სიახლეები

„სადაც ჩვენი საქმე მიგვიყვანს, იქ ვიცხოვრებთ“

30.05.2012 • • 1754
„სადაც ჩვენი საქმე მიგვიყვანს, იქ ვიცხოვრებთ“

ავტორი: ტარიელ ცეცხლაძე
ბათუმელი სულხან ღლონტი, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მალე დაოჯახდება. მისი რჩეული რუსა ანანიაშვილი გახდა. სულხანი ამბობს, რომ რუსას პოლიტიკაშიც შეეძლო წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა ოჯახი იმის ფუფუნებას არ იძლევა, რომ ორი წევრი პოლიტიკაში იყოს, ამიტომაც პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ სულხანი დარჩა.

– სულხან, როდის გაიცანით ერთმანეთი, თუ გახსოვს ზუსტი თარიღი?
– 2010 წლის 4 ოქტომბერს გავიცანი, ზუსტად მახსოვს. ოფისში ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტისთვის მონაწილეებს ვარჩევდით. კონკურსანტებს შორის იყო რუსაც. სტუდენტია, მარკეტოლოგი. უნივერსიტეტს ამთავრებს და ძალიან აქტიურია. ამ ტიპის სატელევიზიო პროექტი გვქონდა ჩვენც, სადაც ახალგაზრდები საუბრობდნენ სამოქალაქო საზოგადოებასა და მის გააქტიურებაზე. რაღაცნაირად მიიპყრო ჩემი ყურადღება. გამორჩეულად ლამაზი და ინტელექტუალი იყო. ხომ იცი, ეს ორი გარემოება როგორ მოქმედებს და ასე მოვიხიბლე მეც.
– ერთი ნახვით შეყვარება იყო თუ ერთმანეთი უფრო მოგვიანებით აღმოაჩინეთ?
– სიმპათია, რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრისთანავე გაჩნდა. დავინტერესდი და მერე როგორც ხდება ხოლმე… გვქონდა 10-თვიანი ურთიერთობა, რომელსაც კონკრეტული სახელი არ ჰქვია. რუსა მაშინ 20 წლის იყო, მე – 28-ის. შემდეგ კი სიყვარული ავუხსენი.
– ანუ10 თვის შემდეგ გამოუტყდი სიყვარულში?
– არის ურთიერთობა, როცა ყველაფერი გასაგებია, თანხმობა არის ემოციური, ერთად სეირნობ და ერთმანეთთან თავს კარგად გრძნობ. უბრალოდ, სიტყვები – „მე შენ მიყვარხარ“ არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, თუმცა ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი გასაგები იყო.
– სად და რა ვითარებაში აუხსენი სიყვარული?
– სვეტიცხოველში ვიყავით. ხშირად გავდივართ ხოლმე ქალაქიდან და ერთ-ერთი გასვლა გვქონდა. მხოლოდ მე და რუსა ვიყავით. სვეტიცხოველში ვისხედით. უცებ მივუბრუნდი და ვუთხარი, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სიყვარულია, ეხლა გამახსენდა, რომ არ მითქვამს მიყვარხარ და ახლა გეუბნები-მეთქი. მისგანაც პასუხი ზუსტად ისეთივე იყო.
– მამაკაცები ხშირად ცდილობენ მეტი რომანტიზმისთვის სპეციალურად შექმნან გარემო და სიტყვები – „მე შენ მიყვარხარ“ სწორედ ამ გარემოში უთხრან.
– წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ჩვენ ერთად იმდენად საინტერესო წუთები, საათები და დღეები გვქონდა, რომ ამის დაგეგმვას აზრი არ ჰქონდა. რომანტიზმის მთავარი ასპექტი, ჩემი აზრით, ისაა, როცა დაუგეგმავად იქცევი ადამიანი ასე. როცა რაღაცებს გეგმავ, უფრო ორგანიზებული ამბავია და რომანტიზმიდან შორს ხარ. სიყვარულს უხდება მეტი თავისუფლება და გულწრფელობა.
– რუსას ოჯახი როდის გაიცანი?
– პირველი რუსას ძმა გავიცანი. მანამდეც ვიცნობდი, თუმცა ამას ოფიციალური სახე არ ჰქონდა. ჩვენს ურთიერთობას პოზიტიურად შეხვდა რუსას ოჯახი. დაახლოებით 3 თვის წინ იყო. ეს არის ორი დამოუკიდებელი ადამიანის გადაწყვეტილება, რომ უყვარდეთ ერთმანეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გრძნობას ორივე ოჯახი შეხვდა პოზიტიურად და მათგან არის სრული მხარდაჭერა.
