უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 738 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 030]
- ტანკი – 9 458 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 19 339 ერთეული [+33]
- საარტილერიო სისტემა – 20 886 ერთეული [+34]
- MLRS – 1 255 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 006 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 750 ერთეული [+89]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 851 ერთეული [+86]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 30 272 ერთეული [+86]
- სპეცტექნიკა – 3 700 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 649 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 36 882 უპილოტო საფრენი აპარატი
- 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 520 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 18 647 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 783 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.