სიახლეები

„ყასტრანსოილის“ ნავთობპროექტი ჩაისუბანში

30.05.2012 • • 1382
„ყასტრანსოილის“ ნავთობპროექტი ჩაისუბანში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე, დასახლებულ უბანთან ახლოს, „ყასტრანსოილი“ ნავთობშლამების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. პროექტის საჯარო განხილვა, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტთან ერთად, დეკემბერში იგეგმება. საბოლოო გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე გარემოს დაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ქვემდებარე ორგანო აჭარაში კომპანიის მუშაობას გარემოს დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით არც თუ ისე დადებითად აფასებს.

პერიოდულად ნავთობის სუნის გავრცელება პრობლემებს რომ უქმნის ტერმინალის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ამაზე ბევრჯერ დაიწერა. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს კანცელარიაში კი ნავთობის სუნით შეწუხებული მოსახლეობისგან დახმარების თხოვნით არაერთი კოლექტიური წერილია დარეგისტრირებული:
„…აუტანელი გახდა ჩვენს უბანში ცხოვრება, დაინვალიდდნენ ბავშვები, საქმე ეხება ჩვენ მიერ სხვადასხვა ინსტანციაში დაყენებულ საკითხს ნავთობის სუნთან დაკავშირებით, სუნი განსაკუთრებით შემაწუხებელია ღამით, როცა გემის დატვირთვა მიმდინარეობს. თქვენს თანამშრომლებს არაერთხელ ვთხოვეთ საკითხის მოგვარება. ისინი იმით გვეხმარებიან, რომ ნავთობის გადატვირთვის სიჩქარეს არეგულირებენ, ამ შემთხვევაში კი სუნი ცოტათი ქრება, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?…“ – ამ შინაარსის წერილით ბარცხანის დასახლების მოსახლეობამ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბოლოს 2011 წლის ივნისში მიმართა.

სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, კვლევის შედეგები „ნორმების გადამეტებას არ აფიქსირებს, მაგრამ პერიოდულად ატმოსფერულ ჰაერში მავნე აირების გაფრქვევას აქვს კამპანიური ხასიათი, რასაც თან ახლავს სუნის გავრცელება“. მისივე თქმით, „ეს, ძირითადად, ე.წ. თენგიზის ნავთობის საბადოებიდან მაღალი მერკაპტანობის ნავთობის ტრანსპორტირებითა და კომერციული ინტერესების გამო ნავთობის გადატვირთვა-გადმოტვირთვის დაჩქარებითაა გამოწვეული“.

ნავთობტერმინალის საქმიანობის გამო პერიოდულად ჰაერში მავნე ნივთიერების გაფრქვევის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ნავთობტერმინალის ეკოლოგიური კვლევის სამსახურის ხელმძღვანელიც ადასტურებს: „გარემოს დაცვის სამინისტრომ აირდამცავი ბადეების დამონტაჟებაზე მიგვითითა. საწარმო ტექნიკური გადაიარაღების პროცესშია, აირდამჭერი სისტემა უკვე დამონტაჟებულია ნავმისადგომისა და კაპრეშუმის ბაზების ტერიტორიაზე, მოკლე პერიოდში ეს პრობლემა მთლიანად გადაიჭრება“, – ამბობს თენგიზ გორდელაძე – „სპეციალური ბადების არსებობის შემთხვევაში, პრობლემაა ამინდის მოულოდნელი ცვლილებაც. ამის შესახებ კი გარემოს დაცვის სამმართველომ უნდა გვაცნობოს, არსებობს ასეთი შეთანხმება“.

ამ შეხედულებას გარემოს დაცვის სამმართველოში არ ეთანხმებიან: „ტერმინალი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, მიიღოს ინფორმაცია, მან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელიც პერიოდულად მიაწვდის მას სასურველ ინფორმაციას“.
გარდა გამწმენდი ნაგებობისა, „ყასტრანსოილის“ გეგმებში ტერმინალის ტერიტორიაზე ოთხი ახალი რეზერვუარის მშენებლობაც იგეგმება. რეზერვუარების დამონტაჟებას ბათუმის ტერმინალი ბონში მთავარ ბაზაზე აპირებს. პროექტის მიხედვით თითოეული რეზერვუარი 20 000 მ3 ტევადობის იქნება. რაც შეეხება ნავთობშლამების უტილიზაციისთვის განკუთვნილ ნაგებობას, რომლის გამართვასაც ნავთობტერმინალი ჩაისუბნის ტერიტორიაზე გეგმავს, მისი მეშვეობით ტერმინალი საქმიანობით მიღებულ ნარჩენებს მართავს.

გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ თუ ახალი გამწმენდი ნაგებობა სტანდარტების დაცვით არ იმუშავებს, შესაძლებელია ის დაბინძურების კიდევ ერთი წყარო გახდეს: „პროექტები გადმოგზავნილია ჩვენთან და ახლა ვსწავლობთ მათ, განხილვის დროს უკვე გვექნება ჩვენი წინადადებები“.

პროექტის მიხედვით, „ბაზაზე ნავთობშლამების უტილიზაციასა და ნავთობით დაბინძურებულ ნიადაგს გაწმენდენ, რისთვისაც 200 კგ/სთ წარმადობის ინსინერატორი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გათვალისწინებულია ასევე საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი სხვა სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების საწყობის მშენებლობაც“.

ბათუმის ნავთობტერმინალი ყაზახურმა კომპანიამ 2008 წელს შეისყიდა. იმავე კომპანიას აქვს ბათუმის პორტში ნავმისადგომის მართვის ექსკლუზიურ უფლებასაც.

გადაბეჭდვის წესი