სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტი საზღვაო აკადემიის რექტორს უჩივის

30.05.2012 • • 1198
დემოკრატიის ინსტიტუტი საზღვაო აკადემიის რექტორს უჩივის

დემოკრატიის ინსტიტუტმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის  წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, 2012 წლის 26 იანვარს, ,,ტელეარხი 25’’-ის გადაცემა „დიალოგი“-ს პირდაპირ ეთერში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ნიკოლოზ წიკლაურმა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მისამართით საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, სატელევიზიო გადაცემის პირდაპირ ეთერში ნიკოლოზ წიკლაურმა განაცხადა: ,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ეტაპზე მიატოვეს (გულისხმობდა ილია ნარეკლიშვილს), რადგან არც გამოჩენილან, არც მობრძანებულან’’ (გულისხმობდა დემოკრატიის ინსტიტუტს).

„დემოკრატიის ინსტიტუტი, რომელიც პატიმრობაში მყოფ და პატიმრობიდან განთავისუფლებული პირების ადვოკატირებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ა.შ.) მხარდაჭერით მუშაობს, მნიშვნელოვნად უფრთხილდება ორგანიზაციისა და თანამშრომლების ავტორიტეტს, საქმიან რეპუტაციასა და ნდობის ხარისხს, რადგანაც სწორედ ზემოთაღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული ყოფილ პატიმართა მხრიდან ნდობის გამოვლენა, მათთან მიზნობრივი მუშაობა და რაც მთავარია, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიღწევა.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.

დემოკრატიის ინსტიტუტი სარჩელით მიმართავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვს, რომ დაევალოს ნიკოლოზ წიკლაურს იმავე ,,ტელეარხი 25’’-ის პირდაპირი ეთერით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფორმატის გადაცემაში, გააკეთოს საჯარო განცხადება, რომლითაც უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

გადაბეჭდვის წესი