რეკლამა,სიახლეები

როდის და რატომ გვჭირდება საკვები დანამატები? – ინტერვიუ

05.02.2024 • 9805
როდის და რატომ გვჭირდება საკვები დანამატები?  – ინტერვიუ

თანამედროვე სამყაროში არასათანადო კვება და მისგან გამოწვეული აუცილებელი ვიტამინების დეფიციტი უამრავი ადამიანის პრობლემაა. ამ გარემოების გამო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკვები დანამატების გამოყენება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. რა არის საკვები დანამატები, როგორ უნდა შევარჩიოთ და რატომ უნდა მივიღოთ? – ამ საკითხებზე PSP-ს ბრენდმენეჯერს, რიტა ლუტიძეს ვესაუბრეთ.

რიტა, რა არის საკვები დანამატები და რატომ უნდა მივიღოთ? რა როლი აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის გაძლიერებაში? 

მთელი ცივილიზებული სამყარო ზრუნავს ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაზე, რომლის განუყოფელი ნაწილია სრულფასოვანი კვება. სწორ კვებაზეა დამოკიდებული ორგანიზმის ენერგიით შევსება, ჯანმრთელობის შენარჩუნება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში სრულფასოვნად ვერ ვიკვებებით. ორგანიზმი მუდმივად განიცდის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა: ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება და ა.შ. 

აქედან გამომდინარე უფრო და უფრო აქტუალური ხდება სწორად შერჩეული საკვები დანამატის ჩართვა ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში, რადგან სწორედ საკვები დანამატები წარმოადგენენ ვიტამინების, მინერალების, მიკრო და მაკროელემენტების, ამინომჟავებისა და ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ნუტრიენტების დამატებით წყაროს.

ეს ელემენტები აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და რაც მთავარია, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის.

თუ ადამიანი ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება, მაინც სჭირდება საკვები დანამატები?

სწორად შერჩეული საკვები რაციონის პირობებშიც კი რთულია ორგანიზმი შევავსოთ ყველა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტით, რომლებიც უკვე ვახსენე.  ამ კომპონენტების უმრავლესობა არ სინთეზირდება ორგანიზმში და მათი მიღება აუცილებელია საკვებთან ერთად. 

ამ გარემოებების გამო საკვები დანამატები გახდა თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილი, ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგანაც ადამიანებს ურჩევნიათ დღეს იზრუნონ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და თავის მოვლაზე, ვიდრე მომავალში საკვები ნივთიერებების დეფიციტის შედეგად განვითარებულ სხვადასხვა დაავადების მკურნალობა მოუწიოთ.

რა ტიპის საკვები დანამატები არსებობს და როდის არის განსაკუთრებით აქტუალური საკვები დანამატების მიღება?

საკვები დანამატები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 

  • გრიპისა და გაციების პრევენცია
  • იმუნიტეტის მხარდაჭერა
  • ძვალსახსროვანი სისტემის მხარდაჭერა
  • თმის, კანის, ფრჩხილის სიჯანსაღე
  • პროდუქცია ბავშვებისთვის, ქალებისა და კაცებისთვის
  • ცალკე ხაზი სპორტსმენებისთვის
  • თვალის ვიტამინები 
  • საკვები დანამატები სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობის მხარდასაჭერად, როგორიცაა: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, მენოპაუზის პერიოდი
  • ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის

საკვები დანამატების მიღება განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ასევე: ხშირი ავადობის, დაბალი იმუნიტეტის, ქრონიკული დაავადებების, არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვების, ხშირი დიეტის დროს, როდესაც განსაკუთრებით განიცდის ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს სტრესი, უძილობა, გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვა, მავნე ჩვევები.

უამრავი ადამიანი მთელ დღეს ოფისში ატარებს და არასათანადოდ იკვებება. რომელია აუცილებელი დანამატი ასეთ შემთხვევაში?

ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით აქტუალურია D ვიტამინი. D ვიტამინის საუკეთესო წყაროს მზის სხივები წარმოადგენს. თანამედროვე ადამიანების უდიდესი ნაწილი ოფისში მუშაობს და დროს უმეტესად შენობაში ატარებს, რის გამოც მზის სხივების დახმარებით აღნიშნული ვიტამინის მიღება ძალიან რთულდება. 

ბევრი კვლევით დასტურდება, რომ D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება, ძვლებისა და კუნთების სისუსტე და ა.შ.

არის თუ არა უსაფრთხო საკვები დანამატების მიღება?

ზოგადად, როდესაც საუბარია საკვებ დანამატებზე, თითოეული მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი ხარისხი, სანდო მწარმოებელი, უსაფრთხოება და ეფექტურობა. პრემიუმ ხაზის ევროპული და ამერიკული პროდუქცია ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

დანამატის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბრენდი ფლობდეს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს: ISO, GMP, FDA. 

რა საკვებ დანამატებს გვთავაზობს PSP? რომელი ბრენდებია და რა უპირატესობებით გამოირჩევა თქვენი პროდუქცია?

PSP-ს სააფთიაქო ქსელი გამოირჩევა საკვები დანამატების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ჩვენს ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოში ისეთი წამყვანი ამერიკული და ევროპული ბრენდების ყველაზე დიდი ასორტიმენტი, როგორიცაა: ამვილაბი, სოლგარი, ფიური, დოპელჰერცი, პილეჟე , ორთომოლი და ა.შ.

 PSP-ს ქსელში წარმოდგენილი საკვები დანამატების ბრენდები აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც უნდა ჰქონდეს პრემიუმ ხაზის პროდუქციას.

მაგალითად: 

  • AMVILAB-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტი წელია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ვიტამინებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ფართო სპექტრს ჯანმრთელობისა და სილამაზის მიმართულებით. პროდუქცია გამოირჩევა ინოვაციური ფორმულებით, მაღალი ხარისხით, ეფექტურობითა და უსაფრთხოებით, რამაც განაპირობა მასზე მზარდი მოთხოვნა მსოფლიოში და დღეისათვის ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეული ბრენდია.
  • გერმანული კომპანია Doppelherz-ი უძველესი ტრადიციების მქონე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიო ბაზარზე საკვები დანამატების წარმოებაში. ის ვიტამინებისა და მინერალების N1 ბრენდია გერმანიაში, რომელიც ზრუნავს მთელი ოჯახის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე. ბოლო 100 წლის განმავლობაში „დოპელჰერცის“ ვიტამინები და მინერალები ასოცირდება ხარისხთან და ნდობასთან მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „დოპელჰერცის“ პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლისთვის.
  • PSP-ში საკვები დანამატების მიმართულებას გასულ წელს დაემატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ბრენდი – Pure Encapsulations-ი. Ესაა ჰიპოალერგიული საკვები დანამატების პრემიუმ ხაზი, რომლის პროდუქცია ექსკლუზიურად წარმოდგენილია მხოლოდ PSP – ს სააფთიაქო ქსელში. 

კომპანია აერთიანებს ბუნებისა და მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა მომავალში თავი ვიგრძნოთ გაცილებით ჯანსაღად, ვიდრე დღეს. კომპანია დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს სამედიცინო სფეროს წამყვან ექსპერტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნან ინოვაციური ფორმულები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არასაჭირო დანამატების გარეშე. 

კომპანიამ მოიპოვა №1 ბრენდის წოდება და საერთაშორისო აღიარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებისგან, როგორც ბუნებრივი, ჰიპოალერგიული პრემიუმ კლასის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ საკვები დანამატების მწარმოებელთა ინდუსტრიაში. „ფიურის“ ყველა საკვები დანამატი არის ჰიპოალერგიული, არ შეიცავს ალერგენებს, გლუტენს, სოიას, საფუარს, ხორბალს, დამატკბობელს, ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს და რაც მნიშვნელოვანია, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.

საკვები დანამატების მიმართულებით რა სიახლეა PSP-ში?

 რამდენიმე დღის წინ ქართველ მომხმარებელს მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი ევროპული ბრენდი – „ორთომოლი“ წარვუდგინეთ. 

„ორთომოლი“ არის მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში.

ეს გახლავთ გერმანული კომპანია, რომელიც 30-ზე მეტი წელია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ორთომოლის საკვები დანამატების შემადგენელი კომპონენტების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) რაოდენობა და კომბინაციები ზუსტად და სწორად არის განსაზღვრული და მათი ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, ნივთიერებათა ცვლას, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ახდენს დაავადებების პრევენციას.

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს: ISO, GMP, FDA. წარმოების პროცესში გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური, სერტიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრეს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს. თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით.


აღნიშნული ევროპული და ამერიკული ბრენდების საკვები დანამატების შეძენა შეგიძლიათ PSP-ს აფთიაქებში, ასევე ონლაინ აფთიაქში: PSP.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: