It was clarified that 5 cleaners work every day in the Baratauli administrative centre at the moment.
Unlike other Mayor’s representatives, Jumber Katamadze talked to us about employees. He also mentioned that he himself defines the work for the employees, what they have to do, and the monitoring is in his hands.
“We also handle record-keeping; every day is calculated, and it is 10 GEL per day. If they did not work, 300 GEL is deducted.
They came from Batumi for inspection, and 7 out of 32 employees were interviewed. The City Hall signs their contracts after the agency includes them in the list of beneficiaries,” Jumber Katamadze tells us.
“Is it logical that a building in the centre of the village is cleaned by 5 people every day?” – We asked the representative of the City Hall in Baratauli.
“I think it is logical. There is a library, a medical centre, and storage rooms, which are used by the villagers,” says Jumber Katamadze.
We asked him how many cleaners there were in the village until the spring of 2022, before this program started.
“Before that, we didn’t have cleaners at all; there was no such staff. Before that, we cleaned with our own efforts,” said Jumber Katamadze to “Batumelebi.”
The representative of the City Hall categorically excludes the partisan selection of people who work as cleaners and receive 300 GEL per month
“How to choose according to the party? It’s impossible. Representatives of all kinds of parties are employed. I know several hardcore United National Movement activists who are employed,” claims Jumber Katamadze, although he refused to help us contact any such employee who is an open supporter of the opposition.
“Batumelebi” talked to another employee in Baratauli. Davit Kiladze says that partisan politics has nothing to do with it, and he is grateful to the village governor who helped him find employment.
He describes that he was informed by the Social Service Agency that tasks would be assigned by the village trustee. Initially, various public services announced vacancies for socially vulnerable individuals within the framework of this program. However, it turns out that the “scope of work” for the program employed people is mainly defined by the representative of the town hall in the village aka the village trustee.
According to employees hired under the program, the scope of work is determined based on the community’s needs.
“I was interviewed at the Social Service Agency, and they told me to do whatever the community representative instructs me to do.”
“It depends on what the trustee instructs me to do, whether it will be the main building, water for the kindergarten, or whatever. As soon as the trustee of the community calls me, I’m ready.”
“In the contract, it is written for the maintenance of the water main structure, but then they told me that chlorination is necessary; and that I was not a specialist. I do what the trustee of the community instructs me,” Davit Kiladze told us.
“Batumelebi” also became interested in the employment of socially vulnerable people in the villages of other municipalities: for example, in Keda, in the village of Kokotauri, 23 people clean and maintain the village road, and in the village of Didachara in Khulo, there are 20 employees, including 5 socially vulnerable individuals, in the kindergarten, where there are 33 children.
“I was the coordinator of ‘Georgian Dream’; I go to every election – wherever my brother is, so am I,” Teona Shavadze told us. She is socially vulnerable, and within the framework of the program, she was employed as a cook’s assistant in Didachari Kindergarten.
“I photograph the damaged squares,” what else do employed individuals under the program in Batumi say?
In April 2022, Rusudan Tarieladze, employed in Batumi, told “Batumelebi” how she was hired in the Tamari Administrative Unit of the Batumi Municipal Services Agency under the program. “I photograph the damaged squares,” she told us about her duties.
“Batumelebi” spoke to several socially vulnerable people at the state public canteens located on Tabidze Street and Lermontovi Street in Batumi. It turned out that some of them cannot find employment within the program, or, unlike in the villages, they are offered a job where they need to work all day, for example, a nanny in a kindergarten.
“It would be better than unemployment, but I haven’t received an answer yet,” Maia Sharadze told “Batumelebi.”
“I was refused; they told me that I was a new beneficiary and I cannot get employed in this program yet. I am on a family package allowance,” Inga Surmanidze told us. She wanted to work as a nanny at the kindergarten where her children attend.
Inga Surmanidze
“I know others were employed with such benefits; they go to kindergarten with their children in the morning and return in the evening.
My family has been receiving an allowance since May, and the state canteen provides us with free meals. They didn’t offer me any job… My husband is only self-employed – he takes any short-term or long-term job he finds available,” Inga Surmanidze told us in December 2022.
Several socially vulnerable people told “Batumelebi” then that they got a job and are satisfied with this program, or they don’t want to get a job for 300 GEL at all because they can’t leave their young children with anyone
“I work on cleaning cemeteries; I am a lonely person, I have to go out for 4 hours every day,” Malkhaz Kartsivadze told us.
Malkhaz Kartsivadze
Malvina Bolkvadze: “I was offered employment, but I said, who will look after my children? Even if it’s only for a few hours, but who should I leave the children with all day?”
Nino Surmanidze: “I got a job at the 33rd kindergarten in Batumi; I work as an assistant in the kitchen. I help with sorting: I weigh pasta, sort potatoes, put sour cream in the refrigerator… Before that, I was sitting at home all the time, and this 300 GEL means a million. I go to work at half past ten, and I’m free at half past four.”
These cases are not exceptions, where socially vulnerable individuals are employed for fictitious positions, leading to the question: why did the state decide to employ thousands (currently 30 thousand) of socially vulnerable people, especially when the employees are associated with the “Georgian Dream,” and there is no apparent need for employment in specific budgetary organizations? What is the possibility that during elections, socially vulnerable individuals, now practically fictitiously employed at the expense of the state, will not feel obligated to obey the orders of the “Georgian Dream” or to its coordinators who are among them in the employment program?
It should be taken into account that the program for the employment of socially vulnerable individuals will end in the spring of 2025 – after the conclusion of the parliamentary elections in 2024. Before the elections, the “Georgian Dream” is using the cover of the position that it “does its work” and is massively providing jobs to socially vulnerable people.
“Appropriate recommendations were issued for the detected discrepancies” – Employment Agency about the employment program for the socially vulnerable
The Employment Agency, in collaboration with the Social Protection Agency, implements the employment program for socially vulnerable people.
Towards the end of 2022, “Batumelebi” sought public information from the employment agency, but unfortunately, no information was provided in response to the request.
“In the process of implementing the program, the main partnership and support for the agency were provided by local trustees and local self-governments,” as noted in the 2022 parliamentary report of the Employment Agency titled “Planning and Implementation of Employment Policy.”
“The program was initiated on March 1, 2022. To execute it, a team of specialists was assembled to plan, implement, and coordinate the necessary processes for program administration.
Approximately 30,000 vacancies from 1,069 suppliers were registered in the employment information system. Across Georgia, 71,319 citizens applied to the employment agency for the public works program. Out of these, 29,323 socially vulnerable individuals were employed in public works, with 15,602 being women.
In 2022, the State Employment Agency conducted extensive monitoring in collaboration with local self-governments and the Labor Inspection Service. This monitoring comprehensively covered the employers registered in the special registration system and the individuals employed by them. Appropriate recommendations were issued for the detected discrepancies”, reads the report. However, it does not specify the nature of these ‘discrepancies’ within the program.
Even as of May 11, 2023, the press centre of the State Employment Agency failed to provide us with public information, and updated data on the employment of socially vulnerable people, as required by law. They did not offer any explanation for not providing public information for more than half a year.
In accordance with relevant legal acts, “public work” is defined as employment in a vacant position that can be performed by an individual with any qualification. The suppliers of work are state agencies and local self-governments.
To be enrolled in the employment program, beneficiaries can submit applications to the service centres of the Social Service Agency or to the State Employment Agency. The program caters to able-bodied individuals aged 18 and older, with a family rating score not exceeding 120,000, and receiving the targeted social allowance.
For a duration of 4 years, individuals participating in the employment program are assured the status of being socially vulnerable, along with the associated monetary and non-monetary benefits. Their socioeconomic status will not undergo reevaluation during this stipulated period.
Under the same program, if a socially vulnerable person opts not to participate in employment, their socioeconomic status is determined based on the outcomes of the annual evaluation.
„საცხოვრებელი სტუდენტებს“, „საცხოვრებელი ყველას“, „არა გამოსახლებებს“ – ამ სლოგანებით მიმდინარეობს აქცია დღეს, 4 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ.
დაგეგმილია მსვლელობაც. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „ხმა“.
„გამოსახლების პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და ყველას სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ქალები არ გადაიხვეწონ სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი.
გამოსახლების შეჩერება და თავზე ჭერი გვჭირდება იმისთვის, რომ ქალებს არ სჭირდებოდეთ მიმართონ სუროგაციას იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი. საბინაო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ მიწის ნაგლეჯებზე, იქნება ეს „აფრიკის დასახლება“, ლილოს დასახლება თუ ვერეს ხეობა, არ გვიწევდეს, რომ სახელდახელო ბარაკები ვაშენოთ ყველანაირი ღირსეული კომუნიკაციის მიღმა. იქნება ეს გზა, წყალი თუ შუქი.
სახლი ყველასთვის გულისხმობს სტუდენტურ საცხოვრებელსაც, რომ სტუდენტებს შეეძლოთ განათლების მიღება და არა მხოლოდ იმაზე ფიქრი, როგორ იშოვონ ბინის, წამლის ან საკვების ფული.
ჩვენ გვინდა, რომ ყოველდღიურობა, რომელიც დღეს ჩვენი ძარცვით და გაღატაკებითაა მოცული, ღირსეული დღით შეიცვალოს და ის ჰორიზონტი, რომელიც ამ ბოლო ათ დღეში დავსახეთ, ერთმანეთის თანადგომით და გაძლიერებით, ამის იმედს იძლევა.
ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყნის მასშტაბით, უკანასკნელ საცხოვრებელზე“, – ამბობს მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელი თათა ვერულაშვილი აქციაზე.
არა გამოსახლებას – აქცია თბილისში. ფოტო: თამთა კახაბერიძე
ძალადობრივ აქციაზე, რომლის დროსაც პოლიციამ შტურმით აიღო საცხოვრებელი სახლი, მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა დააკავეს. მათ აღსრულების ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება გამოძიება.
თუმცა ისინი 3 თებერვალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 3000-3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
არა გამოსახლებებს – აქცია თბილისში
აქციას უერთდებიან: ჭიათურელი მაღაროელები, მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და სტუდენტები.
ონკოპაციენტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ გაუქმდეს სახელმწიფოს მიერ მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტი – 25 ათასი ლარი და პაციენტი სრულად დაფინანსდეს.
„ძალიან ბევრი წელია, ონკოპაციენტები ვითხოვთ სახელმწიფოსგან ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის სერვისს. მივიღეთ დაპირება, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ონკოპაციენტს სრულად დაუფინანსდებოდა მკურნალობა.
აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კანონში, რომელიც დამტკიცდა, წერია, რომ სრულად დაფინანსება მოიაზრებს წლიურად 25 000 ლარის ლიმიტს, რაც არ არის საკმარისი და არ ნიშნავს სრულად დაფინანსებას.
ყურადღების ნაცვლად, ონკოპაციენტები ვიღებთ დეზინფორმაციას და ტყუილებს ჯანდაცვისგან. ეს არის ხელისუფლების წარმოუდგენლად სამარცხვინო მოპყრობა საკუთარ მოქალაქეებთან.
სახელმწიფოს გულგრილობამ გვაიძულა მოვაწყოთ აქცია, საკუთარი ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“, – ამბობენ ონკოპაციენტები.
როცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ „ჩვენ ონკოპაციენტებს ყველაფერს ვაძლევთ უფასოდ“, გამოვიდნენ და გვითხრან, რა არის უფასო? აი, ამ „ყველაფრის“ ჩამონათვალი გვინდა.
გარდა ამისა, გვინდა იმ წამლების ჩამონათვალიც, რომლებზეც საუბრობს სამინისტრო. დაკონკრეტდეს, რისი მიხედვით იქნება გაცემული ეს მედიკამენტები და დაწყებულია თუ არა ამ წამლების გაცემა, ესეც არავინ იცის. მიხედონ მედიკამენტების ნორმალურ ადმინისტრირებას.
ასევე, მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვამ უფრო კვალიფიციური ადამიანები დასვას ცხელ ხაზზე, რომ ონკოპაციენტების შესაბამისი ინფორმირება შეძლონ.
