სიახლეები

დაუჯდება თუ არა მინისტრ გოგა ხაჩიძეს გულგრილობა უფლებების ფასად

30.05.2012 • • 1068
დაუჯდება თუ არა მინისტრ გოგა ხაჩიძეს  გულგრილობა უფლებების ფასად

ავტორი:ნათია ზოიძე

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მოგვაქციოთ ყურადღება. აუტანელი გახდა ჩვენს უბანში ცხოვრება, დაინვალიდდნენ ბავშვები. საქმე ეხება თქვენთან დაყენებულ საკითხს ნავთობის სუნთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იგი იგრძნობა ღამის საათებში, როცა გემს ტვირთავენ ტერმინალიდან. თქვენს თანამშრომლებს არაერთხელ ვთხოვეთ საკითხის მოგვარება… როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“, _ ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ბათუმში, ბარცხანის დასახლების მცხოვრებლებმა აჭარის გარემოს დაცვის სამართველოს გაუგზავნეს. სპეციფიკურ სუნს არამარტო ბარცხანის, არამედ პორტის სიახლოვეს მცხოვრებლებიც უჩივიან.
ზემოთ დასახელებული წერილის ავტორები საქმის დაუყოვნებლივ შესწავლასა და სპეციალისტების ჩამოყვანას ითხოვენ: „მოგვცენ ნორმალური ცხოვრების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარცხანის დასახლება ტერმინალს ბლოკირებას გავუკეთებთ, არავის შევუშვებთ და ნავთობსაც ვერ გადაქაჩავენ“.
ამ წერილის ასლი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ 24 ივნისს გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს რეაგირებისთვის გადაუგზავნა: „პრობლემა გამოწვეული უნდა იყოს „ნავთობტერმინალის“ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევით, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია საწარმოს მხრიდან ნავთობპროდუქტების ჩატვირთვის სიჩქარის გადამეტებით“. განცხადებას თან განმარტებაც ახლავს იმის შესახებ, რომ მოსახლეობამ ამ შინაარსის საჩივრით არაერთგზის მიმართა.
გოგა ხაჩიძის უწყებამ აჭარის გარემოსდამცველების წერილზე რეაგირება დააგვიანა. ეს წერილი გამონაკლისი არ არის, რომელზედაც გოგა ხაჩიძის უწყებას აჭარის გარემოსდამცველებისთვის პასუხი არ გაუცია. ერთ-ერთ წერილში, რომელიც 2011 წლის 15 აგვისტოთი თარიღდება, წერია: `შპს სისტა ქართული პროდუქტების დამამზადებელი საწარმოო-სამეურნეო ნახმარი წყლების ჩაშვების ადგილზე ლაბორატორიული გამოკვლევით დადგინდა ზოგიერთი ინგრედიენტების ზღვრულად დასაშვები კონცენტრირების გადამეტების ფაქტები~. წერილს თან ერთვის სინჯების აღების ოქმი და ლაბორატორიული ანალიზის შედეგის ასლი.
აჭარის გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დარღვევის ფაქტზე რეაგირების უფლება კანონით არ აქვს, ანუ გარემოს დაცვის სამმართველო თუ გამოავლენს დარღვევის ფაქტს, დამრღვევს ვერ დააჯარიმებს. ამიტომაც აჭარის მთავრობა სამმართველოსთვის უფლებების დელეგირებას ითხოვს. უფლებების დელეგირება კი შესაბამის კანონში ცვლილებასა და დამატებას საჭიროებს.
„მივცემთ, ყველაფრის უფლებას მივცემთ, რაც უნდათ. ინფორმირებულები ვართ“, _ უთხრა „ბათუმელებს~ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ უფლებების დელეგირების შესახებ დასმულ კითხვაზე. მინისტრი ხაჩიძე არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რატომ უჩივის გარემოს დაცვის სამმართველო უუფლებობას: „კონკრეტული ფაქტი, რომელიც ჩვენ რეაგირების გარეშე დავტოვეთ, არ მახსენდება“.
„რატომ დატოვეთ დარღვევის ფაქტები რეაგირების გარეშე? _ ამ კითხვაზე ხაჩიძის უწყებიდან განმეორებით 11 ნოემბერსაც ვცადეთ პასუხის მიღება. პრესსამსახურში სიტუაციის გარკვევას დაგვპირდნენ.
ამასობაში კი აჭარის მთავრობამ ინიციატივით მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს და კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გადაუგზავნა.სანამ გადაუგზავნიდა მთავრობის სხდომაზე შეკითხვებზე პასუხის გაცემა სამართველოს უფროსს ოლეგ ბოლქვაძეს მოუწია.ლევან ვარშალომიძის კითხვაზე -რატომ ითხოვთ უფლებების დელეგირებას?-გარემოზე ზიანის მიყენების ფაქტის გამოვლენის შემდეგ რეაგირება იგვიანებს გარემოს დაცვის სამინისტროდან-უპასუხა ოლეგ ბოლქვაძემ
პეტრე ზამბახიძე `ნაცმოძრაობიდან~ ამბობს, რომ პროცედურულად საკითხის შესწავლა უკვე დაწყებულია: `2-კვირიანი ვადა გვაქვს განხილვისა და საკითხის შესწავლისთვის“.
`ქრისტიან-დემოკრატი~ ნუგზარ ფუტკარაძე კი მიიჩნევს, რომ გოგა ხაჩიძის, როგორც მინისტრის, პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაისვას.მიუხედავად იმისა რომ ქრისტიან დემოკრატები უფლებების დელეგირებას ზოგადად ითხოვენ,ამ კანონპროექტს მაინც არ დაუჭერენ მხარს.ნუგზარ ფუტკარაძე” ტყის ფონდს აჭარის მთავრობა განკარგავს,მაგრამ აჭარაში მოსახლეობის 50% უშეშოდ დარჩა. თუ კანონი არ დაარღვიე უშეშოდ დარჩები, აქედან გამომდინარე ჯერ წესები დადგინონ და კანონები შემდეგ გამოიტანონ”
მთავრობის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს უმაღლესი საბჭო კენჭისყრაზე ხუთშაბათს, 18 ნოემბერს დააყენებს, შემდეგ კი ინიციატივით უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

გადაბეჭდვის წესი