სიახლეები

დუმბაძის კომენტარი: „არ არის გენით ქართველი“ და რეაქციის მოლოდინი

30.05.2012 •
დუმბაძის  კომენტარი: „არ არის გენით ქართველი“ და რეაქციის მოლოდინი

ავტორი: ნათია ზოიძე

სოციალურ ქსელებში ასეულობით ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც მურმან დუმბაძე  ყოფილი და მომავალი თანგუნდელის, რესპუბლიკელ გიორგი მასალკინის ეთნიკურობაზე აკეთებს კომეტარს. „გიორგი მასალკინი, არ მინდა ახლა ვთქვა, მოკლედ ვთქვათ, უნდა გავხსნათ რა, არ არის გენით ქართველი, ვერ მიხვდა ამან რა არის საქართველო“, – განაცხადა  სტუდია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მურმან დუმბაძემ.

ამ სიტყვებს წინ უსწრებდა გიორგი მასალკინის სატელეფონო ზარი, პოლემიკა სატელევიზიო ეთერით მურმან დუმბაძესა და გია  მასალკინს შორის  31 მარტის საპროტესტო აქციაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის გამო გაიმართა (მურმან დუმბაძე ამტკიცებდა, რომ აქციაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება“, საპირისპიროს ამბობდა გია მასალკინი, რომელიც ასევე  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია).

მურმან დუმბაძის განცხადებას ოფიციალური შეფასება ჯერჯერობით არც პოლიტიკური და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან  არ მოჰყოლია.

განცხადებიდან სამი დღის შემდეგ, „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლს დაუკავშირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძემ „ბათუმელებს“ განუცხდა, რომ არ უნახავს ეს გადაცემა და ანალიზს მხოლოდ ერთ ფრაზაზე დაყრდნობით ვერ გააკეთებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, პარმენ ჯალაღონიაც იგივეს ფიქრობს და ამბობს, კომენტარს ვიდეო-მასალის დეტალურად  გაშიფრვის შემდეგ გააკეთებს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“-ს წარმომადგენელი ირინა ურუშაძე კი ამბობს, რომ ის რაც ნახა „მინიმუმ არაეთიკურია“.

„თუ დუმბაძე  ამ არჩევნებზე გამარჯვებისა და პირადი წარმატების მისაღწევად მზად არის ქვა ქვაზე არ დატოვოს ამ ქვეყანაში, საზოგადოების ვალია, გააგებინოს მას და ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს, რომ ქსენოფობიით, რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით საქართველოში წარმატებას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვეღარ მიაღწევს“,  – ეს არის ამონარიდი  ირაკლი მელაშვილის მოსაზრებიდან, რომელიც დღეს გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა. ის იტოვებს  იმედს, „რომ მურმან დუმბაძე იპოვის საკუთარ თავში ძალას და  საჯაროდ მოუხდის ბოდიშს საზოგადოებასაც და გიორგი მასალკინსაც“.

პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა ფორმით უნდა ჰქონდეს რეაქცია ასეთ გამონათქვამებზე: „ჩემი პოზიციაა: 21-ე  საუკუნეში და იმ პირობებში რა ღირებულებიც არის კონსტიტუციით  დელეგირებული საქართველოში, ასეთ გამონათქავმი არის დაბრუნება შორეულ წარსულში“.

კონსერვატორი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ მურმანის განცხადება, „მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის კარგი. ფაქტია, ცალსახად ქსენოფობიურია და იგი არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ შეცდომაა, ცხელ გულზე ნათქვამი. მართლა მაინტერესებს მურმანის კიდევ ერთი განმარტება მოვისმინო. მე მგონი უნდა აღიაროს, რომ შეცდომა მოუვიდა. ჩვენ, პოლიტიკოსები ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ უნდა შეგვეძლოს მისი აღიარება“.

მურმან დუმბაძე კი თავის განაცხადეას კიდევ ერთხელ ასე აფასებს: „ჩემი მხრიდან ეს  იყო ფსიქოლოგური ახსნა სიტუაციის. მე და ჩემს მეგობარ გია მასალკინს გვაქვს სხვადასხვა შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით – ორი წელია ვსაუბრობთ და ვერ ავუხსენი… მე მგონია, რომ დავით ბერძენიშვილს არ ესმის ჩემი, რადგან უკიდურესად ლიბერალია, ირაკლი ჩავლეიშვილს არ ესმის, რადგან პროფესიულად დაკავშირებულია ოშკთან, გია მასალკინს კი მგონია, რომ არ ესმის, რადგან  გენეტიკურად არ არის ქართველი. რატომ არის ქსენოფობია ის, თუ  მე რუსი მეტყვის, რომ  ქართველი ვარ?“

გია მასალკინი ამბობს, რომ ამ გადაცემის შემდეგ დედამისს სასწარაფო დახმარების მანქანის გამოძახება დასჭირდა. „როცა ტრადიციულ ქართულ ოჯახზე ამბობ ასე რასისტულად, ეს მოსაწონი არ არის. საქმე იმაშია, რომ მე თვითონ კომპლექსებისგან თავისუფალი ვარ და თავდაცვის სურვილი არ გამჩენია. ბუნებრივია, მაინტერესებს საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კიდევ ბევრის შეფასება ამ ფაქტის გამო“.

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჯერ კვლევის და ანალიზის პროცესში არიან. „ნეტგაზეთთან“ „ქართული ოცნების“ სპიკერი მაია ფანჯიკიძე კი მოკლე კომენტარით იფარგლება და განმარტავს: „სამწუხაროა, რომ მსგავსი სიტყვები ისმის ეთერში“.

გადაბეჭდვის წესი