სიახლეები

დიდი მოთამაშე ნავთობის ბაზრიდან

30.05.2012 • • 1549
დიდი მოთამაშე ნავთობის ბაზრიდან

ავტორი: ნანა კვაჭაძე 

ნაციონალური ყაზახური კომპანია „კაზტრანსოილის“ შვილობილი კომპანია, შპს „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგი“, ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ამ კომპანიას ეკუთვნის ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ნავთობტერმინალი. „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“  თავმჯდომარესთან, აბაი ტურიკპენბაევთან  ინტერვიუ გასულ კვირას შედგა.

ბატონო აბაი, მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და ნავთობტერმინალს თქვენი კომპანია მართავს, რამდენად გაუმჯობესდა კომპანიის ბიზნესსაქმიანობა და უკანასკნელ წლებში  რა ოდენობის თანხა შეიტანა თქვენმა კომპანიამ საქართველოს ბიუჯეტში?

– 2008 წელს ნაციონალურმა ყაზახურმა კომპანია „კაზრტანსოილმა“ შეისყიდა  აქტივები, მათ შორის ბათუმის პორტი 49-წლიანი ვადით და ბათუმის ნავთობტერმინალი. 2009 წლიდან ამ კომპანიებს ყაზახური მენეჯმენტი მართავს. რაც შეეხება თანხას, რომელიც ჩვენს კომპანიას შეაქვს ბიუჯეტში, რასაკვირველია, ეს ციფრი ყოველწლიურად იცვლება. 2008 წელს იყო 5 მილიონ 878 ათასი დოლარი,  2009 წელს – 2 მილიონ 179 ათასი, 2010 წელს –  2 მილიონ 242 ათასი, 2011 წელს -1 მილიონ 828 ათასი დოლარი. ბიუჯეტში შენატანი დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვაზე, რაც უფრო დიდია ტვირთბრუნვა, ბუნებრივია, მეტია შემოსავალიც და ბიუჯეტშიც შენატანიც.

– 2008 წლიდან რატომ შემცირდა შემოსავალი?

– 2008 წელს ამუშავდა ყულევის ნავთობტერმინალი, რომლის ერთ-ერთი აქციონერიც არის კომპანია „სოკარი“, აზერნაიჯანული ნავთობკომპანია. შესაბამისად  გაიყო ბაზარი, ტვირთბრუნვა შემცირდა, რადგან აზერბაიჯანულმა კომპანიამ ნავთობის გადატანა დაიწყო თავისი ტერმინალიდან. ამიტომაც დაიწყო 2008 წლიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება და შესაბამისად, ბიუჯეტში შენატანის.

როგორ ნაწილდება საქართველოში ბაზარი  თქვენს კომპანიასა და  „სოკარს“ შორის?

– დაახლოებით 5 მილიონი ტონა ჩვენ გადაგვაქვს, დაახლოებით 3 მილიონი ტონა – ყულევის ნავთობტერმინალს. გარდა ამისა, ფოთში არის ტერმინალი ნათელი ნავთობპროდუქტებისთვის, რომელიც ძირითადად მუშაობს იმპორტზე საქართველოსა და სომხეთში და ასევე ავღანეთში, სადაც ამარაგებს ნატოს სამხედრო ბაზებს. ყულევის ტერმინალი ასევე ამუშავეს ყაზახურ ნავთობსაც „თენგიზშევროილიდან“, ამ წარმოშობის ნავთობის 70 პროცენტს ჩვენ ვამუშავებთ, 30 პროცენტს – ყულევის ტერმინალი. ასე რომ, ბაზრის განაწილება გვიწევს და ეს ციფრები რა თქმა უნდა, იცვლება.

რომელი  ქვეყნებიდან  ხორციელდება ნავთობის ექსპორტი და ძირითადად რომელ ქვეყნებში გადის ნავთობი ბათუმიდან?

– ტვირთბრუნვის 60 პროცენტს შეადგენს ყაზახეთის ნავთობი. ჩვენ ვართ ოპერატორები, მოგვაქვს ნავთობი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან და აქედან მის წაღებას უკვე  მფლობელები განსაზღვრავენ. ძირითადი მარშრუტებია შავი ზღვის აუზის ქვეყნები და იტალიის, საბერძნეთისა და ისრაელის პორტები. ასევე გადაგვაქვს აზერბაიჯანული ნავთობიც, გვაქვს ხუთწლიანი კონტრაქტი კომპანია „ExxonMobil“, რომელიც ახორციელებს ნავთობის ექსპორტს ბაქო-სუფსის მილსადენით, ესაა დაახლოებით მილიონი ტონა. ასევე გადაგვაქვს თურქმენული ნავთობი და ვმუშაობთ იმპორტზეც, ძირითადად ნავთობპროდუქტებს ყაზახური ქარხნებიდან ვიღებთ, რომლებიც რუმინეთში მდებარეობს.

გარემოსდამცველები ხშირად აკრიტიკებენ ტერმინალს, ბარცხანის დასახლებაში მოსახლეობას წლების მანძილზე აქვს პრეტენზია ტერმინალთან, ძლიერი სუნის გამო, რომელიც პერიოდულად ვრცელდება ამ ტერიტორიაზე. რატომ ვერ ახერხებს ტერმინალი გარემოსდამცველებისა და მოსახლეობის პრეტენზიების გათვალისწინებას?

– ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს. ჩვენი ტერმინალი დგას შუაგულ ქალაქში, ტერმინალი ძველია, მე-19 საუკუნის ბოლოს ძმები ნობელების მიერაა აგებული. მაშინ როცა ამ ტერმინალს აგებდნენ, აქ არ იყო ქალაქი, მაგრამ დროთა განმავლობაში ტერმინალი აღმოჩნდა ქალაქის საზღვრებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკოლოგიაზე არავინ ფიქრობდა, რომ გაჩვენოთ ძველი ფოტოები, მათზე დაინახავთ ნავთობის უზარმაზარ გუბეებს. ბუნებრივია, მიწა 1,5-2 მეტრის სიღრმეზე ნავთობითაა გაჟღენთილი. ნავთობი ხვდებოდა მდინარეშიც და როცა ჩვენ მოვედით, პირველ რიგში, ვეცადეთ ისტორიული დაბინძურების წყარო აღმოგვეფხვრა.  2010 წელს  გავაკეთეთ ბეტონის ბარიერები და აღმოვფხარით დაბინძურების წყაროები. 2009 წლიდან არ ყოფილა მდინარისა და ზღვის დაბინძურების არც ერთი შემთხვევა. 2008 წლის ბოლოს გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკება გარემოს დაცვის სამინისტროსთან, შევიმუშავეთ ხუთწლიანი ეკოლოგიური პროგრამა და საკუთარ თავზე ავიღეთ ეკოლოგიური ფაქტორების ეტაპობრივი გაუმჯობესების ვალდებულება.

რაც შეეხება სუნს, სუნი არის, ამას არავინ უარყოფს. ეს უკავშირდება იმას, რომ რკინიგზა მდებარეობს ქალაქის შუაგულში, არავისთვის იქნება ახალი, თუ ვიტყვი, რომ ვაგონები და ცისტერნები საკმაოდ ძველია, მათ არემონტებენ, მაგრამ სისტემა მაინც უშვებს სუნს. მომენტალურად ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია, ამჟამად საქართველოს რკინიგზა აახლებს ვაგონების პარკს, მაგრამ რუსთავის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 200-300 ცისტერნას უშვებს, რაც არ არის საკმარისი. აზერბაიჯანის რკინიგზაც აპირებს ვაგონების პარკის განახლებას. 1000 ცისტერნის გაჩერება შეიძლება ახლა, მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ნავთობსატრანზიტო დერეფანი პარალიზებული იქნება. შეუძლებელია ამ რაოდენობის ცისტერნების ერთდროულად პოვნა.

ანუ სუნი ისევ იქნება?

– ამ პრობლემის მოკლე ვადაში მოგვარება ფიზიკურად შეუძლებელია. ბოლო სამი წლის მანძილზე მდგომარეობა ამ მხრივ საგრძნობლად გამოსწორდა, მაგრამ მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი ვადა, როდის მოგვარდება ეს პრობლემა სრულად. ეს დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ტერმინალზე, ეს უკავშირდება რკინიგზასაც.

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ნავთობტერმინალში ასზე მეტი  დაცვის თანამშრომელი სამთავრობო დაცვამ უნდა ჩაანაცვლოს. ამჟამად რა მდგომარეობაა?

