Batumelebi | დააზარალა თუ არა ჟურნალისტის კარიერა “ჯეოსტარმა”? დააზარალა თუ არა ჟურნალისტის კარიერა “ჯეოსტარმა”? – Batumelebi
RU | GE  

დააზარალა თუ არა ჟურნალისტის კარიერა “ჯეოსტარმა”?

დააზარალა-თუ-არა-ჟურნალი

ავტორი: ტატო ცეცხლაძე

რადიო თავისუფლების ბლოგერის ნიკო ნერგაძის ჯეოსტარში გამოჩენას სოციალურ ქსელებში სხვადასხვა რეაქცია მოყვა. ბევრს ნიკოს ახალ ამპლუაში გამოჩენა გაუკვირდა, ზოგს კი მისი მკაცრი იმიჯი. მეტსახელად მას „ბედ ნიკო“ შეარქვეს, თავისი კრიტიკული შეფასებების გამო. თავად ნიკო ს კი უჭირს არგუმენტირებული პასუხის გაცემა რატომ უნდა ეთქვა უარი, და იმ ადამიანებისგანაც დასაბუთებულ პასუხს ელის ვინც ნიკო ამ პროექტში ჩართვა გააპროტესტა.

რადიო თავისუფლების ბლოგების მკითხველისათვის და არამარტო მათთვის, საკმაოდ მოულოდნელი იყო თქვენი ახალ ამპლუაში ნახვა. ვისგან მიიღეთ შემოთავაზება რუსთავი 2-ის ერთ-ერთ პოპულარულ შოუში მონაწილეობაზე და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი ამ პროექტში ჩართვისას?

შემოთავაზება მივიღე გიორგი ხაბურძანიასგან, რომელიც არის რუსთავი 2-ის. ჩემი მოტივაცია იყო ვერ მივხვდი, რატომ უნდა მეთქვა უარი?! მიზანი იყო როგორ მუშაობდა ეს პროექტი, როგორი სისტემა იყო. ჩემთვის საინტერესო იყო რეგიონებში ჩასვლა, იქ ადამიანების მოსმენა. მთავარი  მოტივაციე ეს იყო ჩემთვის.

თქვენ როცა ამ შოუში მონაწილეობას  დათანხმდით გქონდათ გარკვეული მოლოდინები. რამდენად გამართლდა ეს მოლოდინები?

განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა. დაახლოებით ვიცოდი რაც ხდებოდა, რა ტიპის შოუც იყო.  ვიცოდი, რომ ეს ჯეოსტარია და არა ალტერნატიული მუსიკის კონკურსი ან მსგავსი რამ.

თქვენი პირადი მოტივი რა იყო, როცა დათანხმდით? უფრო ფინანსური ინტერესი იყო თუ თქვენთვის საინტერესო პროექტია?

არამხოლოდ. ანაზღაურება რაც არის დიდ თანხას არ წარმოადგენს. ზუსტად არ დავასახელებ, რადგან არ ვიცი ჟიურის სხვა წევრებს რამდენად აქვთ ამის თქმის სურვილი. ერთჯერადი  თანხაა, რომელსაც ჯეოსელი იხდის და მგონი ადეკვატური თანხაა, რომელსაც ჩვენ ამ პროექტისათვის ვხარჯავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თანხით ვერ აშენდები.

ჯეოსტარის პროექტს აქვს გარკვეული მიმართულებები სიმღერების შერჩევისას, გარკვეული ინტერპრეტაციებით შესრულებისას  და ა.შ. გაქვთ თუ არა პროექტის პროდიუსერებთან აზრთა თანხვედრა სიმღერების შერჩევისას?

მე არ ვარჩევ მან არაფერს.  როგორ გაკეთდება და რა სიმღერა იქნება, მაგრამ მე ბოლოს ვისმენ კონცერტის დროს ან მანამ რეპეტიციის დროს. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერშ ვეთანხმები, მაგრამ არ მიმაჩნია ჩემს საქმედ. მე არ მაქვს გამოცდილება და შესაბამისად ვენდობი გამოცდილებს.

