ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 8-10 თეთრით გაუფასურდა

დღეს, 29 ნოემბერს, გასულ დღესთან შედარებით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 8 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 10 თეთრით გაუფასურდა.

  • 1 აშშ დოლარის ყიდვა დღეს ბათუმში 2,83 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 1 აშშ დოლარი 2,75 ლარი ღირდა.
  • რაც შეეხება ევროს, დღეს, 29 ნოემბერს, 1 ევროს ყიდვა 2,98 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 2,88 ლარი ღირდა.

ეროვნული ვალუტის გაცვლითი ოფიციალური კურსით, რომელიც უკვე ხვალ, 30 ნოემბერს იმოქმედებს, ლარი დოლართან მიმართებით 3.76 თეთრით გაუფასურდება და ერთი დოლარის ოფიციალური კურსი გახდება 2.7794 ლარი.

ლარი ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდება და ერთი ევროს ოფიციალური კურსი გახდება 2.9348 ლარი.

თუმცა ოფიციალური კურსის ცვლილება თავისთავად განსხვავებულად აისახება ხვალ ვალუტის ფასზე სავალუტო ჯიხურებში.

ლარის გაცვლითი კურსი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ბათუმში / 29.11.2024 /18:00 სთ.

მტკიცედ მოვუწოდებ „ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო EU-ს და დემოკრატიის გზაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დააბრუნოს ქვეყანა დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.

გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.

მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.

მთავრობაზეა დამოკიდებული, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს“.

___

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.

გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

ბსუ-ს ლექტორების ნაწილი პროტესტს უერთდება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-მდე პროფესორი და მოწვეული ლექტორი გაიფიცა. მათი თქმით, აცხადებენ პროტესტს და მიაჩნიათ, რომ „ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!“

ლექტორები ახლა უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები.

„გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.

ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის დაცვის მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ მშვიდობიან პროტესტს მთავრობა სასტიკად გაუსწორდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და ვასწავლოთ უნივერსიტეტში.
მოვლენების ამგვარი განვითარების გამო, საფრთხე ემუქრება სასწავლო პროცესს, ყველა ჩვენს გაცვლით პროგრამას, კვლევების მხარდაჭერას და საერთოდ, უნივერსიტეტის არსებობას.
ამიტომაც, ვაცახადებთ პროტესტს და მიგვაჩნია, რომ ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!
მოვუწოდებთ ყველა პროფესორ-მასწავლებელს, შემოუერთდნენ ამ განცხადებას და გამოხატონ პროტესტი!
ეს არის ბრძოლა ყველა ჩვენგანის საერთო მომავლის დაცვისთვის!
მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიურ საბჭოს, ყველა დეკანს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, გააკეთონ მკაფიო განცხადება და გააპროტესტონ მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის და ყველა სახის ევროპული მხარდაჭერის გაუქმებაზე“, – ვკითხულობთ ბსუ-ს ლექტორთა განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 ნოემბერს გავრცელდა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. მალხაზ ნაკაშიძე;
  2. ლაშა ბაჟუნაიშვილი;
  3. ლეილა ახვლედიანი;
  4. ირაკლი ბარამიძე;
  5. კახა სურგულაძე;
  6. ნელი ახვლედიანი;
  7. ნათია ხარატი;
  8. ცირა კაპანაძე;
  9. ლია დავითაძე;
  10. ინგა შამილიშვილი;
  11. ნათია მიქელთაძე;
  12. ლელა თურმანიძე;
  13. გიორგი ჩახვაძე;
  14. დალი ბერიძე;
  15. მადონა მიქელაძე;
  16. თეონა ვაშალომიძე;
  17. ნათია ხაბეიშვილი;
  18. მარიამ გიორგაძე;
  19. მილენა მამულაძე;
  20. ესმა იმერლიშვილი;
  21. მირანდა შერვაშიძე;
  22. მარინა გიორგაძე;
  23. კესო ბორჩხაძე;
  24. ირაკლი მიქელაძე;

სია განახლებადია.

___

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.

გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

„ლექტორებო, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები, გამოდით“ – ბსუ-ს სტუდენტი

თავდაცვის სამინისტროს 40-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნებას“ ემიჯნება

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებების ერთგულნი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ – თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით.

სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით.

ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა.

ვემსახურებით საქართველოს!“ – წერია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 ნოებერს გავრცელდა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. დიმიტრი ნადირაძე – თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი
  2. გუცა გველესიანი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  3. ნათია ქადაგიშვილი – სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი
  4. ლანა მამფორია – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  5. მაია აბულაძე – სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო
  6. თამუნა შამანაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  7. მიშა რამაზაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  8. გიორგი ბეშიძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  9. გეგა ჭეიშვილი – სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო
  10. გვანცა ფოფხაძე – თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი
  11. ნინო გორგოძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  12. ნინო უგრეხელიძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  13. ნინო მეზვრიშვილი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  14. ნესტან კვეკვესქირი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  15. ანა ახალაია – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  16. თეკლა მელაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  17. მაია მუშკუდიანი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
  18. გიორგი წოწორია – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  19. ლევან ბარბაქაძე – სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო
  20. რუსუდან კინწურაშვილი – ადამიანური რესურსების დეპარტამენტი
  21. ნათია დეკანოიძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  22. სალომე გორგილაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  23. მარიამ მეგრელიშვილი – სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან 

ურთიერთობის დეპარტამენტი

  1. ირინე ტერელაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 
  2. მაკა კევლიშვილი – სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან 

ურთიერთობის დეპარტამენტი

  1. თეკლა კალანდაძე – თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი
  2. ნინო შანშაშვილი – ადამიანური რესურსების დეპარტამენტი
  3. ნანა სადუნიშვილი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი

29 ანა კაპანაძე – სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო

30.თინათინ მზარელუა – თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი

  1. ელენე ჩიტიშვილი – სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი
  2. ეკატერინე ნადირაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  3. ნინო ვერულაშვილი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
  4. სოფიო ჯაფარიძე – კიბერუსაფრთხოების ბიურო
  5. მიხეილ თოფურია  – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
  6. ნინო ქომოშვილი – სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი
  7. თამარ ისაკაძე – რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი
  8. თამთა გედენიძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  9. გიორგი წივილაშვილი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
  10. თემურ ბუსხრიკიძე – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
  11. ანა გორგოძე – სამინისტროს ადმინისტრაცია
  12. მარიამ მალუძე – ადამიანური რესურსების დეპარტამენტი
  13. გიორგი ურუშაძე – სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან.
  14. მარიამ ობოლაშვილი – სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
  15. ეთერ გვარჯალაძე – საქმისწარმოების სამსახური
  16. ოლღა მიქაბერიძე – საქმისწარმოების სამსახური

___

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.
მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.
გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

„ეს პოლიტიკური თაღლითები, ოცნების ბოსები, მოაჯდნენ სახელმწიფოს“ – გახარია საჯარო მოხელეებს

დღეს, 29 ნოემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს მიმართა.

„მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დღეს, რომ დღეს ყველა უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დიდ კონსენსუსს მიაღწიეს – ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი.

აქ არ უნდა იყოს საუბარი მხოლოდ 4 პოლიტიკურ ძალაზე, უნდა იყოს საუბარი „ოცნებაზეც“, იმ ადამიანებზეც, რომლებმაც ხმა მისცეს „ოცნებას“, ან არიან „ოცნების“ წევრები, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჭეშმარიტი კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ევროპულ სივრცეში. ეს პოლიტიკური თაღლითები, „ოცნების“ ბოსები, მოაჯდნენ დღეს სახელმწიფოს, პოლიტიკური უვარგისი ელიტა ატყუებს არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას, ატყუებს თავის მხარდამჭერებს.

ამ ხალხსაც მოვუწოდებ, მათაც გააკეთონ სწორი არჩევანი და დადგნენ იქ, სადაც საქართველოს ინტერესებია, ქართველი ხალხის ინტერესებია, სადაც საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს დღევანდელი ხელისუფლება სცემს, ძალადობს მათზე, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ იქ და აუცილებლად ვიქნებით იქ.

მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს და ვთხოვო მათ, მესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, თითოეული მათგანისგან მოვითხოვოთ გმირობა, მაგრამ ყველა ჩვენგანს უნდა გვქონდეს ღირსება და ყველაზე მინიმუმ, რის გაკეთებაც შეგვიძლია, შეგვიძლია ავიმაღლოთ ხმა. ჭეშმარიტი და სამართლიანი შეფასებები მივცეთ იმას, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოში ხდება. საჯარო მოხელეებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს ქვეყნის ევროპული მომავლის მკვლელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

გუშინდელი დღე დარჩება საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც შავი ლაქა. 26 ოქტომბერსვე არჩევნების მოპარვის შემდეგ „ქართული ოცნება“ შევიდა ანტიკონსტიტუციური მოქმედებების სპირალში, ეს იყო პარლამენტის სხდომის პირველი, უკანონო დღე, უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა, უკანონოდ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე.

ყველაფერმა ამან მიიღო საქართველოს მოქალაქეების პროტესტი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი შეფასებები. ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ლეგიტიმაციის ჰაერში ჩამოკიდებამ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ მიიყვანა ყველაზე მძიმე ნაბიჯამდე – გაცხადებული სახელმწიფოს ინტერესების კოლექტიური ღალატი, რომელიც განხორციელდა პირდაპირ ეთერში, ივანიშვილის დავალებით, უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებით ისინი აჩერებენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთად ყველამ უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

___

გუშინ, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დღეს, 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა, ასევე თავდაცვის სამინისტროს 50-მდე თანამშრომელმა.

გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

„ლექტორებო, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები, გამოდით“ – ბსუ-ს სტუდენტი

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მათე ცენტერაძე ამავე უნივერსიტეტის ლექტორებს მიმართვას და მოუწოდებს, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.

„ბსუ-ს ლექტორებო, თქვენ გახსოვთ 7 ნოემბერი, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში, თქვენ გახსოვთ სისტემის მსხვერპლი ორსული გოგონა, რომელსაც გამეტებით სცემეს.

დღეს ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მოუწოდეთ სტუდენტებს, გამოვიდნენ გარეთ, გამოვიდნენ და თქვენთან ერთად იბრძოლონ. ჩაგვიტარეთ ღირსეული ლექცია ქუჩაში და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის.

თორემ გპირდებით, ყველას მოგაკითხავთ აუდიტორიაში და თქვენი სტუდენტების თვალწინ გეტყვით, რომ ვერასოდეს ვერაფერს ისწავლიან თქვენგან, თუ დღეს ჩუმად იქნებით.

თვალებში ვერ ჩაგვხედავთ, რადგან მშიშარა ადამიანი თვალს ვერ გაგვისწორებს, როცა სტუდენტები უშიშრად ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის.

აქვე, მადლობა ყველა ღირსეულ ლექტორს და მჯერა, რომ ასეთი კიდევ ბევრია.

გამოდით!“ – წერს მათე ცენტერაძე, სტუდენტი.

საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს სტუდენტები და მასწავლებელთა ნაწილიც უერთდება.

საპროტესტო აქციები დაგეგმილია თბილისსა და ბათუმში.

საქართველოს მოქალაქეები ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

___

თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.

გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას მასწავლებლებიც შეუერთდებიან.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

გუშინ საქართველოს 5 ქალაქში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ამ განცხადებას.

თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

სამოქალაქო აქცია სპეცრაზმმა დაარბია. სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, დააკავეს 43 ადამიანი, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება თბილისში. მოქალაქეები კონსტიტუციიდან გასული „ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

„სულ რამდენიმე დღე გვაქვს სამშობლოს გათავისუფლებისთვის“ – მასწავლებელი კოლეგებს

საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მასწავლებელთა ნაწილიც უერთდება.

ბევრი მათგანი ფეისბუქში წერს, რომ პროტესტის ნიშნად არ ატარებენ გაკვეთილებს და კოლეგებს მოუწოდებენ, ერთად დადგნენ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.

პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე წულუკიძეც.

„მე, ერთი მასწავლებელი, დღეს სკოლაში არ და ვერ წავედი!

არ შემეძლო დღეს ჩემი მოსწავლეებისთვის თვალებში ჩამეხედა და მესაუბრა „ვეფხისტყაოსანზე“, „თევზის წერილებზე“ და „დიდოსტატის მარჯვენაზე“.

დღეს არის დღე, ყველამ ვისაც სინდისი აწუხებს, ვინც მიხვდა რა ჩაიდინა, უნდა ადგეს და პროტესტი გამოუცხადოს ორჯონიკიძეებს, მანქურთებს და თვითმარქვია ხელისუფლებას.

მასწავლებლებო, მართალია, თქვენმა 80%-მა გადაუწყვიტა ჩვენს ახალგაზრდებს რუსული მომავალი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გამოასწოროთ, სულ რამდენიმე დღე გვაქვს სამშობლოს გათავისუფლებისთვის და გაბედეთ, დადექით ისტორიის სწორ მხარეს, იბრძოლეთ თქვენი შვილების მომავლისთვის!

დღეს თუ არ გამოვფხიზლდით, ხვალ კიდევ უფრო დამცირებული მასა ვიქნებით, ფეხქვეშ გათელილი ღირსებით, სასკოლო ცენზურით და ხელში ახალი ყალიბით, რომელიც საბჭოეთის მსგავს „ახალი ადამიანის“ აღზრდას დაგვავალებს!“ – წერს ეკატერინე წულუკიძე.

„186-ე საჯარო სკოლა – გაიფიცა!“- სკოლა ამ შინაარსის ფოტოს თავად აქვეყნებს ფეისბუქში.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.

გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

კლინიკაში გადაყვანილ 2 პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა მრავლობითი დაზიანების გამო – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება მათი მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა.

„29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით.

ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი წერს, რომ არასათანადო მოპყრობის 9 სავარაუდო შემთხვევა გამოავლინა „საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს“. თუმცა, მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა.

„ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალისტს – მარცხენა თვალბუდის არე მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და სახე შეშუპებული, მესამეს კი – ცხვირის, ყვრიმალებისა და შუბლის არეში შეშუპებები და ნაკაწრები.

ამასთან, იზოლატორში რწმუნებულის ყოფნის დროს შემოყვანილ ერთ-ერთ დაკავებულებს დასჭირდა კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანა ქირურგიული ჩარევის მიზნით“, – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი წერს, რომ დაკავებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირების შესახებ შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

„სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისმა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ შედეგად გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა.

აქვე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოძიებას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოებს, უზრუნველყონ დაკავებული მომიტინგეების სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედმიწევნითი დაცვა, არსობრივად შეაფასონ დაკავების კანონიერების საკითხი და არ დაეყრდნონ მხოლოდ პოლიციელთა განმარტებებს ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში“.

 

ამავე თემაზე:

პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი

„საჯარო სამსახური უნდა გაიფიცოს, წინააღმდეგობის ლიდერი კი ზურაბიშვილი უნდა იყოს“ – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო სამსახურების გაფიცვა. წინააღმდგობის მოძრაობას კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაუდგეს სათავეში.

„წინააღმდეგობას სჭირდება ლიდერი და ის სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.

ოთხივე ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს და პრეზიდენტთან ერთად მიიღოს კონსენსუალური და კოორდინირებული გადაწყვეტილებები. ორბელიანების სასახლე უნდა გახდეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ადგილი და ის უნდა დავიკავოთ.

შესაძლოა, ვიფიქროთ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პლატფორმაზე, რომელიც იდეებს და რჩევებს მისცემს ზედა 5 აქტორისგან შემდგარ საბჭოს.

მეინსტრიმული კულტურული ელიტა უნდა დადგეს აქციის წინა ხაზებში. და ვნახოთ თამარ ჭოხონელიძეს, მაკა მახარაძეს, ირმა სოხაძეს, დუდუ ზივზივაძეს, მეუფე ზენონს და მსგავს ავტორიტეტებს დაარტყამენ თუ არა.

სექტორების მიხედვით უნდა დავორგანიზდეთ და მოვემზადოთ საყოველთაო გაფიცვისთვის. წინააღმდეგობის ადგილები უნდა გავხსნათ ყველგან. სამ კაცსაც შეუძლია დიდი ივენთის შექმნა.

საჯარო სამსახური უნდა გაიფიცოს.

წინააღმდეგობა უნდა იყოს მშვიდობიანი მორალური უპირატესობისა და საყოველთაობისთვის. რეპრესიულ რეჟიმს აქ და ახლა წინააღმდეგობის აქტორების ერთბაშად წმენდის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, – წერს თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი.

___

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მასობრივი პროტესტია ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის და ახალი არჩევნების გამოცხადების მოთხოვნით.

„ქართული ოცნებამ“ გუშინ, 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ მოლაპარაკების პროცესს ევროკავშირთან, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

წუხელ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა სპეცრაზმი, დაკავებული 43 მოქალაქე.

საპროტესტო აქციების გაშუქებისას დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“ -კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დროებით შეეჩერებინა სასწავლო პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტში ადასტურებენ.

„გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.

სასწავლო პროცესის განახლების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

___

გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რაც თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდა სპეცრაზმი და პოლიცია.

სხვადასხვა დაზიანება აქვს მიყენებული 20-ზე მეტი ჟურნალისტს. სხვა დაშავებულების შესახებ ზუსტი მონაცემი ჯერჯერობით არ არსებობს.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 43 ადამიანი.

რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება ქართველების სრული უმრავლესობის ნებას – ჰეჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ,  წუხელ სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

პაველ ჰერჩინსკი:

„მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“.

ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს სიტყვები წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ, როგორც ევროკავშირის ელჩის, ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ევროკავშირმა გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარის გაღება.

ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, როგორც მე მესმის და ეს ასევე ეწინააღმდეგება ქართველების სრული უმრავლესობის ნებას.

მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია“.

___

გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რაც თბილისში ატასობით ადამიანმა გააპროტესტა. დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდა სპეცრაზმი და პოლიცია.

სხვადასხვა დაზიანება აქვს მიყენებული 20-ზე მეტი ჟურნალისტს. სხვა დაშავებულების შესახებ ზუსტი მონაცემი ჯერჯერობით არ არსებობს. დაკავებულია 43 ადამიანი.

პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი

29  ნოემბერს, გამთენიას, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს, საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

„დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენეს, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც“.

საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ზიანი მიაყენა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს:

  1.  გურამ როგავას, „ტელეკომპანია ფორმულა“ – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა  პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
  2. ალექსანდრე ქეშელაშვილს, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
  3.  დავით ცაგარელს, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
  4. მარიამ ნიკურაძეს, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
  5. ნანუკა ქაჯაიას, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
  6. დავით ბიჭიკაშვილს, “ტელეკომპანია პირველი” – გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
  7. გიორგი შეწირულს, “ტელეკომპანია პირველი”  – სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
  8. ანა მდივანს, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
  9. ნიკო კოკაიას, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
  10. გივი ავალიანს, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
  11. ნათია ამირანაშვილს, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
  12. გიორგი გოგუას, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
  13. ირაკლი მანაგაძეს, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
  14. დავით ბეჟანიშვილს, პირველი არხი – გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
  15. დეა მამისეიშვილს,  “მთავარი არხი” – დაშავდა აქციის გადაღებისას;
  16. გიორგი გოგინაშვილს,  “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
  17. იულია კალაბანოს – JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
  18. მინდია გაბაძეს –  ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
  19. ნინო წვერავას, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
  20. ნინო შუბითიძეს, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.

მედიაომბუდსმენი კი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 738 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 030]
  • ტანკი – 9 458 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 19 339 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 20 886 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 255 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 006 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 750 ერთეული [+89]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 851 ერთეული [+86]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 272 ერთეული [+86]
  • სპეცტექნიკა – 3 700 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 882 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 520 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 647 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 783 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 43 ადამიანი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, 29 ნოემბერს, ღამით, თბილისში საპროტესტო აქციის 43 მონაწილე დააკავეს.

„აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს“ – წერს შსს.

28 ნოემბერს, საღამოს, საქართველოს მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში რათა გაეპროტესტებინათ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ.

აქცია გათენებამდე გაგრძელდა საქართველოს პარლამენტთან. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა აქციის რამდენიმე მონაწილეს, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები.

შსს პრესრელიზში წერს, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი „პროვოკაციულ ქმედებებს“.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად“ – იუწყება შს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ „აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას“.

სამინისტრო წერს, რომ აქციაზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. „დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

_______________

ფოტოზე: 29 ნოემბრის აქციაზე დაკავების კადრები „მთავარის“ ეთერიდან

სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შემოვიდა 16 პირზე – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 28-29 ნოემბერს, თბილისში გამართული აქციის მონაწილე 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში.

ერთობლივ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „იურისტთა ასოციაცია“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სხვა ორგანიზაციები ავრცელებენ.

29 ნოემბერს, დილის 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები და სპეცრაზმი. აქციაზე დაკავებულების რაოდენობა უცნობია, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

28 ნოემბერს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად, საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში საპროტესტო აქციები დაიწყო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისში, 29 ნოემბერს, ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა.

საიას ცნობით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა. აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა „ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო. სინამდვილეში, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს. აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო.

ამავე თემაზე

წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის შერევა ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოშობს – საიას განცხადება

_____________

ფოტოზე: 29 ნოემბერი, სპეცრაზმი რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი

შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე თავდასხმა – მედიაომბუდსმენი შს სამინისტროს

„მედიამბუდსმენის“ ინფორმაციით, დღეს, 29 ნოემბერს, აქციის გაშუქებისას დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია მიაწოდეს.

აქციაზე დაშავდნენ „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“ და „პუბლიკას“ ჟურნალისტები და ოპერატორები.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს გამოცემის ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. მოგვიანებით ის  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სცემეს, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ მას წაართვა კამერები.

„მედიაომბუდსმენი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მედიაზე და აქციის მონაწილეებზე თავდასხმა.

ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია „მედიაომბუდსმენის“ საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა 29 ნოემბერს, ღამით დაიწყეს. შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. მოქალაქეების ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ წყლის ჭავლში სავარაუდოდ სხვა ნივთიერებაც არის გარეული.

ამ დრომდე [4:00 სთ] დაძაბულობაა ჭიჭინაძის ქუჩაზე. დააკავეს არაერთი მოქალაქე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგის დარბევა უკანონოდ და არაპროპორციული ძალით მიმდინარეობს.

28 ნოემბერს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად, საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში საპროტესტო აქციები დაიწყო. თბილისში აქცია ამ დრომდე გრძელდება.

თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები

28-29 ნოემბერს თბილისში მიმდინარე აქციაზე მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავდა.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე „პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი შეწირული „შაბათის ეთერის“ ოპერატორია.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ჟურნალისტი ანა მდივანი. მედიის განცხადებით, მას დამიზნებით შეასხეს დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება თვალებსა და სახის არეში, რის გამოც, დაეწყო სპაზმური შეტევა.

აქციაზე დაშავდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი. როგორც აჭარის ტელევიზია წერს, მას წიწაკის სპრეი შეასხეს, რის შემდეგაც ექიმის დახმარება დასჭირდა.

„ფორმულას“ ცნობით, აქციაზე დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი, რომელმაც თვალზე მიიღო დაზიანება.

აქციაზე დაშავდა OC Media-ს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, მას წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა კამერაც.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, დაშავდა JAMnews-ის რეპორტიორი იულია კალაბანი. იულიას სპეცრაზმელმა ხელი ჰკრა და ფეხში ჩაარტყა.

ინფორმაციას კიდევ რამდენიმე დაშავებულ ჟურნალისტსა და ოპერატორზე „ბათუმელები“ აზუსტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა 29 ნოემბერს, ღამით დაიწყო. შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. მოქალაქეების ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ წყლის ჭავლში სავარაუდოდ სხვა ნივთიერებაც არის გარეული.

ამ დრომდე [3:00 სთ] დაძაბულობაა ჭიჭინაძის ქუჩაზე. დააკავეს არაერთი მოქალაქე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგის დარბევა უკანონოდ და არაპროპორციული ძალით მიმდინარეობს.