– ხაზი მინდა გავუსვა – თავად სამუშაო ადგილები არ მცირდება. დაცვას ჩაენაცვლება სამთავრობო დაცვა, რომელიც დაკავებულია ამ საქმიანობით. ეს ჩვეულებრივი, მსოფლიო პრაქტიკაა. ტერმინალი არის სტრატეგიული ობიექტი, ამიტომაც სამთავრობო დაცვას აქვს უფლება, დაიცვას ის, ამაში ისინი უკეთ ერკვევიან. მათი მენეჯმენტი ჩვენსაზე უკეთესი იქნება, რადგან ისინი ამ სფეროს  სპეციალისტები არიან. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ბუნებრივია ვმუშაობდით დაცვის სამსახურთან და მაქსიმალურად შევეცადეთ, ამ ფაქტის ნეგატიური გავლენა შეგვემცირებინა. ისინი შეეცდებიან, მიიღონ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ, ასაკი გაზარდეს 35-დან  55 წლამდე. ადამიანები, რომლებიც 55 წელზე მეტი ასაკის არიან (ასეთი 17 ადამიანია), მიიღებენ ორთვიან კომპენსაციას და ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვიზრუნებთ მათზე, გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიებთან მათი დასაქმების თაობაზე. ასევე მათ წლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ სამედიცინო დაზღვევა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც გადავლენ სამუშაოდ სხვა კომპანიებში, რადგან ეს კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ დაზღვევას). ასე რომ, ეს არ არის შემცირება, ეს არის აუთსორსინგში გადაცემა.

სამსახურის დაკარგვის შიშს განიხილავენ თქვენი თანამშრომლის სამი კვირის წინ მომხდარი თვითმკვლელობის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად, დაეხმარა თუ არა თქვენი კომპანია მის ოჯახს?

– დიახ, ის ჩვენი თანამშრომელი იყო, ვასილ ჭეფხოძე. ადეკვატური ადამიანი იყო, მას პირადად იცნობდა თემირხან აბიდროვი, გენერალური დირექტორი. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ ადამიანის ემოციური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვიცით, ზუსტად რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიებაც, შესაძლოა ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჩვენ დავეხმარეთ ოჯახს და მომავალშიც აუცილებლად დავეხმარებით. ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვესმის და ეს ოჯახი მიტოვებული არ აღმოჩნდება.

დასაქმების თემა საქართველოში ძალიან მტკივნეული საკითხია. გაჩნდება თუ არა ახალი სამუშაო ადგილები თქვენს კომპანიაში?

– ამჟამად 985 ადამიანი მუშაობს ნავთობტერმინალში. სამუშაო ადგილების რაოდენობა დამოკიდებულია ტვირთბრუნვაზე. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ ყულევის ტერმინალის კონკურენტები ვართ, მაგრამ არიან სხვა კონკურენტები, არა ამ ბაზარზე, უშუალოდ ნავთობის სატრანზიტო დერეფნის კონკურენტები. ყაზახური ნავთობი შეიძლება წავიდეს ჩინეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან… სხვადასხვა მარშრუტია და ბუნებრივია, ტვირთი რომ მოიზიდო, ეკონომიკურად მომხიბვლელი მარშრუტი უნდა გქონდეს. ასეთი რომ იყო, უნდა პასუხობდე ბიზნესის თანამედროვე მოთხოვნებს, როცა ობიექტის დაცვას ეხება საქმე, ამის გაკეთება ჩვენზე უკეთ შეუძლია უწყებას, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე სპეციალიზირდება. ჩვენ ვცდილობთ, მინიმალიზებული იყოს სოციალური შედეგები, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ჩვენი თანამშრომლებისათვის.

დაკავებულია თუ არა თქვენი კომპანია ქველმოქმედებითა და სოციალური პროექტებით?

– ჩვენმა კომპანიამ სპონსორობისა და სხვადასხვა სოციალური პროექტებისთვის 2008 წელს 893 ათასი დოლარი გაიღო, 2009 წელს -915 ათასი დოლარი, 2010 წელს -897 ათასი, 2011 წელს –  821 ათასი დოლარი. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვეხმარებით ჩვენს თანამშრომლებს და სხვა ადამიანებსაც, ვინახავთ უფასო სასადილოს, სადაც ამჟამად 160 ადამიანი იღებს ყოველდღიურად უფასო სადილს, ასევე ვეხმარებით ძიუდოს ბავშვთა კლუბს, ფეხბურთის კლუბს, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს -„ლედი ოუფენს“ და ა.შ.

გადაბეჭდვის წესი