ხშირად თქვენ და მარინა ბერიძე განსხვავდებულ  შეფასებებს აკეთებთ კონკურსანტებთან დაკავშირებით. ეთერიდან იქმნება ერთგვარი შთაბეჭდილება, რომ დისკომფორტი გაქვთ ორივეს. რამდენად რეალურია ეს?

არამგონია რაიმდე დისკომფორტი გვქონდეს. მე პირადა არ მაქვს დისკომფორტი და ვერც მარინას ვამჩნევ ამას.  განსხვავებული შეფასება ბუნებრივია, რადგან სხვადასხვა რამეს ვაქცევთ ყურადღებას. მარინა არის ვოკალის პედაგოგი და ამ მხრივ ის აქცევს ყურადღებას რამდენად სუფთად იმღერა, რამდენას აიღო სწორი ნოტი და ა.შ.  მე უფრო რამდენად სულისკვეთებით შეასრულა, სცენაზე როგორ იდგა, რამდენად დავიჯერე რასაც მღეროდა… ანუ  შეიძლება სხვადასხვა რამე ვთქვათ  მარინამ და მე ან ჟურის სხვა წევრებმა, მაგრამ ამ მხრივ  მართალი ვიყოთ ყველა.

ნიკო ბერიძეს რაც შეეხება. იმ დღეს კი როცა ნიკო პროექტს გამოეთიშა, თქვენ ნიკოს უთხარით, რომ უკმაყოფილო იყავით. უფრო ხუთოსანი იყო ვიდრე ნირვანას სჭირდებოდა და მეტ სიგიჟეს მოელოდით. ამის შემდეგ ნიკომ დატოვა პროექტი. ხომ არ ინანეთ ეს შეფასება?

გავლენა  არამგონია მოეხდინა ჩემს შეფასებას ნიკოს პროექტიდან გამოთიშვასთან დაკავშირებით.  მარტო მე არ ვფიქრობდი, რომ რადგანაც ნიკო კარგად მღერის და კოტეს როლს ასრულებს შესაძლოა ამის გამო „ფორა“ ქონოდა, თუმცა მეორე კვირას ვნახეთ, რომ აუცაიდერებში იყო.  რა მნიშვნელობა  აქვს სად იყო და რას აკეთებდა, მთავარია რომ იქ დგას და მღერის და იმის მიხედვით უნდა შეაფასო. სიმღერის  მხრივ ნიკო ერთერთი კარგი იყო, საუკეთესო თუ არა. რაც შეეხება ნირვანას შესრულებას, არის რაღაცა რაც შეიძება ძალიან გიყვარდეს, სული და გულიც ჩადო, თუმცა არ გამოვიდეს. ვიფიქრე, რომ სხვა ჟანრის სიმღერა, რომ ემღერა უფრო კარგი იქნებოდა. რომ გააგდეს გამიკვირდა, რადგან  ყველაზე ცუდად არ უმღერია. მე არ მაქვს მომენტები, რომ თავიდან რომ თქმა შემეძლოს სხვანაირად ვიტყოდი ან რამე, თუმცა როცა სიმღერა  მთავრდება გაქვს სულ რამდენიმე წამი, რომ შთაბეჭდილება შეიქმნა და კომენტარი გააკეთო.

კულისებში ნიკოსთან გქონდათ საუბარი. ნიკო თქვენს შეფასებას არ ეთანხმებოდა. იმ დღეს სხვა კონკურსანტების მიმართაც განსაკუთრებულად მკაცრი იყავით. არ მოგეწონათ თუ პირადი განწყობის გამო იყავით მკაცრი იმ დღეს?

მე არამგონია, რომ ზედმეტად მკაცრი ვარ. ნუ „ბედ ნიკო“-საც კი მეძახდნენ, თუმცა მარტო ცუდსაც არ ვამბობ, ვცდილობ რომ რამეს ვიტყვი არგუმენტიც მქონდეს. არამგონია იმ დღეს  ცუდ ხასიათზე ვიყავი და განსაკუთრებულად  ვიღრინებოდი. თან სხვა სიმღერაზე ცოტა თავშეკავებულად ვაფასებ, რადგან არ არის ჩემი ჟანრი და უფრო მსმენელის დონეზე ვაფასებ. იმ დღეს  იყო როლინს სტოუნის 10 საუკეთესო სიმღერა და ყველა ზეპირად ვიცი და ვცდილობდი უფრო ჩემს თავზე ამეღო თუ რამე ისე კარგად ვერ შეასრულეს. თუ არაა ჩემი ჟანრი ვცდილობ, ნაკლებად კრიტიკული ვიყო, იმიტომ, რომ სხვები იტყვიან ჩემზე უკეთესად ვინც დაინახავს.

ნიკომ ბერიძემ და ზვიად ბოლქვაძემ  როცა შეასრულეს „ამოდუღდი“ ჟიურის სამი წევრი ფეხზე ადგა, მხოლოდ თქვენ არ აყევით ემოციებს. არ მოგეწონათ შესრულება თუ  ჟიურის წევრებისაგან მსგავსი ემოციურობა  ზედმეტად მიგაჩნიათ?

ის სიმღერა  როცა შეასრულა მოხიბლული ვიყავი შესრულებით და სიმღერით. ფეხზე  ადგომა არ მიფიქრია, როცა მოვიხედე ისინი ფეხზე იდგნენ და ხო არ ავყვები   სხვებს რაღაცის გამო. მე თქვითონ არ მიფიქრია ფეხზე ადგომა.

ჟიურში თქვენი გამოჩენის შემდეგ რადიო თავისუფლებაზე თქვენ ბლოგზე მომრავლდა აგრესიული კომენტარები, იმ ფონზე როცა პროექტში გამოჩენამდე უფრო დადებითი კომენტარები იყო მრავლად. როგორ ფიქრობთ დააზარალა თუ არა ჯეოსტარმა თქვენი ჟურნალისტური კარიერა?

არამგონია კარიერა დაეზარალებინა. რაღაცნაირ  გაღიზიანებას ვხედავ არამარტო კომენტარებში. მანდ რა გინდოდა და ა.შ. მაგრამ პრინციპში მე პირადად ვერ ვხდები რატომ არ?!  მითხრეს, დავინტერესი რა იქნებოდა და ჩავერთე.  იმის ანალიზი ვინ  რას იფიქრებს, რაღაც უხერხულია. გასაგებად ვინმეს ეთქვა რატომ არ უნდა დავთანხმებოდი არ მაგხოვს. მეც ბევრი ვიფიქრე რატომ უნდა მეთქვა უარი  და ვერ ვხვდები. რადგან  რუსთავი 2-ია? ხო, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა ჯეოსტარში ხარ თუ ახალ ამბებს ყვები არასწორად.

როგორ მოახერხეთ „რადიო თავისუფლების“ დათანხმება „რუსთავი 2“-ის შოუში, რომ ყოფილიყავით ჩართული. როგორც  ვიცი რადიო თავისუფლებას აქვს მსგავს საკითხებთან საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება.

პრობლემა არანაირი არ ყოფილა. რადიო თავისუფლებას აქვს ხოლმე პრობლემა რადიო თავისუფლების სახელით პროექტში ჩართვის. ამ შემთხვევაში თანაპროდუქცია არ არის. შეთანხმება ცხადია აუცილებელია.  ამ შემთხვევაში ჩათვალეს, რომ ეს არ შეუშლიდა ხელს ჩემს ძირითად საქმიანობას არც პირდაპირ და არც გადატანითი მნიშვნელობით. შემომთავაზეს  ჯეოსტარის ჟიურში ყოფნა, შევათანხმე რადიოსთან და დავთანხმდი შემოთავაზებას.

მომავალში თუ აპირებთ ჯეოსტარის ჟიურში ყოფნას?

ძალიან ადრეა ჯერ ამაზე საუბარი, მაგრამ არა მგონია.  ჯერ ეს არ დამთავრებულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge