უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 388 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
- ტანკი – 6 343 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 11 818 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 9 331 ერთეული [+31]
- MLRS – 979 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 173 ერთეული [+12]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 848 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 12 393 ერთეული [+41]
- სპეცტექნიკა – 1 479 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 568 თვითმფრინავი
- 265 ვერტმფრენი
- 11 775 უპილოტო საფრენი აპარატი
- 462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 904 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 216 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 963 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 18 230 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
მთავარი ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook