სიახლეები

დელფინის მეორე სიცოცხლე

30.05.2012
დელფინის მეორე სიცოცხლე

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

[youtube https://www.youtube.com/watch?v=ZTJKvX8S6Oc&w=420&h=315] არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას” მონიტორინგის შედეგებით, გასულ წელს საქართველოს სანაპიროებზე წყალმა 121 დელფინი გამორიყა, მათ შორის 75 პროცენტი შავი ზღვის ღორი, ანუ დელფინის ის სახეობა იყო, რომელიც, როგორც გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს და საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი. შავი ზღვის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის ალექსანდრე ბირკუნის ინფორმაციით, რომელიც მან „ფლორა და ფაუნას” მიაწოდა, იგივე მდგომარეობაა შავი ზღვის სხვა სანაპიროებზეც.

15 ცოცხალი დელფინიდან „ფლორა და ფაუნას” სპეციალისტებმა შვიდი დელფინის ზღვაში დაბრუნება შეძლეს. ვიდეოზე ასახულია, როგორ აბრუნებენ რეაბილიტირებულ დელფინს ორგანიზაციის თანამშრომლები შავ ზღვაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, გამორიყული დელფინის უკან დაბრუნების ეფექტიანობა დაბალია – “შავ ზღვაში სხვა სიტუაციაა. აქ ადგილი აქვს მორბილ-ვირუსულ ინფექციას, რომელიც შავი ზღვის ძუძუმწოვრებს ანადგურებს.”

სპეციალური ლაბორატორია, რომელიც დაღუპული დელფინების ვირუსულ-ინფექციურ მდგომარეობას შეისწავლის, საქართველოში არ არსებობს.

ვრცელი სტატია ამ თემაზე წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების” ნაციონალურ ვებგამოცემაზე www.netgazeti.ge 

მასალაში გამოყენებული ვიდეოკადრები ეკუთვნის ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას”. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.