სიახლეები

„შეწყდეს ქველმოქმედების დევნა“

30.05.2012
„შეწყდეს ქველმოქმედების დევნა“

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერი აქცია

დღეს 21 თებერვალს, ბათუმში ზვიად გამსახურდიასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, იქ სადაც წლების განმავლობაში „წმ. ნინოსა და წმ. ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“-ს მიერ დაარსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. ფონდის ხელმძღვანელი სვეტა კუდბა და საზოგადოების წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდისთვის შენობის წარტმევის ფაქტს აპროტესტებდნენ.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ შენობა საქველმოქმედო ფონდს გასულ წელს წაართვა და შემდეგ დაანგრია, დედათა და ბავშვთა თავშესაფარის გარდა შენობაში უფასო სასადილოც ფუნქციონირებდა, სადაც ასამდე მიუსაფარი ადამიანი ყოველდღიურად იკვებებოდა.

„ზუსტად ერთი წლის წინ, 21 თებერვალს გამოაძევეს საქველმოქმედო  ფონდი შენობიდან. ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროსგან იყო დაპირება რომ გამოგვიყოფდა ალტერნატიულ ფართს და ამის დამამტკიცებელი წერილებიც მაქვს. 2011 წელს, როცა ვაპირებდით შენობის დაცლას, ეკონომიკის სამინისტრომ წერილობითაც მოგვმართა სადაც გვთხოვდა განგვემარტა თუ რისთვის გვჭირდებოდა ფართი. განვიხილავთ წერილს და შენობას გამოგიყოფთო. ფონდმა ზუსტად სამ დღეში წარუდგინა პროექტი, თუმცა ამის შემდეგ სამინისტროსგან პასუხი აღარ მიგვიღია“.

ეკონომიკის სამინისტრომ საქველმოქმედო ფონდის გამოსახლების შემდეგ განაცხადა რომ ტერიტორია აუქციონზე უნდა გაყიდულიყო, თუმცა სადაო ადგილი სამინისტროს დღემდე არ გაუსხვისებია. „როგორც ჩვენ გვითხრეს პარკინგის გაკეთებას აპირებენ. ხელისუფლებისთვის ავტომანქანები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ათობით მშიერი და უსახლკარო ადამიანი ვისაც ფონდი დახმარებას უწევდა“ -ამბობს, სვეტა კუდბა.

საქველმოქმედო ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.  დღეს საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია.

სვეტა კუდბა ამბობს, რომ საქველმოქმედო ფონდისთვის ფართის გამოყოფის თხოვნით, 2008 წელს ბათუმის მერიას და საკრებულოსაც მიმართა: „ვთხოვეთ განეხილათ საკითხი, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. არ გამოგვხმაურებია არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, რომელსაც ასევე გადაეგზავნა ჩვენი წერილები.  ამჯერად მოვითხოვთ რომ შეგვხვდეს მთავრობის თავმჯდომარე და მოგვისმინოს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.