გაძვირებული ბეშუმი

ავტორი:  ქეთი ლაბაძე [slideshow]

კურორტ “ბეშუმში” დასვენების ფასმა მიუახლოვდა და ზოგ შემთხვევაში გაუსწრო კიდეც სხვა ტრადიციულ კურორტებს. მაგალითად, ჩვეულებრივ პირობებში ღამის გათევა კურორტ “საირმეში” 10 ლარად არის შესაძლებელი, “ბეშუმში” კი მინიმალური ფასი აგვისტომდე 15 ლარი იყო, აგვისტოში კი  – 18 ლარს  მიაღწია. Continue reading “გაძვირებული ბეშუმი”

გამოსახლება ქობულეთში

ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

რეგიონული გაზეთი „აჭარა P.S” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„6 აპრილს, მორიგი „ეგზეკუცია“ ქობულეთში, მზევინარ მანელიშვილის ოჯახს მიადგა. ფაქტის გადაღების დროს, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, საკუთარი ხელმძღვანელის თვალწინ, მედიაჯგუფ „აჭარა P.S“ -ის ჟურნალისტ სულხან მესხიძეს ხელით შეეხო და ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რაც ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეომასალაზე გარკვევით ჩანს. პოლიციელები ცდილობდნენ ჟურნალისტისთვის კამერის ხელიდან გამოგლეჯას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაჯგუფ „აჭარა P.S“ -ის გენერალური დირექტორისა და რედაქტორის ჯემალ მეგრელიძის განცხადებით, რედაქცია აღნიშნულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, მოახდინონ ინციდენტზე რეაგირება.

საბანკო კრედიტებს შეწირული ოჯახების გამოსახლების პროცესი ქობულეთში ისევ გრძელდება.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=vxDgr0pHow8]

მასალაში გამოყენებული ვიდეო ეკუთვნის გაზეთ „აჭარა P.S.”-ს. 

ბობოყვათი საბჭოთა წარსულის ჩრდილში

ავტორი:ირმა ზოიძე

ბობოყვათის სხვადასხვა თაობა ამ სოფლით ერთნაირად ამაყობს. უფროსები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა ეს კუთხე ერთ-ერთი მოწინავე იყო რაიონში. ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ ამ ადგილს სახელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუთქვა. Continue reading “ბობოყვათი საბჭოთა წარსულის ჩრდილში”

ბახმარო ტურისტული სეზონის წინ [ფოტორეპორტაჟი]

[slideshow] გურამ მურვანიძის ფოტორეპორტაჟი ბახმაროდან

[slideshow] გურამ მურვანიძის ფოტორეპორტაჟი ბახმაროდან

ბავშვებისთვის სახიფათო სკოლა

ავტორი: ეთერ თურაძე

კლასებში ყველაფერი მოძრაობს – იატაკი, კედლები, მერხები და დაფაც კი. გეჩვენება, რომ სადაცაა ფეხქვეშ იატაკი გამოგეცლება. კლასები ცარიელია, ბავშვები სკოლის ეზოში ფრენბურთს თამაშობენ და იმიტომ. აჭარაში თითქმის არ არსებობს ისეთი სკოლა, რომელსაც კოკოტაურის სკოლას შეადარებ – აქ ყველა კლასი თითქმის ერთნაირად სახიფათოა. საფრთხე ყველაზე მეტად მე-9 კლასშია – ხის იატაკზე ზოგან იმდენად დიდი ხვრელია, რომ შეიძლება ორივე ფეხით ჩავარდე. დირექტორი ამბობს, რომ ვითარება ახალი სასწავლო წლიდან შეიცვლება. Continue reading “ბავშვებისთვის სახიფათო სკოლა”

აჭარული სამზარეულო

[slideshow]ავტორი – მოქალაქე ჟურნალისტები:  ნინო ადეიშვილი, დათო გოგიტიძე, მარი ლომაშვილი, გვანცა სამნიძე, დარინა ასანიძე /ჯგუფი – FESTINA LENTE

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებით არის შეზავებული. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უჭირავს.

მთელ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებელი. აჭარულ სამზარეულოში დომინირებს ისეთი კერძები როგორებიცაა საცივი, მწვადი,ხაჭაპური, ტყემლის საწებელი, ღომი, მჭადი, ხინკალი, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვა. გარდა ქართული სამზარეულოს კერძებისა, აჭარაში მზადდება მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი კერძები: აჩმა, ბორანო, ჩირბული, სინორი და სხვა. Continue reading “აჭარული სამზარეულო”

აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად

ავტორი:ნათია ზოიძე

მალე აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი საარჩევნო კანონი ექნება. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შესაძლებელია უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად ჩატარდეს. ახალი კანონით შესაძლებელია დეპუტატობის კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმაც წარადგინოს და ამისთვის პარტიული კუთვნილება საჭირო არ არის, ხოლო საკრებულოს წევრები, თუ უფლებამოსილებას არ შეიჩერებენ, უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდებიან. Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად”

აჭარის მოსახლეობა შეშის გარეშე

დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს

აჭარის მოსახლეობას შეშის კრიზის ი აქვს. ვინაიდან სატყეო სააგენტომ შეშის მომარაგებაზე ლიცენზიის გაცემა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. მოსახლეობამ გასათბობად შეშის მომარაგება ვეღარ მოხერხა.თან ამ პერიოდში მაღალმთიანეთში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ამ თემის შესახებ დღეს ბრიფინგი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა აჭარაში გენო გელაძემ გამართა . Continue reading “აჭარის მოსახლეობა შეშის გარეშე”

აჭარის მთებში თოვლი მოვიდა

„7-8 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლი უკვე არის. ახლაც თოვს, უფრო ზუსტად თოვლჭყაპია. ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა. მოძრაობის ჩაკეტვის საფრთხე არ არსებობს, ჯერჯერობით, მაგრამ მეწყერი გააქტიურდა. უკვე ჩამოწვა საკმაოდ მოცულობითი მეწყერი სხალთის ხეობაში. გზის გაწმენდას 2 საათი დასჭირდა“, – ეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის მკვიდრმა მურად გორგაძემ მოაწოდა ბათუმელებს.

ამ დროისთვის სოფლებში მოსავალი სრულად არ არის აღებული.

დღეს დილიდან ბათუმშიც გადაუღებლად წვიმს.

მსოფლიო ამინდის პროგნოზის სააგენტოს https://www.accuweather.com/world-forecast3.asp ცნობით, აჭარაში წვიმიანი ამინდი დღეს და ხვალ შენარჩუნდება. ოთხშაბათიდან კვირის ბოლომდე კი აჭარაში მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.

აჭარის 60 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

აჭარის რეგიონში 60 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. მეწყრული პროცესები რეგიონის რამდენიმე სოფელში განვითარდა. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ პაპოშვილებში ჩამოწოლილი მეწყერის გამო მდინარე ჩირუხის კალაპოტი ნაწილობრივ ჩაიკეტა და დაგუბება დაიწყო. ადგილობრივების თქმით, არსებობს საფრთხე რომ მდინარის კალაპოტი წყალს ვეღარ გაატარებს და სოფელს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

„მეწყრით ამოივსო ჩირუხი, თანდათან ჭრის მდინარე და თავის კლაპოტს იკეთებს, მაგრამ წყალს გასასვლელი აქვს მცირე და ცოტა გადის. ნელ-ნელა იწყებს დაგუბებას. მთაში რომ თოვლი დადნება, კიდევ უფრო მოიმატებს. არის საშიშროება რომ კიდევ გამოიღებს მიწას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში სოფელ პაპოშვილების მკვიდრი ამირან დიასამიძე. Continue reading “აჭარის 60 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში”

აჭარაში ყველაზე დღეგრძელი ადამიანი შუახევში ცხოვრობს

ავტორი: ნანა კვაჭაძე

აჭარაში ას წელს გადაცილებული 66 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 111 წლისაა. სოფიო მიქელაძე შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში ცხოვრობს. იგი 1900 წელსაა დაბადებული.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომი ზნობრივი პროგრამის-`100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარების~ კომპონენტის ფარგლებში ყოველ წელს გადასცემს ას წელს გადაცილებულ ადამიანებს. რამდენიმე დღის წინ სამინისტრომ  შუახევის მუნციპალიტეტის სოფელ ოლადაურში მცხოვრებ მოქალაქე ზექიე  მაკარაძეს  გადასცა 500 ლარი 100 წლის შესრულებასთან დაკავშირებით.    

აჭარაში თოვს

დღეს დილიდან აჭარის მაღალმთიანეთში  ინტენსიურად  თოვს . შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების  სოფლებში  თოვლის საფარის სიმაღლემ უკვე 10 სმ-ს გადააჭარბა. ჰაერის ტემპერატურა  მაღალმთიანეთში 8 გრადუსამდე დაეცა.

შუახევის გამგებლის ნუგზარ ამაღლობელის განცხადებით, თოვლს მოსახლეობისთვის ჯერჯერობით პრობლემები არ შუქმნია. დაბის ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში მხოლოდ მსუბუქი  მანქანებით გადააგილება შეიზღუდა.

ბოლო წლებში აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე დიდი თოვლი 2006  წლის ოქტომბერში  მოვიდა.

”გაზეთი ბათუმელები”

აჭარას წყალდიდობა ემუქრება

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

მაღალმთიან აჭარაში წყალდიდობაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით მომდევნო ორი დღე ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერად იწვიმებს, რამაც, შესაძლოა, წყალდიდობები გამოიწვიოს.

„სინოპტიკოსები 12-13 აპრილს ძლიერ წვიმას ელოდებიან მთელ საქართველოში. იწვიმებს აჭარის მთიანეთში. ძლიერმა წვიმებმა შეიძლება გამოწვიოს ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები. წყალდიდობა მოსალოდნელია აჭარის წყლის აუზში და ჭოროხის აუზში. ამასთან თითქმის მთელ აჭარის კავკასიონზე იქნება ძლიერი ნალექი,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროპროგნოზების მიმართულების უფროსმა ქეთევან წიკლაურმა.

მისივე თქმით წყალდიდობის გამო შესაძლოა რიგ მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწიოს.

აჭარა ინტერნეტის გარეშე

ბათუმში „სილქნეტის” მოხმარებლებს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდათ.
ინტერნეტის მოხმარება გამთენიისას 1:30 –დან შეიზღუდა. ასევე ვერ ხერხდება ბათუმიდან სატელეფონო საქალაქო კავშირი. 09-ას საინფორმაციო სამსახურში გაზეთ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ტექნიკური შეფერხებაა“. „სილქნეტი“ კი გათიშვის მიზეზად ოპტიკურ-მაგისტრალურ ხაზზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებს. კონკრეტულად რა სახის დაზიანებაა და სად, ამ კითხვაზე კომპანიაში პასუხი არა აქვთ. „სილქნეტის“ ოფისში აცხადებენ, რომ შეფერხება დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

შუახევში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლები მაწყვალთა, ნაღვარევი, ბრილი, ქიძინიძეები, კარაპეტი, კვიახიძეები, ვანი, შუბნის თემი, ოლადაურის თემი და კიდევ რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ამ სოფლებში თოვლის საფარი ზოგგან ორ მეტრს ზოგგან კი სამ მეტრს აღწევს, მათ შორის ბევრგან გზა ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა. გაწმენდითი სამუშაოების დაწყება კი დღემდე ვერ ხერხდება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ ამაღლობლის ინფორმაციით იმ თერთმეტი ტრაქტორიდან, რომელიც შუახევში გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა ოთხი მწყობრიდან გამოვიდა: „ამჟამად მხოლოდ ხუთი ტრაქტორი მუშაობს, თოვლის საფარიც მაღალია, თანაც მოვარდნილმა წვიმებმა ბევრ ადგილას მეწყერული მოვლენების გააქტიურება გამოიწვია, ფაქტობრივად ჩამოსული მასის მხოლოდ ერთი ადგილის გასაწმენდად მთელი დღეა საჭირო. ამ დღეებში შეკეთდება ის ოთხი ტრაქტორიც. სათადარიგო ნაწილების შესაძენად კაცი გვყავს გამოგზავნილი და გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდება.”

შეშის ბაზრობები აიკრძალა

ავტორი:ირმა ზოიძე
“ვინც ტყიდან შეშის გამოტანას გვიკრძალავს და მთაზე გვთხოვს ასვლას, მოვიდეს, ნუ იმუშავებს, უბრალოდ, აქედან ავიდეს ტყის თავში და ჩამოვიდეს, მაინტერესებს რა ხასიათზე იქნება”, _ ამბობს მამუკა ფუტკარაძე, რომელმაც ტყეში შეშა უკვე მოჭრა და მდინარის საშუალებით სოფლისკენ დაუშვა. Continue reading “შეშის ბაზრობები აიკრძალა”

