სიახლეები

დაგვიანებული და უცნობი „კარდაკარი“

30.05.2012 • • 1180
დაგვიანებული და უცნობი  „კარდაკარი“

ავტორი :ნათია ზოიძე

ბათუმი. ტაბიძის ქუჩა #15, ბინა-13 _ ეს მისამართი წინა არჩევნების დროს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, რომლებიც არჩევნებს საქართველოში აკვირდებოდნენ. იურიდიულ მისამართზე 113 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ბათუმელებმა“ ეს იურიდიული მისამართი ისევ გადაამოწმა, აქ ახლა 75 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა რეალურად ორი ადამიანი ცხოვრობს.

ტაბიძის #15-ში მდებარე ბინა მამული მახარაძეს ეკუთვნის, რომელსაც 2008 წლამდე ბათუმში საპასპორტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ოჯახის დიასახლისი, მზევინარ ბოლქვაძე წუხს: მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა ღიად განაცხადა, ეს ადამიანები აქ არ ცხოვრობენ, მათ სახელზე ოფიციალური დოკუმენტაცია და წერილები დღემდე მოდის: “შეიძლება ამ ადამიანებს სამომავლოდ რაიმე პრობლემა შეექმნას, თან ყველა ორგანიზაცია გვაწუხებს, ხან საიდან მოდიან, ხან საიდან. არ გვინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.“

ჯერჯერობით ამ მისამართზე არ გამოჩენილან ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიის რეგისტრატორები, რომლებმაც სიის დაზუსტება „კარდაკარის აქციის“ ფარგლებში უნდა უზრუნველყონ. საარჩევნო კოდექსში წელს შესული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო.

რატომ იგვიანებს „კარდაკარი?“ _ ამ კითხვით კომისიის აჭარის წარმომადგენლობას მივმართეთ. აქ განმარტეს, რომ რეგისტრატორები ჯერ ტრენინგების მოლოდინში არიან. ჯერჯერობით სატელევიზიო ეთერში არც სარეკლამო რგოლები გადის ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, თუმცა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის აჭარის რეგიონული წარმომადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია,
რეგიონული კომისიის მთავარი ოფისი “მემარჯვეენებისა” და “ქრისტიან- დემოკრატებისგან” არის დაკომპლექტებული. კომისიას “ქრისტიან-დემოკრატი” მურმან დავითაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ადრე უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. იგი ყოველთვიურად 800 ლარს მიიღებს.

კომისიას უფლებამოსილების ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება, მაგრამ 1 ივლისამდე კომისიამ ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები უნდა წარმოადგინოს. რეგიონულ კომისიას სამი კორდინატორი ჰყავს, რომელთა ხელფასიც 600 ლარია, ხოლო ოპერატორებს 500 ლარს უხდიან.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის ამომრჩეველთა სიებზე პასუხისმგებელი კოორდინატორი მემარჯვენე ვაჟა რომანაძეა, ბათუმის ამომრჩეველთა სიებს კოორდინაციას „მრეწველების“ წარმომადგენელი მამუკა ჯაში გაუწევს. რამაზ ბოლქვაძე სამი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა სიებზე აიღებს პასუხისმგებლობას.

აჭარის რეგიონულ წარმომადგენლობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სიების გადამოწმებისთვის 982 რეგისტრატორი ეყოლებათ. რეგისტრატორების სია უკვე შედგენილია, მაგრამ კომისიას ჯერ მათთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. რეგისტრატორის შერჩევის დროს კომისიას ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ჰქონდა: მას უნდა ჰქონოდა საარჩევნო კომისიაში მუშაობის ან მოსახლეობის გამოკითხვის კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება.

