სიახლეები

დისკუსია ,,პრივატიზაციის პოლიტიკა საქართველოში“

30.05.2012 •
დისკუსია ,,პრივატიზაციის პოლიტიკა საქართველოში“

პრესრელიზი
13.10.2011

ბათუმის პრესკაფეში გრძელდება დისკუსიების ციკლი ,,მედია და საზოგადოება“. ამჯერად, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სადისკუსიო თემად გთავაზობთ ,,პრივატიზაციის პოლიტიკას საქართველოში“.

დიკუსიაზე მოხსენებას გააკეთებენ დავით ნარმანია – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და სუნილ ტანკა – როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორი.

დოქტორ სუნილ ტანკა მოხსენებაში ისაუბრებს პრივატიზაციის პროცესის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: პრივატიზაციის მიზნების განსაზღვრა, პრივატიზაციის მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება,
დაინტერესებულ აქტორებთან ურთიერთობის დარეგულირება და საჯარო სექტორის რეფორმის განხორციელება.

დავით ნარმანია კი, იმ აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკაზე ისაუბრებს, რომელიც გამოიწვია საქართველოს ხალისუფლებაში მყოფი ეკონომიკური გუნდის ლიბერტარიანულმა მიდგომებმა და ეკონომიკაში მეტი ინვესტიციების მოზიდვის სურვილმა.

დისკუსიას მოდერაციას გაუწევს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე ასლან ჭანიძე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბიზნესმენები, ეკონომიკის ექსპერტები, სამთავრობო, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟუნრალისტები.

დისკუსიაზე დასწრება შეზღუდულია.

ყველა დაინერესებულ პირს საშუალება ექნება დისკუსია ნახოს პირდაპირი ეთერის/ლაივ სტრიმის საშუალებით (მისამართი -www.prescafe.ge; www.netgazeti.ge). დასვას კითხვები და ჩაერთოს დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: პრესსკაფე.ბათუმი ).

დისკუსიის არასრული ვერსია გადაიცემა ტელეარხი 25–ის ეთერით და გამოქვეყნდება ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსია იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება’’ – ფარგლებში’. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში.

დისკუსია გაიმართება 2011 წლის 17 ოქტომბერს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში. სადისკუსიო დრო : 14:00-16:00 ; მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2

პროექტის პარტნიორები: „ტელეარხი 25“;  „გაზეთი ბათუმელები“, „ ნეტგაზეთი“’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძეს – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თვმჯდომარე)
ქრეიგ შვინკს – 591 406094 ( მშვიდობის კორპუსის მოხალისე )

პროექტს ახორციელებს ასოციაცია
,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

მ. აბაშიძის გამზ. # 48; ბათუმი; 6010
ტელ.: (+995 422) 75279

გადაბეჭდვის წესი