გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა – ღამით და დილით: 4-5 ბალი, დღისით: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში 8 და 9 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
______________
ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო – 1 ქალი დაიღუპა
38 სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ შედგა – ხულოში დიდთოვლობაა
თოვისა და ყინვის გამო საქართველოს გზებზე შეფერხებებია — სრული სია
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.