სიახლეები

დაიპყრობს თუ არა „ბარამბო” ბულვარს

30.05.2012
დაიპყრობს თუ არა „ბარამბო” ბულვარს

ავტორი: ირმა ზოიძე 

„ბაზრობაზე თეთრი ქოლგები იყიდება და ის შეიძინეთო, გვეუბნებიან. ეტყობა, ფირმებთან ვერ შეთანხმდნენ და ყველა უნდა დაგვაზარალონ. ვლაპარაკობ და ვკანკალებ ნერვიულობისგან. გავწამდით. ყოველ წელს რაღაც ახალ მოთხოვნებს ველით, მაგრამ ის რაც წელს ხდება, წარმოუდგენელია. ბულვარში მხოლოდ „ბარამბოს“ ნაყინს აძლევენ მაცივრების დადგმის ნებართვას. „ნესტლეს“ ნაყინი კარგად იყიდება, მაგრამ ის თურმე არ უნდა გავიდეს. ჩემი ჯიხური ძალიან პატარაა. მხოლოდ წვენის სამი მაცივრის დადგმა მოვახერხე, ნაყინზე კი წელს უარი უნდა ვთქვა. ჯიხურში ადგილი აღარ მრჩება“, – ამბობს ერთ-ერთი ჯიხურის მფლობელი, რომლის ვინაობასაც ერთი მოტივით არ ვასახელებთ: მას ეშინია, რომ საქმიანობას აუკრძალავენ.

„ბარამბოს“ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე ბულვარში სხვა მოვაჭრეებიც საუბრობენ. მათი უთხრეს, რომ ამ კომპანიამ ტენდერი მოიგო და ამიტომაც მხოლოდ მას ექნება უფლება, საჯაროდ გამოფინოს საკუთარი მაცივრები.

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ „ბარამბოს“ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე ხმები გადაჭარბებულია, რადგან მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ. ამ ინფორმაციას არც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი შერვაშიძე ადასტურებს.

ადამინისტრაციასა და მერიის სამსახურშიც ამბობენ, რომ ისინი ჯიხურის მფლობელებს სთხოვენ იმ ფართობში ჩაეტიონ, რისი თანხაც აქვთ გადახდილი და რა ფართობის იჯარით სარგებლობის ნებართვაც მიიღეს.

„ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართა კომპანია „ბარამბოსაც“, მარკეტინგის მენეჯერი ალეკო სტროგანოვი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღიათ.

წელს ბულვარში ვერც ის ხალხი იმუშავებს, ვისაც მხოლოდ ნაყინის ან მაცივრის აპარატები ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საკუთარი სახელისა და გვარის დასახელებისგან ასევე თავს იკავებს, ამბობს, რომ გასულ წელს მას ნებართვა აგვისტომდე არ მისცეს, მაშინ როცა ამისთვის ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში დაიწყო ზრუნვა. გადასახადი კი მთელი სამი თვის, ანუ სეზონის მიხედვით გადაიხადა.

ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე გურამ ჩიქოვანი ადასტურებს, რომ შარშან იჯარის გადასახადი სეზონური იყო და ადამიანს როცა არ უნდა დაეწყო ბულვარში მუშაობა, სამი თვის გადასახადი უნდა გადაეხადა. წელს კი ეს წესი შეიცვალა და გადასახადი ყოველთვიური იქნება.

ბულვარში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სახის ნებართვაა გაცემული: სამკაულებით მოვაჭრეებმა და ბათუმის ლუდის ქარხანამ დახლების დადგმის ნებართვა უკვე მიიღეს. „დანარჩენებსაც ეტაპობრივად განვიხილავთ. ახლა ჯიხურების საკითხი უნდა მოგვარდეს. კვადრატული მეტრი 173 ლარია. იჯარის მსურველი ზუსტად იმ ფართობში უნდა ჩაეტიოს, რა ფართობსაც აიღებს. მას დამატებით რაიმე სახის აპარატურის დადგმის უფლება აღარ ექნება“, – ამბობს დირექტორის მოადგილე გურამ ჩიქოვანი.

„ბათუმის ლუდის ქარხანას“ ბულვარში ჩამოსასხმელი ლუდის გაყიდვის ექსკლუზიური ნებართვა აქვს. მათ სპეციალური დახლებიც დაამზადეს ხის კასრის იმიტაციით. შესაძლებელია თუ არა ანალოგიური პირობა ჰქონდეს „ბარამბოსაც“, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა ბულვარში განთავსებული ჯიხურების მფლობელები ამას შიშით ელიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.