„ჯეოსტარამდე“ – „ქეთო და კოტე“

ნოკო ბერიძე მიუზიკლში „ქეთო და კოტე“ კოტეს როლს ასრულებს
ნოკო ბერიძე და თეო ჩიტიშვილი

ავტორი: ტატო ცეცხლაძე
მისი კარიერა ბავშვთა ოპერით დაიწყო 10 წლის ასაკში. მანამდე სტუდია „ჩანგის“ აღსაზრდელი იყო. მოგვიანებით ჯგუფ „დაივონსის“ სოლისტი გახდა. ითამაშა სხვადასხვა მიუზიკლში, მაგრამ ბოლოს „ქეთო და კოტეში“ შესრულებულმა როლმა მას პოპულარობა კვლავ მოუტანა – 21-ე საუკუნის კოტედ იქცა. ახლა კი სოლოკარიერის გაგრძელებას და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას „ჯეოსტარის“ სცენიდან შეეცდება.

Continue reading “„ჯეოსტარამდე“ – „ქეთო და კოტე“”

„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე

ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)

ბათუმში „რეაბილიტირებული“ გზები იმდენად დისკომფორტულია მათთვის, ვინც ავტომობილს მართავს, რომ მძღოლების უმრავლესობა დადებით მახასიათებლებს ვეღარც კი ამჩნევს. „ვინც დააგო“, პირდაპირ იმის ლანძღვას იწყებს. Continue reading “„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე”

„წრეზე ტრიალი“ – საკადრო პოლიტიკა აჭარაში

ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)

ნებისმიერ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სოფელში ხელისუფლების განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კარგად არის დაკომპლექტებული ამა თუ იმ დონის ხელისუფლება. Continue reading “„წრეზე ტრიალი“ – საკადრო პოლიტიკა აჭარაში”

„წითელი ნუსხა“ მიზანში

„კარგმა მონადირემ იცის, რომ ფრინველთა გუნდში უნდა ესროლო რიგში ბოლოს და არა პირველს. ახალბედებს კი, რომლებსაც ნადირობის ნებართვის მიღება გამარტივებული წესით, სულ რაღაც 76 ლარად შეუძლიათ, წითელ წიგნში შეტანილი ხოხობი ვერ გაურჩევიათ ტყის ქათმისგან“, – ასე ხედავენ ნადირობასთან დაკავშირებულ პრობლემებს  „პროფესიონალი“ მონადირეები. გარემოს დამცველები კი წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებისადმი მთავრობის გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. Continue reading “„წითელი ნუსხა“ მიზანში”

„წადით კერძო სკოლებში“

ავტორი: ნათია ზოიძე

-ბატონო გია, რატომ აგვიანებს ჩვენი სერთიფიკატები?

-რაღაც ტექნიკური პრობლემაა და..

– ამ ქვეყანაში ყველაფერი „კნოპკებზეა“ და რაღა პედაგოგების სერტიფიკატებს აქვს ტექნიკური პრობლემა?

-რაც მთავარია მოვა…

Continue reading “„წადით კერძო სკოლებში“”

„ჩვენც გვინდა მაღაზია გვქონდეს”

ავტორი: ქეთი ლაბაძე
ერთი საათის წინ ქალაქ ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ფალიაშვილის ქუჩაზე ვაჭრობდნენ, მერიამ ჯერ ქუჩაზე ადგილის შენაცველება სთხოვა, სამი დღის წინ კი ქუჩა დაატოვებინეს და ძალის გამოყენებით დაუშალეს მაგიდები. „არ დავიშლებით, სანამ მერი არ შეგვხვდება და არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ჩვენც გვინდა მაღაზიები გვქონდეს, მაგრამ ამის საშუალება არ არის და ამიტომ ვვაჭრობთ ქუჩაში“.
გარემოვაჭრეებს ქალაქის ვიცე-მერი, ჯემალ ანანიძე უნდა შეხვედროდა, თუმცა გარემოვაჭრეებმა მერთან შეხვედრა მოითხოვეს: „ვიცე-მერი ვერაფერს ვერ წყვეტს.“

რობერტ ჩხაიძე გარემოვაჭრეებს მერიის შენობის წინ რამდენიმე წუთით შეხვდა.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=YFNlFjfSxOw&w=560&h=349]

„შეწყდეს ქველმოქმედების დევნა“

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერი აქცია

დღეს 21 თებერვალს, ბათუმში ზვიად გამსახურდიასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, იქ სადაც წლების განმავლობაში „წმ. ნინოსა და წმ. ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“-ს მიერ დაარსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. ფონდის ხელმძღვანელი სვეტა კუდბა და საზოგადოების წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდისთვის შენობის წარტმევის ფაქტს აპროტესტებდნენ.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ შენობა საქველმოქმედო ფონდს გასულ წელს წაართვა და შემდეგ დაანგრია, დედათა და ბავშვთა თავშესაფარის გარდა შენობაში უფასო სასადილოც ფუნქციონირებდა, სადაც ასამდე მიუსაფარი ადამიანი ყოველდღიურად იკვებებოდა.

Continue reading “„შეწყდეს ქველმოქმედების დევნა“”

„შეცბა და მითხრა – მტოვებ?“ – ივანიშვილის სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დეტალები

ბიძინა ივანიშვილი ია ანთაძესთან ინტერვიუში ხელისუფლებასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს „სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, მქონდა ჩემი დღის რეჟიმი, დაკავებული ვიყავი ოჯახით, არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს. საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. Continue reading “„შეცბა და მითხრა – მტოვებ?“ – ივანიშვილის სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დეტალები”

„ყველას თავი ხომ არ ტკივა, ზოგიერთს გული გვაწუხებს“

პედაგოგთა დაზღვევა და მედიკამენტები შერჩევით
ავტორი:ნანა კვაჭაძე

რამდენად სამართლიანია, პაციენტს მისცე მხოლოდ ის მედიკამენტები, რაც წინასწარ განსაზღვრულ ნუსხაშია შეტანილი? – კითხულობენ პედაგოგები, რომლებიც ამბობენ, რომ პედაგოგთა დაზღვევით გათვალისწინებული შეღავათით – 50 ლარის ღირებულების მედიკამენტები მთელი წლის მანძილზე – ვერ სარგებლობენ. Continue reading “„ყველას თავი ხომ არ ტკივა, ზოგიერთს გული გვაწუხებს“”

„ყასტრანსოილის“ ნავთობპროექტი ჩაისუბანში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე, დასახლებულ უბანთან ახლოს, „ყასტრანსოილი“ ნავთობშლამების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. პროექტის საჯარო განხილვა, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტთან ერთად, დეკემბერში იგეგმება. საბოლოო გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე გარემოს დაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ქვემდებარე ორგანო აჭარაში კომპანიის მუშაობას გარემოს დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით არც თუ ისე დადებითად აფასებს. Continue reading “„ყასტრანსოილის“ ნავთობპროექტი ჩაისუბანში”

„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნების სამზადისში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე  როგორ ემზადება „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებისთვის? გაზეთი „ბათუმელები“ ამის შესახებ მოძრაობის წევრს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა. ბატონო ნუგზარ, რა სიახლეებს შესთავაზებთ ამომრჩეველს 2012 წლის არჩევნებზე, რაზე გააკეთებთ აქცენტს?სიახლეები გამომდინარეობს იმ გამოწვევებიდან, რომელთა წინაშე იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა. უმეტესად ეს იქნება დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასთან, ეკონომიკური მდგრადობისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ეკონომიკასთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზებთ სრულიად განსხვავებულ მოდელს დიფერენცირებულ გადასახადებთან დაკავშირებით, არ შეიძლება გადასახადს ერთნაირად იხდიდეს მდიდარიც და ღარიბიც, განსაკუთრებით ეს ეხება დღგ-ს გადასახადს, რომელიც ახრჩობს მცირე მეწარმეებს. როგორ აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას?ჩვენ პირველად დავიწყებთ საარჩევნო პროგრამის შედგენას ამომრჩევლებთან ერთად. თეზისები უკვე მომზადებული გვაქვს და რამდენიმე დღეში იქნება პრეზენტაცია. მოვივლით თემებს, მოსახლეობას გავაცნობთ ამ თეზისებს, რომ მათთან ერთად ავსახოთ მათი პრობლემები. ეს მოხდება მაის-ივნისის ბოლოს. იქნებიან თუ არა პარტიაში ახალი სახეები?რა თქმა უნდა იქნებიან ახალი სახეები და ამ პროცესში ვინც უკეთ მოახერხებს მუშაობას, ის მოხვდება ჩვენს გუნდში. კონკრეტულად ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სისტემის კუთხით, რომ იყოს ცნობილი სახეები და საზოგადოებას მოულოდნელობას ნამდვილად არ შევთავაზებთ. გარდა უშუალო შეხვედრებისა, წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტურად წარმართვის მიზნით სხვა რა გაქვთ დაგეგმილი? Continue reading “„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნების სამზადისში”

