ავტორი: ლელა დუმბაძე
სამ თებერვალს აჭარაში მყოფი დავით ბაქრაძე, მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს კამერების მიღმაც შეხვდა. შეხვედრა ბათუმის დარმატული თეატრის დარბაზში გაიმართა, რომელსაც საჯარო მოხელეების გადრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პარლამეტის თავმჯდომარეს და მის სტუმრებს, თეატრის დარბაზი უსასყიდლოთ დაუთმეს.„მოსახლეობასთან იყო შეხვედრა საჭირბოროტო საკითხებზე და არა მარტო ამაზე, ყველაფერზე, შეიძლება წინასაარჩევნოც იყო. გიორკი კირთაძე და გელა დეკანაძეც ესწრებოდნენ უშუალოდ და შეგიძლიათ ინტერვიუ მასთან ჩაწეროთ“-განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი მექვაბიშვილმა. თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ნაცმოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, გელა გეკანაძემ, დავით ბაქრაძესთან თეატრში შეხვედრის ფაქტი უარყო: „ვიცი რომ მოსახლეობას ხვდებოდა, მაგრამ მე არც ორგანიზებაში მიმიღია მონაწილეობა და არც შეხვედრაში“. ხოლო კითხვაზე, ვინ გაუწია ბაქრაძისა და მოსახლეობის თეატრში შეხვედრას ორგანიზება, საკრებულოს თავმჯდომარე და „ნაცმოძრაობის“ რეგიონალური ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე პასუხობს: „მე არ ვესწრებოდი შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გერმანიაში ვიმყოფებოდი. როგორც ვიცი შეხვედრა იყო მოსახლეობასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე“.
რატომ უარყოფენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ბაქრაძესთან შეხვედრის ფაქტს? როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი ირინა ურუშაძე ამბობს, ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, იურიდიულ პირებს ეკრძალებათ, პოლიტიკურ პარტიებისთვის ფულადი შემოწირულობის გაღება ან რაიმე სახის მომსახურების გაწევა უსასყიდლოდ. ბათუმის დრამატული თეატრი კი იურიდიული პირია, რომელსაც ამ შემთხვევაში კანონი არ აძლევს უფლებას, პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს, დარბაზი უსასყიდლოდ დაუთმოს.
ის რომ, შეხვედრის უზრუნველსაყოფად არ მომხდარა დრამატული თეატრის დარბაზის დაქირავება და არც რაიმე ხელშეკრულება გაფორმებულა თეატრსა და შეხვედრის ორგანიზატორ მხარეს შორის, თეატრის დირექტორი ზაზა ხალვაში „ათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს: „ორ საათიანი შეხვედრა იყო, არ ვიცი ვის ხვდებოდა, არა მგონია ეს საარჩევნო შეხვედრა ყოფილიყო, მე როგორც ვიცი პარლამენტის თავმჯდომარე ხვდებოდა მერიის თანამშრომლებს. ამდენ ხალხს ვერ დაატევდნენ ვერსად და ითხოვეს დარბაზი, რა ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო“.
როგორც ზაზა ხალვაში ამბობს, საარჩევნო სუბიექტებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის თეატრის დარბაზის ქირაობა 10 000-იდან 15 000 ლარამდე ღირს.
„ჩვენ ვაპირებდით „ქართული ოცნების“ პრეზენტაციისთვის დარბაზის ქირაობას და 15 000 ლარი მოგვთხოვეს რამოდენიმე საათში, გაყინულ დარბაზში. რატომ არ გადაახდევინეს „ნაცმოძრაობას“ ქირა? როგორც ვიცი ეს საარჩევნო შეხვედრა იყო ნაცმოძრაობის აქტივისტებთან. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ მეც ვიქნებოდი იმ შეხვედრაზე როგორც რიგითი ადამიანი. თუ არ გადაუხდიათ თანხა, ეს უკვე არის საარჩევნო კანონის დარღვევა და ამაზე კონტროლის პალატამ რეაგირება უნდა მოახდინოს“-აცხადებს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი.
დაარღვია თუ არა პარლამენტის თავმჯდომარემ კანონი და ათავისუფლებს თუ არა მას სტატუსი ვალდებულებებისგან?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის ირინა ურუშაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე რა სტატუსითაც არ უნდა დადიოდეს, მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პარტიის აგიტაციაში, თუმცა მას არ აქვს უფლება, გასცეს ან მიიღოს რაიმე სახის მატერიალური შემოწირულობა. „ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადაიხადა თუ არა „ნაცმოძრაობამ“ თეატრის ქირავნობის თანხა. თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ თეატრმა განახორციელა უსასყიდლო მომსახურება, რაც ახალი საარჩევნო კანონმდებლობით იურიდიულ პირს აკრძალული აქვს. ამიტომ, ფართის დათმობა ითვლება უკანონო შემოწირულობად და ამაზე კონტროლის პალატამ უნდა მოახდინოს რეაგირება“. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ქირავნობა მოხდა სიმბოლურ ფასად, როგორც ირინა ურუშაძე ამბობს, ამ საკითხზე შეიძლება დავა, „რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს გარიგებად, რომლითაც დაიფარა შემოწირულობის ფაქტი. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება ბათილია და შეიძლება დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც“.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სამ თებერვალს მოსახლეობას, ჯავახიშვილის ქუჩაზე პარკში და კახაბრის სკოლასთანაც შეხვდა. ეს შეხვედრა ნაციონალურმა და ადგილობრივმა ტელევიზიებმა გააშუქეს, თუმცა დავით ბაქრაძისა და მოსახლეობის თეატრში შეხვედრის ფაქტი, კადრს მიღმა დარჩა.