[slideshow]ავტორი – მოქალაქე ჟურნალისტები: ნინო ადეიშვილი, დათო გოგიტიძე, მარი ლომაშვილი, გვანცა სამნიძე, დარინა ასანიძე /ჯგუფი – FESTINA LENTE
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებით არის შეზავებული. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უჭირავს.
მთელ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებელი. აჭარულ სამზარეულოში დომინირებს ისეთი კერძები როგორებიცაა საცივი, მწვადი,ხაჭაპური, ტყემლის საწებელი, ღომი, მჭადი, ხინკალი, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვა. გარდა ქართული სამზარეულოს კერძებისა, აჭარაში მზადდება მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი კერძები: აჩმა, ბორანო, ჩირბული, სინორი და სხვა.
საქართველოს ყველა რეგიონს ახასიათებს სხვადასხვა სახის ხაჭაპური, მაგალითად სამეგრელოში, როგორც წესი ყველითა და კვერცხით აცხობენ, რაჭაში ყველის მაგივრად იყენებენ ლობიოს და მას ლობიანს ეძახიან. მაგრამ აჭარული ხაჭაპური განსხვავდება, როგორც ფორმით ისე მომზადების წესითაც. აჭარული ხაჭაპური არსებობს როგორც “პატარა”, ისე “საშუალო” და “დიდი” ზომის. ის ღია ხაჭაპურია, მას ნავისებური ფორმა აქვს და შუაგულში ყველი, ცხიმი და თოხლო კვერცხია მოთავსებული.
ჭამის დროს განსაკუთრებული წესი უნდა დაიცვათ. ძველად აჭარულ ხაჭაპურს ხელით მიირთმევდნენ, ამჟამად კი დანა-ჩანგლით ჭამენ. აჭარული ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია, ასეთია: ძველად ლაზები ძირითადად მეთევზეობით იყვნენ დაკავებული, სწორედაც რომ პირველად აჭარული ხაჭაპური მათ გამოაცხვეს. და ნავის ფორმის მიცემა ხაჭაპურისთვის შესაბამისად მათ საქმიანობას დაუკავშირეს.
ასევე არსებობს მეორე ვერსიაც, მოგეხსენებათ ხაჭაპურში ათავსებენ კვერცხს და ის შეადარეს ნავში ჩამწყვდეულ მზეს.
აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძებია აჩმა და სინორი, რომელიც გამხმარი ცომის ფენებისაგან მზადდება,მას ზემოდან როგორც წესი ნადუღს ასხამენ. ბორანო კი მარილიანი კარაქისა და ყველის ნაერთია. თუმცა ამათგან გამორჩეულად აჭარული ხაჭაპური ბათუმის სავიზიტო ბარათია.
გამომდინარე იქედან, რომ აჭარა მდებარეობს თურქეთის საზღვართან აქ აღმოსავლური სახის ტკბილეული მაგალითად, ბაქლავა კარგად არის ცნობილი, ასევე აჭარა გამოირჩევა ქადის დამზადებით, ეს არის ტკბილი ცომისა და ნიგვზის ნაერთი.
საჭირო ინგრედიენტები
ფქვილი – 100 გრამი
რძე – 50 გრამი (შეიძლება წყალი)
საფუარი – 2 გრამი
ყველი – 35 გრამი
კვერცხი – 2 ცალი
კარაქი – 20 გრამი
ხაჭო – 40 გრამი
მომზადების წესი
1) ცომის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის ჭიქა რძე ან წყალი გავათბოთ, გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. 2) მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ყველი, დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი, (შეიძლება ხაჭოც). 3) როცა ცომი კარგად ამოვა, მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის შიგთავსი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის შიგთავსს და დავდოთ თუნუქის ფურცელზე. 4) ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში. როდესაც შეწითლდება, შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი. მიირთვით გემრიელად !
https://www.youtube-nocookie.com/v/tdaxf7Ozk8I?version=3&hl=ru_RU