სიახლეები

დასაქმება? – წადით თურქეთში

30.05.2012 • • 1489
დასაქმება? – წადით თურქეთში

გურამ დუმბაძე, შუახევის რაიონი სოფელი ჩანჩხალო

დამერწმუნებით ყველა, რომ მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. ამ მხრივ შემაშფოთებელი მდგომარეობაა სოფლად და ქალაქად.
გასულ წელს ჩვენი სოფლიდან თურქეთში 50-ზე მეტი ახალგაზრდა იყო „დასაქმებული“. ეს რიცხვი მიმდინარე წელს საგრძნობლად გაიზარდა. ასეა რაიონის თითქმის ყველა სოფელში.
თურქეთიც რომ არ იყოს რა გვეშველებაო, თავს იმშვიდებს ზოგიერთი. ჩემი აზრით, ეს ფაქტი მეტად არასასურველი, დამაფიქრებელი და აუცილებლად მოსაგვარებელია. კონკრეტული მაგალითების (თურქეთში ახალგაზრდობის მუშაობის საკითხზე) დასახელებისაგან თავს შევიკავებ.
ახალგაზრდობა ჩვენთან უნდა დავასაქმოთ. ბათუმში მშენებლობის ბუმია და ნუთუ მუშახელი არ ესაჭიროებათ. მე მგონი, ჩაის მოკრეფას ჩვენთანაც შეძლებენ ჩვენი მეჩაიები.
მოსახლეობის, ახალგაზრდობის სახელით ვთხოვ აჭარის მთავრობას, შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ ეს საკითხი და გამონახონ გზები ჩვენი ახალგაზრდობის სამშობლოში დასასაქმებლად.
სირცხვილია, ამდენი ახალგაზრდა უწყვეტ ნაკადად თურქეთში ფულის საშოვნელად რომ მიედინება.

გადაბეჭდვის წესი