Batumelebi | დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე ჯეოსტარში? დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე ჯეოსტარში? – Batumelebi
RU | GE  

დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე ჯეოსტარში?

დაბრუნდება-თუ-არა-ნიკო-ბე

ბათუმელი მომღერალმა ნიკო ბერიძემ ჯეოსტარი გასულ კვირას დატოვა. კონცერტზე შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ფეისბუქზე გაჩნდა ე.წ. „ფან-ფეიჯი“ „დააბრუნეთ ნიკო“, რომელსაც უცებ ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. დღესდღეობით გვერდის მომწონეთა რაოდენობა 10 ათას ადამიანს შეადგენს. მათი მთავარი მოთხოვნა კი ჯეოსტარში ნიკოს კვლავ დაბრუნებაა. დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე პროექტში და რა მოუტანა მას პროექტმა, ამის შესახებ თავად ნიკოს ვესაუბრეთ.

ტარიელ ცეცხლაძე

 – ნიკო როგორ ფიქრობ რა იყო შენი პროექტის დატოვების მიზეზი? რატომ არ გამოაგზავნეს ესემესები შენმა მხარდამჭერებმა?
– ბევრი მეკითხება. მაგრამ პასუხი ნამდვილად არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ფიქრობდა მაინც ცნობილია „ქეთო და კოტეში“ კოტეს როლს თამაშობს და გაიმარჯვებსო. საერთოდ კონკურსებში კონკურსანტებს ძირითადად ხმები შემოდით საახლობლოდან და ძალიან ცოტა ამესიჯებს ვისაც აქვს ფული. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში კიდევ ძალიან ცოტას აქვს ფული. მე, როცა პროექტში წავედი ოჯახში ვუთხარი, რომ ეხლა არ დაიწყოთ ფულის სესხება და მესიჯების გამოგზავნა მეთქი. მე ძირითადად ხმები უცხო ადამიანებისგან შემომდიოდა და არა ოჯახისაგან. დიდი მადლობა ქედას და ხულოს გამგებლებს, რომლებმაც დამეხმარნენ ხმების მიღებაში და პიარ აქციები ჩაატარეს მაღალმთიანეთში.

