სიახლეები

დავით გამყრელიძე – ივანიშვილის შიშით გამკაცრებული კანონი

30.05.2012
დავით  გამყრელიძე – ივანიშვილის შიშით გამკაცრებული კანონი

ავტორი:ნათია ზოიძე
„მე მაინტერესებს ეს ნორმა და კანონი რომ გამკაცრდება, თუ გავრცელდება ხელისუფლების მხრიდან ქრთამის გაცემაზე. თუ გავრცელდება მე მივესალმები“, – „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ ეს განცხადება ბათუმში გააკეთა. მისი თქმით, „ახალ მემარჯვენეებს“ არ აქვს  იმის თანხა, რომ მოისყიდოს  ამომრჩეველი ფულით ან საჩუქრებით… ხელისუფლება კანონს საარჩევნო სუბიექტებს  ბიძინა  ივანიშვილის შიშით  უმკაცრებს  (სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქრთამის მიცემა მოსყიდვის მიზნით ისჯება კანონით 7-დან 11 წლამდე).

ბათუმელები.გე-ს კითხვაზე, მიიღებს თუ არა დავით გამყრელიძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, გამყრელიძემ თქვა: ეს  დამოკიდებული იქნება როგორ  და რა გარემოში ჩაივლის 2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს დღეს ბათუმში კიდევ ერთხელ მოუწია ივანიშვილის ბრალდებაზე, ხელისუფლებასთან  გარიგების  შესახებ, პასუხის გაცმა. დავით გამყრელიძე: „მე ძალიან ბევრი ეჭვი მაქვს. ყველაფერზე რომ ვისაუბრო, ალბათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ბევრი.  ჩვენი სამიზნე სააკაშვილია და არა ივანიშვილი“.

გამყრელიძემ არ დააკონკრეტა ვინ აღმოჩნდებოდა უხერხულ მდგომარეობაში.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში დავით გამყრელიძე თავისი პარტიის აქტივს უკვე ორჯერ შეხვდა აჭარაში. დღეს სასტუმრო „რედისონში“ პარტიის ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

აჭარის რეგიონულ ორგანიზაციას სულ 300-მდე წევრი ჰყავს.

გაზეთ „ბათუმელების“ გამოკითხვაში, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ ლიდერს დაუჭერდით მხარს, 171 რესპონდენტიდან ბათუმში „მემარჯვენეების“ ლიდერმა მხოლოდ ერთი ხმა მიიღო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.