უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 390 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
- ტანკი – 6 365 ერთეული [+17]
- ჯავშანტექნიკა – 11 857 ერთეული [+35]
- საარტილერიო სისტემა – 9 367 ერთეული [+18]
- MLRS – 979 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 665 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 173 ერთეული [+0]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 848 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 12 453 ერთეული [+41]
- სპეცტექნიკა – 1 496 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 568 თვითმფრინავი
- 265 ვერტმფრენი
- 11 863 უპილოტო საფრენი აპარატი
- 462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 927 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 217 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 973 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 18 283 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: