სიახლეები

„წადით კერძო სკოლებში“

30.05.2012 •
„წადით კერძო სკოლებში“

ავტორი: ნათია ზოიძე

-ბატონო გია, რატომ აგვიანებს ჩვენი სერთიფიკატები?

-რაღაც ტექნიკური პრობლემაა და..

– ამ ქვეყანაში ყველაფერი „კნოპკებზეა“ და რაღა პედაგოგების სერტიფიკატებს აქვს ტექნიკური პრობლემა?

-რაც მთავარია მოვა…

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აჭარაში სპეციალური კვირეული მიეძღვნა, ერთ-ერთი საზეიმო დღე „შერატონში“ სწორედ დღევანდელი შეხვედრა იყო. ამ შეხვედრას  განათლების მინისტრის მოადგილეების გარდა რაიონის გამგებლებიც და ნაციონალური მოძრაობიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე  350 მასწავლებლიდან  შეკითხვა მხოლოდ 6-მა დასვა. შეკითხვების უმრავლესობა 75-ლარიან დანამატს ეხებოდა, რომელიც წესით სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა უნდა მიიღოს. პედაგოგებს ეს თანხა ჯერ არ მიუღიათ, რადგან მათ სერთიფიკატებს აგვიანდება. განათლების მინისტრისგან ზუსტი პასუხი კითხვაზე – გასცემენ თუ არა სკოლები ოქტომბერში, სერთიფიკატის მიღების შემთხვევაში, პედაგოგებზე სექტემბრის თვის დანამატს, ვერც ჟურნალისტებმა მიიღეს.

ბათუმიდან 8 პედაგოგია. ისინი 1000-ლარიან ხელფასს მიიღებენ. გია აბულაძეს შეკითხვა იმ პედაგოგებმაც დაუსვეს, რომლებმაც მესამე გამოცდა ჩააბარეს, მაგრამ ჯერ არ იციან არიან თუ არა ამ 8 პედაგოგს შორის.

შეხვედრა კმაყოფილი დატოვა 64 წლის სერთიფიცირებულმა პედაგოგმა ბულბული სურმანიძემ ხულოდან, რომელმაც განაცხადა: “მომავალ წელს სხვებმაც მიიღონ სერთიფიკატი და  მოიწვევენ „შერატონში“. მუქთად არაფერი მოდის, ეს სტიმულია, აქ მოსასმენს მოვისმენ, წასაღებს წავიღებ და დასატოვებელს დავტოვებ“.

ქეთევან გიორგაძის შეკითხვაზე, „როცა სკოლას ოთხი სერთიფიცირებული ლიტერატურის მასწავლებელი ჰყავს, მაქვს გარანტია, რომ უმუშევარი არ დავრჩები? “

გია აბულაძემ უპასუხა: „აჭარაში 17 500 პედაგოგია და აქედან მხოლოდ 350-მდეა სერთიფიცირებული, წადით სხვა სკოლაში, წადით კერძო სკოლაშიც.

– მექნება კერძო სკოლაში სახელმწიფო დაზღვევა? – ეს კითხვა მინისტრს იგივე პედაგოგმა დაუსვა.

– სახელმწიფო დაზღვევას, ჯერჯერობით, კერძო სკოლების პედაგოგები ვერ მიიღებენ, – თქვა მინისტრმა და ამ დიალოგით შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დასრულდა.

პედაგოგთა კვირეულის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში  მოქმედი სკოლების ყველა პედაგოგს სახელობითი მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

ასე პომპეზურად პედაგოგთა დღის აღნიშვნა ნიშნავს იმას თუ არა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია დაიწყო? – ბათუმელები.გე-ს ამ კითხვას მინისტრმა უპასუხა, რომ შარშანაც აღნიშნეს და „მომავალში ეს დღე უფრო  პომპეზური იქნება.

პედაგოგების კვირეული ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდა. 7 ოქტომბერს დაბადებული პედაგოგები კი ფასიან საჩუქრებსაც მიიღებენ, ოღონდ რა იქნება ეს ფასიანი საჩუქარი, მინისტრი სიურპრიზად ტოვებს.

ფოტო: მირანდა მიქაძე

გადაბეჭდვის წესი