დღეს საღამოს რას აკეთებთ?!

19 ივლისს, სასტუმრო „ინტურისტში“, კაფე „ბაკურიანში“ 21 საათზე, „სითი ლაივ ბენდის“, ასევე, აჩიკო ნიჟარაძის, „უანდერის“, დიჯეი რემბოს, ივენთი იმართება, დეპოზიტების ფასი 100 და 300 ლარია, მაგიდები 6-7 ადამიანზეა გათვლილი.

ასევე, დღეს და ხვალ 20 ივლისს, კლუბ „საბლაიმში“ პეტერბურგიდან ჩამოსული დიჯეი ვოგი დაუკრავს. შესვლის ღირებულება 20 ლარი, დეპოზიტის ფასი: 200, 300 და 700 ლარი.
ამავე კლუბში 22 ივლისს, დიჯეი უჯინრეი, 23 ივლისს კი დიჯეი ბენე და ნიკა დაუკრავენ. შესვლა გოგონებისთვის 10, ბიჭებისთვის 20 ლარი.

დუმბაძის კომენტარი: „არ არის გენით ქართველი“ და რეაქციის მოლოდინი

ავტორი: ნათია ზოიძე

სოციალურ ქსელებში ასეულობით ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც მურმან დუმბაძე  ყოფილი და მომავალი თანგუნდელის, რესპუბლიკელ გიორგი მასალკინის ეთნიკურობაზე აკეთებს კომეტარს. „გიორგი მასალკინი, არ მინდა ახლა ვთქვა, მოკლედ ვთქვათ, უნდა გავხსნათ რა, არ არის გენით ქართველი, ვერ მიხვდა ამან რა არის საქართველო“, – განაცხადა  სტუდია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მურმან დუმბაძემ.

ამ სიტყვებს წინ უსწრებდა გიორგი მასალკინის სატელეფონო ზარი, პოლემიკა სატელევიზიო ეთერით მურმან დუმბაძესა და გია  მასალკინს შორის  31 მარტის საპროტესტო აქციაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის გამო გაიმართა (მურმან დუმბაძე ამტკიცებდა, რომ აქციაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება“, საპირისპიროს ამბობდა გია მასალკინი, რომელიც ასევე  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია).

მურმან დუმბაძის განცხადებას ოფიციალური შეფასება ჯერჯერობით არც პოლიტიკური და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან  არ მოჰყოლია.

განცხადებიდან სამი დღის შემდეგ, „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლს დაუკავშირდა.
Continue reading “დუმბაძის კომენტარი: „არ არის გენით ქართველი“ და რეაქციის მოლოდინი”

დისკუსია ,,პრივატიზაციის პოლიტიკა საქართველოში“

პრესრელიზი
13.10.2011

ბათუმის პრესკაფეში გრძელდება დისკუსიების ციკლი ,,მედია და საზოგადოება“. ამჯერად, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სადისკუსიო თემად გთავაზობთ ,,პრივატიზაციის პოლიტიკას საქართველოში“.

დიკუსიაზე მოხსენებას გააკეთებენ დავით ნარმანია – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და სუნილ ტანკა – როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორი.

დოქტორ სუნილ ტანკა მოხსენებაში ისაუბრებს პრივატიზაციის პროცესის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: პრივატიზაციის მიზნების განსაზღვრა, პრივატიზაციის მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება,
დაინტერესებულ აქტორებთან ურთიერთობის დარეგულირება და საჯარო სექტორის რეფორმის განხორციელება.

Continue reading “დისკუსია ,,პრივატიზაციის პოლიტიკა საქართველოში“”

დილის 7 საათზე, უნივერსიტეტთან

[youtube https://www.youtube.com/watch?v=Daitg82g9g8&w=560&h=349] დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა და მათმა გულშემატკივრებმა დილის 7 საათიდან ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიყარეს თავი. გამოცდა 8 საათზე დაიწყო. სტუდენტები პირველ გამოცდას ქართულ ენაში აბარებენ.

დიდი მოთამაშე ნავთობის ბაზრიდან

ავტორი: ნანა კვაჭაძე 

ნაციონალური ყაზახური კომპანია „კაზტრანსოილის“ შვილობილი კომპანია, შპს „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგი“, ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ამ კომპანიას ეკუთვნის ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ნავთობტერმინალი. „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“  თავმჯდომარესთან, აბაი ტურიკპენბაევთან  ინტერვიუ გასულ კვირას შედგა.

ბატონო აბაი, მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და ნავთობტერმინალს თქვენი კომპანია მართავს, რამდენად გაუმჯობესდა კომპანიის ბიზნესსაქმიანობა და უკანასკნელ წლებში  რა ოდენობის თანხა შეიტანა თქვენმა კომპანიამ საქართველოს ბიუჯეტში?

– 2008 წელს ნაციონალურმა ყაზახურმა კომპანია „კაზრტანსოილმა“ შეისყიდა  აქტივები, მათ შორის ბათუმის პორტი 49-წლიანი ვადით და ბათუმის ნავთობტერმინალი. 2009 წლიდან ამ კომპანიებს ყაზახური მენეჯმენტი მართავს. რაც შეეხება თანხას, რომელიც ჩვენს კომპანიას შეაქვს ბიუჯეტში, რასაკვირველია, ეს ციფრი ყოველწლიურად იცვლება. 2008 წელს იყო 5 მილიონ 878 ათასი დოლარი,  2009 წელს – 2 მილიონ 179 ათასი, 2010 წელს –  2 მილიონ 242 ათასი, 2011 წელს -1 მილიონ 828 ათასი დოლარი. ბიუჯეტში შენატანი დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვაზე, რაც უფრო დიდია ტვირთბრუნვა, ბუნებრივია, მეტია შემოსავალიც და ბიუჯეტშიც შენატანიც.

– 2008 წლიდან რატომ შემცირდა შემოსავალი? Continue reading “დიდი მოთამაშე ნავთობის ბაზრიდან”

დიდების ობელისკის დემონტაჟი ბათუმში

ბათუმში, სანაპირო ზოლში მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟი მიმდინარეობს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ობელისკი სერგი მესხისა და 31 დეკემბრის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იქნას გადატანილი.

დეპუტატების ერთი კვირა

„პეტრე ზამბახიძეს კი არ ვახლდი, პეტრე მახლდა მე“, – ასეთი განმარტება მომცა უმაღლესი საბჭოს წევრმა ზაზა გოგოტიშვილმა მას შემდეგ, რაც მოსახლეობასთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვკითხე… აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მუშაობას “ბათუმელები” თვალს 13 ივნისიდან ადევნებდა; ავტონომიის საკანონმდებლო ორგანო ბათუმის ცენტრიდან ე.წ. „გოროდოკში“, თაბუკაშვილის ქ.# 19-ში, ყოფილი მე-15 სკოლის შენობაში განთავსდა, სადაც არასათანადო სამუშაო გარემოა. Continue reading “დეპუტატების ერთი კვირა”

დემოკრატიის ინსტიტუტი „ბათუმელების” საქმეზე აჭარის პროკურატურას მიმართავს

<object width=”560″ height=”315″><param name=”movie” value=”https://www.youtube.com/v/aFO7Mz6QgcA?version=3&amp;hl=en_US”></param><param name=”allowFullScreen” value=”true”></param><param name=”allowscriptaccess” value=”always”></param>[youtube https://www.youtube.com/watch?v=aFO7Mz6QgcA&version=3&hl=en_US]</object>

დემოკრატიის ინსტიტუტი საზღვაო აკადემიის რექტორს უჩივის

დემოკრატიის ინსტიტუტმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის  წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, 2012 წლის 26 იანვარს, ,,ტელეარხი 25’’-ის გადაცემა „დიალოგი“-ს პირდაპირ ეთერში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ნიკოლოზ წიკლაურმა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მისამართით საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, სატელევიზიო გადაცემის პირდაპირ ეთერში ნიკოლოზ წიკლაურმა განაცხადა: ,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ეტაპზე მიატოვეს (გულისხმობდა ილია ნარეკლიშვილს), რადგან არც გამოჩენილან, არც მობრძანებულან’’ (გულისხმობდა დემოკრატიის ინსტიტუტს).

„დემოკრატიის ინსტიტუტი, რომელიც პატიმრობაში მყოფ და პატიმრობიდან განთავისუფლებული პირების ადვოკატირებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ა.შ.) მხარდაჭერით მუშაობს, მნიშვნელოვნად უფრთხილდება ორგანიზაციისა და თანამშრომლების ავტორიტეტს, საქმიან რეპუტაციასა და ნდობის ხარისხს, რადგანაც სწორედ ზემოთაღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული ყოფილ პატიმართა მხრიდან ნდობის გამოვლენა, მათთან მიზნობრივი მუშაობა და რაც მთავარია, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიღწევა.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.

დემოკრატიის ინსტიტუტი სარჩელით მიმართავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვს, რომ დაევალოს ნიკოლოზ წიკლაურს იმავე ,,ტელეარხი 25’’-ის პირდაპირი ეთერით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფორმატის გადაცემაში, გააკეთოს საჯარო განცხადება, რომლითაც უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

დელფინის მეორე სიცოცხლე

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

[youtube https://www.youtube.com/watch?v=ZTJKvX8S6Oc&w=420&h=315] არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას” მონიტორინგის შედეგებით, გასულ წელს საქართველოს სანაპიროებზე წყალმა 121 დელფინი გამორიყა, მათ შორის 75 პროცენტი შავი ზღვის ღორი, ანუ დელფინის ის სახეობა იყო, რომელიც, როგორც გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს და საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი. შავი ზღვის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის ალექსანდრე ბირკუნის ინფორმაციით, რომელიც მან „ფლორა და ფაუნას” მიაწოდა, იგივე მდგომარეობაა შავი ზღვის სხვა სანაპიროებზეც.

15 ცოცხალი დელფინიდან „ფლორა და ფაუნას” სპეციალისტებმა შვიდი დელფინის ზღვაში დაბრუნება შეძლეს. ვიდეოზე ასახულია, როგორ აბრუნებენ რეაბილიტირებულ დელფინს ორგანიზაციის თანამშრომლები შავ ზღვაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, გამორიყული დელფინის უკან დაბრუნების ეფექტიანობა დაბალია – “შავ ზღვაში სხვა სიტუაციაა. აქ ადგილი აქვს მორბილ-ვირუსულ ინფექციას, რომელიც შავი ზღვის ძუძუმწოვრებს ანადგურებს.”

სპეციალური ლაბორატორია, რომელიც დაღუპული დელფინების ვირუსულ-ინფექციურ მდგომარეობას შეისწავლის, საქართველოში არ არსებობს.

ვრცელი სტატია ამ თემაზე წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების” ნაციონალურ ვებგამოცემაზე www.netgazeti.ge 

მასალაში გამოყენებული ვიდეოკადრები ეკუთვნის ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას”. 

დელფინებს რეკლამა არ სჭირდებათ

ავტორი: ლელა დუმბაძე
ბათუმის დელფინარიუმში დელფინების წარმოდგენაზე ბავშვებს მოზარდები და ტურისტები სჭარბობენ. წარმოდგენები იმართება ყოველდღე, დღის 12 საათზე და საღამოს 5 საათზე, გარდა ორშაბათისა. ექვს წლამდე პატარებისთვის დელფინების სანახაობაზე დასწრება უფასოა, ხოლო სხვებს 12 ლარის გადახდა უწევთ, ეს ბილეთის ფასია.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=GYY9AoAmUJQ&w=560&h=349]

ამავე სახელწოდების სტატია იხილეთ გაზეთ „ბათუმელებში”

დელფინარიუმთან დაკავშირებული ცვლილება

ავტორი: ნათია ზოიძე

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშნისთვის ემზადება. თუმცა პროგრამაში გარკვეული კორექტივები შევიდა, გაზეთი „ბათუმელები“ გარემოს დაცვის სამმართველოში ორი თანამშრომლის საუბარს შეესწრო:

Continue reading “დელფინარიუმთან დაკავშირებული ცვლილება”

დეკორაცია ეკოლოგიის ნაცვლად და იტალიური ნანდინები ბათუმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

გასულ წლებში ბათუმის ქუჩებში ასეულობით ხე გაიჩეხა, წელს კი ერთი ძირი იტალიური აკაციის შესაძენად, რომლითაც რუსთაველის ქუჩის გამწვანება იგეგმება, ქალაქის ბიუჯეტიდან 552, 56 ლარი დაიხარჯება. ძველი ბათუმის, რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩების გამწვანებისთვის მერიამ ხე-მცენარეები ორ კომპანიას  დაუკვეთა, რისთვისაც მთლიანობაში ბიუჯეტიდან 1 053862,00 ლარი გამოიყო. გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით მცენარეების შესაძენად ტენდერს კიდევ რამდენჯერმე გამოაცხადებენ. პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობისა და ქალაქის გაფორმებისათვის 2012 წლის ბიუჯეტში 10 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.  Continue reading “დეკორაცია ეკოლოგიის ნაცვლად და იტალიური ნანდინები ბათუმში”

დევნილების ახალი უბანი

ბათუმში დევნილებისთვის 22 ახალი კორპუსი შენდება
ავტორი: ლელა დუმბაძე

დევნილთა ახალ დასახლებაში 608 ბინა შენდება. აქ საცხოვრებელს 150-მდე ის ოჯახი მოითხოვს, რომლებიც 2006 წელს სასტუმროებიდან სპეცრაზმის მეშვეობით გამოასახლეს. მათ სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 7 000 დოლარი გადაუხადა. კომპენსირებულ დევნილთა უმეტესობა დღემდე საკუთარი სახლის გარეშეა დარჩენილი. აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამეტში აცხადებენ, რომ ამ ოჯახების მოთხოვნებს სახელმწიფო გადახედავს. Continue reading “დევნილების ახალი უბანი”

დაუჯდება თუ არა მინისტრ გოგა ხაჩიძეს გულგრილობა უფლებების ფასად

ავტორი:ნათია ზოიძე

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მოგვაქციოთ ყურადღება. აუტანელი გახდა ჩვენს უბანში ცხოვრება, დაინვალიდდნენ ბავშვები. საქმე ეხება თქვენთან დაყენებულ საკითხს ნავთობის სუნთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იგი იგრძნობა ღამის საათებში, როცა გემს ტვირთავენ ტერმინალიდან. თქვენს თანამშრომლებს არაერთხელ ვთხოვეთ საკითხის მოგვარება… როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“, Continue reading “დაუჯდება თუ არა მინისტრ გოგა ხაჩიძეს გულგრილობა უფლებების ფასად”

დატყვევებული წიგნები მასწავლებლებისთვის

ავტორები: ეთერ თურაძე, ანი ბერუკაშვილი

2009-2010 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მსოფლიო ბანკის დახმარებით იაპონიისგან გრანტი მოიპოვა და 67 ახალი სახელმძღვანელო თარგმნა. წიგნების თარგმნაში 500 000 დოლარი დაიხარჯა, თუმცა წიგნები დღემდე არ გამოცემულა. სიმონ ჯანაშიას აზრით, „ამ წიგნების დაბეჭდვის თანხა სახელმწიფოს უნდა ეპოვნა, რაც არანაირი პრობლემა არ იყო წინა წლებში – 2011 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტი 1.3 მილიონი იყო“. Continue reading “დატყვევებული წიგნები მასწავლებლებისთვის”

დატყვევებული ქართველების მდგომარეობა კრიტიკულია

ამერიკის ხმა

წლისა და სამი თვის წინ სომალიში ტყედ ჩავარდნილი მეზღვაურების ოჯახები და ნათესავები, პროტესტის ღია ფორმებზე გადადიან. ბათუმში გამართული საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, მიტინგი თბილისშიც იგეგმება. დატყვევებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობა დაპირებების მეტს არაფერს აკეთებს. გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრემიერს წერილით მიმართა, სადაც სომალიში დატყვევებული 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის განთავისუფლებაში დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ, გავლენიანი თურქული გამოცემა „ვათანი“ იუწყება (იხილეთhttps://haber.gazetevatan.com/saakasviliden-erdogana-somalili-korsan-mektubu/409807/1/Gundem). თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს.  

Continue reading “დატყვევებული ქართველების მდგომარეობა კრიტიკულია”

დასაქმება? – წადით თურქეთში

გურამ დუმბაძე, შუახევის რაიონი სოფელი ჩანჩხალო

დამერწმუნებით ყველა, რომ მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. ამ მხრივ შემაშფოთებელი მდგომარეობაა სოფლად და ქალაქად.
გასულ წელს ჩვენი სოფლიდან თურქეთში 50-ზე მეტი ახალგაზრდა იყო „დასაქმებული“. ეს რიცხვი მიმდინარე წელს საგრძნობლად გაიზარდა. ასეა რაიონის თითქმის ყველა სოფელში.
Continue reading “დასაქმება? – წადით თურქეთში”

დასაქმება „ნაციონალურად“

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. 45-იდან 60 წლის ასაკამდე ადამიანები, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან ივლისამდე დასაქმდებიან, გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან. ეს პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც პარლამენტში უკვე მესამე მოსმენაზე გავიდა.

რას ნიშნავს ხელისუფლების ახალი ინიციატივა და არის თუ არა ეს ინიციატივა მხოლოდ წინა საარჩევნო პიარი? ეკონომისტ პაატა აროშიძის აზრით, ხელისუფლების ამ ინიციატივას არც დადებითი მხარე აქვს და არც უარყოფითი. „ეს ბიზნესისთვის ხელისშემწყობი არ არის, რადგან  საშემოსავლოს მხოლოდ ფიზიკური პირი იხდის, ბიზნესი კი მოგების გადასახადს. როცა ადამიანები გათავისუფლდნენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ვინც კომპეტენტური იყო ისინი ისედაც კერძო სტრუქტურაში დასაქმდნენ. ამიტომ, ეს არის პიარზე გათვლილი განცხადება. სად გამოინახება ექვს თვეში ამდენი სამუშაო ადგილი, რომ დასაქმების პრობლემაზე აისახოს. თუ დასაქმდება ვინმე, ეს მაინც მოკლევადიანი იქნება და დიდ შედეგს არ მოიტანს. ალბათ ისევ ხელისუფლებას ექნება რაღაც მოკლევადიანი პროექტები“.

დაპირისპირება პარლამენტში – „გაღლეტილი ვანო“ და ოპოზიცისთვის გამზადებული ხარისხიანი ტალახი

“დღეს თქვენ ხართ ერთ –ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობს მედიამაგნატ „რუსთავი2“–ს , რომელიც თქვენს კლასელზე გაქვთ გაფორმებული“, – განუცხადა ჯონდი ბაღათურიამ მიხეილ საკაშვილს პარლამენტში დებატების დროს. ბაღათურიას ეს გამოსვლა პრეზიდენტს და დეპუტატს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა
ბაღათურიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, როდესაც ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბიზნესები არ ჰქონდათ. Continue reading “დაპირისპირება პარლამენტში – „გაღლეტილი ვანო“ და ოპოზიცისთვის გამზადებული ხარისხიანი ტალახი”

დამატებით მილიონები ანბანის კოშკისთვის

ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში
ნათია ზოიძე
2012 წლის ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომ გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე შეაქვს. 17 თებერვალს ბათუმის საკრებულომ დაახლოებით 11 მილიონამდე თანხა ხელმეორედ გადაანაწილა. Continue reading “დამატებით მილიონები ანბანის კოშკისთვის”

დაკავებული და გათავისუფლებული მალხაზ გულაშვილი

ნეტაგზეთი

დღეს, 27 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნილი მალხაზ გულაშვილი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. Continue reading “დაკავებული და გათავისუფლებული მალხაზ გულაშვილი”

დაიპყრობს თუ არა „ბარამბო” ბულვარს

ავტორი: ირმა ზოიძე 

„ბაზრობაზე თეთრი ქოლგები იყიდება და ის შეიძინეთო, გვეუბნებიან. ეტყობა, ფირმებთან ვერ შეთანხმდნენ და ყველა უნდა დაგვაზარალონ. ვლაპარაკობ და ვკანკალებ ნერვიულობისგან. გავწამდით. ყოველ წელს რაღაც ახალ მოთხოვნებს ველით, მაგრამ ის რაც წელს ხდება, წარმოუდგენელია. ბულვარში მხოლოდ „ბარამბოს“ ნაყინს აძლევენ მაცივრების დადგმის ნებართვას. „ნესტლეს“ ნაყინი კარგად იყიდება, მაგრამ ის თურმე არ უნდა გავიდეს. ჩემი ჯიხური ძალიან პატარაა. მხოლოდ წვენის სამი მაცივრის დადგმა მოვახერხე, ნაყინზე კი წელს უარი უნდა ვთქვა. ჯიხურში ადგილი აღარ მრჩება“, – ამბობს ერთ-ერთი ჯიხურის მფლობელი, რომლის ვინაობასაც ერთი მოტივით არ ვასახელებთ: მას ეშინია, რომ საქმიანობას აუკრძალავენ.

