სიახლეები

დატყვევებული წიგნები მასწავლებლებისთვის

30.05.2012 •
დატყვევებული წიგნები მასწავლებლებისთვის

ავტორები: ეთერ თურაძე, ანი ბერუკაშვილი

2009-2010 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მსოფლიო ბანკის დახმარებით იაპონიისგან გრანტი მოიპოვა და 67 ახალი სახელმძღვანელო თარგმნა. წიგნების თარგმნაში 500 000 დოლარი დაიხარჯა, თუმცა წიგნები დღემდე არ გამოცემულა. სიმონ ჯანაშიას აზრით, „ამ წიგნების დაბეჭდვის თანხა სახელმწიფოს უნდა ეპოვნა, რაც არანაირი პრობლემა არ იყო წინა წლებში – 2011 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტი 1.3 მილიონი იყო“.

განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, „ამ წიგნებს საშუალო ხარისხით თუ დაბეჭდავდნენ ასე 300-იანი ტირაჟით, 100 000 ლარამდე იქნებოდა საჭირო“. მით უფრო, რომ საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის პროფესიული სახელმძღვანელოების უქონლობა ყოველთვის პრობლემა იყო. ზოგიერთი მასწავლებელი ტრენინგების გზით ცდილობს თავისი პროფესიონალიზმის ამაღლებას, ზოგისთვის კი, განსაკუთრებით სოფლის პედაგოგებისთვის, ტრენინგებში მონაწილეობა ფუფუნებაა.

რატომ ფერხდება ნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვის შემდეგ იმ ავტორების წიგნების დაბეჭდვა, რომლებსაც, როგორც განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია წერს, ცივილიზებული სამყაროს განათლების სფეროს წარმომადგენლები იყენებენ?
განათლების სამინისტროს ამ საკითხზე საზოგადოებისთვის განმარტება არ მიუცია. სწორედ ამიტომ „ბათუმელებმა“ წერილობითი მიმართა დიმიტრი შაშკინის უწყებას ინფორმაციის მოწოდების თხოვნით. თავდაპირველად სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ სამინისტროში კითხვებზე პასუხებს ამზადებდნენ. მოგვიანებით კი ნინო პოტრებჟსკაიამ ტელეფონით გვაცნობა: „ამ საკითხს სწავლობს განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, დადგება მისი პასუხისგების საკითხი. სხვა კომენტარს სამინისტრო, ჯერჯერობით, არ აკეთებს“.

რას შეიძლება ამ შემთხვევაში გენინსპექცია სწავლობდეს? განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, „შეიძლება იმას, თუ რატომ არ დაიბეჭდა წიგნები; შეიძლება იმას, რამდენად გამართულად ჩატარდა ეს პროცესი. მაგრამ გენინსპექციის ფუნქცია ვერ იქნება იმის დადგენა, რამდენად საჭიროა ეს წიგნები და უნდა გამოიცეს თუ არა ისინი“.

სიმონ ჯანაშია აზრით, ამ წიგნების დაბეჭდვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ისინი გამოადგება მომავალ სტუდენტებს იმისთვის, რომ ისწავლონ განათლების კონცეფტუალური საფუძვლები, ფსიქოლოგიის, ბავშვის განვითარების შესახებ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ასწავლონ კონკრეტული კომპეტენციები, წერა, კითხვა, ისტორიის ინტერპრეტირება, გეოგრაფია და ა.შ. ეს წიგნები ასევე არის სახელმძღვანელო დამწყები მასწავლებლებისთვის, დირექტორებისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი არსებულ მასწავლებლებს და დირექტორებს დაეხმარებოდა იმაში, რომ საკუთარი შედეგების ხარისხი და ეფექტურობა გაეზარდათ“.

გრანტის აღების შემდეგ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მთარგმნელობით საქმიანობაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ორმა გამომცემლობამ – „დიოგენემ“ და „საქართველოს მაცნემ“ გაიმარჯვა. მას შემდეგ ეს ცენტრი საერთოდ გაუქმდა, გამომცემლობების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ დაკისრებული მოვალეობა მალევე შეასრულეს და წიგნების დაბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ:

„ეს იყო მთარგმნელობითი პროექტი, ჩვენ გვევალებოდა ამ წიგნების თარგმნა და რედაქტირება, შემდეგ ჩავაბარეთ სამინისტროს, ისინი დაბეჭდავდნენ თუ არ დაბეჭდავდნენ, ეს უკვე აღარ გვეხებოდა. დაბეჭდვასა და გამოცემაზე საუბარი თავიდანვე არ ყოფილა, ამიტომ ამ წიგნებს რა ბედი ეწიათ, ეს აღარ ვიცით“, – აცხადებს „დიოგენეს“ საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი ლალი ბაქრაძე.

იმავეს ამბობს გამომცემლობა „საქართველოს მაცნეს“ წარმომადგენელი თეონა იმედაშვილიც: `ჩვენ არ გვეხებოდა წიგნების ბეჭდვა, მხოლოდ თარგმნა, რედაქტირება, კორექტირება და დაკაბადონება გვევალებოდა, პროექტი ჩვეულებრივად დავასრულეთ, სადღაც 22 წიგნზე ვმუშაობდით. შესრულებული სამუშაოსთვის ჩვეულებრივად ჩაგვერიცხა ანაზღაურება, ჩვენ აღარ ვიცით, რა ბედი ეწია ამ წიგნებს, შემკვეთს ჩავაბარეთ და ამით ჩვენი თანამონაწილეობა დასრულდა“.

სიმონ ჯანაშიას ინფორმაციით, „საავტორო უფლებები ამ წიგნების გამოცემაზე მიიღო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა. ამავე ცენტრმა მიიღო დაფინანსება… ეს იყო მსოფლიო ბანკის პროექტის მეორე ტრანშის ნაწილი, რომელსაც მიება იაპონიის მთავრობის გრანტი, რომელშიც ჩაიდო სწორედ ამ ლიტერატურის თარგმნა.

სტატია მომზადებულია პროექტის „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ად-
ვოკატირება“ ფარგლებში. პროექტს ანხორციელებს სამოქალაქო განვითარე-
ბის ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EჭMI) და
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით.
სტატიაში გადმოცემული თვალსაზრისი შეიძლება არ ემთხვეოდეს ინსტიტუტი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EჭMI) და ამერიკის შეერთე-
ბული შტატების საერთაშორისო სააგენტოს თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი