სიახლეები

„ჯეოსტარამდე“ – „ქეთო და კოტე“

30.05.2012 • • 1691
„ჯეოსტარამდე“ – „ქეთო და კოტე“

ნოკო ბერიძე მიუზიკლში „ქეთო და კოტე“ კოტეს როლს ასრულებს

ნოკო ბერიძე და თეო ჩიტიშვილი

ავტორი: ტატო ცეცხლაძე
მისი კარიერა ბავშვთა ოპერით დაიწყო 10 წლის ასაკში. მანამდე სტუდია „ჩანგის“ აღსაზრდელი იყო. მოგვიანებით ჯგუფ „დაივონსის“ სოლისტი გახდა. ითამაშა სხვადასხვა მიუზიკლში, მაგრამ ბოლოს „ქეთო და კოტეში“ შესრულებულმა როლმა მას პოპულარობა კვლავ მოუტანა – 21-ე საუკუნის კოტედ იქცა. ახლა კი სოლოკარიერის გაგრძელებას და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას „ჯეოსტარის“ სცენიდან შეეცდება.

ნიკო ბერიძე 23 წლისაა, თუმცა დიდ სცენაზე ყოფნის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. 2000 წელს ბავშვთა ოპერის ერთ-ერთი მთავარი სოლისტი იყო. 2003 წელს, ბავშვთა ოპერის დახურვის შემდეგ, ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრში გააგრძელა მოღვაწეობა. მუსიკალურ ცენტრთან არსებულმა ამ თეატრმა რამდენიმე სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. მათი ბოლო სპექტაკლი კი, დაახლოებით ერთი წლის წინ, „თავფარავნელის ბალადა“ იყო.
პარალელურად, მეგობრებთან ერთად, შექმნა ჯგუფი „ჯეოპლანეტი“ და სიმღერების სტუდიური ჩაწერა დაიწყეს. მცირე ფინანსების და შესაბამისი რესურსების არ არსებობის გამო, მხოლოდ ერთი ალბომის გამოშვება მოახერხეს, რომელშიც 8 სიმღერა შევიდა. ისინი მსმენელს ქართული ხალხური სიმღერისა და როკის ერთგვარ ნაზავს სთავაზობდნენ, თუმცა ჰქონდათ საავტორო სიმღერებიც. მოგვიანებით, „ჯეოპლანეტის“ სამივე სოლისტი ჯგუფიდან წავიდა.
„ჯეოპლანეტი“ არ დაშლილა, უბრალოდ, ეხლა სხვა სოლისტები ჰყავს. მაშინ ჩვენ ბათუმის სიმღერის ფესტივალზე გავედით და ლაურეატებიც გავხდით. მაყურებელს ძალიან მოეწონა ჩვენი სიმღერები. წელს, 2 იანვარს, საახალწლო კონცერტზეც გამოვედით ერას მოედანზე“, – ამბობს ნიკო ბერიძე. – „ქეთო და კოტეს“ რაც შეეხება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ როლის თამაში, ისეთ ხალხთან მიწევდა მუშაობა… დოი, ნიკა, ნანი, სოფო და სხვები. მე შემარჩიეს, როცა შეეძლოთ შეერჩიათ ვინმე ცნობილი. კასტინგზე მოვეწონე და ამიყვანეს“.
მიუზიკლში კოტეს როლის შესრულებაზე თავიდან უარი თქვა, რადგან ბათუმის დრამატული თეატრი მიუზიკლ „სამგროშიანი ოპერას“ ამზადებდა, სადაც ნიკო როლს ასრულებდა. მაშინ კასტინგში მონაწილეობაზე დასთანხმდა, თუმცა მოგვიანებით დროის არქონის გამო, უარი თქვა. მერე, „სამგროშიანი ოპერას“ დადგმა ფინანსების უქონლობის გამო 2012 წლისთვის გადაიდო. ნიკოსაც თავისუფალი დრო გამოუჩნდა, თუმცა „ქეთო და კოტეს“ ორგანიზატორებისთვის არ დაურეკავს.
„მე და ქეთინო მანელიშვილი ვიყავით ერთად, როცა ნიკა მემანიშვილმა დაურეკა და თხოვა, ვინმე მირჩიე კოტეს როლისთვისო. ქეთინომ მე გამიწია რეკომენდაცია. ნიკამ – ჩვენ შევთავაზეთ, არ ეცალა და უარი გვითხრაო. ქეთიმ უთხრა, რომ უკვე მქონდა დრო. მერე მეც ველაპარაკე ნიკას და კასტინგზე ჩავედი. ამიყვანეს“.
ნიკო ეხლა თბილისშია, იქ „ქეთო და კოტეს“ აჩვენებენ, თან „ჯეოსტარისთვის“ ემზადება. წელს ამ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა და გამარჯვების იმედიც აქვს. ამბობს, რომ „ჯეოსტარი“ მხოლოდ დამწყები მომღერლებისთვის არაა. ამ კონკურსს შეუძლია დაეხმაროს რეპერტუარის გამდიდრებაში და ბევრი ახალი რამის სწავლაში.
„ბევრს უკითხია, შენ ხომ ისედაც ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ და „ჯეოსტარში“ რატომ გადავწყვიტე მონაწილეობა. ჩემი აზრით, ეს ბევრ რამეს მომცემს, იგივე ცნობადობის თვალსაზრისით. შეგიძლია რეპერტუარი გაიმდიდრო, მეტი ისწავლო. ადამიანი ცხოვრების ბოლომდე სწავლობს. ბევრი მეუბნება „ქეთო და კოტეს“ მერე რატომ წახვედიო. მაგრამ ეს ის მომენტია, როცა ჟიური არ წყვეტს არაფერს და შეიძლება ძალიან ცუდმა გაიმარჯვოს. აქ ყველაფერს ფული ცვლის“.
ნიკოს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ სცენა და პირადი ცხოვრება სხვადასხვა რამეა და არ სიამოვნებს, როცა მისი პირადით ინტერესდებიან. განსაკუთრებით კი მის რჩეულზე საუბარი არ უყვარს. მისი რჩეული მომღერალი თეო ჩიტიშვილია, რომელიც მასთან ერთად „ჯეოპლანეტში“ მღეროდა.
„-კარგი, გიპასუხებთ. მე და თეოს დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ოჯახის შექმნას ჯერ არ ვაპირებთ. ჯერჯერობით, საკუთარ თავს და კარიერას მივხედავთ. ყველაფერი კარგად თუ იქნება დავოჯახდებით, მაგრამ არ ვჩქარობთ“.
პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს არც თეო ჩიტიშვილს, მაგრამ მან `ბათუმელების~ მკითხველისთვის გამონაკლისი დაუშვა:
„პირადად მე, კარიერის თვალსაზრისით, დროებით შეჩერებული ვარ. ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სამომავლო გეგმები მაქვს. უახლოეს მომავალში ძალებს არ დავიშურებ, რომ ნიკომ `ჯეოსტარში~ გაიმარჯვოს. გეგმაში ფანკლუბის ჩამოყალიბება გვაქვს“.
„ჩემსა და ნიკოს ურთიერთობას რაც შეეხება, უკვე დიდი ხანია ერთად ვართ – 3 წელია. საკმარისად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომაც არ ვჩქარობთ. მერე ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლით, ამიტომ გვირჩევნია ჯერ კარიერა და მერე პირადი ცხოვრება. ნიკო ძალიან მშვიდი, სერიოზული, იმავდროულად მხიარულია. ადამიანი, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ისაუბრო. ვიცი, რომ წარმატებას მიაღწევს“.
თეო ამბობს, რომ ნიკოზე არ ეჭვიანობს, რადგან იცნობს და ენდობა: „მხოლოდ ერთი შემთხვევას გეტყვით. „ქეთო და კოტეს“ ერთ-ერთი ჩვენების დროს პატარა ბავშვი დამიჯდა გვერდით და ვიღაცამ გააცნო ეს ნიკოს საცოლეაო. არა, მე ვიცი, რომ მაგას სოფო უყვარსო. ბავშვებში შეიძლება ამაზე იყოს საუბრები, თორემ უფროსებში არანაირად“.
ნიკოსა და თეოს ოჯახები ერთმანეთს ჯერ არ იცნობენ. როცა მათი ურთიერთობისთვის სერიოზული სახის მიცემას გადაწყვეტენ, ოჯახებიც სწორედ მაშინ ჩაერთვებიან ამ პროცესში.
„სად წარმომიდგენია თავი მომავალში?… ძალიან მიყვარს თეატრი. ძალიან მიყვარს სიმღერა. ალბათ მომავალში ჩემს თავს ვხედავ როკ ოპერებში, მიუზიკლებში. ძალიან მინდა ისეთი ბენდი მყავდეს, რომ როცა დაუკრავს არასწორი ნოტი არ აიღოს. ინსტრუმენტალისტების დიდი ნაკლოვანებაა. სიამოვნებით ვიყოლიებდი კარგ ბენდს“ – ამბობს ნიკო.
მომავალში საქართველოში აპირებს მოღვაწეობას, მაგრამ არ გამორიცხავს, ცოტა ხნით, სხვა ქვეყანაშიც წავიდეს სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეხლა კი ჯეოსტარზე ფიქრობს. წინ რთული კონკურსი ელოდება და თანაქალაქელების დახმარების იმედი აქვს.

გადაბეჭდვის წესი