Continue reading “დაიპყრობს თუ არა „ბარამბო” ბულვარს”

დაზარალებული ითხოვს დაკითხვას

18 ივნისს ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მომხდარი ხულიგნური თავდასხმის გამო ბეგლარ ნაგერვაძე თითქმის ერთი თვეა ლოგინსაა მიჯაჭვული. ფაქტის შესახებ ხელვაჩაურის პოლიციაში ოპერატიულად გაიგეს, თუმცა როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ პოლიციაში ურჩიეს, რომ არ იჩივლონ. დაზარალებულები ეჭვობენ, რომ პოლიცია მოძალადე მხარის ინტერესებს იცავს.

 ავტორი: ემზარ დიასამიძე

Continue reading “დაზარალებული ითხოვს დაკითხვას”

დავიწყებული პრეზიდენტი და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი

გუშინ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 73 წელი შეუსრულდა.  ეს დღე იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი  კითხვით „გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ ,რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დადებითად უპასუხა.   გამოკითხვაში აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა.  ამ რეფერენდუმის საფუძველზე ამავე წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი უახლოესი წარსული არცერთ ტელევიზიას   არ გაუშუქებია.

დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძის შესახებ

დღეს რეპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილი საგანგებო განცხადება გაავრცელა რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილ დეტალებზე საჯარო საუბარი ხელს არ უწყობს საერთო საქმეს და დღემდე ამიტომაც ვდუმდი, მედიაში მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი: Continue reading “დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძის შესახებ”

დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობას გამოეთიშა

დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების წევრმა თბილისის საკრებულოში, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა და მთავარი კომიტეტის შემადგენლობა დატოვა ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობასთან „რადიკალურად განსხვავებული პოზიციების“ გამო. Continue reading “დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობას გამოეთიშა”

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

<!** Image 1 align="" width="527" height="395" >

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

<!** Image 1 align="" width="527" height="395" >

დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს მისი მიწვევით. საუბარი ორი საათი მიმდინარეობდა. მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად ბიძინა ივანიშვილსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის.

Continue reading “დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ”

დავით ბაქრაძის ვიზიტი კამერების გარეშე

ავტორი: ლელა დუმბაძე
სამ თებერვალს აჭარაში მყოფი დავით ბაქრაძე, მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს კამერების მიღმაც შეხვდა. შეხვედრა ბათუმის დარმატული თეატრის დარბაზში გაიმართა, რომელსაც საჯარო მოხელეების გადრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პარლამეტის თავმჯდომარეს და მის სტუმრებს, თეატრის დარბაზი უსასყიდლოთ დაუთმეს.„მოსახლეობასთან იყო შეხვედრა საჭირბოროტო საკითხებზე და არა მარტო ამაზე, ყველაფერზე, შეიძლება წინასაარჩევნოც იყო. გიორკი კირთაძე და გელა დეკანაძეც ესწრებოდნენ უშუალოდ და შეგიძლიათ ინტერვიუ მასთან ჩაწეროთ“-განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი მექვაბიშვილმა. თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ნაცმოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, გელა გეკანაძემ, დავით ბაქრაძესთან თეატრში შეხვედრის ფაქტი უარყო: „ვიცი რომ მოსახლეობას ხვდებოდა, მაგრამ მე არც ორგანიზებაში მიმიღია მონაწილეობა და არც შეხვედრაში“. ხოლო კითხვაზე, ვინ გაუწია ბაქრაძისა და მოსახლეობის თეატრში შეხვედრას ორგანიზება, საკრებულოს თავმჯდომარე და „ნაცმოძრაობის“ რეგიონალური ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე პასუხობს: „მე არ ვესწრებოდი შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გერმანიაში ვიმყოფებოდი. როგორც ვიცი შეხვედრა იყო მოსახლეობასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე“.

Continue reading “დავით ბაქრაძის ვიზიტი კამერების გარეშე”

დავით გამყრელიძე – ივანიშვილის შიშით გამკაცრებული კანონი

ავტორი:ნათია ზოიძე
„მე მაინტერესებს ეს ნორმა და კანონი რომ გამკაცრდება, თუ გავრცელდება ხელისუფლების მხრიდან ქრთამის გაცემაზე. თუ გავრცელდება მე მივესალმები“, – „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ ეს განცხადება ბათუმში გააკეთა. მისი თქმით, „ახალ მემარჯვენეებს“ არ აქვს  იმის თანხა, რომ მოისყიდოს  ამომრჩეველი ფულით ან საჩუქრებით… ხელისუფლება კანონს საარჩევნო სუბიექტებს  ბიძინა  ივანიშვილის შიშით  უმკაცრებს  (სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქრთამის მიცემა მოსყიდვის მიზნით ისჯება კანონით 7-დან 11 წლამდე).

