სიახლეები

„წრეზე ტრიალი“ – საკადრო პოლიტიკა აჭარაში

30.05.2012 • • 1329
„წრეზე ტრიალი“ – საკადრო პოლიტიკა აჭარაში

ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)

ნებისმიერ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სოფელში ხელისუფლების განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კარგად არის დაკომპლექტებული ამა თუ იმ დონის ხელისუფლება.

ამ მხრივ გამონაკლისი არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, სადაც ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ (2004 წლის 6 მაისი) შემდეგ უმეტესწილად თანამდებობაზე ადამიანებს ორი ფორმით ნიშნავდნენ: 1. უნდა ყოფილიყავი „რევოლუციის“ მონაწილე (ცნობადი სახე) და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა განათლებას, გამოცდილებას, კვალიფიკაციას; 2. უნდა გქონოდა რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების გავლენიან ჩინოვნიკებთან ახლო კავშირი ან ფინანსური რესურსი და არც ამ შემთხვევაში იყო საჭირო განათლება, გამოცდილება, კვალიფიკაცია.
ეს პროცესი 2008 წლამდე სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა.
2008 წლის შემდეგ აჭარაში ძალიან საინტერესო საკადრო პოლიტიკაა. რეგიონულ სახელმწიფო უწყებებში (უმაღლესი საბჭო, მთავრობა, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს საკრებულოები, გამგეობები/მერია და ა.შ.) საკადრო პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ხშირად ალოგიკური და გაუგებარია, ამასთან, „წრეზე ტრიალს“ წააგავს. აჭარაში რევოლუციის შემდეგ გაჩნდა რამდენიმე ჯგუფი, რომლის წევრებიც რამდენიმეთვიანი მონაცვლეობით სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებიან. ხშირდ ერთი ადამიანი 12 თვის განმავლობაში სამ საპასუხისმგებლო თანამდებობას იცვლის.
ამ პროცესს სახუმარო თემად მივიჩნევდი, რომ არა საბიუჯეტო დაფინანსება და ამ ადამიანთა გაუცნობიერებელი და უხარისხო მუშაობა. ვისაც თუნდაც ერთხელ უმუშავია თანამდებობაზე, დამეთანხმება, რომ ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს 2-3 თვე ვითარებაში გასარკვევად სჭირდება, მომდევნო რამდენიმე თვე კი შესაძლოა ახალ იდეებზე მუშაობას მოუნდეს. ამ დროს კი იგი სხვა თანამდებობაზე გადაჰყავთ ისე, რომ არავინ კითხულობს, რამდენი სფეროს კვალიფიციური მართვა შეუძლია ამ ადამიანს. როგორც ჩანს, რეგიონში ძალიან ბევრი „დიმიტრი გელოვანი“ (ქართული ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“) გვყავს.
თითქმის ყველა შემთხვევაში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა (დანიშვნა, „არჩევა“ და ა.შ.) ხდება ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე. უმეტეს შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა განათლებას, გამოცდილებას და კვალიფიკაციას, რაც, ბუნებრივია, აისახება ამ ადამიანების მუშაობაზე. მაგალითად, ბოლო დღეებში აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ის ჩინოვნიკი, ვინც ამ თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ რეგიონის კონტროლის პალატის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. თავის დროზე გადაყვანისა და შემდეგ უკან დაბრუნების მიზეზები და მოტივები გასაიდუმლოებულია. მსგავსი საკადრო ცვლილება განხორციელდა ბათუმის მერიაშიც: არც ერთი ახალი სახე, კვლავ ძველი თანამშრომლები გადაიყვან-დააბრუნეს თანამდებობებზე. მიზეზები ამ შემთხვევაშიც უცნობია.
დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტიდან დირექტორის ორი მოადგილე ისე „წავიდა“ და რამდენიმე დღის წინ სხვები ისე დანიშნეს, რომ არც ძველი თანამშრომლების მუშაობა შეუფასებია ვინმეს და არც ახლების დანიშვნის მოტივაციაა ცნობილი. აქ ნახევრად კურიოზული მდგომარეობაა, ორი ახალი მოადგილიდან რადიო-ტელევიზიასთან აქამდე შეხება არც ერთს არ ჰქონია.
აჭარის რეგიონში საკადო პოლიტიკის შესახებ მეგობრებთან მსჯელობის დროს, ერთ-ერთმა მათგანმა საინტერესო ფრაზა წარმოთქვა: „გარდამავალი დროშის“ მსგავსად არბენინებენო რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა თანამდებობაზე.
მართლაც, ბოლო წლებში რამდენიმე ჩინოვნიკი სხვადასხვა ინტერვალით აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროს ხელმძღვანელობდა. მკითხველმა თავად უნდა შეაფასოს, რატომ ხდება ასე, მე მხოლოდ ორ გარემოებას მივაქცევ ყურადღებას. ჩემი აზრით, „საკადრო კარუსელი“ იმიტომაც დამკვიდრდა რეგიონში, რომ ახალ კადრებს არ ენდობიან (უკვე კარგა ხანია მოქმედებს მახინჯი პრაქტიკა „ვინც ჩვენიანი არ არის – მტერია“), ხოლო იმ ადამიანთა ჯგუფში, რომელთაც „რეგიონის მართვის უფლება“ აქვთ, ადამიანური რესურსები აღარ დარჩა.
მეორე მიზეზი, რის გამოც რეგიონში რამდენიმე ჩინოვნიკის „სახლში გაშვება არ შეიძლება“ არის ის, რომ ისინი ისეთ ინფორმაციას ფლობენ, რომელიც, შესაძლოა, უმუშევრად დარჩენილმა, განაწყენებულმა ადამიანმა ხელისუფლებაში დარჩენილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ გამოიყენოს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რეგიონში რამდენიმე ათეული ადამიანი თითქმის ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს, ჩემი აზრით, მაღალი რანგის გავლენიან ჩინოვნიკებთან ახლობლობაა.

გადაბეჭდვის წესი