კომისიის მიერ შერჩეული რეგისტრატორებიდან არიან თუ არა ის აგიტატორები, რომლებიც 2008 წელს ბათუმისს მერიის მიერ იყვნენ დაქირავებულნი და რეალურად ნაცმოძრაობის დაკვეთით საარჩევნო ინფორმაციას აგროვებდნენ _ ამის მონიტორიგს ალბათ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები~ ჩაატარებს, რადგან ამ პროცესს სწორედ ეს ორგანიზაცია აკვირდება ყოველ ეტაპზე. ჯერჯერობით მათთვის რეგისტრატორთა სია არ გადაუგზავნიათ.
რეგისტრატორი 500 ამომრჩევლის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ ანაზღაურების სახით 110 ლარს მიიღებს, 1000 ამომრჩეველზე რეგისტრატორის ანაზღაურება კი 200 ლარი იქნება.

კიდევ ერთი დეტალი: აგიტატორებს არ აქვთ უფლება, ამომრჩეველთა რეგისტრაციის დროს კარდაკარ გამოკითხვის პროცესი მარტო წარმართონ. ჯგუფში 2 რეგისტრატორი იმუშავებს, მათ ტანსაცმელზე ან მკლავზე მიმაგრებული ექნებათ სპეციალური ლოგო, რომ მოქალაქეებმა ამ კომისიის მიერ დაქირავებული რეგისტრატორები სხვებისგან გამოარჩიონ.
რეგისტრატორებს ევალებათ ოჯახში შესვლა და ინფორმაციის იქ მიიღება, მაგრამ ასევე აუცილებელი არ არის ოჯახის ყოველი წევრი, რომელიც ამომრჩეველია შინ იმყოფებოდეს.

რეგისტრატორთა სამოქმედო მეთოდოლოგია უკვე არსებობს:
რეგისტრატორები იწყებენ ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას სამოქალაქო რეესტრიდან გამოთხოვილი სიის გადამოწმების გათვალისწინებით. სიაში ჩანაწერი– „შემოწმებულია“, იმ შემთხვევაში გაკეთდება, თუ აღნიშნულ მისამართზე ნამდვილად ცხოვრობს მითითებული ამომრჩეველი.

სამოქმედო მეთოდოლოგიის მიხედვით, თითოეული რეგისტრატორი ვალდებულია, ჰქონდეს ორი ტიპის ჟურნალი: ამომრჩეველთა სია (ჟურნალის ტიპის დიზაინით, შესწორების ველით) და დამატებითი ჟურნალი (სადაც შეიტანენ ინფორმაციას იმ ამომრჩევლის შესახებ, რომელიც არის საარჩევნო სიაში და არ იძებნება აღნიშნულ მისამართზე (გარდაიცვალა, იმყოფება უცხოეთში, რეგისტრირებულია, მაგრამ ცხოვრობს სხვა მისამართზე, მისამართი არ იძებნება ან უარს ამბობს გამოკითხვაზე და ა.შ.)

კომისიის მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციები, შეთავაზების მიუხედავად, არ ჩაბმულან. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ირინა ურუშაძემ გაზეთ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ უარის თქმის ორი ძირითადი მოტივი არსებობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია საარჩევნო სიების მონიტორინგია და არა – სიების დაზუსტება. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მადონა ბერიძე აცხადებს, რომ „მიუღებელია დროებითმა კომისიამ აიღოს პასუხისმგებლობა საარჩევნო სიების დაზუსტებაზე, უმჯობესია, ეს გააკეთოს მუდმივმოქმედმა ორგანომ, მაგალითად, სამოქალაქო რეესტრმა, რომელსაც რეალურად ამის რესურსი გააჩნია“.

NDI-ის (ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) ერთ-ერთი ბოლო კვლევა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიასაც ეხება. NDI-ის კითხვაზე _ ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობა ძირითადად დაეყრდნობა ამომრჩეველთა სიის კარდაკარ გადამოწმების მეთოდს; იცით თუ არა ამ კომისიის შესახებ? _ გამოკითხულთა 60%-მა უპასუხა, რომ არ იცის ამდაგვარი კომისიის არსებობის შესახებ, კომისიის საქმიანობის შესახებ მხოლოდ 33 პროცენტია ინფორმირებული, ხოლო 7 პროცენტს პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 35%-ს ბიუჯეტიდან ამ კომისიისთვის დახარჯული 5 მილიონი ლარი გაუმართლებლად მიაჩნია.

გადაბეჭდვის წესი