Continue reading “დავით გამყრელიძე – ივანიშვილის შიშით გამკაცრებული კანონი”

დაგვიანებული და უცნობი „კარდაკარი“

ავტორი :ნათია ზოიძე

ბათუმი. ტაბიძის ქუჩა #15, ბინა-13 _ ეს მისამართი წინა არჩევნების დროს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, რომლებიც არჩევნებს საქართველოში აკვირდებოდნენ. იურიდიულ მისამართზე 113 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ბათუმელებმა“ ეს იურიდიული მისამართი ისევ გადაამოწმა, აქ ახლა 75 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა რეალურად ორი ადამიანი ცხოვრობს. Continue reading “დაგვიანებული და უცნობი „კარდაკარი“”

დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე ჯეოსტარში?

ბათუმელი მომღერალმა ნიკო ბერიძემ ჯეოსტარი გასულ კვირას დატოვა. კონცერტზე შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ფეისბუქზე გაჩნდა ე.წ. „ფან-ფეიჯი“ „დააბრუნეთ ნიკო“, რომელსაც უცებ ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. დღესდღეობით გვერდის მომწონეთა რაოდენობა 10 ათას ადამიანს შეადგენს. მათი მთავარი მოთხოვნა კი ჯეოსტარში ნიკოს კვლავ დაბრუნებაა. დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე პროექტში და რა მოუტანა მას პროექტმა, ამის შესახებ თავად ნიკოს ვესაუბრეთ.

ტარიელ ცეცხლაძე

 – ნიკო როგორ ფიქრობ რა იყო შენი პროექტის დატოვების მიზეზი? რატომ არ გამოაგზავნეს ესემესები შენმა მხარდამჭერებმა?
– ბევრი მეკითხება. მაგრამ პასუხი ნამდვილად არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ფიქრობდა მაინც ცნობილია „ქეთო და კოტეში“ კოტეს როლს თამაშობს და გაიმარჯვებსო. საერთოდ კონკურსებში კონკურსანტებს ძირითადად ხმები შემოდით საახლობლოდან და ძალიან ცოტა ამესიჯებს ვისაც აქვს ფული. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში კიდევ ძალიან ცოტას აქვს ფული. მე, როცა პროექტში წავედი ოჯახში ვუთხარი, რომ ეხლა არ დაიწყოთ ფულის სესხება და მესიჯების გამოგზავნა მეთქი. მე ძირითადად ხმები უცხო ადამიანებისგან შემომდიოდა და არა ოჯახისაგან. დიდი მადლობა ქედას და ხულოს გამგებლებს, რომლებმაც დამეხმარნენ ხმების მიღებაში და პიარ აქციები ჩაატარეს მაღალმთიანეთში.
Continue reading “დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე ჯეოსტარში?”

დააზარალა თუ არა ჟურნალისტის კარიერა “ჯეოსტარმა”?

ავტორი: ტატო ცეცხლაძე

რადიო თავისუფლების ბლოგერის ნიკო ნერგაძის ჯეოსტარში გამოჩენას სოციალურ ქსელებში სხვადასხვა რეაქცია მოყვა. ბევრს ნიკოს ახალ ამპლუაში გამოჩენა გაუკვირდა, ზოგს კი მისი მკაცრი იმიჯი. მეტსახელად მას „ბედ ნიკო“ შეარქვეს, თავისი კრიტიკული შეფასებების გამო. თავად ნიკო ს კი უჭირს არგუმენტირებული პასუხის გაცემა რატომ უნდა ეთქვა უარი, და იმ ადამიანებისგანაც დასაბუთებულ პასუხს ელის ვინც ნიკო ამ პროექტში ჩართვა გააპროტესტა.

რადიო თავისუფლების ბლოგების მკითხველისათვის და არამარტო მათთვის, საკმაოდ მოულოდნელი იყო თქვენი ახალ ამპლუაში ნახვა. ვისგან მიიღეთ შემოთავაზება რუსთავი 2-ის ერთ-ერთ პოპულარულ შოუში მონაწილეობაზე და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი ამ პროექტში ჩართვისას?

Continue reading “დააზარალა თუ არა ჟურნალისტის კარიერა “ჯეოსტარმა”?”

Exit mobile version