– რუსას მამას თუ სთხოვე ხელი?
– უახლოეს დღეებში გვექნაბა მე და რუსას მამას შეხვედრა და სერიოზულად საბოლოოდ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. თუმცა ჩვენი ურთიერთობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ერთმანეთის დასტური. ოჯახში ოფიციალურად დასტურს რამდენიმე დღეში ავიღებ:)
– როცა ერთად ხართ, როგორ გარემოში გირჩევნიათ ყოფნა?
– ორი ტიპის პროგრამა გვაქვს: დავდივართ თეატრში, კინოჩვენებებზე, პოეზიის საღამოებზე მეგობრებთან ერთად. შემდეგ კი უპირატესობას ვანიჭებთ საღამოს კაფეში ჩამოსხდომას. ფინჯან ყავაზე საუბარს მეგობრებთან ერთად… გააჩნია მეგობრების წრეს. თუკი მეგობრებს ურჩევნიათ ე.წ. ელიტურ კაფეში წასვლა, იქ მივდივართ. როცა ვიკრიბებით ის მეგობრები, რომლებსაც უფრო სხვა რამ გვაინტერესებს, ლიტერატურულ ან მსგავ კაფეებში მივდივართ. უპირატესობას უფრო მშვიდ გარემოს ვანიჭებთ.
– შენ ბათუმელი ხარ, რუსა – თბილისელი, თუ გადაწყვიტეთ რომელ ქალაქში იცხოვრებთ?
– მე ძალიან მიყვარს ბათუმი. საბოლოო დამკვიდრებას იქ ვაპირებ, სადაც ჩემი საქმისთვის იქნება აუცილებელი. ბუნებრივია, რუსას პასუხიც იგივეა, სადაც ჩვენი ოჯახისათვის იქნება უკეთესი, სადაც ჩვენი საქმე მიგვიყვანს, იქ გავაგრძელებთ ცხოვრებას. კონკრეტულად არ გვაქვს გადაწყვეტილი. რუსას, ბუნებრივია, ექნება დამოუკიდებელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მარკეტოლოგი იქნება. ოჯახი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. რაც შეეხება ქალაქს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ოჯახი იქნება იქ, სადა იქნება ოჯახის თავი.
– რაღაც შეზღუდვები თუ აქვს რუსას შენგან?
– მე ვახსენე ურთიერთობის ათი თვე. ეს 10 თვე იყო ის პერიოდი, როცა ჩვენ ერთმანეთს ვეგუებოდით და ვიღებდით გადაწყვეტილებას, რამდენად შევძლებდით ერთად ცხოვრებას. მათ შორის შედიოდა ასეთი საკითხებიც. ვერ ვიტყვი, რომ აზიატი ვარ და მიყვარს შეზღუდვები. ყველაფერს აქვს ოქროს შუალედი. აზიატური თუ არის ის, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა ყოველთვის ოჯახის თავს უნდა ეკუთვნოდეს, მაშინ ვარ ამ საკითხში აზიატი.
საბედნიეროდ, რაც არ მომწონს, რუსას ის არც ახასიათებს. არც ქალში და არც კაცში არ მომწონს, როცა გაუთავებლად ლაპარაკობს. ეს შენიშვნა მე რუსასთან არ მქონია. არც ვულგარულად ჩაცმა მომწონს. ჩვენ ერთმანეთის გაზრდა არ დაგვიწყია, ჩვენ ასეთები შეგვიყვარდა ერთმანეთი. ქალსა და სიგარეტთან პრობლემა მაქვს, რადგან სიგარეტი ძალიან აზიანებს ჯანმრთელობას. არ მომწონს ძალიან შეღებილი ქალები. ეს ადამიანს ბუნებრივობას უკარგავს და საბედნიეროდ რუსასთან არც ამ საკითხებზე მჭირდება საუბარი.
– რუსას გარდერობში თუ ერევი, ჩასაცმელი თუ გიყიდია მისთვის?
– სხვათა შორის, ძალიან არ უყვარს რუსას ჩემ გარეშე სიარული. ყველაფერი უხარია ჩემთან ერთად. ხშირად ვეუბნები, რომ მეგობრეთან ერთად წავიდეს, გაისეირნოს, როცა მე არ მცალია. მე ვთვლი, რომ რუსას უფრო კარგი გემოვნება აქვს, კარგად იცვამს. მის რჩევებს ვიზიარებ. არ ვერევი მის გარდერობში. როცა საქმიან შეხვედრაზე მივდივარ ვურეკავ ხოლმე, როგორ ჩავიცვა-მეთქი, კონსულტაციას გავდივარ.