„ქართული ოცნების” აქცია იუსტიციის სახლთან

ავტორი:ლელა დუმბაძე

„მე თავისუფალი მოქალაქე ვარ” – ამ ლოზუნგით კოალიცია „ქართული ოცნების” წევრები დღეს ბათუმის იუსტიციის სახლის წინ შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქებზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტი უსიტყვოდ, ხმამაღალი სტვენით გამოხატეს.
„ესენი არიან მოქალაქეები, რომლებმაც გამოხატეს თავისუფალი ნება, რომ მიეღოთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა. ხელისუფლება ქვეყანაში ამკვიდრებს კლასიკური ტიპის ავტორიტარიზმს, ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დაბარებულია დასაკითხად ოპოზიციის მხარდამჭერები და ჩვენ, ბუნებრივია ვართ ჩვენი მომხრეების გვერდით.
აქცია „მე ვარ თავისუფალი მოქალაქე” ყოველთვის იქნება იქ, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა”- „თავისუფალი დემოკრატების” წევრი სულხან ღლონტი.
დღეს იუსტიციის სახლში „თავისუფალი დემოკრატების” წევრების დაკითხვა დილის ათი საათიდან მიმდინარეობდა. ამ დროისთვის მერი ცენტერაძე, ოლეგ არველაძე, შოთა თოდაძე, იოსებ ბოლქვაძე, ირაკლი ბერიძე და ნუგზარ სელიმბა არიან დაკითხულნი.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=njiXOTAJEu4&w=560&h=315]

„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები დააკავეს

ეკა ბესელიას პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დააკავა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ”ქართუ ბანკის” თანამშრომლები, ასევე ამოიღო ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობის ფულადი თანხა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

Continue reading “„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები დააკავეს”

„ფერადი“ შემოქმედება

ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) ლუიზა ბალაძე

საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. თუმცა, სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს თავისი ნიჭის საზოგადოებისთვის გაზიარების შესაძლებლობა. საჭიროა აღმოვაჩნოთ ასეთი ადამიანები და ვეზიაროთ მათ შემოქმედებას.
გადავწყვიტე გაგაცნოთ ორი ადამიანი, რომელიც, ვთვლი, რომ მართლაც ძალიან ნიჭიერია.
ნინო თათარაშვილი, 20 წლის, ცხოვრობს ქ. თბილისში. ხატავს ბავშვობიდან, ეს ნიჭი დედისგან გამოყვა, რომელიც მხატვარ-ოქრომჭედელია. როგორც თვითონ აღნიშნა, განსაკუთრებით უყვარს პორტრეტების შექმნა, ასევე ქმნის კარიკატურებსაც. Aამბობს, რომ ბავშვობაში ხატავდა ფერებში, ახლა კი მისი ნამუშევრები ძირითადად ფანქრითაა შესრულებული.
რა თქმა უნდა ეს საქმიანობა მას სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ნამუშევარს იწონებენ.
ახლა კი იხილეთ ნინოს რამდენიმე ნახატი… Continue reading “„ფერადი“ შემოქმედება”

„ფასადიზმი” კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად

შოთა გუჯაბიძის ფოტო

სულხან ოქროპირიძე, ისტორიკოსი

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში (მემედ აბაშიძის #33 ბარათაშვილის #8), მდებარეობს ბათუმის ყოფილი საფოსტო განყოფილების შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. აღნიშნული შენობა XIX საუკუნის ბოლოს იქნა აგებული. ფოსტის შენობა საინტერესოა იმით, რომ ის კავშირგაბმულობის ფუნქციის მქონე ერთ–ერთი უძველესი ნაგებობაა.

აჭარის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტით ირკვევა, რომ თავდაპირველად ამ ადგილას არსებული სახლი ფრანგ ვაკიეს ეკუთვნოდა. მისგან შენობა ქუთაისელმა ძმებმა იაკობაშვილებმა შეიძინეს, რომლებიც ვაჭართა ფენას მიეკუთვნებოდნენ. ნაგებობის საფოსტო კანტორად გადაკეთების პროექტი 1913 წელს შემუშავდა, არქიტექტორ მიხეილ ნიკოლოზის ძე ნეპრინცევის მიერ. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია. წლების მანძილზე შენობა წარმოადგენდა ბათუმის საფოსტო კანტორას.
ეს შენობა 2010 წლის 30 მარტს ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით, იმავე დღეს დაფუძნებულ კომპანია „აქთივ ბათუმს“ მიჰყიდა 2 500 000 დოლარად. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გამოიწვევდა ძეგლის ისტორიული სახის შეცვლას, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპანიას, რეგისტრაციის დღესვე 30 მარტს მისცა (#3/133 ბრძანება).

ახალმა მეპატრონემ ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო, რასაც მოჰყვა შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის გუმბათის მოხსნა. შენობის უკანა მხარეს 13-სართულიანი, 100-ნომრიანი სასტუმრო აიგება. თავად კომპლექსს კი მრავალფუნქციური დანიშნულება ექნება. ფოსტის ყოფილ შენობაში კაზინო განთავსდება. ასევე, მოეწყობა ბიზნესცენტრი, ფიტნესკლუბი, რესტორანი, ღამის კლუბი და სილამაზის ცენტრი. Continue reading “„ფასადიზმი” კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად”

„ტელერახი 25“-ის ჟურნალისტი: „აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო“

„ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტი, თეონა თურმანიძე ამბობს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვიდეო კამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო. Continue reading “„ტელერახი 25“-ის ჟურნალისტი: „აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო“”

„სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“

რის პროპაგანდას ეწევა ნაციონალური მედია?

ავტორი: ლელა დუმბაძე

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ვენახში მეზობლებს უმასპინძლა

18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნაციონალურმა ტელევიზიებმა საქართველოს პრეზიდენტს საინფორმაციო გამოშვებებში, მთლიანობაში, 8 საათი და 52 წუთი დაუთმეს. ყველაზე ვრცელი სიუჟეტები _ 15, 20, 35 წუთი მიხეილ სააკაშვილის თელავის ბაზარში სტუმრობას და კახელი მეზობლების გამასპინძლებას მიუძღვნეს. უპრეცედენტოდ ვრცელი სინქრონით (29 წუთი) გამოირჩეოდა წინანდალში ღვინის ინსტიტუტის გახსნის ამსახველი სიუჟეტი. თბილისში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ სიუჟეტებში, მიხეილ სააკაშვილის 15-წუთიანი სინქრონებია გამოყენებული.

რას ხედავს მაყურებელი ამ სიუჟეტებში? ავიღოთ ერთ-ერთი, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ „სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“. ჟურნალისტი ოცი წუთის განმავლობაში აჩვენებს, როგორ მიდის პრეზიდენტი ბაზარში, როგორ ყიდულობს ყველს, ერთ კილოგრამს 15 ლარად, როგორ ჩუქნიან მას გლეხები ჩურჩხელებს და უმტკიცებენ სიყვარულს: „აი ხალხო, აი ხალხო, დაინახეთ ხალხო“, _ იძახის პრეზიდენტის ნახვით აღტაცებული 80 წლის მარგო, რომელიც ბედნიერია იმით, რომ სააკაშვილი, როგორც მოკვდავი, ბაზარში საკუთარი თვალით ნახა.

Continue reading “„სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“”

„სახალხო კრების“ აქტივისტი დააკავეს

ნათია ზოიძე, ნეტგაზეთი

სამართალდამცავებმა ბათუმში “სახალხო კრების” ახალგაზრდა აქტივისტი, 23 წლის ცოტნე ანანიძე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალს 21 მაისს აჭარის ტელევიზიის ბლოკირებასა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო წაუყენებენ. Continue reading “„სახალხო კრების“ აქტივისტი დააკავეს”

„სადაც ჩვენი საქმე მიგვიყვანს, იქ ვიცხოვრებთ“

ავტორი: ტარიელ ცეცხლაძე
ბათუმელი სულხან ღლონტი, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მალე დაოჯახდება. მისი რჩეული რუსა ანანიაშვილი გახდა. სულხანი ამბობს, რომ რუსას პოლიტიკაშიც შეეძლო წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა ოჯახი იმის ფუფუნებას არ იძლევა, რომ ორი წევრი პოლიტიკაში იყოს, ამიტომაც პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ სულხანი დარჩა.
Continue reading “„სადაც ჩვენი საქმე მიგვიყვანს, იქ ვიცხოვრებთ“”

Exit mobile version