სიახლეები

დაპირისპირება პარლამენტში – „გაღლეტილი ვანო“ და ოპოზიცისთვის გამზადებული ხარისხიანი ტალახი

30.05.2012 • • 1109
დაპირისპირება   პარლამენტში – „გაღლეტილი ვანო“  და  ოპოზიცისთვის გამზადებული ხარისხიანი ტალახი

“დღეს თქვენ ხართ ერთ –ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობს მედიამაგნატ „რუსთავი2“–ს , რომელიც თქვენს კლასელზე გაქვთ გაფორმებული“, – განუცხადა ჯონდი ბაღათურიამ მიხეილ საკაშვილს პარლამენტში დებატების დროს. ბაღათურიას ეს გამოსვლა პრეზიდენტს და დეპუტატს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა
ბაღათურიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, როდესაც ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბიზნესები არ ჰქონდათ.
“თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი,“– განაგრძო მან, „ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გეპეის…“
სწორედ ამ დროს ბაღათურიას პრეზიდენტმა გამოსვლა შეაწყვეტინა და თქვა, რომ მისი მამა არა ბალნეოლოგიურის მფლობელი, არამედ დირექტორია.
„ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა,“– უთხრა მან ბაღათურიას და მას შემდეგ, რაც ბაღათურიამ შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა, პრეზიდენტმა განაგრძო: „მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე“.
.პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც კამათი მოუვიდა ჯონდი ბაღათურიასთან, „ქართული დასის „ლიდერთან და დეპუტატთან ფრაქციიდან „ერთობა სამართლიანობისათვის“, როდესაც ის პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს გამდიდრებაში სდებდა ბრალს, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დროებით დატოვა.
„აი ეს არის თქვენი ზრდილობა. აი ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამობრძანდით და აქედან იწყევლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დაწვეთ ყველა ოპოზიციონერი და ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს“, – განუცხადა მან სააკაშვილს, რომელმაც სხდომათა დარბაზი ცოტა ხნით დატოვა.
პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და მოგვიანებით განაცხადა: „ახლა გასული რომ ვიყავი ნახევარი წუთი, მამაჩემს გადავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს“.
ამ ინციდენტამდე იყო დეპუტატ გია ცაგარეიშვილის გამოსვლა ,რომელმაც პრეზიდენტს მისი თქმით საკაშვილის მაღალჩინოსნების სახლების ფოტოები აუფრიალა შემდეგ კი გადასცა. მისი თქმით ფეშენებელური სახლების ფოტოები, ეკუთვნის შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს.
“ჩვენ არ გვაქვს ვილები, მაგრამ ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი“, – განაცხადა მან, „[იუსტიციის მინისტრის] ზურა ადეიშვილის მამის სახლი დანგრეულია, მაგრამ ზურა ადეიშვილმა ააშენა და გააკეთა ბოლო წლების და თვეების განმავლობაში რამდენიმე მაგარი ტბა [ყვარელში], ათობით იუსტიციის სახლი, ხელი შეუწყო ასეულობით სასტუმროს და ტურისტული ობიექტების მშენებლობას… ვანო მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს ისეთივე გაღლეტილია დღეს“. –განაცხადა საკაშვილმა ცაგარეიშვილის პასუხად.

გადაბეჭდვის წესი