– ალბათ სწორედ ეს მომენტი იყო „ნიკო მაგარია“ და „ნიკოს ყველა დაუმესიჯებს“. თან იმ დღეს ძალიან კარგად იმღერე.
– ხო ყველას ეგონა რომ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს და მართლა გავიმარჯვე. იმიტომ, რომ იმდენი ხალხის სიყვარული დავიმსახურე, რომ ეს ნამდვილად გამარჯვებაა. ფეისბუქი დამებლოკა იმდენი ხალხი მამატებდა და სისტემას სპამი გონია და ვეღარ შევდივარ ჩემს გვერდზე რამდენიმე დღეა. ქუჩაშიც ძალიან ბევრი მაჩერებს და მადლობას მეუბნება.
შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ფეისბუქში გაჩნდა გვერდი „დააბრუნეთ ნიკო ბერიძე ჯეოსტარში“. თუ არის შანსი, რომ დაბრუნდე? შენ თუ გინდა დაბრუნება?
ჯერ ერთი, რომ შემოთავაზება არ იქნება და მეორეც მე არ დავბრუნდები, რადგან ჩემგან იქნება არასწორი გადაწყვეტილება. ბოლო ტური როცა იყო ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და ნირვანას ვმღეროდი. ვგიჟდები როკზე. რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი, რომ მე ჩემი გავაკეთე. რა თქმა უნდა ყველას უნდა, რომ ბოლომდე დარჩეს პროექტში, თუმცა არ ვნანობ. მე არ დავბრუნდები, მე ჩემი უკვე გავაკეთე.
– კონცერტის შემდეგ  კულისებში რა მოხდა?
– ყოველთვის როცა აუცაიდერი გადის წინ ყველას გული უჩქარის, იმ დღეს კი მიუხედავად იმისა, რომ აუცაიდერებს შორის ვიყავი, მაინც არ ვნერვიულობდი. რომ გამოაცხადა დუტამ ნიკო ტოვებს პროექტსო, არ მწყენია. გადავეხვიე ლევანს და დარჩენა მივულოცე. ეს არის კონკურსი-შოუ. შემდეგ როცა დავინახე, რომ ხალხს „გაუტყდა“, აი მაშინ რაღაც გულზე მომხდა, ჟურნალისტები, ფილარმონიის მომსახურე პერსონალი, ყველა ერთდროულად ჩაიკეცნენ. მე ცოტა გვიან გავედი კულისებში. ყველა იდგა გაოცებული და ვერაფერს მეუბნებოდნენ. ჩავიარე კიბეები და ჩავედი საგრიმიოროში სადაც უკვე მოვიდნენ და ძლივს დამელაპარაკნენ. ძალიან მძიმე მომენტი იყო.
– მარინა ბერიძე შედეგებით გაოცებული დარჩა. აშკარად არ ელოდა მაყურებლის მხრდიდან ამ გადაწყვეტილებას. რა გითხრა მარინამ?
– ჟიურის ემოციები არ დამინახია. არც მარინა მინახავს იმ დღეს. პროფილში ვიყავი ჩაწერაზე მისული და მხოლოდ მაშინ ვნახე. კულისებში არც ერთი ჟურის წევრი არ დამინახავს.
– დარჩენილი კონკურსანტებიდან ვის გულშემატკივრობ?
– სიმართლე რომ გითხრა არ მინდა ვინმეს ეწყინოს და არ ვიტყვი საჯაროდ ჩემი ფავორიტის შესახებ.
– „ჯეოსტარი“-ს კონცერტებზე თუ აპირებ მისვლას?
– ყოველ კონცერტზე მივალ აუცილებლად. მე სპექტაკლები მაქვს თბილისში. ეხლა დამთავრდა ერთი ნაკადი და მერე იანვარშიც დაიწყება. ასე, რომ თბილისში ვრჩები და კონცერტებსაც დავესწრები აუცილებლად.
– „ჯეოსტარის“ დატოვების შემდეგ ახალი შემოთავაზება თუ მიიღე?
– კი არის რაღაც შემოთავაზებები, მათ შორის ბევრი კარგი, მაგრამ „რუსთავი 2“-თან და „ჯეოსელთან“ შეთანხმდება ყველაფერი. მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებ. ზუსტად არ მახსოვს როდემდე მაქვს კონტრაქტი, თუმცა ამ ეტაპზე ყველა ჩემი გადაწყვეტილება უნდა შევათანხო ამ ორ კომპანიასთან. ამ ეტაპზე რაღაც პროექტებში ვარ ჩართული.
– როგორ ფიქრობ რა მოგიტანა ჯეოსტარმა?
– პირველ რიგში ის, რომ გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები. მეორე, რომ ეს გასწავლის ძალიან კარგ ბენდთან ერთად სიმღერას. სხვათა შორის ამ ბენდში ყველა ბათუმელია გიტარისტის გარდა და უნიჭიერესები არიან. საქართველოში ახალს რთულად ეგუებიან. უმაგრესი ბედნია. ასეთ ბედნთადნ ერთად სიმღერა ძალიან დიდი პატივია. ზვიად ბოლქვაძე საერთოდ ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში. საოცრებებს აკეთებს. ზვიადი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მალე ძალიან ცნობილი გახდება. მერე ურთიერთობებს სწავლობ. კონკურსია მაინც. ფილარმონიის სცენაზე დგომა იოლო არაა და ხალხის და ჟიურის შეფასებების მოსმენა. ეს გულს გიმაგრებს და მეტ ენერგიას გაძევს.
– ყველაზე მეტად რომელი ტურით ხარ კმაყოფილი?
მაქსიმუმი შეიძლება ყოველთვის გააკეთო. ყველა ტურით ვარ კმაყოფილი. კონკურსია და სხვა პასუხისმგებლობაა. პედაგოგებიც კმაყოფილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ რთულია გარდაქმნა, ერთ კვირას როკი იმღერო, მეორე კვირას ეროვნული სიმღერა და ა.შ. მაინც ვცდილობდი და მგონი გამომდიოდა.
შენი და ზვიად ბოლქვაძის დუეტი „ამოდუღდი“ განსაკუთრებული ემოციით იყო შესრულებული და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. თუ აპირებთ დუეტის კვლავ ჩაწერას?
ზვიადის მუსიკა არის ურთულესი შესასრულებელი. ისეთ ხასიათი დევს შიგ, რომ იმის გადმოცემა რთულია. ზვიადს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მომცა საშუალება მისი სიმღერა მასთან ერთად შემესრულებინა. ზვიადს არასოდეს არ მიუცია მისი სიმღერა არავისთვის და არც არავისთან ერთად უმღერია და პიველი მე ვიყავი. 4 დღეში გავაკეთეთ ეს სიმღერა. იმედია ამის შემდეგ, რომ ვიმღერებთ უფრო „ბომბა“ იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge