სიახლეები

დაზარალებული ითხოვს დაკითხვას

30.05.2012 • • 1163
დაზარალებული ითხოვს დაკითხვას

18 ივნისს ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მომხდარი ხულიგნური თავდასხმის გამო ბეგლარ ნაგერვაძე თითქმის ერთი თვეა ლოგინსაა მიჯაჭვული. ფაქტის შესახებ ხელვაჩაურის პოლიციაში ოპერატიულად გაიგეს, თუმცა როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ პოლიციაში ურჩიეს, რომ არ იჩივლონ. დაზარალებულები ეჭვობენ, რომ პოლიცია მოძალადე მხარის ინტერესებს იცავს.

 ავტორი: ემზარ დიასამიძე

სოციალურად დაუცველი ბეგლარ ნაგერვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 ივნისს მიიყვანეს. მას სახეზე აღენიშნებოდა (და ახლაც აღენიშნება) მრავლობითი დაზიანება, ღია ჭრილობები, ცხვირის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა და მარცხენა ფეხის მუხლის სახსარის დაზიანება. ნაგერვაძე სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. იგი დღემდე ლოგინს არის მიჯაჭვული.
დაზარალებულების თქმით, თავდამსხმელების ჯგუფს, რომლებმაც ბეგლარ ნაგერვაძე და კიდევ რამდენიმე თხილნარელი მოქალაქე სასტიკად სცემეს, ვინმე თორნიკე თედორაძე ხელმძღვანელობდა. ნაცემი ნაგერვაძის მეუღლე ინდირა ნაგერვაძე: „საავადმყოფოში თორნიკეს ნათესავებმა მოგვაკითხეს. გვირჩიეს, რომ პოლიციაში განცხადება არ შეგვეტანა. უნდოდათ ფულის შემოთავაზება, მაგრამ კონკრეტულად არ უთქვამთ, რამდენს მოგვცემდნენ. გვირჩიეს, დაკითხვის დროს ყველაფერი იმ ფოთელი სტუმრისთვის დაგვებრალებინა, რომელიც მათ ახლდა. სამწუხაროდ, დღემდე პოლიცია არ გამოგვხმაურებია. ყოველდღე გვპირდებიან დაგკითხავთო, მაგრამ რატომღაც თავს იკავებენ“.
4 ივლისს თხილნარში „ბათუმელების“ სტუმრობას პოლიციის გააქტიურება დაემთხვა. გამომძიებელმა ოლეგ მიქელაძემ „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ მიეცა საქმეს ამდენ ხანს მსვლელობა, ასე უპასუხა: ნაგერვაძე დაზარალებულად იმიტომ არ არის ჯერ ცნობილი, რომ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებითო… მიქელაძემ ოფიციალურ კომენტარზე უარი თქვა და თბილისში, სამინისტროს პრესსამსახურში გადაგვამისამართა.
ინდირა ნაგერვაძე კი დარწმუნებულია, რომ გამოძიებამ ყველა თავდამსხმელის ვინაობა იცის, მაგრამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში `გავლენიანი თედორაძეების, მათ შორის კობა თედორაძის დახმარებით~ აჩერებენ საქმეს: „ჩემი ქმარი საავადმყოფოდანაც კი გამოუშვეს, რადგან უნდათ, რომ მძიმე შედეგი არ დაფიქსირდეს. თედორაძეებმა გვითხრეს, რომ პოლიციაც მათია, ექიმებიც და ჩვენ ვერაფერს გავხდებით“.
თორნიკე თედორაძის ბიძაშვილი, აჭარის კონტროლის პალატის ყოფილი შეფი კობა თედორაძე აცხადებს, რომ ამ ჩხუბის შესახებ არაფერი იცის: „კი, თორნიკე ბიძაშვილია, მაგრამ რა მოხდა თხილნარში, არაფერი ვიცი“.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლაშა მიქელაძე კი აცხადებს, რომ საავადმყოფო ნაგერვაძეს მკურნალობაზე უარს არ ეუბნება: „ამ ოჯახს აქვს უმწეოთა პოლისი. ამჟამად ავადმყოფი სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს. ოჯახის მოთხოვნით თუ დავაწვენთ, მაშინ ამას სადაზღვევო კომპანია არ დააფინანსებს და დღეში 150 ლარი უნდა გადაიხადონ“.
ჩხუბის დროს ბეგლარ ნაგერვაძის გარდა მისი მეზობლებიც დაზარალდნენ, ნათელა აბულაძემ ხელი მოიტეხა, რამინ აბულაძეს მხედველობა ცალ თვალში მხოლოდ 10 პროცენტია, სამი ნაკერი აქვს რომან აბულაძეს.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ სოფელში ჩანჩქერზე საქეიფოდ ჩასული ერგელები დაესხნენ თავს: „ჩანჩქერიდან მომავალ მერსედესს ჩვენი სოფლელები, საბა ზაქარაძე და ირაკლი აბულაძე წამოყვნენ სახლამდე. გზაში საბამ ერგელებს გაეცნო, თქვენი სოფლის სიძე ვარო. გზაში ჩხუბი მოუვიდათ, საბა და ირაკლი სცემეს“, – ამბობს ინდირა ნაგერვაძე.
ინდირა ნაგერვაძის მონათხრობის მიხედვით, პირველი ჩხუბიდან ცოტა ხნის შემდეგ მერსედესის მარკის ავტომანქანა თხილნარში ისევ დაბრუნდა, მიკროავტობუსთან ერთად. ინციდენტის ადგილზე მათ უკვე სხვა პირები, ბეგლარ ნაგერვაძე და რამინ აბულაძე დახვდათ. ბეგლარ ნაგერვაძე: „სამუშაოდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით, ეზოში უცებ მანქანები რომ გაჩერდა, მანქანიდან 20-მდე კაცი გადმოვიდა და დაგვიწყეს ცემა. ხმაურზე მეზობლები მოვარდნენ, მათ შორის ქალებიც. ისინიც ცემეს. აზრზე არ ვიყავი, ჩვენგან რა უნდოდათ“.
რომან აბულაძე: „სახლში ვიყავი, ხმაურზე ჩავედი. ჩემი ძმა და ბეგლარი ისეთ დღეში იყვნენ, ცოცხალი თუ გადარჩებოდნენ, არ მეგონა. გაშველება ვცადე, მაგრამ მეც კარგად მომხვდა“.
ინდირა ნაგერვაძე დახმარებისთვის სახალხო დამცველს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს: „ხუთი შვილი მყავს. ერთ-ერთ ბავშვს ცერებრალური დამბლა აქვს. სოციალური დახმარების სააგენტოს შემოწმების შედეგად 33 ათასი ქულა დაგვიფიქსირეს. სახლში ჩემი ქმარი მუშაობდა. ახლა ის ლოგინზე დევს და პატარა ბავშვები უპატრონოდ მყავს. 20 დღეა არავისგან დახმარება არ მიმიღია. მინდა, დამნაშავეები დაისაჯონ“.

გადაბეჭდვის წესი