მეც ონკოპაციენტი ვარ და ექიმთან კონსულტაციისთვის მინიმუმ 80 ლარი უნდა გადავიხადო. გარდა ამისა, წელიწადში რამდენჯერმე მჭირდება ექოსკოპია და სხვადასხვა გამოკვლევა, რაც ძალიან ძვირი მიჯდება. მაშინ რაში იხარჯება ის 25 ათასი ლარი, როცა მე ყველაფერში ფულს ვიხდი?“ – ამბობს ასმათ მიქაძე.
ონკოპაციენტები მოითხოვენ, სახელმწიფომ დიაგნოსტირება და ყველა გამოჯანმრთელებული ონკოპაციენტისთვის აუცილებლად საჭირო, მკურნალობის შემდგომი გეგმიური კვლევებიც დააფინანსოს.
სტალინის მმართველობისას სასულიერო პირებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხვრეტდნენ და უკეთეს შემთხვევაში მრავალწლიან გადასახლებაში უშვებდნენ.
სტალინური ტერორის წლებში ასობით ტაძარი გაანადგურეს, დახურეს, საწყობებად და საქონლის სადგომებად გადააკეთეს.
„ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ“, – გვითხრა ინტერვიუში ვლადიმერ ნარსიამ.
ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეილორის უნივერსიტეტში მუშაობს არქივში და საბჭოთა კავშირში რელიგიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობს.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
„1943 წლამდე სტალინი ცდილობს დაამტკიცოს ერთგულება ლენინის იდეების მიმართ. ლენინის იდეა გახლავთ ის, რომ რელიგია არის ძირითადი მტერი იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ის ქმნის.
ლენინი ქმნის სრულიად ახალ, სოციო-პოლიტიკურ იდეას, რომელიც ვერ ჰგუობს რელიგიას, რადგან ეს იდეა ტოტალიტარული კონტროლის პრეტენზიით გამოდის. ტოტალიტარული კონტროლი გულისხმობს იმას, რომ სხვა რაიმე ტიპის იდეოლოგია არ უნდა არსებობდეს მის გვერდით. ტოტალიტარიზმის ექსკლუზიური უფლებაა, რომ მხოლოდ მან გააკონტროლოს საზოგადოება.
ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებით სტალინი უმტკიცებს პარტიის დანარჩენ წევრებს, რომ ის არის ლენინის იდეების ერთგული.
1943 წელს კი იცვლება ვითარება და სტალინი გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს რელიგიის რეაბილიტაციას.
რა არის აქ ყველაზე მთავარი ამბავი? სტალინი ხვდება, რომ რელიგიის გაქრობა შეუძლებელია და ძალიან დიდი მარცხიც კი შეიძლება იყოს.
სტალინი კი მიხვდა, რომ რელიგიის გაქრობით შეიძლება დაკარგოს იდეოლოგიური ბერკეტები მასებზე, ამიტომ ის ცვლის ამ პოლიტიკას და 1943 წელს იბარებს სამ სასულიერო პირს თავისთან (აქედან ორი შემდეგ პატრიარქი ხდება), შეხვედრას ესწრება უშიშროების კომიტეტის მდივანი კარპოვი და აყალიბებს საკუთარ ეკლესიას.
საკუთარი ეკლესია ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ სტალინი გადაწყვეტს რელიგიური ფაქტორებით, რომელიც [ტოტალიტარიზმის] ბუნებისთვის არის მნიშვნელოვანი, შეძლოს საზოგადოების იდეოლოგიური გაერთიანება. ეს ფაქტორები და ბუნება გამოიყენეს, მაგრამ მასში სრულიად ახალი სული ჩასვას, ჩადგას – ეს არის სტალინისტური ეკლესია.
ახლა ფულბრაიტის პროგრამით ვარ აშშ-ში. ვმუშაობ ბეილორის უნივერსიტეტში მდებარე უნიკალურ, კესტონის არქივში. კესტონის არქივი დაარსებულია დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში და 2009 წლამდე იყო იქ. შემდეგ გადმოიტანეს აშშ-ში, ბეილორის უნივერსიტეტში. ეს არქივი საინტერესოა იმით, რომ თავს უყრის საბჭოთა პერიოდში არსებულ ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ეხება უშუალოდ რელიგიას.
სტალინი 1943 წლის შემდეგ ქმნის საბჭოთა, წითელ ინტელიგენციას, წითელ სამღვდელოებას, წითელ იერარქიას.
ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაშინდელი კაგებე. ხოლო შემდეგ მისი სხვადასხვა ვერსიები – რუსული სპეცსამსახურები იქნება ეს თუ რუსეთის გავლენების ქვეშ არსებულ ქვეყნებში არსებული უშიშროების სამსახურები, რომლებიც მაქსიმალურ კონტროლს აწესებენ რელიგიაზე.
რატომ არის ეს ჩვენი დღევანდელი დღე ან გუშინდელი წარსული? – იმიტომ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არსებითად არის ზუსტად კლონი იმ საბჭოთა პოლიტიკის, იმ კაგებეს პოლიტიკის, რომელიც შექმნა სტალინმა. კესტონის არქივში არის შესანიშნავი მასალები, მაგალითად, კარპოვის მოხსენება რელიგიის საკითხებზე.
ამ დოკუმენტების გაცნობა ერთი-ერთზე გიჩვენებს, თუ რამდენად ჰგავს კაგებეს პოლიტიკური ტექნოლოგია, რელიგიასთან დაკავშირებით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების და რელიგიის სააგენტოს პოლიტიკას რელიგიასთან დაკავშირებით.
გაგაოცებთ რა მზაკვრული გეგმით მოქმედებს კაგებე რელიგიის სფეროში. ერთი მხრივ თითქოს ურთიერთობებში შედის დასავლურ ინსტიტუციებთან – ამყარებს კავშირებს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის სხვადასხვა რელიგიურ ცენტრებსა და ორგანიზაციებთან. რუსეთში, მოსკოვში იწვევს დასავლური რელიგიური პლატფორმების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს ალიბისთვის, რომ თითქოსდა რუსეთში კაგებეს მიერ მართული რელიგიის პოლიტიკა არის მრავალფეროვნების და რელიგიური თავისუფლების დამცველი პოლიტიკა.
ზუსტად იმავეს აკეთებს დღეს რელიგიის სააგენტო.
თუ მათ საჯარო აქტივობას მიადევნებ თვალს, ერთი შეხედვით ეს ორგანიზაცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ალიბი. რეალურად ეს ორგანიზაცია ზუსტად იმას აკეთებს, რასაც აკეთებდა კურედოვის, კარპოვის და კაგებეს დროინდელი ინსტიტუციები. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მომხდარიყო დაახლოება საქართველოში არსებულ მცირე რელიგიურ ჯგუფებთან. გაეკონტროლებინა ისინი მაქსიმალურად.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ როცა საჭიროა ამ მცირე რელიგიურმა ჯგუფებმა გამოხატონ პროტესტი სახელმწიფოს ან ეკლესიის მხრიდან არასწორ რელიგიურ პოლიტიკაზე, ასეთ შემთხვევაში ისინი შებოჭილები არიან რელიგიის სააგენტოსთან ამ მჭიდრო ურთიერთობების გამო.
ვლადიმერ ნარსია
ეს მჭიდრო, ვითომ ურთიერთობა აგებულია იმაზე, რომ ისინი ფინანსდებიან და ეს ფინანსები ერთგვარი პრობლემაა თავისუფალი სიტყვის, მათი პროტესტის გამოხატვის გზაზე.
ეს მნიშვნელოვნად აზიარებს დემოკრატიულ პროცესს და თავად ამ რელიგიურ მცირე ორგანიზაციებს, რადგან მათ რეალურად პრობლემები რომ შეექმნათ, ხმის ამომღები არავინ აღარ იქნება.
ეს არის სტალინისეული პოლიტიკა, რომელიც წარსული კი არ არის, არამედ დღესაც არსებობს ამ ქვეყანაში.
დღეს თუ ვლაპარაკობთ სტალინზე, არ ვლაპარაკობთ წარსულზე, არამედ ვილაპარაკოთ სტალინზე, რომ მისი სახით საფრთხე არის ყველაზე ხილული ჩვენს რეალურ პოლიტიკაში.
სტალინი კი არ მოკვდა, ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სტალინი ცოცხალია.
ცოცხალია ის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა თუ პირების წარმოდგენებში. ათასგვარი მითების საშუალებით მათ სურთ გააცოცხლონ სტალინი, უპირველეს ყოვლისა ყველაზე წმინდა სივრცეში – ეკლესიაში.
რატომ შემოჰყავთ ის ამ სივრცეში?
იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამ გზით დაინახოს, რომ სტალინი ბოროტება კი არ იყო, ეს ყველაფერი მოიგონა დასავლეთმა, ამერიკამ თუ ვიღაცამ და რეალურად სტალინი იყო ღირსეული ადამიანი.
ბათუმის მერია ხალვაშის გამზირი N374-ის მიმდებარედ არსებულ ნაძვნარში [ხელვაჩაურში] სკვერის მოწყობას გეგმავს. ნაძვნარი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია მუნიციპალიტეტის, ან სახელმწიფოს საკუთრებაში ამ დროისთვის დარეგისტრირებული არ არის.
ნაძვნარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ [ხელვაჩაური], სადაც ბათუმის მერია სკვერის მოწყობას გეგმავსბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 7 991 355 ლარით გამოაცხადა, თუმცა, ნაძვნარში სკვერის მოწყობის გარდა, ამ ტენდერის ფარგლებში სხვა სამუშაოებიცაა დაგეგმილი. მათ შორის:
ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა;
კოტე აფხაზის ქუჩა N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა;
„საქანელა ყველას“ მოწყობა;
ბათუმის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის მოედნის მოწყობა, ადაპტირებული სკამით, სკვერის მოწყობა;
ძმები ნობელების ქუჩა N41-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;
ელექტრონულ ტენდერს თან ახლავს თითოეულ ლოკაციაზე შესასრულებელი სამუშაოების პროექტები.
ხელვაჩაურის ნაძვნარი / სიტუაციური რუკა [ზემოთ] და რენდერები პროექტიდანუშუალოდ ნაძვნარში კი, პროექტის მიხედვით დაგეგმილია:
„არსებული ასფალტო-ბეტონის საფარის მოხსნა, დაზიანებული ბეტონის ბორდიურების, არსებული შენობა-ნაგებობის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა და ხიდბოგირების დემონტაჟი;
უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა, განათება, ტერიტორია შემოიღობება დეკორატიული მოაჯირით; მოეწყობა: ასფალტ-ბეტონის საფარი, დეკორატიული ფილები, გრანიტის ქვაფენილი, საფეხმავლო ზოლი – რკ/ბეტონის ანაკრები ფილებით, ბეტონის ანაკრები ბორდიურები;
მოეწყობა ასევე ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საჩრდილობლები /„ფანჩატურები“; ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები“.
ბათუმის მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 თებერვლის 21 საათიდან 5 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში;
პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.
ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.
აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით“-აცხადებს პროკურატურა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.
„დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურის ცნობით, 2021-2024 წლებში მსგავსი საქმიანობისთვის 72 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს აქვს ბრალი წარდგენილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 388 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
ტანკი – 6 343 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 11 818 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 9 331 ერთეული [+31]
MLRS – 979 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 173 ერთეული [+12]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 848 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 393 ერთეული [+41]
სპეცტექნიკა – 1 479 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
568 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
11 775 უპილოტო საფრენი აპარატი
462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 904 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 216 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 963 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 230 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
2 წლის სანდროს ძალიან მალე ორი ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება – დედის თქმით, ერთი ოპერაცია თავზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორე შარდის ბუშტზე. სანდრო დედასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ქალი ორ შვილთან ერთად თავს ირჩენს ფეისბუქშემწირველების დახმარებით. ზოგჯერ, როცა სანდრო კარგად არის, დედა დალაგებაზე გასვლასაც ახერხებს. ქალის თქმით, სოციალური დახმარება იმ მოტივით არ დაუნიშნეს, რომ არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი.
სანდროს „ბათუმელების“ მკითხველი 1 წლის წინ დაეხმარა, მაშინ მას მენინგიტი და ჰიდროცეფალია დაუდგინეს. ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში გაუკეთდა ოპერაცია, ჰიდროცეფალიის მილი ჩაუყენეს, ხუთი მცდელობა დასჭირდა, თუმცა შედეგი არის – ბავშვს სმენა და მხედველობა აღუდგა.
სანდროს ახლა ერთი წლის წინ თავში ჩადგმული შუნტის გამოცვლა და სხვა მანიპულაციების ჩატარება ესაჭიროება. ამისთვის მინიმუმ 3 ათასი ლარია საჭირო.
აი, რას ჰყვება 2 წლის სანდროს დედა, მაკა ზარანდია.
„ბავშვს აქვს ჰიდროცეფალია ოთხი თვიდან, 5 ოპერაცია გაუკეთდა. ახლა შუნტი აქვს ჩაყენებული თავში, უნდა გადავუღოთ კატე, რომ ვნახოთ რა მდგომარეობაა და გაუკეთდეს ოპერაცია შუნტის შესაცვლელად.
შარდის ბუშტზე აქვს 10 მილიმეტრიანი კენჭი – უნდა გაკეთდეს ლაპარასკოპიული ოპერაცია. ჰქონდა ბაქტერია, რისგანაც განვიკურნეთ უკვე, ოპერაცია აქამდე ამ ბაქტერიის გამო ვერ კეთდებოდა.
ჯერ კეთდება ოპერაცია შარდის ბუშტზე, 400 ლარამდე თანადაფინანსება მაქვს გადასახდელი. მრტ-ზე, რომელიც უნდა გადავიღოთ თავზე და ხერხემალზე, გვექნება 1200 ლარამდე გადასახდელი. 1000 ლარამდე იქნება თავის ოპერაციაც და ასევე გვაქვს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია.
დაფინანსება შარდის ბუშტის ოპერაციაზე ბიუჯეტიდან გვაქვს მხოლოდ 80 %-ი. დანარჩენი, რასაც ვიღებთ თავზე – კატე, ანალიზები, ექოსკოპია, ექიმთან ვიზიტი, არაფერი არ გვიფინანსდება.
სანდროს ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ მხოლოდ ამერიკულ ჰოსპიტალში დამყავს, სადაც ვიზიტი 100 ლარი ღირს. ყოველ კვირას მივდივართ ექიმთან“.
მაკა ზარანდიას თქმით, ის და ბავშვები ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიხაშკარში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ფიზიკურად თბილისში ცხოვრობენ. „ბავშვისთვის ექიმთან ახლოს ყოფნაა აუცილებელიაო“, – ამბობს მაკა.
ქალი ორ შვილთან ერთად ამ ეტაპზე ერთ-ერთ სარდაფში ქირაობს საცხოვრებელს – „რუსების შემოსვლის შემდეგ ბინიდან გამოგვიშვეს და უფრო ძვირად გააქირავესო“. სწორედ ამიტომ მაკა ამ დრომდე სოციალური შემწეობის მიღება ვერ მოახერხა.
ისევ მაკა ზარანდიას მონათხრობი:
რეგისტრაციის გაკეთება ვცადეთ თბილისში, მაგრამ არავინ არ ჩაგვწერა თავისი სახლის მისამართზე – მე და 2 ბავშვი. მეორე შვილი 8 წლის არის.
მისამართზე, სადაც ვიყავით დაფიქსირებული ქირაში, სოციალურზე რომ მივიდნენ, იქიდან გამოგდებული ვიყავი, რუსების შემოსვლის დროს, უფრო ძვირად გააქირავეს. მე კლინიკაში მყავდა სანდრო მაშინ და არ მქონდა იმის დროს, რომ მისამართის შეცვლის გამო ისევ მერბინა სოციალურში. არც ვიცოდი, რომ ეს საჭირო იყო.
ახლა მითხრეს, მუდმივი საცხოვრებელი რომ არ გაგაჩნია, მისამართის შეცლის გამო შეზღუდვა გვაქვს 5 აპრილამდე, მანამდე ვერც კი განვიხილავთ თქვენს მდგომარეობასო.
ბავშვის 150 ლარს ვიღებდით. რეალურად ხალხის დახმარებით გაგვაქვს თავი, პოსტებს მიდებენ. საჭმელსაც ფეისბუქში დადებული პოსტებით ვჭამთ. მე დალაგებაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ბავშვი ცუდადა და ვეღარ ვმუშაობ. სანდროს ვერ ვტოვებ. თუ მომეცა შანსი ერთი-ორი დღით დალაგებაზე კი გავრბივარ.
სანამ მეუღლეს დაიჭერდნენ, [ერთ წელში გამოდის ციხიდან]ისეთი ცხოვრება მქონდა, რომ სოციალური არ მჭირდებოდა. სანდროს გამო ყველაფერი გავყიდეთ“.
მაკა ზარანდიას თქმით, პირველი ოპერაცია, რომლის თანადაფინანსებისთვის 400 ლარამდე სჭირდება ორშაბათს, 5 თებერვალს არის დაგეგმილი.
____
სანდროს დახმარების მსურველებმა ისარგებლეთ შემდეგი ანგარიშის ნომრებით:
„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ“-ამბობს „ბათუმელებთან“ 23 წლის თამარ მიქელაძე.
თამარი ეტლით მოსარგებლეა. დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება ექვსი წლის წინ მიიღო და მას შემდეგ მიზნისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტია.
„16 წლის ასაკში, „ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში გავემგზავრე. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, როცა მშობლების გარეშე სადღაც მარტოდ წავედი. გარეთაც კი იშვიათად გამოვდიოდი მანამდე. თუმცა ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა.
ამერიკაში ცხოვრება კი კიდევ უფრო დამეხმარა ჩემს გადაწყვეტილებაში. მასპინძელი ოჯახი მაძლევდა შესაძლებლობას, თითქმის ყველაფერი მეკეთებინა სხვისი დახმარების გარეშე, რაც კი შემეძლო.
როცა დავბრუნდი, მშობლებს განვუცხადე, რომ ცალკე გადავდიოდი საცხოვრებლად, რადგან თავისუფლება ჩემთვის ყველაფერი იყო“ – ამბობს თამარ მიქელაძე.
მისი თქმით, მშობლებმა თავიდან ინერვიულეს, რადგან უჭირდათ იმის წარმოდგენა, როგორ უნდა გადაადგილებულიყო ისეთ ქალაქში მარტო, რომელიც სრულად არ იყო ადაპტირებული და ბევრი საფრთხე არსებობდა ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის ქუჩაში.
თამარ მიქელაძე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
„თუმცა მე მქონდა არგუმენტები, თუ რატომ მინდოდა დამოუკიდებელი ცხოვრება. პირადი ცხოვრება გაგაჩნია, შეგიძლია ნახო მეგობრები, დაიწყო მუშაობა, გაისეირნო მაშინ, როცა ეს შენ გსურს და არ იყო სხვისი ცხოვრების გრაფიკზე დამოკიდებული.
იმ სახლში კი, სადაც მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, ლიფტი არ იყო. არც კიბე ჰქონდა ადაპტირებული, ამიტომ მთლიანად სხვაზე ვიყავი დამოკიდებული და ჩემი პირადი ცხოვრება არ არსებობდა.
ექვსწლიანი ბრძოლის შემდეგ, ამ ყველაფერს მივაღწიე. ეს ყველაფერი თვითშეფასებას გიმაღლეს და უფრო სრულფასოვნად გრძნობ თავს. ძალიან ვაფასებ ჩემს ოჯახს ამის გამო, რადგან ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს“ – ამბობს თამარი.
ახლა თამარი ბათუმის ერთ-ერთ უბანში, მაღალსართულიანი კორპუსის პატარა, ფერად ბინაში, ნაცრისფერ, ფუმფულა კატასთან ერთად ცხოვრობს.
თამარი და „ჰერკულესი“
„ჰერკულესი“ ჩემი მეგობარია, არასდროს მტოვებს. აი, ასე მიზის ხოლმე კალთაში, როცა რაიმეს ვაკეთებ. ჩემთან ერთად სძინავს და ვთამაშობთ კიდეც ერთად“-ამბობს თამარი.
თამარის კორპუსი ახალაშენებულია. მიუხედავად იმისა, რომ თამარმა მშენებელს სთხოვა, კორპუსის შესასვლელი ადაპტირებული ყოფილიყო, მშენებელმა მაინც არასტანდარტული პანდუსი დაამონტაჟა.
„უსაშინლესი იყო, რადგან სკეიტბორდის ჩამოსასრიალებელს უფრო ჰგავდა, ვიდრე პანდუსს, ამიტომ რამდენჯერმე გადავაკეთებინე. თუმცა პანდუსი არც ახლა აკმაყოფილებს სტანდარტებს. მაღალი აქვს დახრილობა და რომ არა რკინის მოაჯირი, ძალიან გამიჭირდება შენობაში შემოსვლა“ – გვეუბნება თამარი.
კორპუსში შესასვლელი პანდუსი
შენობაში შესვლის დროს ეს პრობლემა მართლაც თვალნათლად ჩანს. თამარი ერთი ხელით რკინის მოაჯირს ეჭიდება, მეორე ხელით კი ეტლის ბორბალს ამოძრავებს და ასე, რთულად, მაგრამ მაინც აღწევს შენობაში.
კიბეები არაადაპტირებულია, მაგრამ თამარს შვებას ჰგვრის ის ფაქტი, რომ ლიფტი ფართოა და ეტლით გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. „მთავარია შუქი არ ჩაქრეს ან ლიფტი არ გაფუჭდეს“ – ამბობს თამარი.
თამარის პატარა და მყუდრო ბინაში ინტერიერი სრულიად ადაპტირებულია. მასზეა მორგებული ავეჯი, ტექნიკა, სველი წერტილები. თამარს სხვა ადამიანის დახმარება არ სჭირდება არც საჭმლის მომზადებისას. ადაპტირებულია ტანსაცმლის საკიდი და საწოლიც.
თამარი 6 თვეა რაც საკუთარ ბინაში, დამოუკიდებლად ცხოვრობს.ადაპტირებული გარდერობი
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნის თამარი მისთვის სასურველ გარემოს თავისუფალი ცხოვრებისთვის.
თუმცა ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს.
„ხახულის ქუჩაზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, მხოლოდ ერთი მაღაზია და აფთიაქია ადაპტირებული. პრობლემაა საცხოვრებელი კორპუსების კიბეები.
პრობლემაა გადასასვლელები, ბორდიურები ისეთი მაღალია, ვერ სარგებლობ. ზოგჯერ იძულებული ვარ ავტომანქანის სავალ ნაწილზე გადავიდე, ამით კი საფრთხეში ვიგდებ თავს“ – ამბობს თამარი.
მასთან ერთად ქუჩაში გადაადგილებისას კარგად დავინახეთ, რამდენად რთულია ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის ბათუმის ქუჩებში მოძრაობა.
ვნახეთ გადასასვლელები, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან არის ადაპტირებული, მეორე მხრიდან კი ეტლით ვერ გადახვალ. ამიტომ ეტლით მოსარგებლე ადამიანი იძულებულია წრეები ხაზოს, შორი მანძილიდან მოუხვიოს, გზა დაიგრძელოს, რომ როგორმე უსაფრთხოდ მიაღწიოს მეორე ნაპირს.
ასე უწევს ქუჩებში მოძრაობა თამარს და სხვა ეტლით მოსარგებლეებს.
ცალკე ამბავია შენობების შიდა ნაწილი, რომელზეც ასევე არ აქვს ნაფიქრი არც სახელმწიფოს და არც კერძო სექტორს.
„მერიაში არის ასასვლელი, მთავრობის შენობაში კი ვერ შეაღწევ, არაადაპტირებულია. ნახევრად ადაპტირებულია იუსტიციის სახლი, ბანკები და კლინიკების ნაწილიც.
აი, მაგალითად, იუსტიციის სახლში შედიხარ, გინდა ოპერატორს გაესაუბრო, ამ დროს ოპერატორი მაღალ მაგიდასთან ზის, მე კი ეტლში ვზივარ და ვერ ვხედავთ ერთმანეთს. მიწევს ვიყვირო, შევხტე ეტლიდან, რომ შემნიშნოს და პასუხი გამცეს.
ასეა კლინიკებშიც. ყველგან ვერ შეხვალ.
გადასასვლელების ნაწილი არაადაპტირებულია ან სანახევროდაა გაკეთებული.
ამერიკაში როცა ჩავედი, მქონდა კულტურული შოკი, ისეთი ადაპტირებულია გარემო.
სკოლა ერთსართულიანი იყო და კიბით ასვლა არსად მიწევდა. შესასვლელ კარებს ელექტრო ღილაკი ჰქონდა და სხვისი დახმარების გარეშე შემეძლო ყველგან გადაადგილება.
ავტობუსებიც ლიფტიანი იყო და არ მჭირდებოდა ვინმეს დახმარება ასვლა-ჩამოსვლისას.
ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს ყველგან. ჩემთვის გარემო იყო სრულყოფილი და ვგრძნობდი, ვიყავი ის, ვინც ვარ.
საქართველოში კი, იმის გამო, რომ სკოლა ადაპტირებული არ იყო, ვერ ვიარე. სამი კლასი ისე დავამთავრე, სახლში ვსწავლობდი. არც კლასელებს ვიცნობდი, არც დამრიგებელს. შემდეგ შეიცვალა დირექტორი და გააკეთა პანდუსი, მაგრამ მაინც არ ვარგოდა.
სველი წერტილი არ იყო ადაპტირებული და ამის გამო სახლში მიწევდა მოსვლა.
პანდუსიც რომ იყოს სკოლაში, კლასებთან მისასვლელი გზა მაინც არ არის და გიწევს სხვა ადამიანების დახმარება“ – ამბობს თამარი.
მისი თქმით, სკოლების, უნივერსიტეტების, საზოგადოებრივი სივრცეების ადაპტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შშმ ადამიანების დამოუკიდებლობისთვის.
„მე მაგალითად, პროფესიონალი ვიზაჟისტი ვარ და ჩემი პროფესიით ვერ ვმუშაობ, რადგან სალონების დიდი ნაწილი ადაპტირებული არ არის. ამიტომ, HR-ის პროფესიასაც დავეუფლე და ახლა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში დისტანციურად ვმუშაობ.
თამარი
აუცილებელია განათლება მიიღონ შშმ ადამიანებმა, რადგან სწორედ ეს გვეხმარება ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები და ვცხოვრობდეთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად.
ჩემს დამოუკიდებელ ცხოვრებას განსაზღვრავს ის, რომ დასაქმებული ვარ, ჩემი შემოსავალი მაქვს, ჩემი საცხოვრებელი, ვმოგზაურობ კიდეც და ეს ძალიან მეხმარება სოციალიზაციაში, იმაში, რომ გავიცნო ახალი ადამიანები, განვვითარდე და არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული, არც ფინანსურად და არც სხვა მხრივ.
მესმის, რომ ყველა ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახსრებით შეიძინოს ბინა, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ადამიანებს სოციალური საცხოვრისით, განათლებით და ღირსეული პენსიითაც“ – ამბობს თამარ მიქელაძე.
მისი თქმით, იმისათვის, რომ საცხოვრებელი გარემო შშმ ადამიანის საჭიროებებზეც იყოს მორგებული, აუცილებელია სახელმწიფომ ითანამშრომლოს შშმ თემთან.
„თუ ითანამშრომლებს სახელმწიფო შშმ პირებთან, პროფესიონალებთან, რომლებმაც იციან როგორ უნდა აშენდეს, ვთქვათ, პანდუსი, როგორ უნდა გაკეთდეს ბორდიური, როგორ უნდა დააყენონ ელექტრო ღილაკით ლიფტები თუ სხვა, სიტუაცია ამ ქვეყანაშიც შეიცვლება.
ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თუ თანამშრომლობა არ იქნება, სხვანაირად ვერ შეიქმნება ხელმისაწვდომი გარემო“ – გვეუბნება თამარი.
ნაცრისფერი „ჰერკულესი“ თვალს ადევნებს ჩვენს საუბარს, დრო და დრო ყავის ფინჯანს ჩასცქერის და კრუტუნებს.
„ადრე მეშინოდა ქალაქში გადაადგილების, თითქმის არ გავდიოდი გარეთ, მაგრამ ამერიკამ ამ შიშებისგან გამათავისუფლა. ვიცოდი, რომ დაბრკოლებები დამოუკიდებლად ცხოვრების შემდეგაც მექნებოდა, მაგრამ ისე მინდოდა ეს ყველაფერი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მივაღწიე“ – ამბობს თამარი.
წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახები აკურთხეს.
როგორც ამ სკოლის პედაგოგები და ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, კლასების ე.წ. კურთხევა, პარასკევს, 2 თებერვალს ჩატარდა.
ლია შავაძეც ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია, რომელიც ამბობს, რომ კლასის კურთხევის ფაქტი მის გაკვეთილზე მოხდა.
„პარასკევს, 2 თებერვალს მოხდა ეს, მესამე გაკვეთილი იყო. ორი სასულიერო პირი იყო მოსული, ვიფიქრე, ალბათ დირექტორთან არიან სტუმრად-მეთქი. მაგრამ, გაკვეთილზე სრულიად მოულოდნელად კარები შემომიღეს და რიტუალი დაიწყეს. გამიკვირდა.
არანაირი კითხვა – „ჩავატაროთ, არ ჩავატაროთ“, არანაირი განხილვა არ ყოფილა. შემოვიდნენ პირდაპირ, დირექტორი შემოუძღვა, რიტუალი ჩაატარეს, კედელზე ჯვარი გააკრეს და წავიდნენ. როგორც ვიცი, სხვა კლასებშიც შევიდნენ.
მეორე კლასელი მოსწავლეები მყავს, მკითხეს „რა ხდება მასწავლებელო?“ და ვერაფერი ვუთხარი. როგორ ავუხსნა ბავშვს, როცა წინასწარ არც ყოფილა ამ თემაზე ჩვენთან საუბარი? მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში უფრო მეტნი ვართ მუსლიმი პედაგოგები და ბავშვები“, – ამბობს ლია შავაძე.
მისი თქმით, აღნიშნული საჯარო სკოლა 2004 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა კლასებში რელიგიური რიტუალის ჩატარების შემთხვევა, პირველად დაფიქსირდა.
„ამ სოფელში ქრისტიანებიც ვცხოვრობთ და მუსლიმებიც, მაგრამ სასკოლო სივრცეში რელიგია წინა პლანზე არასდროს ყოფილა. აქ სწავლობენ სასულიერო პირების შვილებიც, ხშირად მოდიან თავად სასულიერო პირებიც სკოლაში, მაგრამ ასეთი რიტუალები საგაკვეთილო პროცესში რომ ჩატარებულიყო, არ ყოფილა“, – ამბობს ლია.
„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება.“
„საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის რელიგიური რიტუალების ჩატარების ადგილი, ჩვენც ამას ვაპროტესტებთ“, – ამბობს ლია შავაძე.
ამავე სკოლაში კიდევ ერთ მასწავლებელს, ოთარ შაინიძესაც ვესაუბრეთ, რომელიც გეოგრაფიას ასწავლის.
„ამ ამბავს მე პირდაპირ არ შევსწრებივარ, მაგრამ შემდეგ გახდა ჩემთვისაც ცნობილი. ამ ფაქტით მოხდა კანონის უხეში დარღვევა, რადგან ეს არის სკოლის საქმეებში ჩარევა. ჩვენი ქვეყანა სეკულარული სახელმწიფოა და ამით არა მარტო კანონი დაირღვა, მუსლიმი ბავშვების და მასწავლებლების უფლებებიც დაირღვა.
თუ დომინანტური რელიგიის წარმომადგენლები ასეთ რიტუალებს ჩაატარებენ, ჩვენ რა ვქნათ, მოლა და ხოჯა მოვიყვანოთ და სკოლაში რიტუალები ვატაროთ?“ – ამბობს ოთარ შაინიძე.
მას ვკითხეთ, თუ ჰქონდათ სკოლის დირექტორთან ამ თემაზე საუბარი და რა არგუმენტები მოისმინეს მისგან?
ოთარ შაინიძის თქმით, დირექტორთან არ უსაუბრიათ ამ თემაზე, რადგან სწორედ ის იყო ამ პროცესის უშუალო მონაწილე.
„დირექტორმა უნდა აუხსნას სამღვდელოებას, რომ სკოლაა ეს და კანონი კრძალავს მსგავს რიტუალებს. მაგრამ როგორც ბავშვებმა მითხრეს, ნაკურთხ წყალს თვითონ დირექტორი ასხამდა კლასის კედლებზე და რაზე ვესაუბროთ.
ვიცი, რომ რელიგიური სიმბოლიკების სკოლაში შეტანა არ შეიძლება, მით უმეტეს რიტუალების ჩატარება“, – ამბობს შაინიძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთ მშობელსაც, რომელიც ამბობს, რომ კლასების კურთხევის დღეს სკოლაში იმყოფებოდა.
„პარასკევს დილით, ავედი სკოლაში დაახლოებით პირველის ნახევრისკენ, დირექტორთან ვაპირებდი გასაუბრებას სამსახურის თემაზე და შევესწარი ასეთ ფაქტს, რომ სკოლაში იყვნენ სასულიერო პირები და გაკვეთილების დროს ნაკურთხი წყალი ასხურა.
მე ამაზე მქონდა რეაგირება, რაზეც, სამწუხაროდ, მივიღე შეურაცხყოფა, ზოგიერთი მასწავლებლისგან, რომ რა მოხდა მერე, ქრისტიანულ ქვეყანაში თუ ვაკურთხეთ სკოლა და თქვენმა შვილმა ნაკურთხი წყალი თუ მიისხა, ამით სარწმუნოებას არ შეიცვლისო.
მე, პირადად, ვარ მუსლიმი და ისიც ვიცი, რომ კანონმდებლობა კრძალავს სკოლაში რიტუალებს. არსად წერია, რომ სასულიერო პირი შეიძლება მივიდეს საჯარო დაწესებულებაში, სადაც სხვა რელიგიის აღმსარებელი ბავშვებიც არიან და იქ ჩაატაროს მსგავსი რიტუალი.
თუ კიდევ განმეორდება მსგავსი რამ, მოვკიდებ ჩემს სამ შვილს ხელს და წამოვიყვან სკოლიდან“, – ამბობს ნაზი პაიჭაძე.
მომხდარის თაობაზე „ბათუმელები“ დავუკავშირდა სკოლის დირექტორს, ფრიდონ დავითაძესაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ამ ეტაპზე ყველანაირი კომენტარისგან თავს შევიკავებ“, – გვითხრა დირექტორმა.
„ბათუმელები“ წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, არსენ ჯმუხაძესაც ესაუბრა.
მისი თქმით, ფაქტის შესახებ ახლახან გაიგო და მომხდარზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება ექნება.
„არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია და ორშაბათს მოვიკვლევ ამ ამბავს.
როგორც ვიცი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რელიგიური რიტუალების ჩატარება საჯარო სკოლაში, ამის თაობაზე ინფორმირებულია ყველა დირექტორი და რატომ მოხდა ეს, გავარკვევთ“, – ამბობს არსენ ჯმუხაძე.
მისი თქმით, ის საქმის კურსში ჩააყენებს სამინისტროსაც.
„მოვიკვლევთ ჯერ ფაქტს, გავაცნობთ სამინისტროს და შემდეგ ზემდგომი ორგანო გადაწყვეტს რა პასუხისმგებლობა დაეკისრება დირექტორს“, – გვეუბნება ის.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობამ შეიძლება აიძულოს უკრაინის არმია მიიღოს რთული გადაწყვეტილებები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებთან დაკავშირებით – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწევს აირჩიოს, რომელ ტერიტორიაზე მარცხი იქნება ყველაზე ნაკლებ დამანგრეველი.
ამის შესახებ ISW-ის რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალის ნაკლებობა და დასავლური დახმარების მიწოდების შეფერხება ქმნის გაურკვევლობას უკრაინის გეგმებში.
