სიახლეები

დევნილების ახალი უბანი

30.05.2012 • • 2105
დევნილების ახალი უბანი

ბათუმში დევნილებისთვის 22 ახალი კორპუსი შენდება

ავტორი: ლელა დუმბაძე

დევნილთა ახალ დასახლებაში 608 ბინა შენდება. აქ საცხოვრებელს 150-მდე ის ოჯახი მოითხოვს, რომლებიც 2006 წელს სასტუმროებიდან სპეცრაზმის მეშვეობით გამოასახლეს. მათ სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 7 000 დოლარი გადაუხადა. კომპენსირებულ დევნილთა უმეტესობა დღემდე საკუთარი სახლის გარეშეა დარჩენილი. აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამეტში აცხადებენ, რომ ამ ოჯახების მოთხოვნებს სახელმწიფო გადახედავს.

დევნილთა უბანი ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე შენდება. მშენებლობა რვა თვეა მიმდინარეობს და 15 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. ახალი დასახლება 608 ოჯახზეა გათვლილი, მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს.

ახალი უბანი თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზეა. ყოველ შემთხვევაში ასე აწერია ერთ მწვანე ჭიშკარს, ამ ტერიტორიაზე ქუჩის სხვა სახელწოდება, ჯერჯერობით, არ ჩანს. გზის გარკვეული ნაწილი მოასფალტებულია, თუმცა შიგნით, ეზოები და კორპუსებთან მისასვლელი გზები ჯერ კიდევ ატალახებულია. დასახლებაში სულ 22 კორპუსი შენდება – სამი ხუთსართულიანი, დანარჩენი სახლები კი ოთხსართულიანია. ვიზუალურად ყველა სახლი ერთ სტილშია გადაწყვეტილი და ორ ფერში, ცისფერსა და ვარდისფერში შეიღებება. როგორც მშენებლები ამბობენ, ბინების მოცულობა 35-40 კვ/მეტრია: „არის სამოთახიანი, ოროთახიანი და ერთოთახიანი ბინებიც“.
შპს „სახმშენის“ სამუშაოთა მწარმოებლის, კახა ტიკარაძის განცხადებით, „კორპუსების ელექტროფიკაცია და გაზიფიკაცია ამ დროისთვის დასრულებულია: მოწესრიგებულია საკანალიზაციო სისტემაც“.

შპს „საგზაო ტექნიკის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგია, ტემპის მიუხედავად, უხარისხო მშენებლობას გამორიცხავს: „ნეტა დედაჩემის სახლი იყოს მასე გაკეთებული… მართალია, ნესტი არის და ჭირს გამოშრობა, მაგრამ მშენებლობის ხარისხი, ვფიქრობ, სადავო არ გახდება. ამ დროისთვის ოთახებში დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი, სველ წერტილებში – ნიჟარები და წყლის გამათბობლები. დაგეგმილია ეზოს გამწვანება, უნდა გაკეთდეს სტადიონიც“.

მშენებლები ამბობენ, რომ ერთგვარად ფორს-მაჟორში უწევთ მუშაობა, რადგან ბათუმში რამდენიმე კვირაა გადაუღებლად წვიმს. „ბრეზენტები გვაქვს ჩამოფარებული და ისე ვმუშაობთ“, – ამბობს კახა ტიკარაძე. მისი თქმით, მშენებლობაზე დაახლოებით 150 მუშაა დასაქმებული.

ახალ დასახლებაში გათვალისწინებულია კომერციული ფართობებიც. სულ 18 კომერციული ფართობი იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით, უცნობია, მათ ვინ ან როგორ განკარგავს. „კომერციული ფართები მთლიან კომპლექსში განიხილება, მაგრამ მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაწყდება, ვის ბალანსზე დარჩება ეს ქონება – მერიის თუ სხვა უწყების. დაგეგმილია საბავშვო ბაღის და მედპუნქტის გაკეთებაც. მშენებლობა დაგვიკვეთა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამიტომ ჯერ ისინი ჩაიბარებენ ქონებას“, – ამბობს აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბადრი კობალაძე.

ჩამოასახლებენ თუ არა ბათუმში დევნილებს სხვა რეგიონებიდან? – ამის თაობაზე ბადრი კობალაძე ინფორმაციას არ ფლობს: „ამას ვერ გეტყვით… ადგილზე გვყავს დევნილები, რომლებიც 18 წელია კერძო სექტორში ცხოვრობენ და არანაირი კომპენსაცია სახელმწიფოსგან ჯერ არ მიუღიათ. ასეთი დაახლოებით სამასი ოჯახია, თუმცა დაზუსტებულ სიას სამინისტროსგან ველოდებით“.

ბადრი კობალაძე ამბობს, რომ დეპარტამენტში 2006 წელს კომპენსირებულ დევნილთა განცხადებებიც არის შესული: „ისინი ახალ კორპუსებში ბინებს ითხოვენ. ამბობენ, რომ იმ თანხით, რაც სახელმწიფომ გამოუყო, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ვერ შეძლეს. ასეთი დაახლოებით 150 განცხადებაა შემოსული. ვფიქრობ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება, რადგან ბევრი ოჯახი მართლაც ქუჩაშია დარჩენილი“.

დევნილთა ახალი დასახლებების მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს. მსგავსი დასახლება აშენდა ფოთშიც, სადაც 28 მილიონი ლარი დაიხარჯა. აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაახლოებით ამდენივე დაიხარჯება ბათუმში მიმდინარე მშენებლობაზეც. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ამბობს: „თუ არ ვცდები, ერთი სახლის მშენებლობა ერთი მილიონი ლარი ჯდება, ანუ მთლიანობაში სადღაც 30 მილიონამდე უნდა დაიხარჯოს, ზუსტი ციფრი ჩვენ არ გვაქვს“.

გადაბეჭდვის წესი