ორგანიზაციის განცხადებით, მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს: იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად; ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა; არ შეასრულონ უკანონო დავალებები“ – აცხადებს საია.

წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის შერევა ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოშობს – საიას განცხადება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ თბილისში 29 ნოემბერს, ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს.

საიას ცნობით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა.

აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა „ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო. სინამდვილეში, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს. აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო.

კერძოდ:

უცნობია თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.

როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისაგან გაქცევა.

ამასთან, როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.

წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.

ამასთან, დემონსტრანტების გამოცდილებით, წყლის ჭავლი არის ცივი, რაც გარეთ არსებული დაბალი ტემპერატურის გათვალისწინებით, დამატებით ქმნის არაადამიანური მოპყრობის საფუძველს.

კვლავ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების დანაშაულის ტოლფასი გზით დაშლა.

მოვუწოდებთ, შსს-ს ასევე, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა“ – წერს საია.

„ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას“ – გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი [2015-18 წლებში] ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით ქართული ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია.

ევროინტეგრაცია ორმხრივი პროცესია და მისი განახლება და გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის ვადების განსაზღვრა კანდიდატი ქვეყნის ცალმხრივი პრეროგატივა არ არის. პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე. გაუგებარია, რა პოლიტიკური და პრაგმატული არგუმენტები დგას ამ ქმედების უკან“ – წერს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილმა საჯარო განცხადება გაავრცელა გასულ, 2023 წელსაც კანდიდატის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით.

არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს – არასამთავრობოები სამართალდამცავებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და მომავლის აკადემია განცხადებას ავრცელებენ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და სამართალდამცავებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის ცვლილების ოფიციალური დეკლარირების გამო და აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ბათუმი).
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მოქალაქეთა აქციები ატარებენ მშვიდობიან სახეს, სამართალდამცავებმა მაინც გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები.

ქუთაისში დაფიქსირდა სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები. ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ ათრევენ და ხდიან ტანსაცმელს პოლიციელები ძირს დაგდებულ აქტივისტს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ ისეთი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი [00:07; 00:12] თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძეზე მყოფ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართა.

ასევე, თბილისში ამავე ტერიტორიაზე გამოიყენეს ფიზიკური ძალა [23:05; 23:14; 00:12]. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია!“ – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 28 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს, რომელიც სპონტანურად დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია, რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დღეს სპონტანური საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს.

საგარეო სამინისტროს 44 თანამშრომელი კობახიძის განცხადებას ემიჯნება EU-სთან ინტეგრაციის შეჩერებაზე

დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე კობახიძის განცხადების გამო. განცხადებას ხელს აწერს 44 თანამშრომელი.

განცხადებაში წერია:

„ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.

დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს – დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას.  გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.

მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ჩვენ,  ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“-აცხადებენ თანამშრომლები.

  1. ანნა ბაღბაბია – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  2. ანა ძოწენიძე – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
  3. ანა ქოიავა – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
  4. ანა შაიშმელაშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  5. ანა ჩიტალაძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  6. არჩილ მენთეშაშვილი – საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
  7. ასმი გრძელიძე – საკონსულო დეპარტამენტი
  8. ალექსანდრე გოგოლაძე – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
  9. ბაია კაპანაძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  10. ბონდო მესხი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  11. გიორგი წიქარიშვილი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  12. გიორგი მურღვაშვილი – ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი
  13. გიორგი თავართქილაძე – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
  14. დავით ბაზერაშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  15. ერეკლე იანტბელიძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  16. ეკა ფხოველიშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  17. ვაჟა გვარამია – საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში
  18. ვერა ხაჯალია – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  19. თამარ ჩაჩიბაია – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
  20. თამარ ბალავაძე – უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
  21. თამთა უგლავა – პოლიტიკური დეპარტამენტი
  22. თეონა ჯანაშია – უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
  23. თორნიკე ფარულავა -ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  24. თინათინ თაბუკაშვილი – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
  25. თინათინ ლოლომაძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  26. ირაკლი სიმონიშვილი – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
  27. ირმა კილასონია – ამერიკის დეპარტამენტი
  28. ლანა ჯალაღონია – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  29. ლუკა გაწერელია – პოლიტიკური დეპარტამენტი
  30. მარიამ არბოლაშვილი – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
  31. მარიამ ჯანელიძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  32. მამიკა ანთაძე – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
  33. ნესტან ბეჟანიშვილი – – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
  34. ნინო საღინაძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  35. ნინო ჩხიკვაძე ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  36. ნინო ყამარაული – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  37. ოლღა სპირანდი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
  38. საბა ფუტკარაძე – საკონსულო დეპარტამენტი
  39. სალომე აქუბარდია – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
  40. ქეთევან სხილაძე – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი
  41. ქეთევან ფრუიძე – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
  42. ქრისტინე ჟღენტი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
  43. ხატია ხორავა – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
  44. ხუტა სალია – საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში

პრეზიდენტმა ქართულ ჯარს, პოლიციას, ელჩებს და საჯარო მოხელეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.  პრეზიდენტმა მიმართა ასევე ელჩებს, საჯარო მოხელეებსა და ჯარს.

„მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ჩვენ ძლივს გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა მიმართა პოლიციასაც და მას მოქალაქეების და არა მონებისა და მოღალატეების დაცვისკენ მოუწოდა.

„მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს. თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში, არის ის რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები , არა რუსები და არა უცხოელები, ამიტომ თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი.“

პრეზიდენტმა მიმართა და გადაწყვეტილების მიღება სთხოვა როგორც ელჩებს, ასევე საჯარო მოხელეებს:

„მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს. დროა, რომ თქვენი გადაწუვეტილება მიიღოთ. დროა რომ იფიქროთ იმაზე თუ რა მომავლს უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა აქ იცხოვრებენ. მე მესმის, რომ ძალიან რთულია ამ ქვეყანაში, როცა პირობები არის, ვითომც ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში, სადაც ვიცით თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვნია ქვეყანა სამშობლო .

მინდა მივმართო ელჩებს, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სადა ხართ, ხომ წარმოგიდგენიათ რა აბსურდში ვცდოვრობთ, თქვენ არ არ გიჭირთ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც, ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი იქნება თუ ჩვენ ყველამ არ ამოვიღეთ ხმა.“

„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა თუ თვე, დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამდენიმე თვე თუ მეტი, ევროპიდან რუსეთისკენ.

ყველა ეჭვი, რომ შეიძლება არა, შეიძლება მაინც სხვა გზა არის, გაიფანტა. დღეს გამოუცხადა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენს მომავალს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენი საზოგადოების მომავალს, იმიტომ რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრივობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით დღეს მან მოსთხოვა ელჩებს მიიღონ ზომები და გააკეთონ ის, რაც ამ დრომდე უნდა გაეკეთებინათ:

„მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს ელოდებოდნენ, რომ შეიძლება რაღაცა კიდევ არის დასამტკიცებელი. არაფერი არ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ, ყველაფერი დამტკიცებულია და ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის თუ რა ხდება.

მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის, რისთვისაც ვიბრძვით“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 28 ნოემბერს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად, საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში საპროტესტო აქციები დაიწყო.

„რაც კობახიძემ განაცხადა, ეს სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს“ – გია ხუხაშვილი

„დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას,“ – წერს ფეისბუქში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

დღეს, 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

„როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი – დააბრუნოს ხელისუფლება მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ჩამოაშოროს ძალაუფლებას.

მე მინდა ვუთხრა ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, ელჩებს, ძალოვნებს, თუ ყველა საჯარო მოხელეს – მათი ლოიალობა ხელისუფლის ამ დირექტივის მიმართ, ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში თანამონაწილეობას. დანაშაულში, საქართველოს მომავლის, მათი შვილების მომავლის წინაშე და ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს,“ – წერს გია ხუხაშვილი.

ამავე თემაზე: 

ოცნება: 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ვაჩერებთ

„ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსი ოფიციალურად შეცვალა – გახარია

„გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით“ –  წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ამ პროცესში მონაწილე პირების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს:

„გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა.“

დღეს, 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის განცხადების შემდეგ მოქალაქეები “ქართული ოცნების” ოფისთან [ორთაჭალა, გორგასლის #20] იკრიბებიან. საპროტესტო აქცია ანონსდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პარალელურად, დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა პრეზიდენტმა. მათთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საჯარო განცხადებას გააკეთებს.

„8 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 20:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

„ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, – აცხადებს კობახიძე.

ამ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები უკვე დაანონსდა ქუთაისში, ბათუმსა დ თბილისში.

ბათუმში, საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე გაიმართება.

პუტინი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით დასავლეთის წინაშე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ პუტინმა დღეს, 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

„საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი და ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს. რუსეთს ურთიერთობა არ აქვს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ მე უბრალოდ გაოგნებული ვიყავი მათი გამბედაობით და ხასიათით, რომელიც მათ აჩვენეს თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად“, – ციტირებს პუტინს რუსული პროპაგანდისტული მედია “Аргументы и Факты”.

პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, კრემლის პროპაგანდის უცვლელი მესიჯი, თითქოს რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.

როგორ ვესაუბროთ და რა ვუწოდოთ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას – იურისტის განმარტება

როგორ უნდა მივმართოთ ან რა სტატუსით უნდა მოვიხსენიოთ წერილობით ან ზეპირ განცხადებებში ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი არ აღიარებს? როგორ იქცევა ხალხი, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციები ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი. დღეს კი გავრცელდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას. როგორ შეიძლება გაგრძელდეს ამის შემდეგ ხალხის ურთიერთობა თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან?

არის სამართლებრივი მდგომარეობა და არის ფაქტობრივი მდგომარეობა.

სამართლებრივი თვალსაზრისით, დღევანდელი პარლამენტი არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან უფლებამოსილების ცნობა პარლამენტის წევრების მოხდა კანონდარღვევით. ამიტომ ეს პარლამენტი, ასევე ამ პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური.

პარლამენტმა უკვე ნდობაც გამოუცხადა მთავრობას. შესაბამისად, ეს მთავრობაც იქნება არაკონსტიტუციური. ისევე როგორც გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ესეც არაკონსტიტუციურია.

ამდენად, ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, ჩვენი ხელისუფლება  – პარლამენტი, მთავრობა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ეს პარლამენტი შექმნის, იქნება არაკონსტიტუციური.

მაგრამ, ფაქტობრივი მდგომარეობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ეს პარლამენტი და გვეყოლება ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა, რომელიც მიიღებს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს, კანონებს, კანონებში ცვლილებებს შეიტანს – ყველაფერი ეს სამართლებრივი თვალსაზრისით არაკონსტიტუციური იქნება, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება ის, რომ ჩვენ მოგვიწევს ამ გადაწყვეტილებების შესრულება, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში არის ძალა.

  • მოქალაქეებს, ორგანიზაციებს თუ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ ამ გადაწყვეტილებებს?

თუ არ შევასრულებთ, ეს არალეგიტიმური ხელისუფლება მოგვთხოვს პასუხს. ხელისუფლება დღეს გასულია კონსტიტუციური სივრციდან და მოქმედებს ძალის პრინციპით.

  • აი, მაგალითად, როცა ანტიკონსტიტუციურია ხელისუფლება და შესაბამისად, არაკანონიერია მთავრობაც, როგორ მივმართავთ მინისტრებს, როგორ უნდა მოვიხსენიოთ ისინი, ვთქვათ, ოფიციალურ წერილებში, განცხადებებში, როცა მოვითხოვთ, მაგალითად, საჯარო ინფორმაციას, როგორი ფორმულირება შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთ დროს?

თქვენ რომ დაწეროთ, არ ხართ კანონიერი მინისტრი, მაგრამ მაინც მოგმართავთ, როგორც მინისტრს და რაღაცას ვითხოვ თქვენგანო, როგორი იქნება ამ მინისტრის რეაქცია, მე მგონი გასაგებია. ამიტომ, მოგიწევთ მიმართოთ ისე, როგორც მინისტრს.

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სხვა სახელმწიფოებისთვისაც, ეს ხელისუფლება იქნება არალეგიტიმური. თუმცა, თუ მოინდომებენ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობას რაიმე მიზეზის გამო, მათაც მოუწევთ იმოქმედონ ფაქტობრივ ხელისუფლებასთან.

რადგან ხელისუფლებას ფაქტობრივად ის ფლობს – არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა. ამ თვალსაზრისით ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში.

  • ჩვენ, მოქალაქეები, ხომ ვიხდით გადასახადებს, ამ გადასახადებით კი ივსება ბიუჯეტი და შემდეგ ფინანსდება სხვადასხვა უწყება. ჩვენ ანუ ხალხი ვქირაობთ ხელისუფლებას და ვუხდით მათ ხელფასს. შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს უარი თქვას ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების დაფინანსებაზე და არ გადაიხადოს გადასახადები? რა სამართლებრივი ძალა აქვს საზოგადოებას ასეთ შემთხვევაში?

ეს არის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როცა ხალხი უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების მოთხოვნების შესრულებაზე.

რა მოჰყვება ამას? გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი ჩვენზე ზემოქმედების, მათ შორის აქვს ძალის გამოყენების ინსტრუმენტი, ხელისუფლება შეეცდება ძალის გამოყენებით გვაიძულოს გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია არასწორად, ხელისუფლების არაკანონიერების გამო.

არ გადაიხდით გადასახადს? გაასაჩივრებენ სასამართლოში, რომელიც ასევე არალეგიტიმურია. სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ხელისუფლებას უნდა. ვინაიდან საქართველოში დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო.

  • როგორ უნდა დაიცვას მაშინ თავისი უფლება მოქალაქემ, რომ თავი დაიცვას არალეგიტიმური ხელისუფლების მითითებების შესრულებისგან?

ჩვენს კონსტიტუციაში პირდაპირ არ წერია, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ნორმაა, რომელიც არაერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ თუ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებიდან, მაშინ ხალხს უფლება აქვს, შეცვალოს ეს ხელისუფლება.

ანუ იმოქმედოს ფაქტობრივი ხელისუფლების შესაცვლელად.

  • ამ მოქმედებაში რა იგულისხმება?

ყველაფერი.

აქ რაიმე კონკრეტული განსაზღვრება არ არის, ხალხმა თავისი მოქმედებით უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ დაბრუნდეს კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში.

ეს დაბრუნება შეიძლება დაიწყოს, ჩემი აზრით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით.

თუმცა ისტორიამ იცის ბევრი სახელმწიფო, სადაც წლების განმავლობაში მოქმედებდა არალეგიტიმური ხელისუფლება.

ეს არის ის ქვეყნები, სადაც იყო დიქტატურა, სადაც იყო ავტორიტარული ხელისუფლება, სადაც არჩევნები იყო მხოლოდ ფორმალური, ამიტომ ვერ ვიტყვით ზუსტად, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ამ ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური მდგომარეობა. ადრე მოხდება თუ გვიან, ეს ისევ ხალხზეა დამოკიდებული.

  • მედიის გარდა, არსებობს სხვა ინსტიტუციებიც – სკოლა, უნივერსიტეტი, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები, შეუძლიათ მათ არ იქონიონ ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან, თუკი არ აღიარებენ. და თუ ვწყვეტთ ამ ურთიერთობას, ეს რას ცვლის?

ნაწილი ალბათ იმოქმედებს ისე, როგორც იმ შემთხვევაში იმოქმედებდა, ხელისუფლება ლეგიტიმური რომ ყოფილიყო, ნაწილი ალბათ შეეცდება არ იმოქმედოს ასე. სხვა არაფრის თქმა შემიძლია.

ზოგადად ასეა, გამოთქმა რომ არის, ყველა ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება და ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას უნდა.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი ხელისუფლება გვეყოლება.

ჩვენ არაერთგზის გვითქვამს და როცა კონსტიტუციას ვასწავლით, იქ ვამბობთ ხოლმე, რომ კონსტიტუციები იმისთვის იწერება, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები, ხელისუფლება იმისთვის იქმნება, რომ მან დაიცვას ადამიანის უფლებები. მაგრამ მოგეხსენებათ, კონსტიტუცია ეს არის ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტი, რომელიც თავისთავს ვერ დაიცავს და თუ გვინდა, რომ დაგვიცვას კონსტიტუციამ, ხალხმა ანუ ჩვენ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია ნებისმიერი ხელყოფისგან.

ამჟამად ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა მოხდა კონსტიტუციის ხელყოფა.

  • გამოდის, რომ ამ კონსტიტუციის დასაცავად ხალხს მხოლოდ დაუმორჩილებლობის და გაფიცვის ბერკეტი დარჩა?

ასე გამოდის. სხვა გზა მე არ ვიცი.

უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში და ამის მიღწევის საშუალება არის ახალი, სამართლიანი არჩევნები.

აჭარის მაღალ სოფლებში თოვლის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, არ არის დენი, შეზღუდულია მოძრაობა

მეორე დღეა თოვს მაღალმთიან აჭარაში, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს.

შუახევსა და ხულოში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტების განცხადებით, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას დღის ბოლომდე მიეწოდება.

საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შეფერხებულია გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზე.

თოვისა და ქარბუქის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი – უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ხვალ გამოიდარებს.

„ოცნება“ ხალხის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის დანგრევას ცდილობს – ჩხიკვაძე

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ეხმიანება შალვა პაპუაშვილის ინტერვიუს, რომელშიც პაპუაშვილმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა და განაცხადა, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.

„პაპუაშვილს მინდა გამოვეხმაურო:

1. ევროკავშირი იქით შეგვეხვეწოს წევრობასო, რომ აცხადებს: ევროგაერთიანების/ევროკავშირის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს წევრობას შეხვეწოდნენ. ვერ გაიხსენებს ასეთს ვერც თქვენ და ვერც თქვენ ირგვლივ მყოფი ხალხი, ვისაც ევროკავშირი და ევროინტეგრაციის პროცესი ესმის. ისლანდიამ აგერ ახლახან და ნორვეგიამ წლების წინ, ორჯერ უარი თქვა ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ არავის დაუხევია მათთვის კალთები, გინდათ თუ არა, ევროკავშირის წევრები უნდა გახდეთო.

თქვენ წარმოიდგინეთ, აგერ ახლახან არც ბრიტანელებისთვის უთხოვიათ, დარჩითო. პირიქით, ევროკავშირში შესვლას იქით ცდილობენ ქვეყნები, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის განვითარების ის მოდელი, რომელიც მათ სჭირდებათ და გამოადგებათ. ევროინტეგრაცია იმიტომ უნდათ, რომ გაწევრიანების პროცესში რეფორმები მათ ეხმარებათ, უკეთესი გახდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთესი დემოკრატია გვექნებოდა საქართველოში, 9 ნაბიჯი რომ შეგვესრულებინა:

დამოუკიდებელი სასამართლო გვქონოდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი შეგექმნათ, ადამიანის უფლებების დაცული ყოფილიყო. ამით პირველ რიგში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვისარგებლებ(დი)თ და არა ვინმე, სადღაც პორტუგალიაში, სლოვენიაში, მალტაზე ან ფინეთში.

2. სუვერენიტეტს დავკარგავთო – არა, ბატონო შალვა. სუვერენიტეტს არ დავკარგავთ. სუვერენიტეტს გავაზიარებთ და ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ისე არა, როგორც სსრკ-ში იყო, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება რომ სავალდებულო გახლდათ და ჩვენ უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდით.

სუვერენიტეტი რომ დაეკარგა, უნგრეთი ვერ დაბლოკავდა მაგალითად უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. ვერც საბერძნეთი/ბულგარეთი შეუქმნიდა პრობლემებს ჩრდილოეთ მაკედონიას და ვერც სლოვენია – ხორვატიას. ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ერთხმად მიიღება.

შესაბამისად პატარა ქვეყნის ხმამ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დაბლოკოს.

3. თავისუფალ ვაჭრობას და ღვინის ექსპორტს დავკარგავთო. ღვინის დიდი ნაწილი (საქსტატის მონაცემებით ა.წ. იანვარ-ივლისში ღვინის ექსპორტის 81%) რუსეთზე მოდის. ეს არის ყველაზე არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელსაც მისი ხელისუფლება პოლიტიკური იარაღად იყენებს. ყველა ერიდება მასზე ჩამოკიდებას. შორს ნუ წახვალთ, მოლდოვას შეხედეთ, რომელმაც შეძლო, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 80%-დან 10%-ზე დაეწია და ცდილობს საერთოდ გაანულოს, ახალი ბაზრები მოიძიოს და, წარმოიდგინეთ, მექსიკაშიც კი დაიწყეს ექსპორტი.

ჩვენი უახლესი ისტორია გვეუბნება ყველაფერს. გახსოვთ ალბათ, 2006 წელს როგორ ჩაკეტა რუსეთმა ბაზარი, თითქოს ჩვენი ღვინო მათ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რეალურად კი – ჩვენს დასასჯელად, სუვერენული საგარეო პოლიტიკა რომ არ გაგვეტარებინა. რომელი სჯობს, 148 მილიონიანი რუსეთის არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც კრემლმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაგიკეტოს, თუ 450 მილიონიანი ევროკავშირის პროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა? ღვინის წარმოებისას ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება სჯობს, რომელიც მერე სხვა ბაზრებზეც გიხსნის წვდომას, თუ რუსული ბაზრის სტანდარტები და კორუფციული სქემები?

4. უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და შენგენს რაც შეეხება: ჯერ ერთი, ევროკავშირის წევრობა მომენტალურად შენგენის ზონის წევრობას არ ნიშნავს, შორს ნუ წახვალთ აგერ ბულგარეთს და რუმინეთს შეხედეთ, რა დრო დასჭირდათ ამისთვის (თითქმის 18 წელი). მერე მეორე თუ ამას მხოლოდ ტურიზმის კუთხით და სუფთად პრაგმატულად უყურებთ, ალბათ იცით, რომ მსოფლიოში ყველა ცდილობს, ისეთი პირობები შექმნას, რომ არა მაინცდამაინც რუსი ტურისტი მოიზიდოს, არამედ ამერიკელი, გერმანელი, ბრიტანელი, იაპონელი, ფრანგი, იტალიელი, კანადელი, ჰოლანდიელი და ბელგიელი. მარტივი მიზეზია – ითვლება, რომ ისინი ყველაზე ბევრს ხარჯავენ ტურისტულ მოგზაურობებში.

ასევე ჩინელებიც და გინახავთ ალბათ, რომ ჩინელები როგორღაც ახერხებენ ვიზის აღებას და ევროკავშირში მოგზაურობას.

ამ განცხადებას იმიტომ აკეთებთ, ან ხალხი დააბნიოთ და ევროინტეგრაციისადმი ნიჰილიზმი გააჩინოთ, ან ნაკლებად აანალიზებთ.

ნათელია, რომ ევროინტეგრაცია ხელისუფლებისთვის ტვირთია, რადგან რეფორმების გატარებას მოითხოვს და ამ რეფორმებმა შეიძლება თქვენს ძალაუფლებაში ყოფნას საფრთხე შეუქმნას.

ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ მაღალია. ერთ-ერთი ბოლო ბასტიონია, რის დანგრევასაც ცდილობთ. ზუსტად ეს არის, ეს კი იმიტომ გინდათ რომ მერე ხელ-ფეხი გაგეხსნათ და თქვათ, რომ ეს ხელისუფლებას კი არა, ხალხს აღარ უნდა ევროკავშირი“ – წერს ვანო ჩხიკვაძე.

ტურისტერი 2024: რას უნდა ველოდოთ წელს ტურიზმის სამიტისგან?

ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2024“ სულ მალე აიღებს სტარტს. სამიტის ფორმატი მოიცავს სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, ბიზნეს გამოფენას და ნეთვორქინგ საღამოს.

ტურისტერი 2024 საინტერესო მონაწილეებით და თემებით იქნება დატვირთული. 35-მდე უცხოელი და ადგილობრივი სპიკერი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას 3 ძირითადი საკითხის ირგვლივ:

  • ტექნოლოგიები ტურიზმში
  • მდგრადობა
  • წინსვლა

ტურისტერის მთავარ სცენაზე სპიკერებად წარდგებიან ტურიზმის სფეროს მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, Booking.com, AirDNA, Amadeus, და ა.შ.

Booking.com-ის წარმომადგენელი რუმინეთის ოფისიდან ისაუბრებს საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობის ტენდენციებზე. ასევე, თუ როგორ იყენებს Booking.com ხელოვნურ ინტელექტს სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ტურიზმში მდგრადი პრაქტიკის დასანერგად.

Amadeus-ის უფროსი მენეჯერი, გლობალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაგვიზიარებს საქართველოს ტურისტული ბაზრის თავისებურებებს, სეზონურობას, ასევე ისაუბრებს საქართველოს პოზიციონირებაზე კონკურენტ ტურისტული დანიშნულების ადგილებთან მიმართებაში. ამასთანავე, Amadeus მსმენელებს მიაწოდებს ინფორმაციას შემდგომი 6-12 თვის განმავლობაში ფრენების მოთხოვნაზე და ძიების ტენდენციებზე.

AirDNA-ის წარმომადგენელი, ჯეიმს კინერსლი, თავის გამოსვლაში აპარტოტელების და აპარტამენტების მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრებს ქალაქის პოზიციონირებაზე და ადგილობრივი ბაზრისთვის გაყიდვების პოტენციალზე. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ბათუმი და თბილისის სურათზე და მათ მიმართებაზე კონკურენტ ქალაქებთან.

გარდა სიტყვით გამოსვლებისა, სამიტის მსვლელობისას გაიმართება პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე: უნარები სტუმარმასპინძლობაში, მდგრადობა და ტექნოლოგიები, უძრავი ქონება და სტუმარმასპინძლობა, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლები სიღრმისეულად განიხილავენ აღნიშნულ თემებს.

სამიტზე ასევე გაიმართება ვორქშოფების სერია. სპეციალურად სასუტმროებისთვის ვორქშოპს გამართავს კომპანია Exely, რომელიც სასტუმროებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს მარკეტინგის და გაყიდვების გასაზრდელად. აპარტოტელების და ბინების მფლობელებისთვის განსაკუთრებით საინტერსო იქნება AirDNA-ს ვორქშოპი, სადაც კომპანიის წარმომადგენელი დამსწრეებს დეტალურად გააცნობს AirDNA-ს ხელსაწყოებს აპარტოტელების და ბინების უკეთ სამართავად. ამასთანავეე, მდგრადობის თემატიკას დაეთმობა ლურჯი ეკონომიკის ვორქშოპიც.

სიტყვით გამოსვლების, პანელური დისკუსების და ვორქშფოების გარდა, სამიტზე ბიზნეს გამოფენა გაიმართება, ხოლო ნეთვორქინგ საღამოზე დამსწრეებს ახალი საინტერესო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.

ღონისძების ჩატარების ადგილი და თარიღი:

  • 2024 წლის 6-7 დეკემბერი,
  • ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://tourister.ge/ka/home

ტურისტერი 2024-ის ორგანიზატორია” ა(ა)იპი „ტურიზმის ინსტიტუტი“ (www.tourisminstitute.ge ) და ციფრული მარკეტინგის სააგენტო „შინდი ( www.shindi.ge  ).“

გენერალური სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი.

სპონსორები: USAID, სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, გურუ ჰოლდინგი, Exely, TripCamp.

თოვის გამო კურორტ გოდერძისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რთული მდგომარეობაა წალკაშიც გზებზე.

„თბილისიდან წალკის მიმართულებით არავინ წამოხვიდეთ, ავარიებია გზებზე, ყოველ ერთ კილომეტრზე ჩაკეტილია გზა ნამქერის გამო“- წერს ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუქში.

ამ დროისთვის საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვს.

თოვს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში შაბათ-კვირას გამოიდარებს.

90 მისამართიდან შემოვიდა განცხადება დატბორვაზე – ბათუმის მერია

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მცირე მეწყრული პროცესები დაფიქსირდა, დაიტბორა ქალაქის ქუჩები, დაზიანდა მცენარეები.

ბათუმის მერიის ცნობით, 28 ნოემბრის ღამის მონაცემებით, მერიაში დაახლოებით 90 მისამართიდან შევიდა მოქალაქეების განცხადება მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით.

„თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური.

ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ბათუმელს, რა თქმა უნდა, აუნაზღაურდება და დაუკმაყოფილდება ის მოთხოვნები და ხარჯები, რაც სტიქიის შედეგად მიადგება“ – აქვეყნებს მერია ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კომენტარს.

ბათუმში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ხვალ, დილიდან გამოიდარებს.

 

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ნოემბრის 21 საათიდან 29 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა და მთაში – თოვა, დღისით კი გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2– 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში შაბათ-კვირას, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 736 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 9 450 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 19 306 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 20 852 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 255 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 005 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 661 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 765 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 186 ერთეული [+60]
  • სპეცტექნიკა – 3 697 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 773 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 515 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 631 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 762 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მე სიტუაციას არ ვუყურებ უიმედოდ”- ბათუმელი სტუდენტი

არჩილ ბერიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი და მოძრაობა „გუშაგების“ წევრია. არჩილი მონაწილეობდა ბსუ-ს სტუდენტურ პროტესტში. მათ პროტესტი 14 ნოემბერს დაიწყეს და 9 ღამე გაათიეს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდა.

არჩილ ბერიძეს ვკითხეთ, რას ფიქრობს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, როგორ ხედავს პროცესების განვითარებას და მის, როგორც მოქალაქის როლს.

  • არჩილ, როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაში ვართ ახლა? 

ჩემი აზრით, ახლა ქართველი საზოგადოება და საქართველოს სახელმწიფო არის ძალიან რთულ სიტუაციაში. ერთია პოლიტიკური კრიზისი, რაც გვაქვს ქვეყანაში და მეორეა, ამის პარალელურად რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”. ის გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან და მისი ყველა ქმედება უკვე არის არაკონსტიტუციური.

გვმართავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომლის მთავარი სურვილიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსების დაცვა და საქართველოში ისეთი მდგომარეობის შექმნაა, რომ ან ქვეყნიდან წავიდეთ, ან საქართველო მიუერთდეს რუსეთს და გახდეს ბელარუსის ტიპის სახელმწიფო.

ოპოზიციაშიც არის კრიზისი და რთული სიტუაცია, იმიტომ, რომ ოთხი განსხვავებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ დასხდნენ ერთად და ვერ შეთანხმდნენ. ეს პოლიტიკურ კრიზისზე უარყოფითად აისახება და ისედაც უიმედოდ განწყობილ საზოგადოებაში კიდევ უფრო აღვივებს უიმედობას, რადგან ჩვენ არჩევნებამდე გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და არჩევნების შემდეგ, როცა შედეგი დადგა სახეზე, განცდა გვქონდა, რომ ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დასხდებოდა, ითანამშრომლებდნენ ერთმანეთთან და ისაუბრებდნენ სამომავლო გეგმებზე. სწორედ ეს იყო, რისთვისაც გვინდოდა ჩვენ კოალიციური მმართველობა, მაგრამ ამ წუთას, ვფიქრობ, ოპოზიციურ ლიდერებს უფრო მეტი მართებთ…

ოპოზიციის მიღმაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

მაგალითად, ჩვენ რაც გავაკეთეთ ბათუმში, ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც არც ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისგან მართული არ ყოფილა, პირიქით, ჩვენმა პროტესტებმა უბიძგა პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოქმედება დაეწყოთ. ოთხივე ლიდერი გამოხმაურებოდა ჩვენს ამბავს, უფრო მკაფიოდ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია. ასე უნდა ვქნათ, როდესაც ზემოდან ქვემოთ არ ხდება რაღაც, ამ შემთხვევაში, ქვემოდან უნდა „მივაწვეთ“.

ნებისმიერი პროტესტი, სადაც შეგვიძლია დავაფიქსიროთ, იქნება ეს აუდიტორიებში, სამსახურში, ყველგან უნდა გამოვხატოთ მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, ჩვენი პოზიცია. 

უნდა გამოვხატოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით ამას და მერე გინდა თუ არ გინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს შეასრულოს ჩვენი დაკვეთა, სხვანაირად ჩვენს ხმებს ვერ მიიღებენ და ამიტომ არის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა მნიშვნელოვანი.

კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, ჩვენ თვითონ ჩავუდგეთ სათავეში პროცესებს, მოდერაცია გავუწიოთ პოლიტიკური პარტიების შეხვედრებს, იდეები შევთავაზოთ და მერე გამოჩნდებ,ა ვინ იღებს ამ იდეებს და ვინ – არა. ეს არის მთავარი, რაც შეიძლება ჩვენ ამ წუთას ვქნათ.

კიდევ ის შეგვიძლია, რომ ოპოზიციის გარეშეც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა დასავლელ პარტნიორებს. ჩვენი სტუდენტური პროტესტი ბათუმში მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო, იმიტომ, რომ ჟურნალისტები უცხოეთიდანაც დაგვიკავშირდნენ.

ახლა არ არის მოდუნების დრო. ახლა არის დრო პროტესტის ყველგან გამოხატვის. სადაც არ უნდა მივიდეთ, ჩვენი პოზიცია ყველგან მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ.

  • რაზე მეტყველებს პარლამენტის არალეგიტიმური შეკრება, მანდატების ცნობა, პრეზიდენტობის კანდიდატად ყაველაშვილის დასახელება? 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს არც კონსტიტუცია, არც ქართველი ხალხის შეხედულებები.

მეტიც, გუშინ გახდა ცნობილი, რომ განათლების სამინისტრომ ამოიღო ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო საკითხებიდან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ეხება საქართველოს იდენტობას, კულტურას და რუსეთს, დღეს კი გაუნათლებელი ადამიანი დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად.

ჩვენ ვნახეთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ მისთვის [ივანიშვილისთვის] პრიორიტეტი გაუნათლებელი ადამიანებია, რათა მარტივად დაემორჩილოს. მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უჭირავს ჩვენი ქვეყანა ერთი ხელით და პარლამენტსაც საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს, რაც სახელმწიფოსთვის დამღუპველია.

  • როგორ ფიქრობთ, ეს არის ფსკერი, თუ უარესებსაც უნდა ველოდოთ? როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას?

არა. ადრე მეგონა, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცას რომ გააკეთებდა, იმაზე უარესს ვეღარ იზამდა, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ კი, ამაზე უარესიც შეუძლია. ეს ფსკერი არ არის, უარესის გაკეთება შეუძლია, თუ დროზე არ გამოვფხიზლდებით ჩვენ, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიებიც.

უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ, რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა ოცნებამ და ჩვენ როგორ უნდა მოვახდინოთ ამის პრევენცია.

პირველ რიგში, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ქართულ ოცნებას მეტი შეუძლია, უარესის გაკეთება შეუძლია. შეუძლია რუსული დავალებები ისე განახორციელოს, რომ დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, რაც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დავალება იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა დროში გაწელილი პროცესია, რა თქმა უნდა.

ქართველები ზოგადად ემოციური და სპონტანური ხალხი ვართ და თუ ერთ მომენტში ვგრძნობთ საშიშროებას, მაშინვე შეგვიძლია დიდი წინააღმდეგობის გაწევა. სწორედ ამიტომ გაიწელა ეს ყველაფერი დროში, რომ ჩვენი მუხტი დაიკარგოს და ასე თუ ისე, ბიძინა აქამდე ახერხებდა და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ამას ვეღარ მოახერხებს, იმიტომ, რომ უარესი იქნება იდენტობის დაკარგვა, უარესი იქნება განათლების სისტემის ისე განადგურება, რომ მისი აღდგენა აღარ შეიძლებოდეს, უარესი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა სრულად. ალბათ, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ყველაფერი ისე გაანადგუროს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაიკარგოს.

მე სიტუაციას არ ვუყურებ უიმედოდ და ისე, თითქოს არაფრის გამოსწორება არ შეიძლება. ახლა ის დროა, როცა შეიძლება გამოსწორება, თუ ახლა გავჩუმდებით, მერე უკვე ამის იმედი აღარ მექნება.

  • თქვენ რას აპირებთ, როგორ ხედავთ ამ პროცესებში თავს? აპირებთ, რომ წინააღმდეგობრივ პროცესში დარჩეთ? 

როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი დავიწყეთ, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არ იყო ერთდღიანი ან ერთთვიანი პროცესი. თუ ვამბობთ, რომ ქვეყანა იღუპება, მას სჭირდება შესაბამისი რეაქცია და ბრძოლა.

რა თქმა უნდა, მე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, მინდა შევხვდე [ოპოზიციური] პარტიების ლიდერებსაც. მათზეცაა ბევრი რამ დამოკიდებული და მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ ერთმანეთთან. აქ საუბარი არ არის გაერთიანებაზე, ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე. ამის მომხრე არ ვარ. ხალხმა იმიტომ მისცა ხმა, რომ შექმნან კოალიციური მმართველობის ფორმა და თუ ახლა არ შეიქმნება ეს პრეცედენტი, ვერც შემდეგ ვერ მოახერხებენ.

ჩემი წილი იქნება მოწოდება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების. ყველა უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ.

ამ პროცესებზე კულისებიდან ყურება არ მგონია სწორი, არც ცალ-ცალკე სტრატეგიების განხორციელება. ეს არის საერთო საქმე და უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. პარალელურად, ხშირი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს დასავლელ პარტნიორებთან, რომ მათ დაინახონ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი. ისინი უყურებენ ყველაფერს – ხალხის რაოდენობას, ოპოზიციის პრინციპულობის. ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში და ლეგიტიმაცია მისცეს იმ პარლამენტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ცესკოს საშუალებით იყიდა.

ერთმანეთთან კომუნიკაცია აქამდე უნდა გვქონოდა, მაგრამ ახლაც არ არის გვიანი.

  • საპროტესტო აქციებზე იკლო ხალხის რაოდენობამ. დიდი ნაწილი საზოგადოების, პესიმისტურადაა განწყობილი. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს? 

ამაზე ორი მოსაზრება მაქვს. პირველი: ვინც ღიად ოპოზიციონერი არ არის, მაგრამ ოპოზიციონერ პარტიებს უჭერს მხარს და მისი პოზიცია დააფიქსირა მხოლოდ საარჩევნო უბნებზე და ღიად არ გამოხატავს სხვადასხვა მიზეზით, საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, ან არ უნდა, რომ პრობლემები შეექმნას, აქციაზე დგომას ვერ რისკავს.

მეორე მხრივ, მიზეზია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა, რაზეც ვისაუბრე. ბევრს ჰგონია, რომ ისევ 2020 წლის სცენარი განვითარდება და რამდენიმე თვის შემდეგ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ, თუმცა ასე არ მგონია. მაშინ საერთოდ სხვა მოცემულობა იყო, ახლა – რადიკალურად სხვა. მაშინ დასავლელი პარტნიორებიც ვერ ხედავდნენ კარგად იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. მე მგონია, რომ ომმა უკრაინაში ფარდა ჩამოხსნა ყველაფერს და დასავლელ პარტნიორებს დააჯერა, რომ “ქართული ოცნება” არა დასავლური, არამედ რუსული ხელისუფლებაა და ქართველი ხალხისთვის კარგის გაკეთება არ სურს.

მნიშვნელოვანია, აქციებით, კომუნიკაციით თუ სხვა ფორმებით ჯერ მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ ახლა უიმედობის დრო არ არის და დასავლელ პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ხალხი აქციებზე არ გამოდის არა იმიტომ, რომ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას აძლევს, არამედ იმიტომ, რომ რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა და შეიძლება ერთი დღე ადამიანისთვის 1-2 კვირის საკვების გამოცლა იყოს ხელიდან.

მე მესმის მათი ნაწილობრივ. ამიტომაც მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დასხდნენ ერთად. მესმის, რომ მათ მიმართ ნდობა შესუსტებულია, ოპოზიცია ნამდვილად იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ კრიტიკაზე მეტად მოწოდებას. საჯაროდ გველაპარაკონ, რაზე თანხმდებიან და თუ ვერ თანხმდებიან, ვინ აყირავებს სიტუაციას, რათა ვიცოდეთ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ.

______________

ფოტოზე: არჩილ ბერიძე სტუდენტურ საპროტესტო აქციაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

Exit mobile version