ანგარიშის თანახმად, ის გარემოება, რომ უკრაინულ ჯარებს ნაკლები ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ, რუსეთს საშუალებას აძლევს არტილერიით გაანადგუროს დასახლებული ტერიტორიები.
ასევე, ბევრ უკრაინულ დრონს არ აქვს საკმარისი დიაპაზონი იმისათვის, რომ გაანადგუროს რუსული საარტილერიო დანადგარები, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზიდან 15-24 კილომეტრის მანძილზე.
ამავე დროს, ანგარიშში ღია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი შეინიშნება რუსეთის ჯარებშიც.
დღეს, 3 თებერვალს, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 387 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
ტანკი – 6 341 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 11 805 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 9 300 ერთეული [+26]
MLRS – 979 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 161 ერთეული [+15]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 847 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 352 ერთეული [+36]
სპეცტექნიკა – 1 473 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
568 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
11 678 უპილოტო საფრენი აპარატი
462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 893 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 215 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 952 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 179 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„2 ტონა [ყურძენი] უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე“, – გვითხრა ქედაში, სოფელ ორცვაში მცხოვრებმა თამაზ ნაკაშიძემ. მას ტრადიციულად ჩხავერი და ცოლიკაური მოჰყავს.
ამავე სოფელში სხვა მევენახეების თქმით, ქედაში წელს ყურძნის მოსავალი მასობრივად განადგურდა.
„სახლისთვისაც ვერ დავწურე ღვინო, მხოლოდ წინა წლების ღვინო გვაქვს… ყველა ამბობს, რომ ეს შესაწამლი პრეპარატების ბრალია, თუმცა ეს არავის მოუკითხავს, არავის დაუდგენია,“ – ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას მევენახე.
ქედელი მევენახეების თქმით, მათ ბაღებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაქირავებული აგრონომები პერიოდულად ჩნდებიან, მაგრამ არავინ ამოწმებს შხამ-ქიმიკატების ხარისხს.
„დამწიფებამდე გახმა ნაყოფი და ჩამოცვივდა, არც კი მოგვიკრეფია,“ – ჩხავერის დათოვლილ მწკრივებს შორის დადის მევენახე და ხელით გვაჩვენებს ვენახის ტოტზე მიმხმარ ნაყოფს, ჯერ კიდევ რომ არ ჩამოცვენილა.
„ჩვენთან განსაკუთრებით დაზიანდა ყურძენი, წელს ორცვაში მხოლოდ ორ ოჯახს ჰქონდა გასაყიდი ყურძენი, სენსაცია მოხდა,“ – დასძინა თამაზ ნაკაშიძემ.
ვენახის შესაწამლავი პრეპარატების ხარისხში მევენახის წლებია ეჭვი ეპარება, თუმცა მას ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ ეხმარება. წინა წლებში თამაზ ნაკაშიძე კილოგრამ ჩხავერს დაახლოებით 5 ლარად ყიდდა.
„გარკვეული შემოსავალი გამოდის, არავინ მოსულა, მთავრობას რეაგირება არ მოუხდენია ამაზე, რით დაზიანდა. იქნებ, ხალხმა არ იმუშავა, ან წამალი იყო უვარგისი?“ – კითხულობს მევენახე და პაუზის შემდეგ ამატებს, ჩემი ძველი საწნახელიც მინდა გაჩვენოთ, მე აღმოვაჩინეო.
„ეს დაახლოებით 40 წლის წინ იყო… ბაღჩის გასუფთავება რომ დავიწყე, ზიდვა დავიწყე ქვების, აქ ქვის საფარი იყო დიდი, მერე გამოჩნდა ხვრელი, ერთი წელი ვიმუშავე დაახლოებით, ვასუფთავე აქაურობა და ამოჭრილი ქვა დამხვდა, აღმოჩნდა რომ საწნახელია.
მანამდე აქ აღმოჩენილი იყო ქვევრები, ქვევრი თუ არის, საწნახელიც იქნებოდა,“ – დარწმუნებულია მევენახე და თოვლით დაფარულ საწნახელთან მივყავართ, ვენახის მწკრივების ბოლოს, ბაღის განაპირას.
თამაზ ნაკაშიძის თქმით, საწნახელზე სპეციალისტები პერიოდულად მუშაობდნენ, თუმცა მისთვის უცნობია, რა დაადგინეს მეცნიერებმა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, საბჭოთა ოკუპაციამდე, 1921 წლისთვის, საქართველოში 1 450 ეკლესია და 25 მონასტერი მოქმედებდა, ღვთისმსახურებას კი დაახლოებით 1600 სასულიერო პირი ეწეოდა.
საბჭოთა ოკუპაციის 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, გაანადგურეს, სასულიერო პირები კი ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს ან დახვრიტეს.
1921 წლის 15 აპრილს, საბჭოთა ოკუპაციიდან არასრულ ორ თვეში, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დადგენილება, რომელი მე-14, მე-15 მუხლები ასეა ფორმულირებული: „არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არ აქვს უფლება, იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პირის უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად“.
საბჭოთა ხელისუფლებამ სასულიერო პირების დევნას 1922 წელს ფართო მასშტაბი მისცა და დააპატიმრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი. კათალიკოს-პატრიარქის სასჯელი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, მაგრამ ასაკის გამო (დაპატიმრების დროს ამბროსი ხელაია 61 წლის იყო), დახვრეტა ქონების კონფისკაციით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს.
1923 წლიდან საქართველოს რევკომმა დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა და დანგრევა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცულია ფოტო, რომელზეც ასახულია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდგარი მთავარი საკათალიკოსო ტაძრის გუმბათიდან ჯვრის ჩამოხსნის მომენტი.
ჯვრის მოხსნა ქუთაისის საკათედრო ტაძრის გუმბათიდან, 1923 წლის 8 მარტი
1924 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას ჯერ ლენინის ძეგლი დადგეს, შემდეგ კი სტალინის ძეგლი.
სტალინის მმართველობისას სასულიერო პირებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხვრეტდნენ და უკეთეს შემთხვევაში მრავალწლიან გადასახლებაში უშვებდნენ.
სტალინური ტერორის წლებში ასობით ტაძარი გაანადგურეს, დახურეს, საწყობებად და საქონლის სადგომებად გადააკეთეს.
„ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ამ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ,“ – ამბობს თეოლოგი ვლადიმერ ნარსია.
ვლადიმერ ნარსია ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეილორის უნივერსიტეტში მუშაობს არქივში და საბჭოთა კავშირში რელიგიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობს. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო ვლადიმერ, როგორ და რატომ ებრძოდა სტალინი რელიგიას?
ალტერნატივა არ უნდა ყოფილიყო. ეს ტოტალიტარული რეჟიმია. ტოტალიტარიზმი რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ არსებობს ექსკლუზიური ერთი კონტროლის იდეოლოგია. ის ვერ გუობს ალტერნატიულ მოძღვრებებს.
ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ.
1943 წლამდე სტალინი ცდილობს დაამტკიცოს ერთგულება ლენინის იდეების მიმართ. ლენინის იდეა გახლავთ ის, რომ რელიგია არის ძირითადი მტერი იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ის ქმნის.
ლენინი რელიგიის სახით ებრძოდა ალტერნატივას. კონტროლის ტოტალიტარული მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ ერთი ექსკლუზიური იდეოლოგია უნდა მართავდეს მასებს. ყველა სხვა დანარჩენი მისი მტერია, მათ შორის რელიგიაც.
ლენინი ქმნის სრულიად ახალ, სოციო-პოლიტიკურ იდეას, რომელიც ვერ ჰგუობს რელიგიას, რადგან ეს იდეა ტოტალიტარული კონტროლის პრეტენზიით გამოდის. ტოტალიტარული კონტროლი გულისხმობს იმას, რომ სხვა რაიმე ტიპის იდეოლოგია არ უნდა არსებობდეს მის გვერდით. ტოტალიტარიზმის ექსკლუზიური უფლებაა, რომ მხოლოდ მან გააკონტროლოს საზოგადოება.
ამიტომ ებრძვის ლენინი რელიგიას, როგორც ალტერნატიულ იდეოლოგიას. 1919 წელს შექმნილი ძალიან ცნობილი თეზაა, სადაც ის ამბობს, რომ „იმპერიალისტებმა რელიგიის მრავალფეროვნების იდეა შექმნეს სოციალიზმის და კომუნიზმის აღმოსაფხვრელად“.
ამიტომ თვლიდა ლენინი, რომ რელიგია, როგორც ალტერნატიული იდეა, ხელს უშლის ტოტალიტარულ, კომუნისტურ იდეოლოგიას მასების კონტროლისთვის. აი, ამიტომ გააქრეს ის.
ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებით სტალინი უმტკიცებს პარტიის დანარჩენ წევრებს, რომ ის არის ლენინის იდეების ერთგული.
ეს ერთგულება გრძელდებოდა 1943 წლამდე. 1943 წელს კი იცვლება ვითარება და სტალინი გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს რელიგიის რეაბილიტაციას.
რა არის აქ ყველაზე მთავარი ამბავი? სტალინი ხვდება, რომ რელიგიის გაქრობა შეუძლებელია და ძალიან დიდი მარცხიც კი შეიძლება იყოს.
რელიგია ეს არის სოციალური მაკავშირებელი, გამაერთიანებელი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ლენინი ისახავდა მიზნად, რომ მისი ალტერნატივა შეექმნა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა.
სტალინი კი მიხვდა, რომ რელიგიის გაქრობით შეიძლება დაკარგოს იდეოლოგიური ბერკეტები მასებზე, ამიტომ ის ცვლის ამ პოლიტიკას და 1943 წელს იბარებს სამ სასულიერო პირს თავისთან (აქედან ორი შემდეგ პატრიარქი ხდება), შეხვედრას ესწრება უშიშროების კომიტეტის მდივანი კარპოვი და აყალიბებს საკუთარ ეკლესიას.
საკუთარი ეკლესია ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ სტალინი გადაწყვეტს რელიგიური ფაქტორებით, რომელიც [ტოტალიტარიზმის] ბუნებისთვის არის მნიშვნელოვანი, შეძლოს საზოგადოების იდეოლოგიური გაერთიანება. ეს ფაქტორები და ბუნება გამოიყენეს, მაგრამ მასში სრულიად ახალი სული ჩასვას, ჩადგას – ეს არის სტალინისტური ეკლესია.
ვლადიმერ ნარსია
ახლა ფულბრაიტის პროგრამით ვარ აშშ-ში. ვმუშაობ ბეილორის უნივერსიტეტში მდებარე უნიკალურ, კესტონის არქივში. კესტონის არქივი დაარსებულია დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში და 2009 წლამდე იყო იქ. შემდეგ გადმოიტანეს აშშ-ში, ბეილორის უნივერსიტეტში. ეს არქივი საინტერესოა იმით, რომ თავს უყრის საბჭოთა პერიოდში არსებულ ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ეხება უშუალოდ რელიგიას.
სტალინი 1943 წლის შემდეგ ქმნის საბჭოთა, წითელ ინტელიგენციას, წითელ სამღვდელოებას, წითელ იერარქიას.
ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაშინდელი კაგებე. ხოლო შემდეგ მისი სხვადასხვა ვერსიები – რუსული სპეცსამსახურები იქნება ეს თუ რუსეთის გავლენების ქვეშ არსებულ ქვეყნებში არსებული უშიშროების სამსახურები, რომლებიც მაქსიმალურ კონტროლს აწესებენ რელიგიაზე.
რატომ არის ეს ჩვენი დღევანდელი დღე ან გუშინდელი წარსული? – იმიტომ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არსებითად არის ზუსტად კლონი იმ საბჭოთა პოლიტიკის, იმ კაგებეს პოლიტიკის, რომელიც შექმნა სტალინმა. კესტონის არქივში არის შესანიშნავი მასალები, მაგალითად, კარპოვის მოხსენება რელიგიის საკითხებზე.
ამ დოკუმენტების გაცნობა ერთი-ერთზე გიჩვენებს, თუ რამდენად ჰგავს კაგებეს პოლიტიკური ტექნოლოგია, რელიგიასთან დაკავშირებით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების და რელიგიის სააგენტოს პოლიტიკას რელიგიასთან დაკავშირებით.
გაგაოცებთ რა მზაკვრული გეგმით მოქმედებს კაგებე რელიგიის სფეროში. ერთი მხრივ თითქოს ურთიერთობებში შედის დასავლურ ინსტიტუციებთან – ამყარებს კავშირებს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის სხვადასხვა რელიგიურ ცენტრებსა და ორგანიზაციებთან. რუსეთში, მოსკოვში იწვევს დასავლური რელიგიური პლატფორმების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს ალიბისთვის, რომ თითქოსდა რუსეთში კაგებეს მიერ მართული რელიგიის პოლიტიკა არის მრავალფეროვნების და რელიგიური თავისუფლების დამცველი პოლიტიკა.
ზუსტად იმავეს აკეთებს დღეს რელიგიის სააგენტო.
თუ მათ საჯარო აქტივობას მიადევნებ თვალს, ერთი შეხედვით ეს ორგანიზაცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ალიბი. რეალურად ეს ორგანიზაცია ზუსტად იმას აკეთებს, რასაც აკეთებდა კურედოვის, კარპოვის და კაგებეს დროინდელი ინსტიტუციები. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მომხდარიყო დაახლოება საქართველოში არსებულ მცირე რელიგიურ ჯგუფებთან. გაეკონტროლებინა ისინი მაქსიმალურად.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ როცა საჭიროა ამ მცირე რელიგიურმა ჯგუფებმა გამოხატონ პროტესტი სახელმწიფოს ან ეკლესიის მხრიდან არასწორ რელიგიურ პოლიტიკაზე, ასეთ შემთხვევაში ისინი შებოჭილები არიან რელიგიის სააგენტოსთან ამ მჭიდრო ურთიერთობების გამო.
ეს მჭიდრო, ვითომ ურთიერთობა აგებულია იმაზე, რომ ისინი ფინანსდებიან და ეს ფინანსები ერთგვარი პრობლემაა თავისუფალი სიტყვის, მათი პროტესტის გამოხატვის გზაზე.
ეს მნიშვნელოვნად აზიარებს დემოკრატიულ პროცესს და თავად ამ რელიგიურ მცირე ორგანიზაციებს, რადგან მათ რეალურად პრობლემები რომ შეექმნათ, ხმის ამომღები არავინ აღარ იქნება.
ეს არის სტალინისეული პოლიტიკა, რომელიც წარსული კი არ არის, არამედ დღესაც არსებობს ამ ქვეყანაში.
დღეს თუ ვლაპარაკობთ სტალინზე, არ ვლაპარაკობთ წარსულზე, არამედ ვილაპარაკოთ სტალინზე, რომ მისი სახით საფრთხე არის ყველაზე ხილული ჩვენს რეალურ პოლიტიკაში.
სტალინი კი არ მოკვდა, ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სტალინი ცოცხალია.
ცოცხალია ის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა თუ პირების წარმოდგენებში. ათასგვარი მითების საშუალებით მათ სურთ გააცოცხლონ სტალინი, უპირველეს ყოვლისა ყველაზე წმინდა სივრცეში – ეკლესიაში.
რატომ შემოჰყავთ ის ამ სივრცეში?
იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამ გზით დაინახოს, რომ სტალინი ბოროტება კი არ იყო, ეს ყველაფერი მოიგონა დასავლეთმა, ამერიკამ თუ ვიღაცამ და რეალურად სტალინი იყო ღირსეული ადამიანი.
რა ზიანი მიაყენა სტალინმა საქართველოს ეკლესიას და სასულიერო პირებს?
როდესაც დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ აენაზღაურებინათ ეკლესიისათვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანი, მაშინ დადგა ეს საკითხი, რომ დაეთვალათ დანგრეული ეკლესიების, გადასახლებული ან რეპრესირებული სასულიერო პირების და მათი ოჯახების ოდენობა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.
იყო ასეთი რუსი ისტორიკოსი ნიკოლოზ დურნოვი, რომელიც მოკლა კაგებემ. ეს კაცი იყო ძალიან პატიოსანი მეცნიერი, რომელსაც ამ მოვლენების საინტერესო შეფასება აქვს. ის ამბობს, რომ თუ ოდესმე ქართული საზოგადოება და აკადემიური სფერო დასვამს შეკითხვას, თუ რა გააკეთა რუსეთმა ამ პერიოდში საქართველოში, ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან დარცხვენილები საქართველოს წინაშეო.
რატომ გავაწმინდანეთ სტალინი, რატომ შევიყვანეთ ეკლესიაში?
სტალინი დღეს სჭირდება რუსეთს, როგორც ადამიანი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია დასავლეთს და აქ ფაშიზმი იგულისხმება.
მაგრამ შემდეგში რუსეთში განვითარებული პოლიტიკური იდეოლოგიების დახმარებით გამოიძერწა ე.წ. რუსული იდეა, სლავური იდეა, რომ არსებობს რუსეთი, როგორც წმინდა მიწა და არსებობს მეორე ალტერნატიული სამყარო – დასავლეთი.
ამ დასავლეთთან გამკლავება შეძლო სტალინმა, იგულისხმება აქ მეორე მსოფლიო ომი და კოლექტიური დასავლეთის სახე ამ შემთხვევაში არის ნაცისტური გერმანია.
ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ნაცისტური გერმანია იყო ბოროტება, მაგრამ არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად სტალინს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია აშშ-მა და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა.
ეს დისკურსი მთლიანად ამოვარდნილია და სტალინი ამ ისტორიაში წარმოგვიდგება დასავლეთის წინააღმდეგ, ნაციზმისა და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ ლიდერად, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა.
რატომ გახდა დღეს აუცილებელი ისევ ამ სტალინის რეაბილიტაცია? იმიტომ, რომ პუტინი პრაქტიკულად არის სიმბოლიზებული სტალინთან – ის ამბობს, რომ უკრაინაში ის ებრძვის არა კონკრეტულად უკრაინელ ხალხს, არამედ ებრძვის დასავლეთს.
და რატომ სჭირდებათ მათ სტალინი? სჭირდებათ იმიტომ, რომ პუტინმა საკუთარი თავის სიმბოლიზება მოახდინოს სტალინში და თქვას, რომ „სტალინი არის ადამიანი, რომელიც გაუმკლავდა ამ ბოროტებას. მეც წარმოვადგენ სტალინის პოლიტიკის გაგრძელებას. მეც უნდა დავუპირისპირდე დასავლეთს, როგორც ბოროტებას“.
ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის სტალინის შემოყვანა წმინდა სივრცეში.
ამას გააჩნია თუ არა რაიმე რეალური საფუძველი, ამაზე დავა შეუძლებელია, სისულელეა. მაგრამ თქვენ იცით, რომ ზოგჯერ სისულელეებიც კი საღდება ისტორიაში სიბრძნედ და გონივრულობად, თუ მას მიახმარს პროპაგანდისტული სახელმწიფო მანქანა საკუთარ ძალას, ძალაუფლებას.
ძალაუფლებები, რასაც სახელმწიფო აწარმოებს დღევანდელი ტექნოლოგიებით, საშინელია, ეს მითოლოგემები. ადრე ეს ასე სწრაფად არ ხდებოდა. ახლა სწრაფად ხდება სოციალური სივრცეებისა და სოციალური კავშირების გამოყენებით.
ამ მითებში იქმნება რაღაც ისტორიები, რომ სტალინი იყო მორწმუნე, იქ სემინარიაში სწავლობდა, დედამისი იყო მორწმუნე ადამიანი, უნდოდა, რომ ის ყოფილიყო სასულიერო პირი და ა.შ.
სტალინი რომ დღემდე „ცოცხალია“ და არის მისაღები პიროვნება, რაზე შეიძლება ეს მიანიშნებდეს?
სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი. სულ იყო ამაზე საუბარი, რომ არსებობს ბოროტი დასავლეთი, ეშმაკი, რომლისკენ გახედვა არ შეიძლება და არსებობს მეორე ალტერნატივა, ეს არის წმინდა რუსეთი.
მასებს ეს მთელ სხეულში გამჯდარი აქვთ. ადამიანი, რომელიც მთელი ნერვული სისტემით აღიქვამს სამყაროს ამ პარადიგმაში, რომ არსებობს ბოროტება და არსებობს სიკეთე, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისთვის მხსნელის იდეაში დარწმუნება ადვილია.
მხსნელი არის სტალინი.
სტალინი, რომელმაც დაამარცხა დასავლეთი, არის ერთ-ერთი გადამრჩენელი.
ახლა ვხედავთ უკრაინაში ამდენი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების და მოხუცების განადგურებას. ფაქტია, ერთ მხარეს დგანან მოძალადეები, მეორე მხარეს უდანაშაულო ხალხი, მაგრამ არ არის ეს მარტივი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროპაგანდისტული მანქანებით ათწლეულების განმავლობაში დაარწმუნეს, რომ არსებობს „ბოროტი დასავლეთი“ და ახლა საჭიროა, რომ ამ ბოროტი დასავლეთისგან გავთავისუფლდეთ.
ამიტომ უნდათ მათ ეს სტალინი, როგორც მესია, როგორც მხსნელი, რომელიც მათ გაათავისუფლებს ბოროტი დასავლეთისაგან.
ხშირ შემთხვევაში ამ „ბოროტი დასავლეთის“ მითებით სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც თავად არიან დასავლური კულტურის მომხმარებლები.
დადიან დასავლური მანქანებით, ცხოვრობენ სახლში, რომელიც ღირს მილიონი, ყველაფერი, რაც აქვთ სახლში არის დასავლური კულტურის, ცივილიზაციის თუ ტექნოლოგიის შედეგად შექმნილი, მაგრამ მაინც არის ასეთი.
ეს ამოუხსნელი ფენომენია.
ეს შიში რელიგიური შიშია თავისი არსით. რელიგიური იმ გაგებით, რომ ადამიანია თავად ასეთი არსება – მას სჯერა ბოროტისა და კეთილის. ეს თანდაყოლილი ადამიანური თვისებაა. შეიძლება ეს გააქრო სეკულარიზმმა, მაგრამ მაინც რჩება ადამიანში გარკვეული ტიპის დიფერენციაციის უნარი. განასხვაოს ერთმანეთისაგან რა არის სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, სასარგებლო და მიუღებელი მისთვის. ეს თავისი არსით არის რელიგიური ინტუიცია.
როცა თაობები გაგვზარდეს ისე, რომ აი, ეს ბოროტებაა და ახლა მხსნელი გვჭირდება, რომ დაგვიცვას და დაგვიფაროს ამ ბოროტებისაგან, სტალინი შემოდის, როგორც მხსნელი – ოდესღაც გამარჯვებული ლიდერი ამ ბოროტებასთან. დღეს ეს ბოროტება ისევ უნდა დაამარცხოს ახალმა სტალინმა, ანუ პუტინმა, რომელსაც ხატად ჰყავს სტალინი იმიტომ, რომ ეს უკვე დამთავრებული ისტორიაა და ოდესღაც გაიმარჯვა. ამიტომ შემოჰყავთ სტალინი ამ წმინდა სივრცეში.
ის, რომ ეკლესიამ დაუშვა სტალინის გამოსახულებიანი ხატის ქვეყნის მთავარ ტაძარში შეტანა, რას ნიშნავს? რა განაცხადია საქართველოს ეკლესიის მხრიდან?
პროფესიით კანონიკური სამართლის სპეციალისტი ვარ.
უნდა არსებობდეს საეკლესიო წესი, თუ რას ნიშნავს განზრახვა მორწმუნისა ან არამორწმუნის შესწიროს ეკლესიას ხატი. ამ წესს სჭირდება ჩამოყალიბება. უნდა არსებობდეს ასევე ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული წესი.
შუა საუკუნეებში წმინდანებს გამოსახავდნენ გარკვეული ნივთებით ხელში. ზოგჯერ იარაღითაც. ხმალი არის მაგალითად ხატზე დატანილი.
ახლა მე რომ მოვინდომო, ხატი შევწირო – მაგალითად, ჩოგბურთელი ან ფეხბურთელი გახდა ისტორიის გმირი და გამიჩნდეს სურვილი, რომ ჩოგბურთის ბურთი დავხატო ხატზე. ან ფეხბურთის ბურთი ან ბუცი დავხატო. ასეთი ხატი რომ მივიტანო ეკლესიაში შეიძლება თავში ჩამარტყან, მაგრამ ვინ წყვეტს ამას?
ეს კონკრეტული ადამიანი, ვინც ახლა იქ გვეუბნება, რომ მას დაავიწყდა თურმე შეეთანხმებინა საპატრიარქოსთან ხატის შესახებ, გვატყუებს.
მორწმუნეებმა და ეკლესიის წევრებმა უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს კანონიკური ხატი. რა არის კანონიკური ხატის განსაზღვრება. რა დეტალები უნდა იყოს ხატზე, რა არ უნდა იყოს, რას უნდა გამოსცემდეს ხატი და ა.შ.
ეს წესები და რეგულაციები დაგვაზღვევდა მსგავსი ფაქტისაგან.
მომავალშიც იქნებოდა კარგი მაგალითი, რომ არ განმეორდეს მსგავსი. ვინც იქნებოდა, ვისაც კეთილი სურვილი აქვს, მაგალითად შესწირავს ხატს, უნდა ვიცოდეთ, რომ დაცულია ამ ხატის კანონიკა იმ წესების მიხედვით, რაც გამოქვეყნებული აქვს საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციულ ორგანოს.
ეს დაგვაზღვევდა რეალური საფრთხეებისა თუ უსიამოვნებისაგან. ეკლესია არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს რაღაცის სწამთ, ვიღაცას სტალინის სწამს…
არ არის მისაღები და კარგი, რომ ქალბატონმა ფერაძემ საღებავი შეასხა ხატს [იმ ხატის გვერდით იყო სხვა წმინდა ხატებიც], ეს წმინდა ადგილია, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტზე რეაგირების და ამ ფაქტის ანალიზის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის მიზეზები, თუ რატომ გახდა ეს საჭირო.
ეს [ნატა ფერაძის ქცევა] გახდა საჭირო სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ათეული წლებია უკვე ვუყურებთ ეკლესიას, რომელიც არ რეაგირებს მოსახლეობის და საზოგადოების არანაირ მოთხოვნაზე, არანაირ თხოვნაზე. ასეთი ფაქტები ათეულობითაა ჩვენს უახლოეს ისტორიაში.
თითქოს ეს იყო განწირული რეაქცია ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ დააყენა და ამით თქვა, რომ თუ თქვენ ისევ არ მოახდენთ რეაგირებას, მე მოვახდენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს არ გააკეთებდნენ საიმისოდ, რომ ეს ხატი გაეტანათ. პირიქით, დაგვცინებდნენ, როგორც ადრე ხდებოდა.
კახოვკის წყალსაცავის განადგურების ზემოქმედების ბაქტერიოლოგიური კვლევის უახლესი შედეგები ადასტურებს, რომ „შავი ზღვა მნიშვნელოვნად დაბინძურდა ბაქტერიოლოგიურად“. საუბარია შავი ზღვის წყლებში, ოჩაკოვისა და ოდესის რეგიონში აღებულ ნიმუშებზე, რომლებშიც აღმოჩნდა პირველი და ბოლო რიგის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გენები; ოდესის ყურის წყლებში კი გაიზარდა ციანობაქტერიების წილი (დაახლოებით 35%), რაც „მიუთითებს მნიშვნელოვან ევტროფიკაციაზე კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგ“.
„მიუხედავად იმისა, რომ ციანობაქტერიების რაოდენობა შემოდგომისთვის ნორმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა, ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენები შესაძლოა კვლავ ცირკულირდეს ზღვის მიკროორგანიზმების ჯგუფებში“ – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში. – „ეს ვითარება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს სხვა დამაბინძურებლების შემოტანით [შავ ზღვაში] სამხედრო მოქმედებების შედეგად, რომლებიც ამჟამად გრძელდება. ამიტომ საჭიროა შემდგომი რეგულარული მონიტორინგი“.
კვლევის ანგარიში EU4EMBLAS პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. EMBLAS – „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტია, რომელსაც ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.
გასულ ზაფხულს რუსეთის არმიის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებამ გამოიწვია ფერმების დატბორვა, დახოცილი პირუტყვისა და სასაფლაოების ჩამორეცხვა, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების განადგურება.
„შავი ზღვის წყლები დაბინძურდა ქიმიურად და ბაქტერიოლოგიურად, შესაბამისად შავ ზღვაში პათოგენური და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მოხვედრის ალბათობა ძალიან მაღალი იყო“, – წერია ანგარიშში.
ამიტომ 2023 წლის 13-14 ივნისს, EU4EMBLAS პროექტის მხარდაჭერით, წყლის ნიმუშები შეგროვდა ოჩაკოვისა და ოდესის ყურის რაიონებში მიკროორგანიზმების ჯგუფების ტაქსონომიურ შემადგენლობაში ცვლილებების შესაფასებლად და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაზე მათ შესამოწმებლად. შავი ზღვის მიკროორგანიზმების ჯგუფების მდგომარეობა წყლის ხარისხის ცვლილების ერთ-ერთი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, ნიმუშები ერთდროულად იქნა აღებული მდინარე დუნაიდან და შავი ზღვიდან კონსტანტასთან (რუმინეთი) ახლოს.
„შავი ზღვის წყლებში – ოჩაკოვისა და ოდესის რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილია პირველი და ბოლო რიგის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გენები – ბეტა-ლაქტამები, სულფონამიდები, ქინოლონები, ტეტრაციკლინი, ვანკომიცინი და კოლისტინი. დნეპრო-ბუგის შესართავი ზონისა და ოდესის ყურის მიდამოებში მიკრობული თემების ანტიბიოტიკორეზისტენტობის [ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის] ინდიკატორები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალაქ კონსტანცას მახლობლად მდინარე დუნაისა და შავი ზღვის წყლებში.
ოდესის ყურის წყლებში გაიზარდა ციანობაქტერიების წილი (დაახლოებით 35%), რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ევტროფიკაციაზე კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგ. კერძოდ, გავრცელებული იყო პლანქტონრიქსი, აფანიზომენონი და მიკროკისტისი, რომლებსაც შეუძლიათ წყალმცენარეების აყვავების დროს ტოქსინების გამომუშავება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
რატომ არის ზღვაში საშიში ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენები?
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა არის პროცესი, როცა ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. ანტიბიოტიკები ჩვეულებრივ შეუცვლელ როლს ასრულებენ ინფექციური დაავადებების მკურნალობაში და ისინი გამოიყენება არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ვეტერინარულ პრაქტიკაში, მეცხოველეობაში, სოფლის მეურნეობასა და აკვაკულტურაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წამლისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული მედიკამენტები ხდება არაეფექტური, რის გამოც ინფექციების მკურნალობა სულ უფრო რთული ან სულაც შეუძლებელი ხდება.
შავ ზღვაში ა-რეზისტენტობის გენები პირველად 2022 წელს, ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის ფარგლებში აღმოაჩინეს. პირველი კვლევისას შესწავლილ იქნა ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ემუქრება ანტიბიოტიკების ფართო სპექტრს: ბეტა-ლაქტამები, მაკროლიდები, გლიკოპეპტიდები და კოლისტინი.
მკვლევრები მაშინაც და ახლაც მიიჩნევენ, რომ საჭიროა ა-რეზისტენტობის გენების რეგულარული მონიტორინგი შავი ზღვისა და მასში ძირითადად შემოდინებულ მდინარეებში.
რინოპლასტიკა ცხვირზე ოპერაციული ჩარევაა, რომელსაც ატარებენ როგორც ცხვირის ვიზუალური ცვლილებისთვის, ისე დეფორმაციებისა და დეფექტების გასასწორებლად, ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქირურგიული ჩარევაა მსოფლიოში.
„ბათუმელებთან“ რინოპლასტიკის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგების ასოციაციის წევრი, ზურაბ კეკელია საუბრობს.
ბატონო ზურაბ, როგორია რინოპლასტიკის შემდგომი რეაბილიტაცია და რამდენ ხანს გრძელდება ის?
ცხვირის წვერს, ცხვირის ზურგის მიდამოს, ნესტოებსა თუ ცხვირის ნებისმიერ მონაკვეთზე ქირურგიულ ჩარევას ეწოდება რინოპლასტიკა, არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის, რა ზომის ან რა მოცულობის ჩარევა კეთდება. რეაბილიტაცია იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ოპერაცია სრულდება, პაციენტს დაედო თაბაშირის სამაგრი და დაიწყო გამოღვიძება – ჯერ იწყება შეშუპება, ანუ მოცულობის გაზრდის ეტაპები (რომელიც უნდა დაცხრეს).
მოვლა იწყება პაციენტის გამოღვიძებისთანავე. კერძოდ, სიფრთხილეა საჭირო, რომ სახეზე არ გადაბრუნდეს, ხელი არ მოიხვედროს და ა.შ. თუმცა უფრო ინტენსიური მოვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პაციენტი გაეწერება შინ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ტამპონების ამოღების შემდეგ. ცხვირის ღრუს მოვლა ამ შემთხვევაში ნიშნავს სავლების გამოყენებას, რომ არ დაგროვდეს შიგნით ლორწო, არ გაჩნდეს ქერქები და ცხვირის ღრუ იყოს სულ სუფთა.
რატომ არის აუცილებელი სავლების გამოყენება და ცხვირის დატენიანება?
საქმე ის არის, რომ როდესაც ცხვირზე კეთდება ოპერაცია, ნებისმიერ შემთხვევაში ცხვირის ღრუში არსებული ლორწოვანი გარსი შუპდება, ამ დროს ლორწოვანის ნაკეცებში გროვდება იქ გამომუშავებული ლორწო (ბლანტი სითხე, შეიძლება მცირედი რაოდენობით იყოს სისხლის კოლტებიც), რომელიც უნდა გამოიწმინდოს; რომ შემდგომში არ მოხდეს ბაქტერიების დაგროვება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არსებული შეშუპების გახანგრძლივება, სუნთქვის გაძნელება, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს დაინფიცირება და ჩამოყალიბდეს ანთება. ასეთ დროს ანთება შეიძლება გადავიდეს ჩირქოვან ანთებაში, რომელსაც უკვე სხვა მკურნალობა სჭირდება.
ოპერაციის შემდგომ ცხვირის ღრუ საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას, რომ იყოს სულ სუფთა. გამოსაწმენდად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მარილოვანი ხსნარები.
სავლებების გამოყენება რეკომენდებულია დაიწყოს ტამპონების ამოღებიდან დაახლოებით 6-12 საათის შემდეგ. გამოწმენდის ინტენსივობა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით გროვდება ცხვირის ღრუში ლორწო და უშლის პაციენტს ხელს სუნთქვაში. ისე კი – ოპტიმალურია დღეში 3-4 ჯერ.
ახლა დატენიანების მნიშვნელობაზე – ოპერაციის შემდეგ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი არ არის ბოლომდე აღდგენილი, შესაბამისად, ის ვერ გამოიმუშავებს ლორწოს და ვერ იტენიანებს თავის თავს.
თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კანი რეაგირებს სხვადასხვა გარემო პირობებზე, მაგალითად სიცივეზე, ლორწოვანი გარსი მასზე უფრო ფაქიზია. ამიტომაც, ისეთ პაციენტებს, ვისაც ცხვირის ღრუში სიმშრალე აწუხებთ, ვუნიშნავთ სხვადასხვა ტიპის ზეთოვან ხსნარებს და ეს ძალიან ეფექტურია, ლორწოვანი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას.
რა რეკომენდაცია არსებობს რინოპლასტიკის შემდეგ ცივ ან ცხელ გარემოში გაჩერებასთან დაკავშირებით?
ნებისმიერი ნაოპერაციები უბანი, რა ნაწილიც არ უნდა იყოს სხეულის, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, არ არის რეკომენდებული, რომ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ გარემოში იყოს დიდ ხანს [თუ კონკრეტულად რაიმე ჩვენება არ არის].
ცხვირში ოპერაციის, ანუ ტრავმის შედეგად დარღვეულია სისხლის მიმოქცევა, რომელიც უნდა აღდგეს, სიცივე კი სისხლის მიმოქცევისთვის ქმნის პირობებს, რომელშიც სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები ვიწროვდება და სისხლი არ მოედინება და არც გაედინება. ეს ცუდია, რადგან შეშუპებას ახანგრძლივებს და შეხორცების პროცესსაც უშლის ხელს.
სიცხეში პირიქით ხდება, ფართოვდება სისხლძარღვები, სითხისა და სისხლის მოდინება ხდება, მაგრამ გადინება – არა, რადგან გაფართოებულ სისხლძარღვებში ვერ ასწრებს იმ რაოდენობის სისხლი გადინებას, რა რაოდენობაც მოედინა და ესეც ახანგრძლივებს შეშუპებას.
ოპერაციის შემდეგ ოპტიმალურია ის გარემო, რა გარემოშიც ადამიანი ცხოვრობს, რასაც შეჩვეულია და რაც კომფორტულია მისთვის. ზოგიერთისთვის ოდნავ უფრო ცივი გარემოა კომფორტული, ზოგისთვის – შედარებით თბილი; მაგრამ გადაჭარბებული სითბო ან სიცივე არ ვარგა.
რინოპლასტიკის შემდეგ ძილის პოზას რა მნიშვნელობა აქვს?
მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, თუმცა ეს ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში ადამიანებს თავისუფლად სძინავთ ნაოპერაციებ ცხვირზე არაფერი მოსდით, ზოგი ადამიანი კი ექვსი თვის შემდეგ იწყებს გვერდზე წოლას და ამ დროის მერე იწყებს ცხვირი დეფორმაციას.
ზოგადად ძვლების შეხორცებას სახეზე 100-180 დღე, ანუ ექვსი თვე სჭირდება, თუმცა რიგ შემთხვევებში ცხვირის ძვლები არის ძალიან თხელი, მოკლე, ძალიან ფაქიზი, ამასთანავე, მათ შორის დიდი დაშორებებია და სწრაფად ვერ ხორცდება. რიგ შემთხვევებში ძგიდე არის მაგარი და სახეზე წოლაც კი არაფერს ცვლის, მაგრამ თუ ძგიდე და ცხვირის ძვლებიც თხელია, ამ შემთხვევაში ცხვირი მოფრთხილებას საჭიროებს დაახლოებით 6-9 თვე.
გარდა ამისა, ზოგადად ერთ მხარეზე წოლის ჩვევა განაპირობებს იმას, რომ სითხე [ლიმფა და სისხლი] ერთ მხარეს უფრო აქტიურად მონაცვლეობს, ვიდრე მეორე მხარეს. შესაბამისად, ერთ მხარეს უფრო გააქტიურებულია ცირკულაცია, მეორე მხარეს კი სპაზმირებულია და შევიწროებულია სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები. ამიტომ ყველა პაციენტს ვაფრთხილებთ და ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ დაიძინონ კისრის ბალიშით.
ზოგჯერ არის, რომ სხვადასხვა მხარეს იხრება ცხვირი. ცხადია, ასეთ დროს პირველ რიგში თავის ქირურგს უნდა მიმართოს პაციენტმა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის მასაჟები, ასევე – დამხმარე ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომლებიც ეხმარება ცხვირის შეხორცებისა და დაცხრობის პროცესს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ცხვირის ოპერაციის შემდეგ, თუ დაცემინების აუცილებლობას ვგრძნობთ?
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააცემინოთ პირღიად, რადგანაც პირის ღრუ და ცხვირის ღრუ ერთმანეთთან ანატომიურად არის დაკავშირებული, ისინი მთლიანად არ არიან გამიჯნული ერთმანეთისგან. შესაბამისად, დაკეტილი პირით დაცემინებისას წნევა მაქსიმალურად იმატებს ცხვირის ღრუში, მაგრამ როდესაც პირის ღრუ იღება, წნევა ცოტათი უფრო ნაკლებია, ვიდრე დახურული პირის დროს.
წნევის მომატება კი შეშუპებას ახანგრძლივებს და შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვებიც, რაც საბოლოოდ აისახება სუნთქვაზე და შესაძლოა აისახოს ცხვირის ფორმაზეც კი.
ამჟამად 70 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი და ასობით ტექნიკაა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე [ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები] – ამის შესახებ უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა უკრაინულ მედიასთან.
გუმენიუკის თქმით, რუსეთის ყველა სამხედრო ნაწილი და აღჭურვილობა არ არის განთავსებული პირდაპირ ფრონტის ხაზზე, არამედ უფრო ღრმა, უკანა უბნებში, როგორც დამატებითი რესურსი.
გუმენიუკმა აღნიშნა, რომ რუსეთის ამ ძალების რაოდენობა და ხარისხი მუდმივად იცვლება და თავდასხმითი ოპერაციების გამო ისინი კარგავენ თითქმის ყველა შემადგენლობის 70 პროცენტს, თუმცა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდგომარეობა ძალიან რთულია, მათ შორის მტრის თავდასხმების განსხვავებული დინამიკის გამო, რაც ართულებს საბრძოლო სამუშაოების დაგეგმვას.
„მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები ყოველთვის მზადყოფნაში არიან, ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ მტერს და თავდასხმით ოპერაციებს. თუ 31 იანვარს იყო რუსების თავდასხმის სამი მცდელობა, გასული დღის განმავლობაში ეს მცდელობები 13-მდე გაიზარდა“, – თქვა გუმენიუკმა.
ამის მიუხედავად, რუსები არ იყენებენ ჯავშანტექნიკას. გუმენიუკის თქმით, ასე ოკუპანტები ჯავშანტექნიკის დაზოგვას ცდილობენ უფრო რთული ოპერაციებისთვის.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სულ მცირე სამი თვითმფრინავი – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
„ამის საუკეთესო დადასტურება, რა თქმა უნდა, არის სატელიტური სურათები, რომლებიც უკვე არის ინტერნეტში და სადაც შეგიძლიათ ნახოთ“ – თქვა იგნატმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა ასევე განაცხადა, რომ რუსებმა აღიარეს, რომ აეროდრომს ხუთი რაკეტა მოხვდა.
ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 იანვრის საღამოს ჩამოაგდეს 17 მართვადი რაკეტა შავი ზღვის თავზე და 3 – ყირიმზე.
აეროდრომზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკიც გამოეხმაურა ტელეგრამზე. მან აღნიშნა, რომ ბელბეკის აეროდრომი ერთ-ერთი უკრაინული ბრიგადის ბაზაა.
„უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში თავიანთ აეროდრომზე. ახლა კი მადლობას ვუხდი ყველას, ვინც შეუერთდა ყირიმის გაწმენდას რუსებისგან“ – თქვა მან.
________________
ფოტოზე: კადრი ტელეგრამში გავრცელებული ვიდეომასალიდან
ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოზარდის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თითქმის ერთი თვეა 13 წლის გიორგის დედა, მარინა ბერიძე ცდილობს შვილს საქართველოს კლინიკებში უმკურნალოს. თუმცა, მისივე თქმით, მოზარდის მდგომარეობა უკეთესისკენ არ იცვლება, ახლა მოზარდს რთული ოპერაცია სჭირდება.
სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 13 წლის გიორგის დიაგნოზი ახლა პნევმონია და პიოთორაქსია – ჩირქის დაგროვება პლევრულ ღრუში. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სჭირდება თორაკოქირურგიული ჩარევა.
გიორგის დედა, მარინა ბერიძე, წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. იგი „ოცნების ქალაქში“ ერთ-ერთი აქტივისტია. მარინა ბერიძე „ბათუმელებთან“ დეტალურად განმარტავს, თუ რატომ მიაჩნია საჭიროდ შვილის თურქეთში გადაყვანა ოპერაციისთვის:
„4 იანვარს მივედით ბათუმში, იაშვილის კლინიკაში. ბავშვს სიცხე ჰქონდა. გვითხრეს, რომ ფილტვში იყო სითხე და უნდა ამოეღოთ. 5 დღე ვიყავით რეანიმაციაში, შემდეგ გადმოიყვანეს პალატაში და გაგვწერეს. დაგვიბარეს 10 დღის შემდეგ კონტროლზე. როცა მივედით, გადაიღეს ეხო და გვითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით თბილისში, რადგან სიტუაცია დამძიმებული იყო.
როგორც კი თბილისში ჩამოვედით, იმ დღესვე დააწვინეს კლინიკაში, მწვავე ანთება – ასე გვითხრეს. მოგვიანებით თქვეს, რომ შესაძლოა საჭირო გამხდარიყო ქირურგიული ჩარევაც. ვიფიქრე, საუბარი იყო ისევ სითხის ამოღებაზე, თუმცა კვლევების შემდეგ ქირურგმა ამიხსნა, რომ საჭირო იყო რთული ოპერაცია, უნდა გაეჭრათ გულ-მკერდი. ფილტვი უნდა გავფცქვნათო“, – ასე ამიხსნეს.
ვუთხარი, რომ ამ ოპერაციას შვილს თურქეთში გავუკეთებდი, რაზეც მითხრეს, რომ ეს ოპერაცია მხოლოდ სტამბოლში კეთდება.
დავუკავშირდი კლინიკას, გავარკვიე, რომ 12 000 დოლარი ღირს ეს ოპერაცია. მივმართე ჯანდაცვას, აჭარის მთავრობას, ვთხოვე, რომ დაეფინანსებინათ მხოლოდ ოპერაცია თურქეთში და დანარჩენს, გზას, თანმხლებს, მე გადავიხდიდი. ახლა ვცდილობ სწორედ იმ თანხის შეგროვებას“, – ამბობს მარინა ბერიძე.
მარინა ბერიძე ამბობს, რომ დაახლოებით 2600 დოლარი სჭირდება შვილის სტამბოლში ტრანსპორტირებისა და თანმხლები სამედიცინო პერსონალისთვის. იგი ახლა სწორედ ამ თანხის შესაგროვებლად სთხოვს დახმარებას საზოგადოებას.
„ახირებული დედის როლში არ ვარ. ეს რომ არ იყოს მძიმე ოპერაცია, მე არავის არ ვთხოვ. 4 იანვრის შემდეგ კლინიკებში ვათენებ და ვაღამებ, მაგრამ ბავშვი დღითიდღე სუსტდება. დროც აღარ გვაქვს. პასპორტს ველოდებით, რომ ბილეთები შევიძინოთ და გავფრინდეთ, ბავშვის მდგომარეობა რომ კიდევ არ დამძიმდეს“, – ამბობს მარინა ბერიძე.
_____________
13 წლის გიორგი დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12 კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.
სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.
პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 21-მა გუნდმა, რომელმაც 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. გუნდებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომელიც გაემგზავრა ტალინში და გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის Startup Wise Guys-ის ინტენსიური ტრენინგები. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნენ ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.
დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9 სტარტაპი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.
დემო დღის მონაწილე სტარტაპები:
Helio.AI – რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში, გემიფიკაციით ეხმარება.
KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
Gakvetilo.ge – არაფორმალური განათლების პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის.
Bitpulse – კრიპტოვალუტების კურსის ცვლილებების წინასწარი იდენტიფიცირების პლატფორმა.
TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
Wenroll – მასტერკლასების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
Connect. – მარკეტფლეისი, რომელიცამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
Wisp – წერა-კითხვისა და ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია ყრუ ადამიანებისთვის.
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Stori, Wempler, Lawformer, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.
„ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ პრე-აქსელერაციის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობით გავამდიდროთ, ამ მხრივ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან დავიწყეთ თანამშრომლობა Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. წლევანდელმა მონაწილე სტარტაპებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტალინში მიღებული გამოცდილება და დემო დღეზე კიდევ უფრო მომზადებულები წასდგნენ სტურების წინაშე“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.
„თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაწყების დღიდანვე მხარს უჭერს სტარტაპ პრე-აქსელერატორს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი პრე-აქსელერატორი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის ტრენინგები გაიარეს, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს მათ და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შანსებს“, – ანკა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.