მთავარი,სიახლეები

ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო – 1 ქალი დაიღუპა

06.02.2024 •
ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო – 1 ქალი დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო. სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.

„ბათუმელებს“ ამის შესახებ ამ სოფლებში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს, თუმცა არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში ეს ინფორმაცია ვერ დაგვიზუსტეს.

მეწყრის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. სოფელში გვითხრეს, რომ კაცმა ზვავს გამოასწრო.

60 წლამდე ქალს სოფლის მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დიდთოვლობა ხულოში

როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის სოფელთან დაკავშირებას ცდილობენ.

სოფლებში გათიშულია ელექტროენერგია. დაზიანებულია მაგთიკომის სატელეფონო ქსელიც.

დიდთოვლობა ხულოში

სოფელ  ზემო თხილვანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე თვის წინაც წერდა. მაშინ სოფლიდან მოწოდებულ ფოტოებზე აქტიური მეწყრული პროცესები ჩანდა.

___

აქ ნახეთ რა ვითარება იყო რამდენიმე თვის წინ სოფელში: ხულოს სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა | ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: