სიახლეები

დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

30.05.2012 • • 1113
დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს მისი მიწვევით. საუბარი ორი საათი მიმდინარეობდა. მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად ბიძინა ივანიშვილსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის.

მანამდე ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი დემოკრატების ლიდერ ირაკლი ალასანიას შეხვდა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც წერს: “რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას? პირველ რიგში, მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტიაა პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით.

თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა”.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. იგი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

ეს ინფორმაცია რესპუბლიკური პარტიის ვებ გვერდზე გავრცელდა.

გადაბეჭდვის წესი