– ეჭვიანი ხარ?
– ჩემი აზრით, ეჭვიანობა არის სისუსტე, როცა ადამიანი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. მაგრამ არის ემოციური მომენტები, რომელიც უფრო მართვადია. ვერ ვიტყვი, რომ ვარ ეჭვიანი, თუმცა ვარ ადამიანი, რომელიც ვფლობ ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, რაც ჩემ გარშემო ხდება.
– მალე გექნებათ ნიშნობა, ვინ იქნება ნიშნობაზე, მეჯვარეები თუ შეარჩიეთ?
– მხოლოდ ოჯახის წევრები, მეჯვარეები და უახლოესი ნათესავები იქნებიან. მე სამი მეჯვარე მეყოლება – ნატა იმედაიშვილი, დავით ჭკუასელი და კახა ქაფიანიძე. რუსასაც ალბათ სამი მეჯვარე ეყოლება.
– რატომ სამი?
– მე, დათო და კახა ბავშვობის მეგობრები ვართ. ნათქვამი გვქონდა, რომ ვინც პირველი შექმნიდა ოჯახს, იმის მეჯვარეები ვიქნებოდით. ნატა არის ჩემი ახლო მეგობარი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ოჯახი _ სამაგალითო დედა, მეუღლე და მეგობარია. ჯერ არ გადაგვიწყვეტია, სად იქნება თითოეული მეჯვარე _ ეკლესიაში, დარბაზში და ა.შ. მაგრამ სამივე მეჯვარე იქნება წარმოდგენილი სრული დატვირთვით:)
– ქორწილს სად გადაიხდით?
– ჯერ ასე დეტალურად არ გვიმსჯელია. ქორწილი იქნება საკმაოდ ახალგაზრდული და იქნებიან ძალიან ახლო მეგობრები და ნათესავები, ალბათ 150-მდე ადამიანი. არ გვინდა ღრეობა. მთავარია, ჩვენთვის სასურველი საზოგადოება შეიკრიბოს. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ქორწილი იანვარში იქნება.
– თაფლობის თვეს სად გატარებთ?
– ესპანეთში წავალთ მეგობრებთან, სადაც მიწვეულები ვართ და მერე ინგლისში წავალთ, ბოლოს კი გონიოში:) სახლი მაქვს გონიოში და იქაც წავალთ აუცილებლად. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მთავარ გადაწყვეტილებას მინიმუმ 15 დღე შენი ცხოვრებიდან უნდა მიუძღვნა და სხვა ყველაფერი დაივიწყო.
რუსა ანინიაშვილი ამბობს, რომ სულხანში ერთი კონკრეტული კი არა, მისი ყველა თვისება მოსწონს და მასში აღმოაჩინა ის, რასაც ეძებდა.
– როცა გიყვარს ადამიანი, პატივი უნდა სცე მის საქმიანობას. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, რომ არის პოლიტიკაში. მინდა მიაღწიოს იმ მიზნებს, რაც დასახული აქვს.
– რა საჩუქარი დაგამახსოვრდა სულხანისგან ყველაზე მეტად?
– ერთნაირად დასამახსოვრებელია თითოეული მათგანი, რადგან ამას აკეთებს დიდი გრძნობით. მის გვერდით თავს ბედნიერად და კარგად ვგრძნობ.
– შენ თუ გაქვს გადაწყვეტილი, რამდენი მეჯვარე გეყოლება?
– მეც ალბათ სამი მეჯვარე მეყოლება. თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია ვინ.
– ესპანეთსა და ბრიტანეთში საქორწილო მოგზაურობის ინიციატივა შენ გეკუთვნოდა?
– ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლა არც ერთის ინიციატივა არ ყოფილა. მეგობრებმა მიგვიწვიეს ესპანეთიდან და ინგლისიდან და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით.
სულხანსა და რუსას უკვე შერჩეული აქვთ საქორწინო ბეჭდები და სხვა აქსესუარები. რუსას სულხანის დედისგან საოჯახო ოქროს სამაჯური ერგება. ქორწილამდე წყვილი ბათუმში, სულხანის მშობლიურ ქალაქში ჩამოვა, ეს ოჯახური ტური იქნება.

გადაბეჭდვის წესი